Tagged: Jeopardy! Toggle Comment Threads | Keyboard Shortcuts

  • რატი შუბლაძე 4:07 pm on June 19, 2010 Permalink | Reply
    Tags: I' legend, Jeopardy!, The Best   

    ერუდიტ სექსტეტი. ახალგაზრდული ლიგა 

    ერუდიტ-სექსტეტი

    მესამედფინალი

     

    ავტორი: რატი შუბლაძე. 855 46 46 33

    შენიშვნა: სადაც მითითებული იქნება ნიშანი (!), ჩაითვლება მარტო საავტორო, პასუხში მითითებული პასუხი. ასეთი კითხვების დაწყებისას წინასწარ გააფრთხილეთ მოთამაშეები.

    ν – კითხვის ავტორია ირაკლი ნაზღაიძე

    I რაუნდი

    თემები: ყვვილოვანი თემა, მწვანე თემა, სომხური თემა, …ელ… , საიდუმლო თემა,  სამეცნიერო თემა.

    ყვავილოვანი თემა

    10) სწორედ ეს კოდური სახელწოდება ერქვა 1942 წლის ზაფხულში ფაშისტური გერმანიის მიერ კავკასიის ხელში ჩაგდების  სტრატეგიულ გეგმას

    ედელვაისი

    20) ავტორი მათ შესახებ ასე წერდა თავის ძმას: “ეს ისეთი სახის სურათია, რომ რაც უფრო მეტს ვუყურებთ, მით უფრო მდიდრდება და ლამაზდება, გარდა ამისა ისინი პოლსაც ძალიან მოსწონს“

    მზესუმზირები (კომ. ვინსენტ ვან გოგი ასე წერდა თეო ვან გოგს ფერწერული ტილოების ციკლზე)

    30) 1919 წელს მან მორიგი ლექსების კრებული, „არტისტული ყვავილები“  გამოაქვეყნა

    გალაკტიონ ტაბიძე

    40) ამ ქვეყნის სიმბოლოა Nelumbo nucifera, ანუ უბრალო ლოტოსი

    ინდოეთი

    50) 1973 წლის მულტფილმში, სხვა გამოწვევებთან გამკლავებასთან ერთად, მან ალისფერი ყვავილის მონადირებაც მოახერხა

    მაუგლი (კომ. ალისფერი ყვავილიცეცხლი)

     

    მწვანე თემა

    10) კუუპიკ კლაისტი  დანიის ამ ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელია

    გრენლანდია

    20)  ამ ნაწარმოების გავრცელებისთვის დააპატიმრეს აფროამერიკელი სამეულ გრინი 1857 წელს

    ბიძია თომას ქოხი

    30) ამ ორგანიზაციას სახელი ბილ დარნელის ფრაზის – „გავაკეთოთ სამყარო მწვანე“-ს მიხედვით ეწოდა

    Greenpeace (კომ.  Make it a green peace)

    40) ამ დღესასწაულზე  2005 წლის 17 მარტს  მდინარე ჩიკაგო მწვანედ შეიღება

     წმინდა პატრიკის დღე

    50) ერთი ვერსიით, ეს მწვანე ქალაქი ფრენკ ბაუმმა ამერიკული საფინანსო სისტემის საილუსტრაციად გამოიყენა

    ზურმუხტის ქალაქი (კომ. „ოზის საოცარი ჯადოქარი)

     

     

    სომხური თემა

    10) ამ ჯგუფმა სახელი დარონ მალაკიანის პოემის სახელის მიხედვით მიიღო, როდესაც სათაურში სიტყვა “Victim“ შეიცვალა „System“-ით

    System of a Down

    20) მის ფილმში, „ბროწეულის ფერი“, სოფიკო ჭიაურელი 6 სხვადასხვა როლს თამაშობს

    სერგო ფარაჯანოვი

    30) სწორედ ეს თავისებურება აქვს პართენოგენურ სომხურ ხვლიკს

    მისი ყველა წარმოამდგენელი მდედრია

    40) ამ ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგნლის ლათინური სახელწოდება Armeniaca მცენარის სომხურ წარმოშვებაზე მიუთითებს

     გარგარი

    50) ის ერთად ერთი სომეხია, რომელიც სხვადასხვა დროს ორი ქვეყნის, გაეროს წევრისა და არააღიარებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის პრეზიდენტი იყო

    რობერტ ქოჩარიანი (კომ. სომხეთის და ყარაბაღის პრეზიდენტი)

     

    …ელი…

    10) ეს ნამდვილი ამბავი აკაკი წერეთელმა საკუთარ პედაგოგებს მიუძღვნა

    გამზრდელი

    20) გერმანიაში ხუმრობენ, რომ სწორედ ამად გადაიქცევა ოდესმე ნებისმიერი მანქანა

    ოპელი

    30) ეს ელემენტი 1868 წელს პიერ ჟანსენმა აღმოაჩინა მზის დაბნელების დროს ინდოეთის ქალაქ გუნტურში

    ჰელიუმი

    40) ეს აღთქმა პირველად რომის პაპმა, გრიგორი დიდმა დააკანონა, მაგრამ დე-ფაქტოდ მხოლოდ  XI საუკუნეში, გრიგორი VII-ის პონტიფიკატის დროს  დამკვიდრდა

    ცელიბატი

    50) სწორედ მას ეკუთვნის სკაუტთა დევიზი: Be Prepared! – „მუდამ მზად იყავი!“

    რობერტ ბადენ-პოუელი (კომ. სკაუტთა ორგანიზაციის დამაარსებელი)

    საიდუმლო თემა

    10) ამ სახელმწიფო საიდუმლო პოლიციის პირველი ხელმძღვანელი რუდოლფ დილსი იყო

    გესტაპო (კომ. გერმანულად Gehaime Staatspolizei)

    20) სწორედ ეს ნახატი ამშვენებს ჯორჯ კარლინის 2004 წლის წიგნის,  „როდის მოიტანს იესო ღორის დაბეგვილ ხორც“-ის გარეკანს

     „საიდუმლო სერობა“ (კომ. წიგნის სათაური When Will Jesus Bring the Pork Chops?)

    30) ამ შეთქმულების გამოაშკარავებისთვის და ჩახშობისთვის მარკუს ტულიუს ციცერონმა  Pater Patriae-ს ტიტული მიიღო

    კატილინას შეთქმულება

    40) მიუხედავად გასაიდუმლოებული სახელისა, წიგნში „ადამიანი ოქროს პისტოლეტით“ ბონდი მას  სერ მაილზ მესერვის უწოდებს

    М

    50) ამ მოთხრობის დაწერა  მერი სესილია როჯერსის გასაიდუმლოებული გაუჩინარების ამბავმა განაპირობა

    მარი როჟეს საიდუმლო             

     

    სამეცნიერო თემა

    10) სწორედ ეს სახელი ჰქვია ალქიმიკოსს, მექანიკური მანქანების გამომგონებელს და მონა ოგგ-ის (Mona Ogg) ცნობილი პორტრეტის შემქმნელს ტერი პრეჩეტის Discworld-ში

    ლეონარდი (კომ. ალუზია ლეონარდო და ვინჩი-ზე)

    20) მედიცინის ამ დარგზე მიშელ ფუკო ამბობდა, რომ ის არის „გონების მონოლოგი სიგიჟის შესახებ“

    ფსიქიატრია

    30) მან ნობელის პრემია ფიზიოლოგიის დარგში „ტუბერკულოზის მკურნალობასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა და აღმოჩენებისთვის“ მიიღო 1905 წელს

    რობერტ კოხი

    40) იგ ნობელის პრემიის  2001 წლის ასტროფიზიკის ლაურეატების, ტელევანგელისტების, ჯეკ და რექსელა ვან იმპების აზრით, შავი ხვრელები ყველა მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ, რომ იქ ეს მდებარეობდეს

    ჯოჯოხეთი

    50) ამ გერმანელის პატივსაცემად ეწოდა სახელი მაგნიტური ველის ინდუქციის ერთეულს CGS სისტემაში

    გაუსი

     

     

     

     

     

     

     

    II რაუნდი

    თემები: მეფური თემა,  ელფ… , კრიმინალური თემა,  დაძველებული თემა, თარგმანში დაკარგულები, ქარები.

    მეფური თემა

    20) სწორედ მისი ორგანიზებულია „გრგვინვა ჯუნგლებში“ და „ტრილერი მანილაში“

    დონ კინგი (კომ. ცნობილი კრივის პრომოუტერი)

    40) ლუის კეროლის ეს მონარქი ჭადრაკის ფიგურას უფრო მოგვაგონებს, ვიდრე ბანქოს ერთ-ერთ კარტს

    მეფე გული (კომ. „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, გულის მეფე დედოფლის მარიონეტია)

    60) სწორედ ის გასცემდა და ამტკიცებდა სამეფო ტიტულს 1533 წლამდე ევროპაში

    რომის პაპი

    80) ისინი  regnum  fungi-ის მიეკუთვნებიან და რადგანაც არ გააჩნიათ ფესვი, ღერო და ფოთოლი, უმდაბლეს მცენარეებად მიიჩნევენ

    სოკოები

    100) მისი დაწერის იდეა ლარს ფონ ტრიერს ფილმებზე – „სამეფო“ და „სამეფო II“-ის მუშაობის დროს მოუვიდა

    დოგმა 95(კომ. კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ცნობილი მანიფესტი)

     

    …ელფ…

    20)  კონტინენტის წყალქვეშა გაგრძელება 200 მ-მდე სიღრმეში, რომელიც ხასიათდება ხმელეთის იდენტური გეოლოგიური აგებულებით

    შელფი

    40) ამ ქალაქში, „Harland & Wolff Ltd.“-ის ნავთსაყუდელში აიგო მაშინდელი მსოფლიოს უდიდესი ხომალდი „ტიტანიკი“

    ბელფასტი

    60) მისი გამოსახულებიანი ტეტრადრაჰმებით აჯილდოვებდნენ სირაკუზელი ბერძნები სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს

    დელფინი

    80) პოლიტიკური მოძრაობა იტალიაში XII—XVI საუკუნეებში, რომლებიც იბრძოდნენ იმპერატორის ძალაუფლების შესუსტებისთვის და რომის პაპის გავლენის გაზრდისთვის

    გველფები

    100) ეს ამერიკელი 1990 წელს ნომინირებული იყო Emmy-ზე „სიმპსონების“ თემის შექმნისთვის, ხოლო 2005 წელს „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ მთავარი კომპოზიციის დაწერისთვის

    დენი ელფმანი

    კრიმინალური თემა

    20) სხვადასხვა ენებზე ის გამოიცა შემდეგი სახელწოდებებით: „Il delitto et il castigo” (იტალ.), Krimo kaj puno (ესპერ.) და Zbrodnia i kara (პოლ.)

    დანაშაული და  სასჯელი

    40) ლაშა ბუღაძის აზრით, ბრაიან დე პალმას ამ ფილმმა 90-იანი წლების ქართული ახალგაზრდობა დაღუპა

    ნაიარევი სახე (კომ. კრიმინალური დრამა Scarface)

    60) მითი მისი მოტაცების შესახებ, ჰეროდოტეს მიხედვით, კრეტელი ვაჭრების მიერ გატაცებული ფინიკიელი პრინცესის ამბის გამოძახილია

    ევროპა (კომ. ევროპის მოტაცება)

    80) „სეტ მაკფალრეინის მულტიპლიკაციური კომედიური კავალკადას“ სერიებში სწორედ მისი მკვლელობისთვის არის დაკავებული ბობ მარლი

    შერიფი (კომ. ალუზია ბობ მარლის ცნობილ სიმღერაზე I Shot the Sheriff)

    100) ამბობენ, რომ ეს ქმედება ჟოზეფ ფუშეს თქმით დანაშაულზე უარესი იყო, ეს იყო შეცდომა

    ჰერცოგ ენგიენის მკვლელობა

    დაძველებული თემა

    20) მიუხედავად ახალგაზრდული სახელისა, ამ საფეხბუთო კლუბს ხშირად მოხუც ქალბატონს ადარებენ

    იუვენტუსი

    40) მასში მარტინ ლუთერმა მხოლოდ იუდეური კანონის, თანახის,  წიგნები შეიტანა და თარგმნა

    ძველი აღთქმა

    60) ერთი ვერსიით, ამ მოთხრობის მთვარი გმირის პროტოტიპი კუბელი მეთევზე, გრეგორიო ფუენტოსი იყო

    მოხუცი და ზღვა

    80) ის ზეციდან მიწაზე 1219 წლის 15 ივნისს, კოლივანთან ბრძოლის დროს დაეშვა, რის გამოც მსოფლიოში უძველესად ითვლება

    დანებორგი, დანიის ეროვნული დროშა

    100) (!) სიძველეების დათარიღების ამ მეთოდის შემუშავებისთვის უილარდ ლიბიმ 1964 წელს ნობელის პრემია მიიღო ქიმიის დარგში

    რადიოკარბონატული ანალიზი

    თარგმანში დაკარგულები

    20) სწორედ ამას ნიშნავს იაპონური ფსევდოანგლიციზმი ამეფუტო

    ამერიკული ფეხბურთი

    40) ამ ქიმიური ელემენტის თანამედროვე სახელი „მგლის ქაფის“ ლათინურიდან გერმანულად თარგმნისას მიიღეს

    ვოლფრამი

    60) ბუდას ცხოვრებაზე დაფუძნებული ეს ნაწარმოები პირველად ბერძნულად ექვთიმე ათონელმა თარგმნა

    „სიბრძნე ბალაჰვარიანისა“, „ბალავარიანი“

    80)  ეს გრანიტის ქვა არის გამოსახული ამერიკის შეერთებული შტატების ენის დაცვის ინსტიტუტის გერბზე

    როზეტის ქვა

    100) სწორედ ამ ქალაქის სახელს ატარებს დუგლას ადამსის მიერ გამოგონილი თევზი, რომელსაც ნებისმიერი ენის თარგმნა შეუძლია

    ბაბილონი

    ქარები

    20) ფოლკსვაგენის ამ ქარივით სწრაფი მანქანის წარმოება 1973 წლიდან დაიწყო

    პასატი

    40) დაასახელეთ 1806 წელს ინგლისელი ადმირალის მიერ შექმნილი ეს 12 ბალიანი სკალა, რომელიც ქარის სიჩქარის განსასაზღვრად გამოიყენება

    ბოფორტის სკალა (კომ. სახელი ეწოდა გამომგონებლის, ინგლისელი ადმირალის, ფრენსის ბოფორტის მიხედვით)

    60) სევენებიდან მონაქროლი ამ ქარის შეძენა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს სურს

    მისტრალი (კომ. მისტრალი – ქარის სახეობა საფრანგეთში და სადესანტო ვერტმფრენმზიდის კლასი)

    80) ეს ისტორიული სიტყვები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ჰაროლდ მაკმილანმა, სამხრეთ აფრიკის პარლამენტში გამოსვლისას, 1960 წლის 3 თებერვალს წარმოთქვა

    ცვლილებების ქარი (კომ.Wind Of Change – ეს სიტყვები აფრიკის დეკოლონიზაციის წინაპირობა გახდა)

    100) ის არის ქარის ღმერთი ძველსლავურ მითოლოგიაში, რომლის კერპი, Повесть временных лет-ის მიხედვით, კიევში 980 წელს აღმართეს

    სტრიბგი

     

    III რაუნდი

    თემები: ფრინველთა თემა, პოლიტიკოსები,  წიგნები, გრამატიკული თემა,  შავი თემა,  გერმანული თემა.

    ფრინველთა თემა

    30) ტიტუს ლივიუსის მიხედვით, იუნონას ტაძრის ამ ბინადრებმა ბრენუსისგან რომი გადაარჩინეს

    ბატები

    60) ერთი ვერსიით, ეს საგაზეთო ტერმინი მეჩვიდმეტე საუკუნის გერმანელი რედაქტორების შემოკლების – NT – სგან წამოვიდა, რაც შემუმოწმებელი ინფორომაციის აღსანიშნად გამოიყენებოდა

    საგაზეთო იხვი (კომ. eNTe – გერმანულად იხვს ნიშნავს)

    90) სკანდინავიური ფოლკრორის მკვლევრის, ჯინ ლინდოუს აზრით, ისინი წარმოადგენენ შამანის ტრანსცედენტული მოგზაურობის ინსტრუმენტს და მათთან არის დაკავშირებული იმის შიში, შეძლებს თუ არა შამანი გონების და მეხსიერების დაბრუნებას ტრანსიდან გამოსვლის შემდეგ

    ჰუგინი და მუნინი, ოდინის ყვავები (კომ. ჰუგინი ნიშნავდა ოდინის აზრს, მუნინი  – მეხსიერებას)

    120) ბუფერის გადავსების დამცავ პროგრამულ პროდუქტს, StackGuard-ს ხშირად იმ ფრინველის სახელით მოიხსენიებენ, რომლის საშუალებითაც მაღაროში ადრე მეთანის კრიტიკული რაოდენობას ადგენდნენ

    კანარის ჩიტი, კანარეიკა

    150) ამ მოვლენებზეა დაფუძნებული ჯგუფ  Red Sparowes-ის ალბომის, Every Red Heart Shines Toward the Red Sun-ის  კონცეპცია 

    ბეღურების განადგურება ჩინეთში

    პოლიტიკოსები

    30)  მის  გერბზე გამოსახული ისააკ ნიუტონი მშობლიურ ქალაქსა და ახალგაზრდობაში ქიმიკოსად ყოფნას ასახავს, მარცხენა კუთხეში გამოსახული ადმირალი კი ფოლკლენდის ომს

    მარგარეტ ტეტჩერი

    60) ეს ფსევდონიმი დიქტატორმა ფრანგული სიტყვებიდან – „politique potentielle“ – „პოლიტიკური პოტენციალი“ -  აიღო

    პოლ პოტი

    90) ეს ფრანგი ფიგურირებს რადიარდ კიპლინგის მოკლე მოთხრობაში “A Priest in Spite of Himself” – მღვდელი საკუთარი ნების საწინაამდეგოდ

    შარლ მორის ტალეირანი (კომ. ტალეირანი თავისი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე სასულიერო პირი იყო)

    120) როგორც ჯოან როულინგი იხსენებს, ეს სახელი თავის ერთ-ერთ ანტაგონისტს პორტუგალიაში ცხოვრების ზეგავლენით მისცა

    სალაზარი (კომ. სალაზარ სლიზერინი – ერთ-ერთი ანტაგონისტი ჰარი პოტერში, ანტონიუ დი სალაზარი კი პორტუგალიელი დიქტატორი იყო)

    150) ჰარი ტრუმენის აზრით, ეს არის პოლიტიკოსი, რომელიც 15 წლის წინ მოკვდა

    სახელმწიფო მოღვაწე

    წიგნები

    30) სწორედ მისი ალუზიაა ბრმა ბიბლიოთეკარი  უმბერტო ეკოს „ვარდის სახელში“

    ხორხე ლუის ბორხესი

    60)  როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ელინის  წიგნები კომუნისტებმა აკრძალული ლიტერატურის სიაში შეიტანეს  მერაბ მამარდაშვილის გადმოცემით

    სოკრატე  (კომ. სოკრატეს არ დაუტოვებია არც ერთი სტრიქონი შთამომავლობისთვის)

    90) მითხარით რა სახელით ვიცნობთ ისააკ ნიუტონის 1704 წელს დაწერელ „ტრაქტატს გამოსახულების, გარდატეხის, გადაღუნვის და სინათლის ფერების შესახებ“

    ოპტიკა (კომ. წიგნის სრული სახელი: „ოპტიკა ანუ ტრაქტატი  გამოსახულების, გარდატეხის, გადაღუნვის და სინათლის ფერების შესახებ“)

    120) urbandictionary.com-ის მიხედვით, სწორედ მისი მომხმარებელია ტერმინ bookworm -ის (წიგნის ჭია) მატარებელი ადამიანი

    Facebook

    150) სწორედ ის აწყობდა პერიოდულ „პატივმოყვარეობის კოცონებს“ ფლორენციაში, სადაც ბოკაჩოს, ოვიდიუსის და სხვათა წიგნები იწვებოდა

    ჯიროლამო სავანაროლა

     

    გრამატიკული თემა

    30) ეს არის გრამატიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის წინადადების ტიპებს, მასში სიტყვათა შეწყობა–შეკავშირების წესებს

    სინტაქსი

    60) პირველად მასზე ლეგენდა საქსონ გრამატიკოსმა ჩაიწერა საკუთარ „დანთა ქმედებან“-ში

    პრინცი ჰამლეტი

    90) წინადადების  ეს წევრი პასუხობს ჩვენთვის ნაცნობი სამი შეკითხვიდან ორს

    გარემოება (კომ. ჩვენთვის ნაცნობი კითხვები – რა? სად? როდის?) ν

    120) ამ სასვენი ნიშნის ხმარებაზე უარი ჯოისმა იმ მიზეზით თქვა, რომ შეგნებულად სურდა დაეფარა საზღვარი ავტორისეულ რემარკასა და გმირის შინაგან მონოლოგს შორის

    ბრჭყალები

    150) ეს ტერმინი 1887 წელს შტუტგარტელმა ოფთალმოლოგმა რუდოლფ ბერლინმა შემოიღო და დროთა განმავლობაში დამტკიცდა რომ ის საერთოდ არ არის განპირობებული  გრამატიკული ნორმების არ ცოდნით

    დისლექსია (კომ. დისლექსია -  დასწავლის უუნარობა, რაც გამოიხატება  წერილობითი ენის ათვისების სირთულეში.  დისლექსია გამოწვეულია ტვინის მიერ წერითი და (ან) ზეპირი ენის განსხვავებული აღქმით და არა გრამატიკული ნორმების ცუდად ათვისებით)

    შავი თემა

    30) კინოხელოვნების ამ ჟანრზე სიდნი პოლაკი ამბობდა, რომ არ მისი შეუძლია სიტყვებით აღწერა, მაგრამ მაშინვე იცნობს, როგორც კი შეხედავს

    ნუარი (კომ. ფრანგულად ნიშნავს „შავს“)

    60) ყაზანის რუბინის ეს თურქი ფეხბურთელი 1980 წელს, შავი ზღვის პირას, გირესუნში დაიბადა

    გოკდენიზ კარადენიზი (კომ. Karadeniz – თურქულად შავ ზღვას ნიშნავს)

    90) ტერმინი „შავი პარასკევი“ სწორედ ამ ამერიკული დღესასწაულის შემდეგ წარმოქმნილი საცობების შედეგად შეიქმნა

    მადლიერების დღე (კომ. მადლიერების დღე აღინიშნება ნოემბრის ყოველ მეოთხე ხუთშაბათს)

    120) სწორედ ამ მუსიკოსის სახელს უწოდებენ დღემდე მეზღვაურები აშშ-ის სამხედრო ფლოტის ზამთრის  სამსახურებრივ უნიფორმას, რომლის პერანგი, ჰალსტუხი და შარვალი  შავი ფერისა არის

    ჯონი  კეში (კომ. ჩაცმულობის სტილის გამო ამერიკულ საზოგადოებაში ცნობილი იყო როგორც Man in Black)

    150)  სწორედ მან მისწერა ნაპოლეონ ბონაპარტს შემდეგი შინაარისის წერილი: „თეთრთა შორის პირველს – შავების პირველისგან“

    ფრანსუა დომინიკ ტუსენ-ლუვერტიური (კომ. ჰაიტის თვითგამოცხადებული მმართელი)

    გერმანული თემა

    30) ბავშვობაში, ჰოლანდიაში გამართული წარუმატებელი კონცერტების შემდეგ, მას  დედა შემდეგი სიტყვებით ამშვიდებდა: „ჰოლანდიელები ძუნწები არიან, მუსიკა რა ჰოლანდიელების საქმეა“

    ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (კომ. საინტერესოა, რომ ბეთჰოვენის წინაპრები წარმოშვებით ჰოლანდიელები იყვნენ)

    60) ამ დაწესებულების  გამო, გერმანულ ქალაქ ტიუბინგენში მოსახლეობის საშუალო ასაკი ქვეყანაში ყველაზე დაბალია

    ებერჰარდ-კარლოსის უნივერსიტეტი. ჩათვლა: უნივერსიტეტი და ა.შ. (კომ. ქალაქის მოსახლეობის თითქმის მესამედი – 25 000 ადამიანი სტუდენტია)

    90) ამბობენ, რომ ამ მოვლენის შემდეგ ოქტავიანე აუგუსტუსი კვინტილიუს ვარს ლეგიონების დაბრუნებას სთხოვდა – Quintili Vare, legiones redde

    ბრძოლა ტევტობურგის ტყეში (კომ. არმინიუსის მეთაურობით გერმანელებმა რომაელთა სამი ლეგიონი გაანადგურეს)

    120) სწორედ ამ მიზეზით მოიხსენიებდნენ თიურინგიისა და ბავარიის საზღვარზე მდებარე სოფელ მიოდლაროითს „პატარა ბერლინად“ (ჩაითვლება აზრობრივად, საკვანძო სიტყვები: კედელი, ცივი ომი, გაყოფა)

    სოფელი ბერლინის მსგავად გაყოფილი იყო კედლით ცივი ომის პერიოდში

    150) სწორედ მათი უფლებების და საჭირბოროტო საკითხების შესახებ გადაღებული ფილმები იბრძვიან ბერლინის კინოფესტივალზე სპეციალური პრიზისთვის  „Teddy“

    სექსუალური უმცირესობები

     

    ერუდიტ-სექსტეტი

    ფინალი

    ავტორი: რატი შუბლაძე. 855 46 46 33

    შენიშვნა: სადაც მითითებული იქნება ნიშანი (!), ჩაითვლება მარტო საავტორო, პასუხში მითითებული პასუხი. ასეთი კითხვების დაწყებისას წინასწარ გააფრთხილეთ მოთამაშეები.

    ν – კითხვის ავტორია ირაკლი ნაზღაიძე

    β – კითხვის ავტორია ვახტანგ ელერდაშვილი

    I რაუნდი

    თემები: მეგობრული თემა, თეთრი თემა, სლავური თემა,  …მო… , საომარი თემა, კრეატიული თემა.

    მეგობრული თემა

    10) არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ეს ნაწარმოები გახდა რეჟისორის შთაგონების წყარო „ირმებზე მონადირე“-ზე მუშაობისას

    სამი მეგობარი

    20) ამ ალბომის გარეკანი მეგობრებმა ბონ სკოტის ხსოვნის საპატივცემულოდ მთლიანად შავად შეღებეს

    Back in Black

    30) ტირანი მამისგან გაქცევის მცდელობას მისი 26 წლის მეგობარი, ლეიტენანტი ჰანს-გერმან ფონ კატტე შეეწირა

    ფრიდრიხ მეორე პრუსიელი

    40) ამ დაძმობილებული ქალაქისგან მიიღო 1944 წელს სტალინგრადმა ფულადი შემოწირულობა და გადასაფარებელი, რომელსაც ეწერა: „უმჯობესია პატარა დახმარება, ვიდრე დიდი თანაგრძნობა“

    ქოვენთრი

    50) ეს არის 3-7 წლის ბავშვებისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური თავისებურება, რაც წარმოსახვითი მეგობრის არსებობის მოთხოვნილებაში გამოიხატება

    კარლსონის სინდრომი

    თეთრი თემა

    10) სწორედ ასე უწოდეს დუვრის თეთრ კლდეების ყურების შემდეგ ძველმა ბერძნებმა კუნძულს

    ალბიონი

    20) ამ ქვეყნის გერბზე თეთრი არწივი გამოხატავს იმ ლეგენდას, რომლის მიხედვითაც მითიურმა ლეხმა არწივის ბუდის დანახვის შემდეგ ქალაქი გნიეზდო დაარსა

    პოლონეთი

    30) სწორედ ამ მეტალს აღნიშნავდა ინკების ენაში თეთრი ფერი მშვიდობასთან ერთად

    ვერცხლი

    40) დღეს მის მაგივრად ბაგირის გადაწევაში, გიმნასტიკასა და მძიმე ათლეტიკაში როგორც წესი მაგნიუმის კარბონატს იყენებენ

    ცარცი

    50) მორმონები მისი ამერიკაში ჩასვლის ფაქტს აცტეკების წვერებიან თეთრ ღმერთზე – კეცალკოატლზე ლეგენდით ასაბუთებენ

    იესო ქრისტე

    სლავური თემა

    10) ამ ეროვნების წარმომადგენლებად თვლიან საკუთარ თავს ემირ კუსტურიცა, გორან ბრეგოვიჩი, ლეპა ბრენა და ასიმ ფერჰატოვიჩი

    იუგოსლავი

    20) ამ საავტომობილო კომპანიის დაარსება  ვაცლავ ლაურინის და ვაცლავ კლემენტის სახელს უკავშირდება

    შკოდა

    30) ამ პოლონელის სახელს ატარებს 1996 წელს დარმშტადში აღმოჩენილი რიგით 112 ქიმიური ელემენტი

    კოპერნიკი (კომ. ცნობილია, რომ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა დავა  პოლონეთსა და გერმანიას შორის კოპერნიკის ეროვნებაზე)

    40) ფეხბურთისგან თავისუფალ დროს ეს ხორვატი მწვრთნელი როკ-ჯგუფ  Rawbau-ში უკრავს

    სლავენ ბილიჩი

    50) ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ეს სლავური ანბანი კონსტანტინე ფილოსოფოსმა ძველებური სლავური რუნების დამწერლობის საფუძველზე შექმნა

    გლაგოლიცა

    …მო…

    10) ეს არის მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმა, იმ ყველა დანარჩენის გამოკლებით დრო და დრო რომ გამოუყენებიათ

    დემოკრატია (კომ. ფრაზა ეკუთვნის უინსტონ ჩერჩილს)

    20) ეს არის  რკინის შემცველი, ჟანგბადის გადამტანი ცილა ხერხემლიანების წითელი სისხლის უჯრედებში

    ჰემოგლობინი

    30) იგი პოლიციელების, რკინიგზის მუშაკებისა და მასწავლებლებისათვის ევროპული ტანსაცმლით შეიცვალა იმპერატორის 1871 წლის ბრძანებულებით

    კიმონო

    40) გადმოცემის თანახმად, ამ რომაელმა იმპერატორმა საკუთარი მმართველობის პერიოდის „ოქროს საუკუნით“ მოხსენიება ბრძანა

    კომოდი

    50) ამ სახელმწიფოს მოქმედი პრეზიდენტია ჟოზე რამუშ-ორტა

    აღმოსავლეთ ტიმორი, ტიმორ-ლეშტი

    საომარი თემა

    10) მისი აზრით, ადამიანების ბუნებრივი მდგომარეობა არის  ომი, ყველასი ყველას წინააღმდეგ  

    თომას ჰობსი (კომ.Bellum omnium contra omnes)

    20) ჰერბერტ უელსი ამ ნაწარმოებში ამბოდა, ვერავინ დაიჯერებდა, რომ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს სამყაროს ადამიანზე უფრო დიდი ინტელექტიც აკვირდებოდა

    სამყაროთა ომები

    30) ამ კელტურ საბრძოლო შეძახილს დღეს სარეკლამო დევიზის ან ლოზუნგის მნიშვნელობით ვიყენებთ

    სლოგანი

    40) სწორედ ამ ცნობილი სიტყვათა შეთანხმებით მოიხსენია Times-ის კორესპონდენტმა 1854 წელს, ბალაკლავასთან გამართულ ბრძოლაში წარმატებულად მონაწილე შოტლანდიელების პოლკი

    წვრილი წითელი ხაზი, The Thin Red Line

    50) დაასახელეთეს 1463 წელს გამართული ბრძოლა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი VIII-სა და მის წინააღმდეგ აჯანყებულ იმერეთის მეფე ბაგრატ VI-ს შორის

    ჩიხორის ბრძოლა

    კრეატიული თემა

    10) ამ ფრანგმა მფრინავმა, რომელმაც უკვდავება ჩოგბურთის წყალობით მოიპოვა, პირველმა შეუთავსა ტყვიამფრქვევი საკუთარი თვითმფრინავის წამყვან პროპელერს

    როლან გაროსი

    20) ამ ტერმინის გამოგონებას მიაწერენ ბრიტანელ ასტრონომ სერ ფრედ ჰოილს, რომელიც დასცინოდა და ეწინაამდეგებოდა დინამიურად ევოლუციონირებადი მოდელის თეორიას და მის მომხრეებს

    დიდი აფეთქება, დიდი აფეთქების თეორია

    30) ამბობენ, რომ ეს კერძი ანდრე დიუპონმა სპეციალურად ნოვოროსისკის გენერალ-გუბერნატორ ალექსანდრე სტროგანოვისთვის გამოიგონა

    ბეფსტროგანოვი

    40) სწორედ ამ ქიმიკოსმა შეამჩნია, რომ ლაბორატორიაში კაუჩუკის ხსნარით დასვრილი პიჯაკი არ უსველდებოდა

    ჩარლზ მაკინტოში

    50) მხოლოდ ამ გამოგონების საშუალებით შეუძლიათ საკუთარი დღე-ღამის ხანგრძილივობის დადგენა ვენერაზე მცხოვრებ ჰიპოთეთურ მოსახლეებს პეტრე კაპიცას ამოცანის მიხედვით, რადგანაც ვენერის ატმოსფეროს სიმკვრივი  შეუძლებელს ხდის ციურ სხეულებზე დაკვირვებას

    ფუკოს ქანქარა

     

     

    II რაუნდი

    თემები: მოჩვენებითი თემა, …ერო… , შემაშინებელი თემა,  მუსიკალური თემა,  ამერიკული თემა, კომიქსები.

    მოჩვენებითი თემა

    20) იგი მარსელ ალენმა და პიერ სუვესტრიმ შექმნეს 1911 წელს, ხოლო საბჭოთა კავშირში ჟან მარეს წყალობით გახდა ცნობილი

    ფანტომასი

    40) ამ  სატრანსპორტო საშუალებაზე მღერის გერმანული ჯგუფი Rammstein-ი სიმღერაში Seemann

    მფრინავი ჰოლანდიელი

    60) მას ეკუთვნის მისტიკური, მაგრამ ნამდვილი ამბავი  კენტერვილური მოჩვენების შესახებ 

    ოსკარ უაილდი

    80) მისი გამოჩენის ერთ-ერთ პირველ შემთხვევას იაკობ გრიმი აღწერს „ტევტონურ მითოლოგიაში“, როდესაც ჩვ. წ. აღ. 355 წელს ქალაქ ბინგემში უხილავი ძალა მოსახლეობას ქვებს უშენდა

    პოლტერგეისტი

    100) მათი წარმოება Dassault Aviation-მა (დასსო ავიასიონ) 1954 წელს დაიწყო, ხოლო 2007 წლიდან  მისი Rafale-ით ჩაანაცვლება დაიწყეს

    Mirage (ფრანგული საჰაერო სამხედრო გამანადგურებლების და მოიერიშეების კლასი)

     

    …ერო…

    20) სწორედ მასზე ალუზიით დაწერა ჟან-პოლ სარტრმა კრებულ „კედელში“ შემავალი მცირე მოთხრობა ადამიანზე, რომელიც დიდების მოპოვებას  მკვლელობათა სერიის დაგეგმვით ცდილობდა

    ჰეროსტრატე

    40) ეს არის მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტებზე მოძრავი სხეული, რომელის ზომა 8 დიდ ცთომილთან შედარებით მცირეა

    ასტეროიდი

    60) ამ ქალბატონის აზრით, არგენტინაში ერთადერთი პრივილეგირებული მოქალქეები მხოლოდ ბავშვები იყვნენ

    ევა პერონი

    80) ანატოლ ფრანსმა ამ მსუნაგ  აბატზე და მის ცხოვრებისეულ განაზრებებზე 1893  წელს გამოსულ წიგნში მოგვითხრო

    აბატი ჟერომ დე კუანიარი

    100) გამოსახულებათა დამუშავებისას, ეს არის ბინარული გამოსახულებების ფილტრაციის მეთოდი, როდესაც  რედუცირდება სხვა დომენის ზომები

    ეროზია

     

                შემაშინებელი თემა

    20) მითხარით სახელი მამისა, რომლის შვილები – საშინელება და შიში 1877 წელს აღმოაჩინეს

    მარსი, არესი (საშინელება და შიში ფობოსის და დეიმოსის სახელების მნიშვნელობაა, ხოლო ისინი პლანეტა მარსის თანამგზავრები არიან)

    40) ფრედერიკ ჯეიმისონის აზრით, ეს სურათი არის ადამიანის ზერეალური გამოსახულება, რომელიც გამოხატავს სასოწარკვეთილების სიღრმეს, ანუ სოციოლოგიის ენაზე ანომიას, გაუცხოებას, შიშს

    „კივილი“ (კომ. ედუარდ მუნკის სურათი)

    60) სწორედ ამ აფრიკულ გეოგრაფიული ობიექტზე ალუზიას წარმოადგენს ტერი პრეჩეტის Discworld-ში ტერორის კონცხი

    კეთილი იმედის კონცხი

    80) ამ ეკონომიკური თეორიის აპოლოგეტი, ლეშეკ ბალცეროვიჩი, 2000-2002 წლებში ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი იყო

    შოკური თერაპია

    100) ამ ფილმის ბოლოს სიტყვა „დასასრულის“ არ არსებობა რეჟისორმა იმით ახსნა, რომ სურდა დაუსრულებელი საშინელების ჩვენება 

    ფრინველები (კომ. ალფრედ ჰიჩკოკის საშინელებათა ფილმი)

     

     

    მუსიკალური თემა

    20) ამ სიმღერის წარმოშვება მეჰერ ბაბას შემდეგ გამონათქვამს უკავშირდება: „გააკეთე შენი საუკეთესო, შემდეგ არ იდარდო, იყავი ბედნიერი ჩემს სიყვარულში და მე შენ დაგეხმარები“

    “Don’t Worry, Be Happy”

    40) ეს ცხრა მუზათაგან ერთ-ერთი პანტომიმისა და ჰიმნების მფარველი იყო

    პოლიჰიმნია

    60) ამ ქართველ მუსიკოსს ხშირად „სლავ კარაიანად“ მოიხსენიებდნენ

    ჯანშუღ კახიძე

    80) ამ ბრიტანელის გერბზე გამოსახულია ორი წრე: შავი წრე აღნიშნავს ვინილის ფირფიტას, თეთრი კი კომპაკტ დისკს

    ელტონ ჯონი

    100) ამ შვედური ჯგუფის სახელი როზა ფონ პრაუნჰაიმის დოკუმენტური ფილმიდან მომდინარეობს, რომელიც ეძღვნეობდა თებეს ცნობილი „საღვთო რაზმს“ და მასთან დაკავშრებულ ჰომოსექსუალურ თემებს

    Army of Lovers

     

    ამერიკული თემა

    20) მან მიიღო აშშ-ს პატენტი ნომერი 174465, რომელიც აღწერდა „მეთოდს და აპარატს ტელეგრაფის საშუალებით ხმისა და სხვა ხმების გადაცემას ელექტრული ტალღების მეშვეობით“

    ალექსანდრ გრეჰემ ბელი

    40) შესაძლოა ამ ამერიკული შტატის ეტიმოლოგია ესპანური სიტყვებიდან: „მშრალი  ზონა“ მომდინარეობდეს

    არიზონა (კომ. ესპანურად: “ზონა არიდა”)

    60) სწორედ ამ სასტუმროში მოათავსებს პინგ-პონგის ტურნირში გამარჯვების შემდეგ ფორესტ გამპს რიჩარდ ნიქსონი

    „უოტერგეიტი“

    80) სწორედ ამ სახელით ვიცნობთ ამერიკული მას-კულტურის ერთ-ერთ ატრიბუტს – სერიული ავტომობილების რბოლის ეროვნულ ასოციაციას

    NASCAR (კომ. National Association of Stock Car Auto Racing -ის აბრევიატურა)

    100)  სწორედ ამ  ნაწარმოებს ეძღვნება პროგრესივ-მეტალ ჯგუფის Mastodon-ის ალბომი Leviathan-ი.

    მობი დიკი

     

    კომიქსები

    20) სწორედ ასე ჰქვია ობელიქსის ძაღლს, იდეაფიქსს, კომიქსის ინგლისურ ვარიანტში

    დოგმატიქსი

    40) ამ ტერმინის გამოყენება  რიჩარდ აუტკოლტის მიერ შექმნილი პოპულარული კომიკსების პერსონაჟის, „ყვითელი ბიჭუნას“ სახელთან არის დაკავშირებული 

    ყვითელი პრესა

    60) ამ სუპერგმირმა სახელი საკულტო მსახიობების, კლარკ გეიბლისა და კენტ ტეილორის მიხედვით მიიღო

    სუპერმენი (კომ. კლარკ კენტი)

    80) სამხედრო ინდუსტრიის ეს მაგნატი 2010 წელს ფორბსის უმდიდრეს გამოგონილ ადამიანებს შორის მეოთხეზე გავიდა

    ტონი სტარკი; რკინის კაცი

    100) აპოლოდორ დამასკელის მიერ დაკებზე გამარჯვების აღსანიშნავად  დადგმული ეს სვეტი კომიკსის ერთ-ერთ პირველ ნიმუშად ითვლება

    ტრაიანეს სვეტი

     

     

     

     

     

     

     

    III რაუნდი

    თემები: ბიბლიური თემა,  მსუნაგი თემა,  დრო, ინდური თემა,  ინდუსტრიული თემა, კინემატოგრაფი.

    ბიბლიური თემა

    30) ეს ციური სხეული ჯოტომ სკროვენის კაპელაში შესრულებულ ფრესკაზე „ბეთლემის ვარსკვლავის“ მენატურედ გამოიყენა

    ჰალეის კომეტა

    60) იაფეტის შვილიშვილის და გომერის ეს ძე რაბინულ ტრადიციაში სლავი, გერმანიკული და სკანდინავიური ხალხის წინაპრად ითვლება

    აშკენაზი

    90) სწორედ მას გამოეცხადა უფალი და უთხრა: ”მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას…”

    იოანე ღვთისეტყველი

    120) სწორედ მისი სახელით მოიხსენიებენ მოვლენას მერკურიზე, როდესაც მზე ცაში ჩერდება  და საწინაამდეგო მიმართულებით მოძრაობს

    ისუს ნავინი (კომ. ბიბლიის მიხედვით, ისუს ნავინის თხოვნით მზე ცის კაბადონზე შეჩერდა)

    150) ეს ტერმინი მომდინარეობს ბიბლიური პერსონაჟის სახელიდან, რომელიც ცდილობდა მოციქული პეტრესგან ჯადოსნობის ნიჭი შეეძინა

    სიმონია (კომ. საეკლესიო თანამდებობეის ყიდვას სიმონია ეწოდება და უკავშირდება სიმონის სახელს) ν

    მსუნაგი თემა

    30) ამ პროდუქტს იაპონიაში „კასპიის ზღვის იოგურტს“ ეძახიან

    მაწონი

    60) მათ მოსაზიდად უელსელთა წინაპრები სატყუარად თაფლის ღვინოს  იყენებდნენ

    დრაკონები

    90) სწორედ ამ სალათის სახელს ატარებს გაზეთ «Труд»-ის მიერ შემუშავებული ინდექსი, რომელიც ასახავს ინფლაციის დონეს კვების პროდუქტებზე არსებული სამომხმარებლო  ფასებზე გაანგარიშებით

    ოლივიე

    120) არსებობს მოსაზრება, რომ ჟერომ დე ანჟეს ეს გამონათქვამი პოპულარული “გარგანტუა და პანტაგრუელის“ წყალობით გახდა

    მადა ჭამაში მოდის (კომ. ფრანგულად L’appetitvienten mangeant)

    150) სწორედ ასე მოიხსენიებენ საკუთარ თავს მფრინავი მაკარონის მონსტრის მიმდევრები იტალიური პროდუქტისა და ჰაილე სელასიეს აღმნიშვნელი სიტყვების თამაშის წყალობით

    პასტაფარიანელები (კომ. პასტა – იტალიურად მაკარონის ტიპის პროდუქტების აღმნიშვნელი სიტყვაა, ჰაილე სელასიეს კი რასტაფარიანელების მოძღვრების ცენტრალური ფიგურაა)

    დრო

    30) სწორედ ეს ურჩია 1748 წელს ახალგაზრდა კომერსანტებს ბენჯამინ ფრანკლინმა (ჩაითვლება აზრობრივად)

    (გახსოვდეს,) დრო ფულია (კომ.  ფრანკლინმა ეს სიტყვები პირველად წარმოთქვა1748 წელს გამოცემულ წიგნში „რჩევები ახალგაზრდა მეწარმეს“)

    60) ამ ჯგუფმა, ვიქტორ ასტაფიევის და მისი ამფსონების ნების მიუხედავად 2009 წელს 40 წლისთავის აღსანიშნავად 40 კონცერტი გამართა 40 სხვადასხვა ქალაქში

    Машина времени (კომ. ვიქტორ ასტაფიევი იყო Машина времени-ის საწინააღმდეგო სტატიის, „Рагу из синей птицы“-ის ერთ-ერთი მთავარი ავტორი)

    90) სწორედ ამ ფილმის სახელით არის დასათაურებული 1930-იან წლებში მოღვაწე და მხოლოდ 1980-იან წლებში აღიარებული სოციოლოგის, ნორბერტ ელიასადმი მიძღვნილი თავი ჯორჯ რიტცერის წიგნში

    უკან მომავალში

    120) უძველესი ასტრონომიული ინსტრუმენტი, რომლის ვერტიკალური ისარი მზის დახრის კუთხის საშუალებით დროის გაზომვის საშუალებას გვაძლევს

    გნომონი

    150) სწორედ ასე ეწოდება დროის ყველაზე უმცირეს მონაკვეთს, რომლის გაზომვაც შესაძლებელია

    პლანკის დრო

    ინდური თემა

    30) ის არის გამოსახული დღეს მოქმედი  ინდური რუპიის ყველა ბანკნოტზე

    მაჰათმა განდი

    60) ამ აჯანყების დაწყების წინაპირობა ღორისა და ძროხის ქონით გაპოხილი ახალი ტყვიების შესახებ ჭორი გახდა

    სიპაების აჯანყება ინდოეთში (1857—1858 წლებში)

    90) სწორედ ამ ძველ ბერძნული მითით იხელმძღვანელა ინდოეთსა და ჩინეთს შორის მოქცეული ბუტანის სამეფოზე დაწერილი სტატიის დასათაურებისას ლუის ო’ნილმა

    მითი სცილასა და ქარიბდას შესახებ

    120)  ამ რელიგიაზე მოაქცია მიუკარებელთა კასტიდან გამოსულმა ინდოელმა პოლიტიკოსმა ამბედკარმა ერთ დღეში ნახევარი მილიონი ადამიანი

    ბუდიზმი (კომ. რადგან ბუდიზმი არ აღიარებს კასტურ დაყოფას)

    150) ჰოვარდ ვოლოვიცის  ეს ინდოელი მეგობარი  კოიპერის სარტყელში გაკეთებული აღმოჩენისთვის ჟურნალ People-ის “30  Under 30 to Watch”-ში მოხვდა

    რაჯეშ კუტრაპალი (კომ. ამერიკული სერიალიდან The Big Bang Theory)

     

    ინდუსტრიული თემა

    30) მრეწველობის ამ დარგის შესახებ დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნაშრომია გეორგიკუს აგრიკოლას De re metallica („მეტალების შესახებ“)

    მეტალურგია

    60) ზიგმუნდ ბაუმანის აზრით, იგი გულისხმობმდა ადამიანის განადგურებისთვის ინდუსტრიალიზაციის საბაზო პრინციპებსა და ქარხნულ სისტემა: საქონლის წარმოების პროდუქტი – ადამიანები, ხოლო შედეგი – სიკვდილი

    ჰოლოკოსტი

    90) ეს საპროტესტო მოძრაობა ინგლისში სამრეწველო რევოლუციას საბოტაჟის საშუალებით – საქსოვი  დაზგეგების დამტვრევით – ებრძოდა

    ლუდიტები (კომ. სახელი ეწოდა ვინმე ნედ ლუდის  და არა ლუდის მოყვარული პიროვნებების მიხედვით)

    120) ამ მოძღვრების საფუძველია მოსაზრება, რომ კორპორაციის კეთილდღეობა და დიდი მოგება დაფუძნებულია თანამშროლების მაღალ ხელფასებზე და შესაბამისად კორპორაციის მიერ ნაწარმოები პროდუქციის შესყიდვის უნარზე

    ფორდიზმი (კომ. სახელი ეწოდა ამერიკელი მეწარმის, ჰენრი ფორდის მიხედვით)

    150) მეცხრამეტე საუკუნის ამ იტალიურ განმათავისუფლებელ ორგანიზაციაში ინიციაციისას მიღებული იყო ხის ნახშირის დაწვის რიტუალი

    კარბონარები, კარბონარი (კომ.  carbonaro – იტ. მენახშირე. სწორედ აქედან მოდის ორგანიზაციის სახელი)  

    კინემატოგრაფი

    30) ზოგიერთმა, ამ ტერმინით შესაძლოა კინომატოგრაფიის მცოდნე მოიხსენიოს, მაგრამ შეცდება – ეს ხომ ძაღლების, მათი ჯიშებისა და  მოვლის სპეციალისტია

    კინოლოგი

    60) სწორედ ეს სახელი ჰქვია მთავარ მოქმედ გმირს 2009 წლის  ფილმში Mr. Nobody (მისტერ არავინ)

    ნემო (კომ.  ლათინურად ნიშნავს „არავინ“)

    90) ფრანგი ფსიქიატრების თანახმად, ეს ანტაგონისტი, გარდა ვარსკვლავური ავადმყოფობისა, პიროვნების გაორებით იტანჯება, რაც გამოიხატება ზღვარგადასული იმპულსიურობით და შფოთიანობის მაღალი დონით

    დარტ ვეიდერი, ენეკინ სკაიუოკერი (კომ. ჯორჯ ლუკასისი „ვარსკვლავური ომებიდან“)

    120) ამ გლაზგოურ როკ-ჯგუფს სახელი 1984 წელს ვიმ ვენდერსის  მიერ პარიზის შესახებ გადაღებული ფილმის მიხედვით ეწოდა

    Texas (კომ. ვიმ ვენდერსის 1984 წლის ფილმი – Paris, Texas)

    150) ზუსტად ასე ჟღერს პლანეტა ვენერა არაბულად და ასევე ჰქვია აბდულას ერთ–ერთ ცოლს ფილმში “უდაბნოს თეთრი მზე”

    ზუჰრა β

     
  • რატი შუბლაძე 4:39 pm on April 22, 2010 Permalink | Reply
    Tags: არგუსი, ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი, , გარდიანი, გოეთე, ენდი უორჰოლი, ველასკესი, , კინო, მარტინ სკორსეზე, მკვლელობა, მუსიკა, ოქსფორდი, რობერტ დე ნირო, სამეცნიერო იუმორი, სიმულაკრი, ხარი, ჰერმესი, IQ, Jeopardy!, Spin-off, The Big Bang Theory, The Guardian, Woodstock   

    გზა The Big Bang Theory-დან ენდი უორჰოლამდე 

    დღეს შემოგთავაზებთ ექსპერიმენტს. ერთხელ, რომელიღაც დოკუმენტური არხზე, პირობითად Discovery Channel ვუწოდოთ, ვუყურე გადაცემას, რომლის დროსაც განიხილავდნენ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც ერთი შეხედვით ერთმანეთთან არ იყვნენ დაკავშირებულნი, მაგრამ ჰქონდათ ერთი პატარა, ოდნავშესამჩნევი გადაკვეთის წერტილი. მოკლედ, ერთი საათის განმავლობაში, რამდენიმე მოკლემეტრეჟიანი, ასე ვთქვათ თავისებური Spin-off-ი, გამოცხვა. შევეცდები მეც გავიმეორო ეს პროცესი. თან გაითვალისწინეთ, არა დეკლარილებულად ამ პროცესს თითქმის ყოველ დღე ვაკეთებ ჩემი საყვარელი ვიკის მეშვეობით – ასე რომ, წესით დახელოვნებული უნდა ვიყო ამ საქმიანობაში. დღეს შემოგთავაზებთ მოგზაურობას ჩემს ტვინში, რათა გავიგოთ, თუ როგორ არის შესაძლებელი The Big Bang Theory-ის ყურებისას ენდი ორჰოლის შემოქმედებაზე იფიქრო.

    დღეს The Big Bang Theory-ის ვუყურებდი. პირველი სეზონის მეცხრე სერიაში, ლეონარდი (ექსპერიმენტული ფიზიკის დოქტორი) გამოდის ელენტარული ნაწილაკების ფიზიკის კონფერენციაზე. როდესაც პენის (შელდონის და ლეონარდის მეზობელი ოფიციანტი, რომელიც კლასიკური ქერათმიანია და რომელზეც უშანსოდ არის შეყვარებული ჩვენ ლეო) უთხრეს, რომ კონფერენციას 25-მდე პიროვნება დაეწრებოდა, მას ძალიან გაუკვირდა აუდიტორიის სიხალვათე, მაგრამ ეს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკისთვის ანშლაგად უნდა ჩაგვეთვალა, როგორც ლეონარდმა თქვა – ეს ფიზიკოსების ვუდსტოკი იყო.

    პირველად როკ-მუსიკის ეს ფესტივალი ბეთელში, ნიუ იორკის შტატში, ფერმერ მაქს იასგერის 600 აკრიან ფართობზე  ჩატარდა. ოფიციალურად ფესტვივალს Woodstock Music & Art Fair ეწოდება. 1969 წლის ლეგენდარულ ფესტივალზე მაიკლ უედლიმ დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღო, რომელმაც ერთის წლის შემდეგ ოსკარი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის ერთ-ერთი მემონტაჟე მარტინ სკორსეზე ყოფილა.

    პატივცემულო მკითხველო, რა ასოციაციები შეიძლება მოგვივიდეს თავში მარტინ სკორსეზეს ხსენებისას: სათვალე, ამერიკელი იტალიელის სტერეოტიპი, ძალიან მაგარი ფილმები, მაგალითად “ნიუ-იორკის ბანდები” ან სხვ. ნახსენებ ფილმში, მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს. “ტიტანიკში გაბრწყინებული ვარსკვლავი” მარტის საყვარელი მსახიობია და მასთან ერთად უკვე რამდენიმე წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს.  მაგრამ  მარტინ სკორსეზეს და რობერტ დე ნიროს უფრო ხანგრძლივი თანამშრომლება აკავშირებთ. მათი ერთ-ერთი ერთობლივი ნამუშებარია “ცოფიანი ხარი” – “Raging Bull“.

    ხარზე  გამახსენდა. ალბათ ყველა მოგეხსენებათ, რომ ინგლისურ ენაში, ხარის აღმნიშვნელად, როგორც წესი, ხმარობენ სიტყვა Bull.  მაგრამ არსებობს, მეორე სიტყვაც, რომელსაც ხშირად გამოიყენებენ ხარის აღსანიშნავად. მართალია მისი (ამ სიტყვის) ზუსტი მნიშვნელობა კასტრირებული მამრი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი არის, მაგრამ ჩემთვის ბავშვობიდან ეს ინგლისური სიტყვა მაინც ხართან ასოცირდება – ეს სიტყვაა  Ox. თქვენ იკითხავთ, თუ რაში გამომადგა ან გამომადგება ეს ცოდნა? – ალბათ აღარაფერში დამჭირდება, მაგრამ ერთხელ არც თუ ურიგო სამსახური გამიწია: Jeopardy!-ის თამაშის დროს, თემაში “ხარები”, ბოლო, 150 ქულიანი შეკითხვა მოითხოვდა ინგლისური ქალაქის დასახელებას, რომელის უნივერსიტეტი დაარსდა 1167. ხარი = Ox (ყოველ შემთხვევაში ჩემს და ალბათ კითხვის ავტორის წარმოდგენაში). უნივერსიტეტი და ხარი = ინგლისური ქალაქი = ოქსფორდი. ამ ჯაჭვმა ჩემი ტვინის ხვეულებში წამის მეათასედებში გაირა და სწორი პასუხის თქმას არ დავაყოვნე.

    სხვათა შორის, ოქსფორდელი სტუდენტები სატირიკულ სტუდენტურ ჟურნალს, The Oxymoron, უშვებენ. ჟურნალმა 2009 წელს Guardian Student Media Awards-ის მფლობელი გახდა. სწორედ იმ The Guardian-ის, რომელიც 1821 წელს მანჩესტერში დაარსდა და არა 2006 წლის ფილმის, სადაც ეშტონ კატჩერი და კევინ კოსტნერი “თამაშობენ”. ჟურნალის, რომელშიც იმდენ ტიპოგრაფიულ შეცდომებს უშვებდნენ, რომ სატირულმა გაზეთმა Private Eye-მ მას The Grauniad-ი უწოდა.  თავის მხრივ ჩვენმა გარდიანმა თუ გრანიადმა ენაკვიმატი კოლეგების ეს საკმაოდ მკვახე ჟესტი გაითავისა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით: ტიპოგრაფიული შეცდომებიც შემცირდა და დომენი grauniad.co.uk-იც დაარეგისტრირა და საკუთარ ოფიციალურ საიტს დაუკავშირა.

    ასე რომ ჩვენი The Guardian საზოგადოებრივი  ცხოვრების სადარაჯოზეა (მათთვის, ვინც ვერ მიხვდა ალუზიას – guardian =  ინგლ. “დამცველი”, “მეურვე” ), ვითარცა    ჰერას მიერ ძროხად გადაქცეული იო-ისთვის მიჩენილი, მუდმივად ფხიზელი და ყოვლის მხედველი, არგუსი.  მაგრამ, როგორც ველასკესის ტილოზე ვხედავთ, Argeiphontes-მა, იგივე ჰერმესმა ჩვენს საყვარელ არგუსს წირვა გამოუყვანა. აღსანიშნავია, რომ ველასკესმა ქურდობისა და მკვლელობის თემა საკუთარრ ნახატზე იმ იმ ეპოქის თანამედროვე ტანსაცმელით გადმოსცა. რა იყო ამის მიზეზი? არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში მე.

    ფერწერულ და არამხოლოდ ფერწერულ  ნამუშევრებზე ასახულ ტანსაცმელზე და ეპოქათა შესაბამისობაზე ეს სურათი  გამახსენდა:

    თქვენს წინაშეა იოჰან ვოლფგანგ გოეთე.  ვერ იცანით? არაუშავს, ეს არც თქვენი და თქვენი IQ-ს  ბრალი არ არის. დამნაშავე ენდი უორჰოლია. სწორედ მან წარმოგვიდგინა ამგვარად ახალგაზრდა ვერთერის ვნებანის პროტოპიპი და ავტორი. ჩვენმა ენდრიუ ვარჰოლამ (ნამდვილი სახელი და გვარი), აიღო იოჰან ჰაინრიხ ვილჰემ ტიშბაინის სურათი, რომელიც გოეთეს იტალიაში მოგზაურობას ეძღვნებოდა, გადააკეთა და თავისებური სიმულაკრი შემოგვთავაზა.

    ამგვარად, ჩემო მეგობრებო ერთ უწყინარ საღამოს, სით-კომის ყურებისას შესაძლოა თანამდეროვე ხელოვნებაზეც კი ჩაფიქრდე, ასე რო ფრთხილად შეარჩიეთ რეპერტუარი.

    მომავალ წაკითხვამდე,  მანამდე კი The Big Bang Theory-ის საუნდტრეკს გიტოვებთ

     
    • WDC 5:29 pm on April 22, 2010 Permalink | Reply

      ხარი ქართულშიც კასტრირებულია :P არაკასტრირებულს ბუღა ჰქვია :))

      • blumgardt 6:00 pm on April 22, 2010 Permalink | Reply

        უპს :D შემეშალა, მაგრამ თამაშის დროს სწორედ ასე ვფიქრობდი :D

    • lomski 9:36 am on April 23, 2010 Permalink | Reply

      კარგია დიადო პანტერა, საინტერესოდ იკითხება :)

      • blumgardt 3:46 pm on April 23, 2010 Permalink | Reply

        მადლობა :*

        შენი აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ამ ბლოგის ერთ-ერთი უერთგულესი მკითხველი ხარ :)

    • 1myaway1 12:16 pm on April 23, 2010 Permalink | Reply

      ბოლომდე,რომ ჩავიკითხე, სწორედ ის უნდა დამეწერა, რაც ლომსკის უკვე დაუწერია
      კარგი იყო, რაც მთავარია, სასიამოვნოდ და კარგად იკითხება

      • blumgardt 3:47 pm on April 23, 2010 Permalink | Reply

        დიდი მადლობა :)

    • merabino 6:27 am on April 25, 2010 Permalink | Reply

      ძალიან მომეწონა. ისე გეწერა, რომ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
      ორიგინალურად გაქვს მიგნებული. ველი ახალ პოსტებს :)

      • blumgardt 2:46 pm on April 25, 2010 Permalink | Reply

        გმადლობ მერაბ :)

        შევეცდები რაც შეიძლება მალე დავწერო ახალი პოსტი – რაღაც იდეები მაქვს უკვე :D

  • რატი შუბლაძე 3:14 pm on March 28, 2010 Permalink | Reply
    Tags: , , , Jeopardy!   

    ქართული ჯეპარდის კითხვები: მესამე მცდელობა. 27.03.2010 

    I ტური

    შესარჩევი თამაში

    რედაქტორი: რატი შუბლაძე. 855 46 46 33

    შენიშვნა: სადაც მითითებული იქნება ნიშანი (!), ჩაითვლება მარტო საავტორო, პასუხში მითითებული პასუხი. ასეთი კითხვების დაწყებისას წინასწარ გააფრთცილეთ მოთამაშეები.

    I რაუნდი

    თემები: პირველი თემა, მეორე თემა, მესამე თემა, მეოთხე თემა, სამეცნიერო მითები და ლეგენდები, Cherchez la femme

    პირველი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) მის შემადგენლობაში შედიოდნენ კრასუსი, პომპეუსი და კეისარი

    პირველი ტრიუმვირატი

    20) (!) ის იყო ქართლის და კახეთის პირველი მეფე 1625-32 წლებში

    თეიმურაზ პირველი

    30) ეს არის პირველი პლანეტა მზისგან დაშორების მიხედვით

    ნეპტუნი

    40) ) ამ დინასტიამ სახელწოდება საფრანგეთის  პირველი მეფის სპეციფიკური თავსაბურავის მიხედვით მიიღო

    კაპეტინგები

    50) მმართველობის ფორმა ადრეულ რომის იმპერიაში, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით პირველთა შორის პირველის მმართველობას ნიშნავს

    პრინციპატი

    მეორე თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) მისი მიხედვით, სხეულზე მოქმედი ძალა ტოლია სხეულის მასისა და ამ ძალის მიერ მინიჭებული აჩქარების ნამრავლისა

    ნიუტონის მეორე კანონი

    20) ეს ომი დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქის, სეგუნტის ოკუპაციით დაიწყო

    მეორე პუნიკური ომი

    30) ოცდამეერთე საუკუნის ამ სიმბოლურ თარიღს დაამთხვია ნიდერლანდების სამეფოს ტახტის მემკვიდრემ, ვილემ ალექსანდერმა საკუთარი ქორწილის თარიღი

    2002 წლის 2 თებერვალი; 02.02.02

    40) სომხურ ენაში, ამ სასვენ ნიშანს წინადადების დამთვრების აღსანიშნავად გამოიყენებენ

    ორწერტილი

    50) ხშირად ამ მეცნიერებას   მეორე კურსელ სტუდენტებისა და თეთრი თაგვების შესახებ მოძღვრებას უწოდებენ

    ფსიქოლოგია

    მესამე თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) (!) შუასაუკუნეების ამ ყველაზე ვარსკვალვურ ვოიაჟში მონაწილეობდნენ საფრანგეთის მეფე, გერმანიის იმერატორი, ავსტრიის ჰერცოგი და ინგლისის მეფე

    მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა

    20) ეს ქვეყანა სამჯერ გაიყო მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების მიერ: პირველად 1772 წელს. უკანასკნელად კი 1795ში

    პოლონეთი

    30) ასე ეწოდება მონაკვეთს, რომელიც სამკუთხედის ნებისმიერ წვეროს აერთებს მისი მოპირდაპირე გვერდის შუაწერტილთან

    მედიანა

    40) ეს იაფი პიესა ბერთოლდ ბრეჰტმა 1928 წელს დაწერა

    სამგროშიანი ოპერა

    50) მან მოგვითხრო მონმორანსისა და სამი ჯენტლმენის  კინგსტონსა და ოქსფორდს შორის მოგზაურობის შესახებ

    ჯერომ . ჯერომი

    მეოთხე თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ტროცკიმ და მასმა მომხრეებმა დააარსეს 1938 წელს საფრანგეთში

    მეოთხე ინტერნაციონალი

    20) მისი შეფასების კრიტერიუმია 4 °C: cut , clarity, color და carat

    ბრილიანტი

    30) წარსული 4 გადმონაშთთან ბრძოლა ამ ქვეყანაში 1964 წლის 20 აგვისტოს ფაიწყო

    ჩინეთი

    40) მას ეკუთვნის ფერწერული ტილო „ოთხი მოციქული“, რომელიც მხატვარმა მშობლიურ ნიურნბერგს უსახსოვრა

    ალბრეჰტ დიურერი

    50) მმართველობის ეს ფორმა რომის იმპერიაში მესამე საუკუნის კრიზისის დროს იმპერატორმა დიოკლეტიანემ შემოიღო

    ტეტრარქია

    სამეცნიერო მითები და ლეგენდები (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) კატერინ კონდუიტის გარდა, მისი ანეკდოტი ვაშლის შესახებ ყველამ უბრალო ხუმრობად მიიღო

    ისააკ ნიუტონი

    20) ვიჩენცო ვივიანის წყალობით, დღესაც ბევრს სჯერა, რომ თავისუფალ აჩქარებას გალილეო გალილეი ამ შენობიდან აკივრდებოდა

    პიზის კოშკი

    30) ამ სირაკუზელის უცნაური ბანაობის შესახებ მითი ვიტრუვიუსმა შექმნა

    არქიმედე

    40) მისი სისტემა სულას არ ყოფილა მოსახერხებელი: პტოლემეოსის სისტემის მიხედვით უკეთესად ხდება ცის კაბადონზე მნათობთა განლაგების დადგენა

    ნიკოლაი კოპერნიკი

    50) გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ის სულაც არ ყოფილა დაოჯახებული, საკუთრ გადაწყვეტილებას კი იმით ხსნიდა, რომ პრემია მხოლოდ კაცობრიობის საკეთილდღეო აღმოჩენებისთვის იყო შექმნილი

    ალფრედ ნობელი (კომ. ამიტომცა არ არის ნობელის პრემია მათემატიკის დარგში)

    Cherchez la femme (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) ეს ქართველი დიპლომატი საფრანგეთის რესპუბლიკის საპატიო ლეგიონის და ღირსების ეროვნული ორდენების კავალერია

    სალომე ზურაბიშვილი

    20) ევჰემერისტები ამტკიცებენ, რომ ისინი წვერ-ულვაშგაპარსული და თმამოშვებული მამაკაცები იყვნენ

    ამორძალები; ამაძონები

    30) ის არის ფრანგების ფრაქციის ლიდერი გლობალურ სტრატეგიულ თამაშში Civilization 3

    ჟანა არკი

    40) ჟურანლ ფორბსის მიხედვით, იგი 2007 წლის ყველაზე გავლენიანი ქალი იყო მსოფლიოში

    ოპრა უინფრი

    50) იგი ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით “საუკეთესო ქალის როლისთვის” საერთაშორისო კონკურსებზე

    სოფიკო ჭიაურელი

    II რაუნდი

    თემები: ლათინური თემა, თამბაქო, დამნაშავე თემა, პარადოქსული თემა, კეთილშობილი თემა, მათემატიკა.

    ლათინური თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) ძველებრაულისა და არემეულის გარდა, ამ 2004 წლის ფილმის ერთ-ერთი მთვარი მოქმედი ენა ლათინურიც იყო

    ქრისტეს ვნებანი

    40) ამ კანადური კუნძულის სახელი ლათინურად ჟღერს როგორც Nova Terra

    ნიუფაუნდლენდი

    60) ორი სიტყვით დაასრულეთ კორნელიუს ნეპოს ფრაზა: Si vis pacem,

    Para bellum

    80) ამ ლათინური ანბანის ასოთი აღინიშნება რაციონალურ რიცხვთა სიმრავლე

    Q

    100) (!) იულიუს კეისარის ამ ნაწარმოებით იწყება ტრადიციულად კლასიკური ლათინურის გაკვეთილები

    ჩანაწერები გალიის ომზე

    თამბაქო (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) ამ ბრენდს ახსენებს პაულა კოული სიმღერაში Where Have All the Cowboys Gone?

    Marlboro

    40) სამეულ ლენგჰორნ კლემენსი ამბობდა, რომ ამის გაკეთება იოლია, რადგან  თავადაც არაერთხელ გაუკეთებია

    თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებება

    60) მისი ეტიმოლოგია მომდინარეობს  სიტყვა stitar-დან, რაც მაიას ინდიელთა ენაზე მოწევას ნიშნავს

    სიგარა

    80) ჟორჟ ბიზეს ამ ოპერის თავდაპირველ ვერსიაში მთავარი მოქმედი პირი სიგარეტების ფაბრიკაში მუშაობდა

    კარმენი

    100) ეს ფრანგი კაპერი საკუთარ ჩიბუხს ლუდოვიკო XIV-თან აუდიენციის დროსაც ვერ შეელია

    ჟან ბარი

    დამნაშავე თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) ეს ალფონსი გადასახადების გადაუხდელობის გამო 11 წლით ჩასვეს ციხეში

    ალ კაპონე (კომ. სრული სახელი ალფონსო კაპონე; მისი შემოსავლის ერთ-ერთი წყარო სუტენიორობა იყო)

    40) ამ  დამნაშავეთა სამყაროს ნაპოლენის როლი უახლეს მომავალში შესაძლოა ბრედ პიტმა ითამაშოს

    პროფესორი მორიარტი (კომ. „შერლოკ ჰოლმსის“ გაი რიჩის ეკრანიზაცია)

    60) ინგლისური სიტყვა Guy ამ ერთ-ერთი პირველი ტერორისტის სახელიდან მოდის

    გაი ფოქსი

    80) 1994 წლის ამ ფილმში სიტყვა Fuck 271-ჯერ ჟღერს

    მაკულატურა; კრიმინალური საკითხავი; Pulp Fiction

    100) მოძღვრება დანაშაულის მსხვრეპლის შესახებ, რომელიც იკვლევს მსხვერპლის მე-ს ჩამოყალიბებას კრიმინოგენულ სიტუაციაში

    ვიკტიმოლოგია

    პარადოქსული თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) მსოფლიოს ეს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული პოლიციის დაწესებულება ლონდონში, გაუხსნელი მკვლელობის ადგილზე აიგო

    სკოტლანდ იარდი

    40) ეს ოდიოზური პიროვნება დღემდე რჩება პატარა ჩეხური ქალაქის, ლანშკროუნის საპატიო მოქალაქედ

    ადოლფ ჰიტლერი

    60) ამ კანადელმა მომღერალმა წარადგინა შვეიცარია 1988 წელს ევროვიზიაზე და პირველი ადგილიც დაიკავა

    სელინ დიონმა

    80) ამ ქალაქს პირველი ადგილი უჭირავს ევროპის ქალაქებს შორის ხიდების რაოდენობით, უსწრებს რა ვენეციას, ამსტერდამს და ლონდონს ერთად აღებულს

    ჰამბურგი

    100) ერთ სულ მოსახლესთან შედარებით, ამ ჩრდილოურ ენაზე ყველაზე მეტი გამოცემა იბეჭდება მსოფლიოში

    ფარერული ენა

    კეთილშობილი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) სწორედ ამას ავალდებულებს ესპანელ არისტოკრატებეს ვესტგოთური წარმოშვება

    ცისფერ სისხლს

    40) ამ ბალკანურმა ისტორიულმა ოლქმა სახელწოება სტეფან ვუკჩიჩ კოსაჩის ტიტულის წყალობით მიიღო

    ჰერცოგოვინა (კომ.სტეფან ვუკჩიჩ კოსაჩის ტიტული იყო ჰერცოგი)

    60) პირველი ამ არისტოკრატიული ჯგუფიდან 1868 წელს აღმოაჩინეს, ჯერ-ჯერობით უკანასკნელი კი მხოლოდ 2006-ში

    კეთილშობილი ანუ ინერტული აირები

    80) მას ეკუთვნის ედუარდ მესამის მიერ შეწყალებული კალეს დიდებულების ქანდაკება, რომელის 1880 წელს კალეს მერმა შეუკვეთა

    ოგიუსტ როდენი

    100) საკუთარი დაბადების ასი წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, ამ ჰერცოგს პულიტცერის პრემია სიკვდილის შემდეგ, 1999 წელს მიანიჭეს

    დიუკ ელინგტონი (კომ. დიუკ ინგლისურად ნიშნავს ჰერცოგს)

    მათემატიკა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) მათემატიკის ამ  განშტოების სახელი წარმოიშვა ალ–ხორეზმის ტრაქტატის — “კიტაბ ალ–ჯაბრ ვალ მუკაბალას” გამოჩენის შემდეგ

    ალგებრა

    40) ეს ალექსანდრიელი ამბობდა, რომ გეომეტრიაში სამეფო გზას არ არსებობდა

    ევკლიდე

    60) ამ თვესა და რიცხვში აღნიშნავენ ამერიკაში რიცხვ π-ს დღეს

    14 მარტი

    80) პრემია, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ენიჭება ოთხ ან ნაკლებ ორმოც წლამდე ასაკის მათემატიკოსს საერთაშორისო მათემატიკური კავშირის ყოველ კონგრესზე

    ფილდსის მედალი; ფილდსის პრემია

    100) სწორედ ამ თეორიის დამტკიცებისთვის მიჰყიდა სული ეშმაკს სასოწარკვეთილმა მათემატიკოსმა არტურ პორჯესის მოთხრობაში „საიმონ ფლეგი და ეშმაკი“

    ფერმას დიდ თეორემა, ფერმას უკანასკნელი თეორემა

    III რაუნდი

    თემები: ლუდი, ხიდები, თამაშები, იოსების თემა, თავსაბურავი, მკვდარი თემა

    ლუდი (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) ამ მოვლენების დასასწყისი  „ბიურგერბრაუკელერში“ გუსტავ ფონ კარის გამოსვლა იყო

    ლუდის პუტჩი

    60) ლუდსახარში Carlsberg-ის ფინანსური მხარდაჭერით ამ დანიელმა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი დაარსა

    ნილს ბორი

    90) ამ თინეიჯერის სახელს ატარებს ტელ-ამარნაში აღმოჩენილი ძველეგვიპტური რეცეპტით დამზადებული ლუდი

    ტუტანჰამონი

    120) ამ ლეგენდარული ფალმანდიელი მეფის მიაწერენ ლუდის ხარშვის გამოგონებას

    გამბრინუსი

    150) მას ეკუთვნის შემეგი სიტყვები: „და შევექცევი მშვენიერ ვიტენბერგულ ლუდს და საუფლო ღვთისა უნებურად მოდის“

    მარტინ ლუთერი

    ხიდები (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) სწორედ ამ თამაშის დროს მომხდარ მკვლელბას იძიებს ერკულ პუარო რომანში „კარტები მაგიდაზე“

    ბრიჯი

    60) სი-ო-სე პოლის თაღები ლეგენდის მიხედვით ამ ანბანის ასოებს გამოხატავენ

    ქართული ანბანის (კომ. სი-ო-სე პოლი სპარსულას 33 თაღიან ხიდს ნიშნავს)

    90) ამ იუგოსლავმა დაწერა ცნობილი რომანა მდინარე დრინაზე აგებულ ხიდზე

    ივო ანდრიჩი

    120) (!) Ponte dei Sospiri-მ, ანუ ოხვრის ხიდმა ვენეციაში სახელი არა რომანტიკული წარსულის, არამედ ამ ფაქტორის გამო მიიღო

    ხიდი წარმოადგენდა სიკვდილმისჯილთა უკასკნელ გზას (კომ. ჩაითვლება მხოლოდ ის პასუხები, რომლებიც შეიცავენ შემდეგ საკვანძო სიტყვებს: სიკვდილმისჯილი, უკანასკნელი გზა)

    150) ეს იტალიელია ყველასთვის ცნობილი მშრალი ხიდის არქიტექტორი

    ჯოვანი სკუდიერი

    თამაშები (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) სწორედ ასე დაასათაურა eurosport.ru-მ  უეინ რუნის მიერ პრემიერ-ლიგის ერთ-ერთ თამაშში გატანილი 4 გოლის შესახებ სტატია

    პოკერი

    60) სწორედ ამ მათემატიკური თეორიის შესწავლისთვის მიიღეს სხვადასხვა დროს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში რობერტ აუმანმა, რაინჰარდტ ზელტენმა, ჯონ ნეშმა, ჯონ ჰარსანიმ და ტომას შელინგმა

    თამაშების თეორია

    90) ქაღალდის თვითაალების ტემპერატურის იდენტური სახელწოდების ეს რომანი 1954 წელს, ჟურნალ Playboy-შიც კი დაიბეჭდა

    451 გრადუსი ფარენჰაიტით

    120) სწორედ ამ ნიდერლანდელმა ისტორიკოსმა და კულტუროლოგმა მოგვითხრო მოთამაშე ადამიანის – Homo Ludens-ის შესახებ

    იოჰან ჰეიზინგა

    150) (!) 2005 წლის მონაცემებით  ამერიკულ სათამაშოთა დიდების დარბაზში შესული ამ სათამაშოს 120 მილიონზე ეგზემპალია გაყიდული

    Game Boy; Nintendo Game Boy

    იოსების თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) ამ ქალაქში მომხდარი მკვლელობის შესახებ ამცნეს „ყოჩაღ ჯარისკაც“ იოჟეფ შვეიკს ერთ ჩვეულებრივ დილას

    სარაევო

    60) მის კალამს ეკუთვნის ტეტრალოგია „იოსები და ძმანი მისნი“

    თომას მანი

    90) ამ დღესასწაულს აღნიშნავენ ესპანურენოვან სამყაროში, ბელგიასა და იტალიაში 19 მარტს, წმინდა იოსების ხსენების დღეს

    მამის დღე

    120) ის ერთ დროს ტუნისის ბეის ემსახურებოდა, კაპერობდა სამხრეთ ამერიკაში და რიუ-გრანდესა და მონტევიდეოს რესპუბლიკების დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა

    ჯუზეპე გარიბალდი

    150) ეს დელავერელი 1974 წელს ჟურნალმა Time-მა მომავლის იმ ორას ადამიანს შორის შეიყვანა, რომლებიც ისტორიას შექმნიდნენ

    ჯოზეფ ბაიდენი

    თავსაბურავი (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) ამ ეროვნულ სიმბოლოს გამოსახავენ როგორც ახალგაზრდა გოგონას, ფრიგიული ქუდით

    მარიანა (კომ. საფრანგეთის სიმბოლო)

    60) ამ ამერიკული ელიტური  სპეცდანიშნულების რაზმის  დევიზია „დამონებულთ გავათავისუფლებთ!!!“

    მწვანე ბერეტები

    90) ამ სიტყვის ეტიმოლოგია, მაკს ფასმერის აზრით, აზერბაიჯანულია, თანამადროვე სახით კი საბჭოთა ჯარში 1940 წლიდან არსებობს

    ფაფახი

    120) ამ ქუდით  გამოსახეს პერუს სკოლის ფერმწერებმა იაკობ ზებედესი მეჩვიდმეტე საუკუნის ხატზე კუსკოში

    პანამა

    150) (!) მისი ძირითადი მწარმოებლები არიან BAUER, CCM, JOFA, RBK, ITECH, MISSION, პირველად კი მისი რეგულარულად გამოყენება ჯორჯ უოენმა დაიწყო 1928 წელს

    ჰოკეის ჩაჩქანი

    მკვდარი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) ქართულად თარგმნეთ იაპონური სიტყვა „კაროსი“, თუ პირველად იგი 1969 წელს მოულოდნელად გარდაცვლილი 29 წლის იაპონელი გაზეთის თანამშრომლის სივდილისას გამოიყენეს

    სიკვდილი გადაჭარბებული მუშაობის შედეგად (ჩაითვლება აზრობრივად)

    60) ამ ჯგუფის ვოკალისტმა, პერ ინგვე ოლინმა,  ფსევდონიმის გასამართლებლად ჯერ ვენები გადაიჭრა, შემდეგ კი თავში ტყვია დაიხალა

    Mayhem

    90) (!) სწორედ მას, ვინც ჰკლავს, ეძღვნება 1989 წლის ფილმი „სისხლი და ქვიშა“

    მატადორი (კომ. მატადორი, ესპანურიდან ითარგმნება, როგორც „ის, ვინც კლავს“)

    120) ბერნარდ ვერბერის 1994 წლის ამ წიგნში მთხრობილია მიშელ პენსონისა და რაულ რაზორბაკის მოგზაურობა მკვდრების კონტინენტზე

    ტანატონავტები

    150) ფაიტინგის ჟანრის ვიდეო-თამაშების სერია, რომლის პირველი გამოშვება 1996 წელს გამოუშვეს ტომონობუ იტაგაკის ხელმძღვანელობით

    Dead or Alive

    ფინალური შეკითხვა

    თემა: თვალები

    პასუხი: ქამელეონი.

    კომენტარი: ლინზები იცვლიან ფერს.

    ბიოქიმიკოსმა ონტარიოს უნივერსიტეტიდან მოიგონა კონტაქტური ლინზები დიაბეტით დაავადებულთათვის, რომლებიც რეაგირებენ სისხლში გლუკოზის შემცველობის შეცვლაზე. დაასახელეთ ერთი სიტყვით, რას შეადარეს ეს ლინზები ერთ საიტზე.

    ბიოქიმიკოსმა ონტარიოს უნივერსიტეტიდან მოიგონა კონტაქტური ლინზები დიაბეტით დაავადებულთათვის, რომლებიც რეაგირებენ სისხლში გლუკოზის შემცველობის შეცვლაზე. დაასახელეთ ერთი სიტყვით, რას შეადარეს ეს ლინზები ერთ საიტზე.

    ბიოქიმიკოსმა ონტარიოს უნივერსიტეტიდან მოიგონა კონტაქტური ლინზები დიაბეტით დაავადებულთათვის, რომლებიც რეაგირებენ სისხლში გლუკოზის შემცველობის შეცვლაზე. დაასახელეთ ერთი სიტყვით, რას შეადარეს ეს ლინზები ერთ საიტზე.

    I ტური

    ფინალური თამაში

    რედაქტორი: რატი შუბლაძე. 855 46 46 33

    შენიშვნა: სადაც მითითებული იქნება ნიშანი (!), ჩაითვლება მარტო საავტორო, პასუხში მითითებული პასუხი. ასეთი კითხვების დაწყებისას წინასწარ გააფრთცილეთ მოთამაშეები.

    I რაუნდი

    თემები: თითქმის წითელი თემა, მატრიცა „ვილ“, ინგლისური თემა, მარტი, მდედრი Bos taurus taurus, კუბური თემა

    თითქმის წითელი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) ამ პლანეტაზე აღმოაჩინა უცნაური არხები იტალიელმა ჯოვანი სკიპიარელიმ

    მარსი

    20) ირანში ამ ორგანიზაციას ეწოდება როგორც „წითელი ლომის და მზის ორგანიცია“

    წითელი ჯვარი

    30) ეს წითელი გოლიათი მონღოლეთის დედაქალაქია

    ულან-ბატორი (კომ. ულან-ბატორი, მონღოლურად სწორედ ამას ნიშნავს)

    40) ფილმ „ბეისბოლის ციებ-ცხელების“ მიხედვით, ახალი ინგლისის ეს საამაყო შვილი Boston Red Sox-ის გულშემატკივარია

    სტივენ კინგი

    50) ეს წითელკანიანის და შავკანიანის შთამომავალია, და არა საბრძოლო ხელოვნება

    სამბო

    მატრიცა „ვილ“(ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) ეს ცნება მსოფლიო-ისტორიული პროცესის განსაზღვრული საფეხურის აღსანიშნავად პირველად ადამ ფერგიუსონმა გამოიყენა

    ცივილიზაცია

    20) მისი აუდიენცია „სიმართლის დროში“ 2009 წლის 29 დეკემბერს შედგა

    კოკა ყანდიაშვილი

    30) ლარს ფონ ტრიერის 2003 წლის ფილმი, რომელიც ღარიბია დეკორაციებით

    დოგვილი

    40) ეს აფრიკული ქალაქი 1880 წელს პიერ ბრაზამ დააარსა

    ბრაზავილი

    50) 2007 წელს ის ფორბსის ყველაზე მდიდარ არარსებულ ადამიანთა თხუტმეტეულში 13 ადგილზე გავიდა

    ვილი ვონკა

    ინგლისური თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) ტიპური ინგლისელის ეს სახელწოდება პირველად ჯონ არბეტნოტის სატირულ პამფლეტში გამოიყენეს 1727 წელს

    ჯონ ბული

    20) ეს ლათინური ანბანის ასო ბოლო ინგლისურ ენაში გამოყენების რაოდენობითაც არის

    Z

    30) სწორედ ეს ინგლისელი პოეტი და პროზაიკოსი გახდება უილიამ ტეტჩერის ჰეროლდი ფილმში „რაინდის ისტორია“

    ჯეფრი ჩოსერი

    40) ეს ვიქტორიანული ერის ყველაზე პოპულარული მწერალი ამბობდა: წლები იგივეა, რაც ადამიანები. ზოგიერთი იოლად კვდება, სხვები – ძნელად

    ჩარლზ დიკენსი

    50) (!) ინგლისური ჩედერის ყველის ამ პროცესის საყურებლად მწარმოებელი კომპანიის ვებგვერდზე 1,5 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა

    დაძველების პროცესის

    მარტი (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) ჩვენს წელთაღრიცხვამდე 44 წელს, მარტის იდებზე ის შეთქმულებმა სიცოცხლეს გამოასლმეს

    იულიუს კეისარი

    20) ეს ქართველი მღერის მარტში გარეთ ავდარსა და გულში დარდის შესახებ

    ზურა დოიჯაშვილი

    30) ამ სახელით გახდა ცნობილი 1512 წლის 5 მარტს დაბადებული გერჰარდ კრემერი

    მერკარტორი

    40) ფინეთის ამ მეათე პრეზიდენტმა  ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 2008 წელს მიღო

    მარტი აჰტისაარი

    50) სწორედ ასე ჟღეს ძველქართულ, წარმართული კალენდარში მარტის შესაბამისი თვე

    მირკანი

    მდედრი Bos taurus taurus (ავტორი: რატი შუბლაძე)

    (ძროხები)

    10) ეს ძროხის ბიჭები პირველად ველურ დასავლეთში 1865 წლიდან გაჩნდნენ

    კოვბოები, Cowboys

    20) )  მეფე ევრისფეოსმა მას გერიონის ძროხების მიკენში წამოყვანა უბრძანა

    ჰერაკლე

    30) 1901 წლიდან  წარმოებული ამ რძის შოკოლადის სიმბოლო იასამნისფერი ძროხაა

    Milka

    40) ამ ქალაქში 1871 წლის დიდი  ხანძრის გაჩენაში ბრალი კეტრინ და პატრიკ ო’ნილების ძროხას მიუძღვის

    ჩიკაგო

    50) (!) სწორედ  ამ მანძილს მოიცავს ინდოეთში არსებული საზომი ერთეული მუ

    სადამდეც ძროხის ბღავილი აღწევს

    კუბური თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) მისი წარმოქმნის თარიღად  ჟორჟ ბრაკისა და პაბლო პიკასოს 1906-1907 წლების შემოქმედებას მიიჩნევენ

    კუბიზმი

    20) ამ ქალაქში აგებული წყლის კუბის მშენებლობა 2003 წელს დაიწყო, ექსპლუატაციაციაში კი 2008 წელს შევიდა

    პეკინი

    30) პირველად ის 1990 წელს გააკეთეს კუბური რომისა და კოლას შერევის შედეგად

    კუბა ლიბრე

    40) ამ საქმიანობაში ყველაზე სწარფი ნიდერლანდელი ერიკ აკერსდეიკია

    რუბიკის კუბის აწყობა

    50) ამ სახელით გახდა ცნობილი განგსტერული რეპის ერთ-ერთი დამაარსებელი  ო’ში ჯექსონი

    Ice Cube

    II რაუნდი

    თემები: უცნაური ფაუნა, მოჩხუბარი თემა, პეპლები, ესპანური თემა, საოცნებო თემა, სამხედრო თემა

    უცნაური ფაუნა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) ევროპელთაგან პირველმა ისინი ფერნანდო მაგელანმა იხილა და მათ „უცნაური ბატები“ უწოდა

    პინგვინები

    40) ისინი ადამიანისებრი, ზიზღის მომგვრელი არსებები არიან, რომლებიც პირველად ლემუელ გულივერმა იხილა ჰუიჰნჰნმების ქვეყანაში

    იაჰუ, იეჰუ

    60) ისლანდიელი მეზღვაურების ეს ღამის კოშმარი კარ ლინეიმ თავფეხიანთა კლასს მიაკუთვნა და Microcosmus უწოდა

    კრაკენი

    80) ეს ბრძენი ვირთხა არის მიქელანჯელოს, დონატელოს, ლეონარდოს და რაფაელის მასწავლებელი და მამობილი

    სპლინტერი (კომ. მულტსერიალი კუ-ნინძები)

    100) თავდაპირველად ამ წიგნს „სახელმძღვანელო ფანტასტიკურ ზოოლოგიაში“ ეწოდებოდა

    გამოგონილ არსებათა წიგნი (კომ. ხორხე ლუის ბორხესი, El libro de los seres imaginarios)

    მოჩხუბარი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) ათენის აკადემიის ეს დამფუძნებელი ფილოსოფოსთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონიც იყო – მან ორჯერ გაიმარჯვა პანკრატიონში შეჯიბრში

    პლატონი

    40) ეს უწესო საქციელის აღმნიშვნელი სიტყვა მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ჩხუბისთავი ირლანდიელის გვარის მიხედვით წარმოიშვა

    ჰულიგანი

    60) ამ ექიმმა საკუთრი ლიტერატურული პერსონაჟით სახელი გაუთქვა თავდაცვით საბრძოლო ხელოვნება ბარიცუს

    არტურ კონან დოილი

    80) ბავშვობაში ამ ქართველ მწერალს თანატოლებთან  ხშირი უსიამოვნებების გამო დედამისს მოჩხუბარიძე დაურქმევია

    ალექსანდრე ყაზბეგი

    100) ცნობილმა რესტლერმა კრისტოფერ ირვაინმა სარინგო სახელი ამ ცნობილი ბიბლიური ქალაქის მიხედვით აიღო

    იერიქონი (კომ. რესტლერის ფსევდონიმია Chris Jericho)

    პეპელები (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) ცურვის ამ სახეობას სხვაგვარად „დელფინს“ უწოდებენ

    ბატერფლაი

    40) სწორედ ეს ლოს-ანჯელესური რეპ-როკ ჯგუფი გახდა ცნობილი 2001 წლის სიმღერით Butterfly

    Crazy Town

    60) ამ ფანტასტიკური საფრენი საშუალებით გადაადგილდებიან ფილმ „ქინ-ძა-ძა“-ს მთავარი გმირები

    პეპელაცი

    80) მასზე ამბობდნენ: ფარფატებს როგორც პეპელა, იგესლება როგორც  ფუტკარი

    მუჰამედ ალი, კასიუს კლეი

    100) (!) სულის ეს განსახიერება ძველ ბერძნებს წარმოდგენილ ჰყავდათ პეპლის ან პეპლის ფრთიანი ახალგაზრდა ქალიშვილის სახით

    ფსიქეა, ფსიქე

    ესპანური თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის ეს მომავალი ნატოს გენერალური მდივანი, თავის დროზე ესპანეთის ნატოში გაწევრიანებას ეწინაამდეგებოდა

    ხავიერ სოლანა

    40) ამ ესპანური სამკვირიანი საგზაო ველორბოლის პირველი გამარჯვებული გუსტავ დელოორი იყო

    ვუელტა

    60) ამ სანადირო ძაღლის ჯიშის სახელწოდება წარმოსდგება ფრანგული ფრაზისგან “Chiens de l’Espagnol” – „ესპანელის ძაღლები“

    სპანიელი

    80) ის საკუთარ თავს ესპანეთის საუკეთესო მწერლად მიიჩნევდა ოთხმოცდათვრამეტი წლის თობის შემდეგ

    კამილო ხოსე სელლა

    100) არავინ იცის თუ რას აკეთბდა 1808 წლის 3 მაისს ის, თუმცა მისი ერთ-ერთი ცნობილი სურათიდან შეგვიძლია დავასკვნათ თუ რა ხდებოდა იმ ღამეს მადრიდის ქუჩებში

    ფრანსისკო გოია (კომ. ცნობილი ტილო „1808 წლის 3 მაისი მადრიდში“ ან „აჯანყებულების დახვრეტა1808  წლის  3 მაისს)

    საოცნებო თემა (ავტორები: არჩილ კობახიძე და რატი შუბლაძე)

    20) ამ საფეხბურთო გუნდის სტადიონის მეტსახელი ოცნების თეატრია

    მანჩესტერ იუნაიტედი

    40) სწორედ ამის მოხდენის შესაძლებლობაზე გვაფრთხილებს ძველი ჩინური ანდაზა, როდესაც რამეს ინატრებ

    მართლა არ აგისრულდეს

    60) მას ჰქონდა ოცნება, რომ ერთ დღეს მთელი ერი გაიღვიძებდა და მიხვდებოდა, რომ ადამიანები თანასწორებად არიან შექმნილნი

    მარტინ ლუთერ კინგი

    80) ჯეფრი კაცენბერგის ამ პირმშოს ყველაზე წარმატებული პროექტია „შრეკი 2“ აღმოჩნდა

    DreamWorks, DreamWorks Pictures

    100) ამ შავკანიან მსახიობმა დაგვანახა 1998 წლის ფილმში, თუ „სად მივყავართ ოცნებებს“

    კუბა გუდინგ უმცროსი (კომ. ვინსენტ უორდის 1998 წლის ფილმი „სად მივყავართ ოცნებებს“)

    სამხედრო თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) ჰასტინგს ისმეი ამბობდა, რომ ეს ორგანიზაცია მოწოდებულია იმისთვის, რომ განდევნოს რუსები, შემოიყვანოს ამერიკელები და დაახცხროს გერმანელები

    ნატო (კომ.to keep the Russians out, the Americans in, and the Germans down)

    40) მათი რაოდენომა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პიარდ შემადგენლობაში 60-80% იყო

    გერმანელები

    60) ეს არაექსპორტირებადი „ეტლი“ ებრაელმა კონსტრუქტორებმა 1979 წელს შექმნეს

    მერკავა (კომ. ივრთზე „მერკავა“ ითარგმნება, როგორც „ეტლი“)

    80) ეს ტერმინი 30 წლიანი ომის დროს მებრძოლი სამხედრო მეთაურების, გრაფ იოჰან მეროდესა და ვერნერ ფონ მეროდეს გვარის მხიედვით წარმოიშვა

    მარადიორი, მარადიორობა

    100) ეს უნგრული საფეხბურთო კლუბი 1949 წლის შემდეგ უნგრეთის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში გადავიდა

    ჰონვედი (კომ.Budapest Honvéd FC; სახელი ეწოდა უნგრეთის შეიარეღებული ძალების სახელწოდების მიხედვით)

    III რაუნდი

    თემები: ფრანგული თემა, უმრწმესი თემა, ლეგენდარული თემა, ღვთაებრივი თემა, იოანეს თემა,  უკანასკნელი თემა

    ფრანგული თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) ეს არტილერისტი ხშირად ამბობდა, რომ ტრიგონომეტრია მისთვის იყო შექმნილი

    ნაპოლეონ ბონაპარტი

    60) მხოლოდ ეს პედაგოგი შეუშვეს აჯანყებულმა ფრანგმა სტუდენტებმა სორბონის უნივერსიტეტის შენობაში 1968 წლის მაისის მოვლენების დროს

    ჟან-პოლ სარტრი

    90) მას გახსნისას პარიზელებმა “ქალაქის ცენტრში ჩადგმული ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა” უწოდეს

    ჟორჟ პომპიდუს ხელოვნების ცენტრი

    120) ეს ფრანგი ფილოსოფოსი სამხედრო სამსახურში იდგა მაშინდელ რევოლუციურ ჰოლანდიასა და მონაწილებდა 30 წლიან ომში

    რენე დეკარტი

    150) პოლ ემილ ლეკოკმა ამ ქიმიური ელემენტისთვის სახელის მინიჭებით უკვდავყო როგორც საკუთარი, ისე სამშობლოს სახელიც

    გალიუმი (კომ. გალიასაფრანგეთის ძველი სახელწოდება, აგრეთვე მამალი ფრანგულ ენაში, რაც შეესებამება ლეკოკის გვარს, რომელიც აგრეთვე მამალს ნიშნავს)

    უმრწმესი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) სწორედ ეს მიიღო შარლ პეროს მიხედვით მამის გარდაცვალების შემდეგ მეწისქვილის უმცროსმა ვაჟმა

    ჩექმებიანი კატა

    60) იაკობის ეს უმცროსი, „მწუხარების შვილი“ დედამისის, რახილის, გარდაცვალების მიზეზი გახდა

    ბენიამინი

    90) ოლივერ სტოუნის ამ ფილმში ირკვევა, რომ ალკოჰოლიკი კოვბოის ოცნება ბეისბოლის გუნდის მენეჯერობა იყო

    W ; ბუშ-უმცროსი

    120) ამ ბრძოლამ მოუსწრაფა სიცოცხლე ერთ დროს დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრს, უილიამ პიტტ უმცროსს

    აუსტერლიცის ბრძოლა

    150) მათ მეორენაირად ალშინს უწოდებდნენ, ხოლო მათი ბოლო მმართველი არინგაზი-ხანი იყო

    უმცროსი ჟუზი (კომ. ყაზახების ერთ-ერთი ეთნოგრაფიული სუბეთნოსი)

    ლეგენდარული თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) სათავე ამ საქალაქო ლეგენდას (Urban legend), მეოცე საუკუნის 50-იან წლებში რობერტ დეილის წიგნმა, „სამყარო ქალაქის ქვეშ“, დაუდო

    ნიანგები კანალიზაციაში

    60) რა გამოიგონა მითიურმა ინპერატორმა ფუ სიმ, როდესაც წყლიდან ამოსულ დრაკონს ზურგზე უცნაური ნიშნები შენიშნა

    ჩინური იეროგრიფული დამწერლობა

    90) ითვლება, რომ მან ქმარს მზითვებში შავი მუხისგან დამზადებული დიდი მაგიდა მოუტანა, რომლის გარშემო 150-მდე რაინდს შეეძლო დაჯდომა

    დედოფალი გვინევრა (კომ. მეფე არტურის მეუღლე, აქედან მითი „მრგავლი მაგიდის“ შესახებ)

    120) ლეგენდის მიხედვით, ეს კოქტეილი ლედი ჯენი ჩერჩილმა გამოიგონა ნიუ-იორკში გამართული ერთ-ერთი წვეულების დროს

    მანჰეტენი (კომ. წვეულება გაიმართა კლუბ „მანჰეტენში“)

    150) ჯერ კიდევ დაუზუსტებელია ლეგენდა, რომ ამ სიმღერის ტექსტი ირლანდიელემა პოეტმა, თომას მურმა, ქართველი წმინდანის ტექსტზე დაყრდნობით დაწერა

    მწუხრის ზარი; Вечерний звон (კომ. ქართველი წმინდანი – გიორგი მთაწმინდელი)

    ღვთაებრივი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) ამ ფილმში მომხდარი ერთ-ერთი კატასტროფა რიო-დე-ჟანეიროს ეპარქიამ გააპროტესტა და Columbia Pictures-გან  მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვა

    2012 (კომ. იგულისხმება ქრისტეს ქანდაკების დანგრევა ფილმში 2012)

    60) ქების ღირსი ერთი წარუმატებელი ვაჭრის გამოჩენამდე, ის ერთ-ერთ უმაღლეს ღვთაებად მიიჩნეოდა ადგილობრივ პოლითეისტურ რელიგიაში

    ალაჰი (კომ. მუჰამედი – ერთი ვერსიით არაბულად ნიშნავ „ქების ღირსს“. წინასწარმეტყველად გახდომამდე, მუჰამედი წარუმატებელი ვაჭარი იყო)

    90) ეს დღე ინგლისურ ენაში ღმერთ ოდინს ეძღვნება

    ოთხშაბათი (კომ. ინგლისურად ოთხშაბათი – Wednesday — Odin’s (Woden’s) day)

    120) ხშირად ამ გმირს ამსგავსებენ სომხური მთოლოგიის დრაკონების წინაამდეგ მებრძოლ ღმერთს ვაჰანგს, რომელიც წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ახალგაზრდა ყმაწვილი, წითური თმებით და ცეცხლოვანი თვალებით

    ჰერაკლე

    150) ეს დედაქალაქი ესპანელებმა ღვთისმშობლის მიძინების დღეს დაარსეს 1537 წელს

    ასუნსიონი ( სრული სახელწოდება: Nuestra Señora Santa María de la Asunción – ჩვენი ქალბატონი ღვთისმშობლის მიძინების ქალაქი)

    იოანეს თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) ეს უმეტესად პოლონური სახელი ჩინელებისთვის მამაკაცურ, ზეციურ საწყისთან ასოცირდება

    იანი

    60) ერთი ვერსიით მისი პროტოტიპი კასტილიის მეფის, პედრო პირველის, უახლოესი თავზეხელაღებული მეგობარი იყო

    დონ ჟუანი

    90) ფილიპ ფარმერის გამოგონილ სამყაროში „Riverworld“, სწორედ ამ მონარქმა გააცურა საკუთარი პარტნიორი, სემუელ კლემენსი და მას მდინარის ბორბლიანი ორთქლმავალი მოჰპარა

    ჯონ უმიწაწყლო

    120) გურამ ფანჯიკიძე იხსენებს, რომ მას არ სურდა საკუთარი თანამემალუეების საფეხბურთო მატჩებზე დასწრებდა, რადგან თვლიდა, რომ ეს მათ მსოფლიო ჩემპიონობას აკარგვინებდა. ნავსი მხოლოდ 1994 წელს გატყდა

    ჟოაო აველანჟი

    150) ამ სახილით გახდა ცნობილი ჯოვანი მედიჩი – უკანასკნელი რომის პაპი, რომელსაც არჩევის დროს არ ჰქონდა მღვდელთმსახურის სტატუსი

    ლეო მეათე

    უკანასკნელი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) ეს ფილმი 1869 წლის ჰაკოკადეს ბრძოლისა და სამურეების მხარდამხარ მებრძოლს ფრანგი ოფიცრების ისტორიაზეა დაფუძნებული

    უკანასკნელი სამურაი

    60) (!) ამ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უკანასკნელი სხდომა 1793 წელს, გროდნოში გაიმართა

    რეჩ-პოსპოლიტა

    90) კრასნობრუდის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი სამხედრო შეტაკებაა სადაც ეს სახმელეთო ჯარების ეს სახეობა გამოიყენეს

    კავალერია

    120) ამ ბრალდებით გასამართლებული უკანასკნელი ადამიანი აშშ-ში ევანგელსიტი და ღვთისმეტყველი ებნერ ნილანდი (Abner Kneeland) იყო

    ღვთისმგმობელობა, ღვთისგმობა

    150) არტურ მილტონი უკანასკნელი ინგლისელი იყო, რომელმაც ითამაშა როგორც ინგლისის საფეხბურთო, ასევე ამ სპორტის ნაკრებში

    კრიკეტი

    ფინალური შეკითხვა

    თემა: გლობალური დათბობა

    პასუხი: ატლანტიდა

    კომენტარი: გლობალური დათბობის ერთ-ერთი კატასტროფული შედეგია მსოფლიო ოკეანის დონის მატება, რამაც, შესაძლოა, კუნძულ-სახელმწიფო ტუვალუს ჩაძირვა გამოიწვიოს. ატლანტიდა მითიური ჩაძირული კუნძულია.

    ჟურნალ «Discovery» – ის ერთ-ერთი სტატია გლობალურ დათბობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს ეძღვნება. ამ სტატიაში სახელმწიფო ტუვალუს „ახალი იქსი“ უწოდეს. დაასახელეთ იქსი.

    ჟურნალ «Discovery» – ის ერთ-ერთი სტატია გლობალურ დათბობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს ეძღვნება. ამ სტატიაში სახელმწიფო ტუვალუს „ახალი იქსი“ უწოდეს. დაასახელეთ იქსი.

    ჟურნალ «Discovery» – ის ერთ-ერთი სტატია გლობალურ დათბობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს ეძღვნება. ამ სტატიაში სახელმწიფო ტუვალუს „ახალი იქსი“ უწოდეს. დაასახელეთ იქსი.

     
  • რატი შუბლაძე 2:52 pm on February 15, 2010 Permalink | Reply
    Tags: , , რედაქტორი, Jeopardy!   

    ქართული Jeopardy!-ის კითხვები – მეორე მცდელობა 

    ჩემი აზრით, ყველაზე კარგი პაკეტი, რაც ჯერჯერობით დამიწერია :)  სამწუხოდ ფინალური შეკთხვები ძალიან ცუდი გამომივიდა, რის გამოც, სამართლიანი გულისწყრომა და საყვედურები გავითვალისწინე. შეიძლება ითქვას, რომ კარგი პაკეტი ცუდმა საფინალო შეკითხვებმა გააფუჭა და დაჩრდილა :(

    II ტური

    რედაქტორი: რატი შუბლაძე.

    შესარჩევი თამაში
    შენიშვნა: სადაც მითითებული იქნება ნიშანი (!), ჩაითვლება მხოლოდ საავტორო, პაკეტში მითითებული პასუხი. ასეთი კითხვების დაწყებისას წინასწარ გააფრთხილეთ მოთამაშეები.

    I რაუნდი
    თემები: კარიბული თემა, კედლები, ებრაული თემა, მეოთხე თემა, მატრიცული “ბის”, ვარდისფერი თემა.

    კარიბული თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    10) შეცდომის გამო კარიბის რეგიონს დიდი ხნის მანძილზე ასე მოიხსენიებდნენ __ ვესტ-ინდოეთი
    20) საბჭოთა კავშირის ამ გმირმა 12 წლის ასაკში წერილი ფრანკლინ დელანო რუზველტს მისწერა და 10 დოლარიანი ბანკნოტი სთხოვა __ ფიდელ კასტრო
    30) თუ მეტეოროლოგიური არხების მოყვარული ხართ, არ გაგიჭირდებათ დაასახელოთ ქარის, ქარიშხლის და ცეცხლის ღვთაება მაიას ინდიელებთან __ ურაკანი (ჩაითვლება აზრობრივად)
    40) ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი კუბაში ამ ორგანიზაციის ფინანსური ხელშეწყობით აშენდა __ კუბის კომუნისტური პარტია
    50) კრის ბერჩელი 60 წლის შემდეგ პირველი ასეთი ფეხბურთელია ტრინიდადისა და ტობაგოს ეროვნულ ნაკრებში __ თეთრკანიანი

    კედლები (ავტორი: რატი შუბლაძე)
    10) დაასახელეთ ავტორი ფრაზისა “მისტერ გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!” __ რონალდ რეიგანი
    20) Pink Floyd-ის ეს სიმღერა განათლების სფეროს პრობლემატიკას ეძღვნება __ Another Brick in the Wall
    30) ძველი ჩინური ანდაზის თანახმად, ისინი, და არა კედლები, ქმნიან ქალაქებს ¬¬__ ადამიანები
    40) 2009 წლის 1 ივლისიდან ეს კედელი ედმონტონ ოილერისის ღირსებას იცავს __ ნიკოლაი ხაბიბულინი
    50) ოლივერ სტოუნის კინოფილმი, რომელმაც მაიკლ დუგლასს ოსკარი მოუტანა __ უოლ-სტრიტი

    ებრაული თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    10) ხუმრობის თანახმად, 1912 წლის 14 აპრილს მომხდარი საზღვაო ტრაგედია ამ ებრაელის სინდისზეა __ აისბერგი
    20) გადმოცემის მიხედვით, ქრისტეს 12 მოციქულიდან, არამოწამეობრივი სიკვდილით მხოლოდ იოანე ღვთისმეტყველი და ეს მოციქული მოკვდნენ __ იუდა ისკარიოტელი
    30) გიორგი დანელიას 1977 წლის ფილმში თელ-ავიველ ებრაელი ამ ქალაქის ახალი ხიდით დაინტერესდა __ ქუთაისი
    40) ამ ლივერპულში მოთამაშე ფეხბურთელს ერთმა რუსმა გარეგნული მსგავსების გამო, ყვავი უწოდა __ იოსი ბენაიუნი
    50) არაებრაელის მიერ იუდაიზმის მიღება და მასთან დაკავშირებული რიტუალი __ გიური

    მეოთხე თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    10) ამ სახელით ვიცნობთ საქართველოს მეფეს, დავით IV-ს __ აღმაშენებელი
    20) საფეხბურთო კლუბი გელზენკირხენიდან __ შალკე 04
    30) მარველის კომიქსების გმირები რიდი, სიუ, ჯონი და ბენი ამ სახელით გახდნენ ცნობილნი __ ფანტასტიკური ოთხეული
    40) 1974 წელს მან ალბომი Quatro გამოუშვა __ სუზი კვატრო
    50) მან 7 მომაკვდინებელ ცოდვას ოთხი უკანასკნელი რამ დაურთო: სიკვდილი, საშინელი სამსჯავრო, სამოთხე და ჯოჯოხეთი __ იერონიმუს ბოსხი (კომ.: იერონიმოს ბოსხის ნახატი “შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა და ოთხი უკანასკნელი რამ”)

    მატრიცული “ბის” (ავტორი: თორნიკე ჯანგველაძე)
    10) მაყურებელთა აღტაცებული შეძახილი სპექტაკლზე, კონცერტზე და ა.შ. მიმართულია შემსრულებლისკენ და გამოხატავს წარმოდგენის გარკვეული ნაწილის, ნომრის გამეორების თხოვნას __ ბის
    20) ადამიანის სექსუალური ორიენტაცია, რომელიც მიუთითებს ესთეტიურ, რომანიკულ და სექსუალურც ლტოლვას ნებისმიერი სქესის ადამიანის მიმართ __ ბისექსუალობა
    30) ტურასთან გაიგივებული ძველეგვიპტური სიკვდილის ღმერთი __ ანუბისი
    40) ეს მონასტერი გრიგოლ ხანძთელმა “სარწმუნეობისამებრ მეფისა აღაშენა” და “ილარიონ ვინმე იერუსალიმით მოსრული, სარწმუნო მოხუცი დაადგინა მამასახლისად” __ უბისა
    50) საფრანგეთში დაარსებული კომპიუტერული და ვიდეო თამაშების მწარმოებელი კომპანია, რომლის ყველაზე ცნობილი პროდუქტებია: Prince of Persia, Far Cry, Assassin’s Creed __ Ubisoft

    ვარდისფერი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    10) La Gazetta dallo sport-ის სპონსორობის გამო, ამ ველორბოლაში ლიდერის მაისური ვარდისფერი ფერისაა __ Giro d’italia
    20) ამ ვარდისფერი შეფერილობის ფრინველით თამაშობდა ალისა კროკეტს __ ფლამინგო
    30) მისი ყველი თავგადასავალი ჰენრი მანჩინის მუსიკალური თემის თანხლებით ხდება __ ვარდისფერი პანტერა
    40) ისინი ვარდისფერ სამკუთხედებს ატარებდნენ ნაცისტთა საკონცენტრაციო ბანაკებში __ ჰომოსექსუალები
    50) Pink Floyd-მა საკუთარი სახელის პირველი ნაწილი ამ ამერიკელი ბლუზმენის საპატივცემულოდ აირჩია __ პინკ ანდერსონი

    II რაუნდი
    თემები: სამედიცინო თემა, ძველი თემა, მატრიცული “მარ”, ფრინველთა თემა, შეზღუდული შესაძლებლობების თემა, წმინდა თემა.

    სამედიცინო თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    20) ფარაონ ჯოსერის ეს ვეზირი, შემდგომ ეგვიპტეში მედიცინის ღმერთად შერაცხეს __ იმჰოტეპი
    40) რატომღაც, სასტუმროში ვალიკო და რუბიკი მათ კონგრესზე მოხვდენენ __ ენდოკრინოლოგები (კომ.: მხ/ფ “მიმინო”)
    60) ოქსფორდის მცირე ლექსიკონი ამ ტერმინს განმარტავს როგორც ა) წყნარი და იოლი სიკვდილი, ბ) საშუალებანი ამისთვის და გ) მოქმედებები მის განსახორციელებლად __ ევთანაზია
    80) “მედიცინა ჩემი კანონიერი მეუღლეა, ლიტერატურა კი საყვარელი” ამბობდა ეს რუსი ექიმი __ ანტონ ჩეხოვი
    100) ამ მოცინარი ფილოსოფოსის სამკურნალოდ თანამოქალაქეებმა ჰიპოკრატე მოიწვიეს, თუმცა მედიცინის მამამ ის ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელად ჩათვალა __ დემოკრიტე

    მატრიცული “მარ” (ავტორი: რატი შუბლაძე)
    20) სამთო ინჟინერი ან ტექნიკოსი, გეოდეზიური და გეოლოგიური სამთო სამუშაოების სპეციალისტი __ მარკშეიდერი
    40) ძვირფასი ქვა, ჩვეულებრივ მოლურჯო-მწვანე ფერისა, ბივრილის ნაირსახეობა __ აკვამარინი
    60) დანიის მეფეების მეთაურობით დანიის, ნორვეგიის და შვედეთის გაერთიანება პირადი უნიის საშუალებით 1397-1523 წლებში __კალმარის უნია
    80) 1877 წლის შემოდგომაზე მას კოალიციების კოშმარი სტანჯავდა __ ბისმარკი
    100) უარყოფითი კონტექსტის მქონე ეს სიტყვა, თავდაპირველად აღნიშნავდა შენიშვნებს და ნახატებს წიგნის მინდვრებზე __ მარგინალი, მარგინალური

    ფრინველთა თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    20) ჯგუფ A-ს ვირუსის ქვეტიპი H5N1 2007 წლიდან ამ სახელით არის ცნობილი __ ფრინველის გრიპი
    40) აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტი ამ თოლიამ ცნობილი გახადა __ ჯონათან ლივინგსტონი
    60) ერთი ვერსიით მახინჯი იხვის ჭუკი მისი შენიღბული ავტობიოგრაფიაა __ ჰანს ქრისტიან ანდერსენი
    80) ამბობენ, ამ ზღაპრული სასახლის ხედებით დამტკბარმა ჩაიკოვსკიმ “გედების ტბა” დაწერა __ ნოიშვანშტაინი
    100) პოლ მაკარტნის ამ სიმღერის დაწერა 1968 წლის გაზაფხულზე აშშ-ში რასობრივმა დაპირისპირებებმა შთააგონა __ Blackbird

    შეზღუდული შესაძლებლობების თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    20) მეტალურგების ამ ოლიმპიელ ღმერთს შესაძლოა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინვალიდებისთვის განკუთვნილი ადგილი დაეკავებინა __ ჰეფესტოსი
    40) პოლიომელიტით დაავადებული ეს პოლიტიკოსი სენატის გამოსაფხიზლებლად ხშირად ურთავდა საკუთარ გამოსვლებში ფრაზას “გუშინ ბებიაჩემი მოვკალი” __ ფრანკლინ დელანო რუზველტი
    60) ფენომენალური მეხსიერების და რთული მათემატიკური გამოთველების უნარის მქონე ამ ნალექიანმა პერსონაჟმა ძმისგან განსხვავებით სოლიდური მემკვიდრეობა მიიღო __ წვიმის კაცი; რაიმონდ ბებიტი
    80) მცდარი შეხედულების თანახმად, ამ ღონისძიების სახელი უკავშირდება დამბლის ბერძნულ სახელწოდებას __ პარაოლიმპიური თამაშები (კომ.: დამბლა ბერძნულად παράλυση – Paralysis)
    100) გასაოცარია, მაგრამ 1977 წელს დაარსებულ ამ ბრიტანულ როკ-ჯგუფს სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს __ Def Leppard

    წმინდა თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    20) ამ სახელით არის ცნობილი ყველა წმინდანის დღის წინადღე ინგლისურენოვან სამყაროში __ ჰელოუინი
    40) 1502 წლის 21 მაისს პროტუგალიელმა ტრისტან და კუნიამ აღმოაჩინა ეს კუნძული, რომელიც 1815-1821 წლებში ერთი არტილერისტის ადგილს წარმოადგენდა __ წმინდა ელენას კუნძული
    60) იდუმალი ქრისტიანული არტეფაქტი შუასაუკენეების დასავლეთევროპული ლეგენდებიდან. ხშირად გადატანითი მნიშვნელობით ეს სიტყვათაშეთანხმება რაიმე სანუკვარი, რთულად მიღწევადი ან მიუღწეველი მიზნის აზრითაც გამოიყენება. __ წმინდა გრაალი
    80) ერთი ვერსიის თანახმად ამ ურჩხულის მოთვინიერება მხოლოდ წმინდა კოლუმბამ შესძლო __ ნესი (კომ.: ლოხ ნესის ურჩხული)
    100) უკანასკნელი 179 წლის მანძილზე მათი რაოდენება 13 მილიონდამდე გაიზარდა __ უკანასკნელი დღის წმინდანები, მორმონები

    ძველი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    20) შვეიცარიის ზოგიერთ გერმანულენოვან კანტონებში იანვარში დღესაც აღნიშნავენ Alter Silvester-ს, რომელიც ჩვენთან ამ სახელითაა ცნობილი __ ძველი ახალი წელი
    40) ბრიტანელი მსახიობი, ცნობილი გახდა ისეთი უარყოფითი პერსონაჟების შესრულებით, როგორებიც არიან, ნორმან სტენსფილდი და ჟან-ბატისტ ემანუალე ზორგი __ გარი ოლდმანი
    60)(!) ყველაზე ძველ პარლამენტად მსოფლიოში, რომლის უფლებამოსილება მხოლოდ 1801-1845 წლებში იყო შეჩერებული. __ ალთინგი
    80) ეს არის მსოფლიოში უძველესი უწყვეტად ფუნქიონირებადი უნივერსიტეტი, დაარსებული 1088 წელს. __ ბოლონიის უნივერსიტეტი
    100) მამაკაცის ჰიგიენური მოვლის საშუალება, წარმოებული Procter & Gamble-ის მიერ, რომელმაც იგი შეიძინა 1990 წელს Shulton Company-სგან. __ Old Spice

    III რაუნდი

    თემები: ღამის თემა, მტვერი, მკვდარი თემა, ესპანური თემა, ოქროს თემა, წყლიანი თემა.

    ღამის თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    30) კვენტინ ტარანტინოს და რობერტ როდრიგესის ეს ერთობლივი ნამუშევარი 1996 წელს გამოვიდა __ აისიდან დაისამდე
    60) თეზევსისა და იპოლიტას მომავალი ქორწილის გამო ერთმა სტემფორდელმა ამ პიესით აურზაური ატეხა __ ზაფხულის ღამის სიზმარი
    90) ჰერშელ გრიუნშპანის მიერ ერნს ფონ რატის მკვლელობა ამ შფოთვარე ღამის მიზეზი გახდა __ ჩატეხილი ვიტრინების ღამე (კომ.: აგრეთვე ითვლრბა: კრისტალნახტი, ბროლის ღამე)
    120) ვასილი პოლენოვის სურათი „სენიორის უფლება“ ამ ტრადიციას ეძღვნება __ პირველი ღამის უფლება (კომ.:შუა საუკუნეებში არსებული ფეოდალების და მიწათმფლობელების პრივილეგია; )
    150) პაუერ-მეტალის შემსრულებელი როკ-ჯგუფის, Stratovarius-ის სადებიუტო ალბომი __ Fright Night

    მტვერი (ავტორი: რატი შუბლაძე)
    30) დათო ჯანელიძის 2004 წლის ქართული სატელევიზიო სერიალი __ მტვრის გემო
    60) 1876 წელს მელვილ ბისელმა ამ გამოგონებით ცოლს ცხოვრება საკმაოდ შეუმსუბუქა __ მტვერსასრუტი
    90) ნასას კოსმოსური აპარატი, რომელიც კომეტა ვილდა 2-ს იკვლევს __ სტარდასტი (კომ.: Stardust – ვარსკვლავური მტვერი)
    120) არტურ კლარკის ნოველა, რომელიც 1963 წელს ნომინირებული იყო ჰიუგოს პრემიაზე __ მთვარის მტვერი (კომ.: Fall of Moondust)
    150) მარიო ჰენზელის 1985 წლის ფილმი “მტვერი” ამ აფრიკელი ნობელიანტის რომანის “ქვეყნის გულში” (In the Heart of the Country) მიხედვით არის გადაღებული __ ჯონ მაქსველ კუტზეე

    მკვდარი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    30) ეს არის ბოლო ევროპული ქვეყანა, სადაც კვლავ პრაქტიკაშია სიკვდილით დასჯა __ ბელარუსი
    60) ბაროკოს ეპოქაში გავრცელებულ ალეგორიულ ნატურმორტებზე ეს ელემენტი გარდაუვალ სიკვდილს აღნიშნავდა __ თავის ქალა
    90) გერმანიკული ტომები ამ გეოგრაფიულ ობიექტს Morimarusa-ს, “მკვდარ წყალს”, უწოდებდნენ __ ჩრდილოეთის ზღვა
    120) Slyer-ის სოლისტმა ჯეფ ჰანემანმა ეს სიმღერა იოზეფ მენგელეს შესახებ დაწერილი წიგნების წაკითხვის შემდეგ შეთხზა __ Angel of Death
    150) მარტინ ბრესტმა ეს ფილმი ალბერტო კასელას პიესის, “სიკვდილი შვებულებაში გავიდა”-ს (Death Takes a Holiday) მიხედვით გადაიღო __ “გაიცანით, ჯო ბლექი”

    ესპანური თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    30) ესპანეთის ტახტზე საკუთარი შვილიშვილის ასვლასთან დაკავშირებით, ლუი XIV-მ ეს გეოგრაფიული ობიექტი “გააქრო” __ პირინეის მთები
    60) ესპანეთის ამ ისტორიული რეგიონის სახელი “ციხე-სიმაგრიდან” მომდინარეობს __ კასტილია
    90) როგორც თვითონ ამბობდა, მან ესპანეთის მეფეს წვერი შეუტრუსა __ ფრენსის დრეიკი (კომ.: 1587 წელს კადისზე თავდასხმის გამო)
    120) Hijo de Alguien-ის შემოკლებით, რაც ესპანურად “ვიღაცის შვილს” ნიშნავს, ამ ტიტულს მივიღებთ __ იდალგო
    150) 1963 წლის 22 სექტემბრის ავტოკატასტროფამ მადრიდის რეალის ახალგაზრდული გუნდის ამ მეკარის საფეხბურთო კარიერა შეიწირა __ ხულიო იგლესიასი

    ოქროს თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    30) ინდოევროპულ ენებში „ოქრო“-ს აღმნიშვნელ სიტყვას და ამ ფერს საერთო ძირი აქვთ __ ყვითელი
    60) ჯუჩის ულუსი ამ სახელით დამკვიდრდა ქართულ ისტორიოგრაფიულ წყაროებში __ ოქროს ურდო
    90) 70-იანი წლების ბოლოს თბილისში გამომავალი არალეგალური ლიტერატურულ-პოლიტიკური ჟურნალი, რომლის მხოლოდ 4 ნომერი გამოვიდა __ ოქროს საწმისი
    120)(!) მას სათავე შუკუმ ჯიმ მაისონმა დაუდო 1896 წლის აგვისტოში __ ოქროს ციებ-ცხელებას კლონდაიკში
    150) Carassius Auratus-ის უჩვეულო იმიჯი პირველად ამ კასელელებმა შექმნეს __ ძმები გრიმები (კომ.:Carassius Auratus -ი ოქროს თევზის ლათინური სახელწოდებაა)

    წყლიანი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    30) Pink Floyd-ის წევრი და ლიდერი 1968-1985 წლებში __ როჯერ უოტერსი
    60) სირთულეების და სიმძიმეების მიუხედავად, პირველად მისი მოლეკულები ჰაროლდ იურიმ აღმოაჩინა 1932 წელს __ მძიმე წყალი
    90) ამ ქალაქის წყალს პოპულარიზაცია იტალიელმა იოჰან მარია ფარინმა გაუკეთა __ კიოლნი (კომ.: Eau de Cologne – “კიოლნის წყალი)
    120) გერმანული მინერალური წყალი, რომელიც XIX საუკუნესა და XX-ს დასაწყისში რუსეთში ზოგადად მინერალური და გაზირებული წყლის მნიშვნელობითაც იხმარებოდა __ ზელტერის წყალი
    150) DC Comics-ის სუპერგმირი, რომელსაც შეიძლია ტელეპატიურო კავშირი დაამყაროს და მართოს ზღვის სამყაროს ბინადრები __ Aquaman

    Jeopardy!
    კარიბული თემა
    1960-იან წლებში ეს სახელი ეწოდა 14 ათასი კუბელი ბავშვის ევაკუაციის ოპერაციას, რომლის ორგანიზატორები აშშ-ს მთავრობა, CIA და მაიამის კათოლიკური ეკლესია იყვნენ.

    პასუხი: ოპერაცია პიტერ პენი

    სამედიცინო თემა
    ფრანგი ფსიქიატრი, აკადემიკოსი დიშელი ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ხელმოცარული მეცნიერის და იპოთეკური სესხებით დამძიმებული ახალგაზრდის ამ გამოგენების დეტალებს შეატყობინებდნენ 1973 წლის ფილმში.

    პასუხი: “ცათმფრენი” (კომ: ჩაითვლება აზრობრივად; ერთაოზ ბრეგვაძის და ქრისტეფორე მგალობლიშვილის ისტორია, რომელზეც 1973 წელს ელდარ შენგელიამ ფილმი გადაიღო)

     
  • რატი შუბლაძე 2:35 pm on February 15, 2010 Permalink | Reply
    Tags: საუკეთესო პაკეტი, Jeopardy!   

    ქართული Jeopardy!-ის კითხვები 

    გთავაზობთ, იმ Jeopardy!-ის პაკეტებს, რომლელთა რედაქტორიც მე ვყოფილვარ :)

    შეაფასეთ და განსაჯეთ

    P.S.  Further reading: http://en.wikipedia.org/wiki/Jeopardy! (დამატებითი ინფორმაციისთვის – თუ რა არის Jeopardy!

    დასაწყისისთვის წარმოგიდგენთ ჩემს პირველ რედაქტორულ ნამუშევარს, თბილისის ქართული ლიგის მეათე ტურის პაკეტს

    X ტური

    შესარჩევი ტური

    რედაქტორი: რატი შუბლაძე. 855 46 46 33
    ავტორები: ვახტანგ ლომჯარია, ვლადიმერ მინდელი, აკაკი მოსახლიშვილი, მარიამ ნუცუბიძე.
    შენიშვნა: სადაც მითითებული იქნება ნიშანი (!), ჩაითვლება მარტო საავტორო, პასუხში მითითებული პასუხი. ასეთი კითხვების დაწყებისას წინასწარ გააფრთცილეთ მოთამაშეები.

    I რაუნდი
    თემები: საყოფაცხოვრებო თემა, ანგელოზების თემა, კინემატოგრაფიული ალუზიები, სკანდალური თემა, მონარქიადა, ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში.

    საყოფაცხოვრებო თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    10) მისი პირველი დანიშნულება, წვიმის მაგივრად მზისგან დაცვა იყო. __ ქოლგა
    20) კანადელი ესკიმოსების საზამთრო სადგომი, საცხოვრებელი __ იგლუ
    30) მაღალ ყელზე მდგარი ბოკალი, რომლის ტევადობაა 200-250 გრამი. __ ფუჟერი
    40) ფრანგულად ეს სიტყვა სინათლის ჩამხშობს ნიშნავს, რაც გარკვეულწილად აისახება კიდეც მის დანიშნულებაზე სანათურების დიზაინში __ აბაჟური
    50) საქონლის ან ხბოს ხორცის მოთუშული ნაჭრებით, ხახვით, წიწაკით და კარტოფილით ამ უნგრულ ეროვნულ კერძს მოვამზადებთ. __ გულიაში

    ანგელოზთა თემა (ავტორი: ვლადიმერ მინდელი)
    10) ეს ამერიკელი მსახიობი ქალი არის გაეროს კეთილი ნების ელჩი. 1999 წელს ოსკარის მფლობელი. ცნობილი გახდა ლარა კროფტის როლის შესრულებით __ Aანჯელინა ჯოლი
    20) ანგელოზთა ქალაქი წყნარი ოკეანის სანაპიროზე. 1932 წელს მიიღო X ოლიმპიური თამაშები. __ ლოს-ანჯელესი
    30) ეს იტალიელი ფეხბურთელი იყო რომას, ვერონას, იუვენტუსის, ინტერისა და ლაციოს წევრი. იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 31 მატჩი. კარიერა დაასრულა 2007 წელს ლაციოში __ ანჯელო პერუცი
    40) გვატემალელი პოეტი, ნოველისტი და დიპლომატი. 1967 წელს მიიღო ნობელის პრემია. __ მიგელ ანხელ ასტურიასი
    50) ალექსი, დილანი და ნატალი მისი ანგელოზები არიან. __ ჩარლის ანგელოზები

    კინემატოგრაფიული ალუზიები (ავტორი: ვახტანგ ლომჯარია)
    (უკუღმართუნები)
    10) ელექტრო მანდარინი. __ მექანიკური ფორთოხალი
    20) გენერალ ხრიულოვის გაწირვა. __ რიგირთი რაიანის გადარჩენა
    30) 2-ჯერ ირანში. __ ერთხელ ამერიკაში
    40) პლანეტების მეჯლისები, ტყუპების წვეულებები. __ ვარსკვლავეთის ომები, კლონების ომები
    50) დომინო, პლასტიკური ბარათი და ერთი ჩახმახი. __ კარტი, ფული და 2 ლულა. (ასევე ჩაითვლება Lოცკ, შტოცკ ანდ თწო შმოკინგ Bარრელს)

    სკანდალური თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    10)2005 წლის 30 სექტემბერს დანიურ გაზეთ JULLANDS POSTEN-ში გამოქვეყნებულმა ამ პიროვნების კარიკატურებმა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში __ მოციქული მოჰამედი
    20) ნაწარმოები “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლების” ციკლიდან, სადაც ჰოლმსი ირენ ადლერს უპირისპირდება __ აურზაური (სკანდალი) ბოჰემიაში
    30) 1998-1999 წლებში სექსუალური კავშირების საფუძველზე წარმოქმნილმა სკანდალმა ამ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობას შეუწყო ხელი __ ბილ კლინტონი
    40) სასამართლო პროცესი 1894-1906 წლებში ჯაშუშობის ბრალდებით საფრანგეთის გენერალური შტაბის ოფიცრის წინაამდეგ, რომელმაც დროთა განმავლობაში ანტისემიტური ხასიათი მიიღო __ დრეიფუსის საქმე
    50) (!) 1983 წელს KOREAN AIR LINES-ის კუთვნილი ბოინგ-747-ის ჩამოგდებას ამ ქვეყნის გამანადგურებლის მიერ ჟურნალმა თიმე მიუძღვნა სტატია შჰოოტინგ ტო კილლ __ საბჭოთა კავშირი (პასუხი რუსეთი, და მსგავსი, არ ჩაითვლება)

    მონარქიადა (ავტორები: რატი შუბლაძე და აკაკი მოსახლიშვილი)
    10) იგი როიალზე დამკვრელი კი არა, სახელმწიფო მოწყობის მონარქიული მოდელის მომხრეა __ როიალისტი
    20) ჯონ სვიფენის და რიჩარდ ბახმანის ფსევდონიმებოს ქვეშ ეს მეფე იმალება __ სტვენ კინგი
    30) 1895 წელს დაარსებული KRAFT FOODS-ის მფლობელობაში მყოფი გერმანული ყავის ბრენდის სახეობა, რომელიც შესაბამისობაში მოდის ჩვენს თემასთან __ JAKOBS MONARCH
    40) ბოლესლავ პრუსის 1894-1895 წლებში დაწერილი, სტალინის ერთ-ერთი საყვარელი წიგნი ____ ფარაონი
    50) მისი გვარი სამხრეთ სლავებში მეფეს ნიშნავს და მართლაც, 1990-იან წლებში იგი იუგოსლავური და სერბული ფეხბურთის უგვირგვინო მეფე-მეკარე გახდათ, რომელიც ახლა სლოვაკურ “სპარტაკში” ამთავრებს კარიერას __ ივიცა კრალი

    ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში (ავტორი: მარიამ ნუცუბიძე)
    თქვენ გაჩვენებნ სურათებს, რომელთაც მიწერილი აქვთ პრემიის მიღების თარიღი
    წამკითხველებს: პაკეტში მოცემული გაქვთ მხოლოდ პასუხები და ნომინალები.
    10) სელმა ლაგერლოფი (თარიღი 1909)
    20) ჯონ სტეინბეკი (თარიღი 1962)
    30) ჟან-პოლ სარტრი (თარიღი 1964)
    40) იოსიფ ბროდსკი (თარიღი 1987)
    50) კნუტ ჰამსუნი (თარიღი 1920)

    II რაუნდი
    თემები: თომას თემა, მთიანი თემა, ნელი თემა, სოფლური თემა, მატრიცული “მან”, ცხოველთა სამყაროში.

    თომას თემა (ავტორები: მარიამ ნუცუბიძე და რატი შუბლაძე)
    20) ამერიკის ბურჟუაზიული რევოლუციის მონაწილე, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთი თანაავტორი. აშშ-ს მეორე ვიცე-პრეზიდენტი. __ თომას ჯეფერსონი
    40) ინგლისელი მატერიალისტ-ფილოსოფოსი. საზოგადოებრივი ხელშეკრულების იდეის ავტორი. __ თომას ჰობსი
    60) ის ერთადერთი ნობელის პრემიის ლაურეატია ვაიმარის რესპუბლიკიდან. __ თომას მანი
    80) ბრიტენელი ფერმწერი, გრაფიკოსი, პორტრეტისტი და პეიზაჟისტი. პოპულარული იყო ინგლისელ არისტოკრატებში თავისი ორიგინალური პორტრეტების წყალობით. ცნობილი ფერწერული ნამუშევრებია: ბიჭუნა ლურჯში, დილის გასეირნება, კორნარდის ტყე. __ თომას გეინზბორო
    100) (!) მისი საფლავის სანახავად მოაწყვეს მოგზაურობა ჯეფრი ჩოსერის “კენტერბერიული მოთხრობების” THE CANTERBARY TALES) გმირებმა __ თომას ბეკეტი, ( პასუხი: მხოლოდ კენტერბერიის არქიეპისკოპოსი არ ითვლება)

    მთიანი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    20) ამ უელსელი გეოგრაფის და ერთ დროს ინდოეთის მთავარი გეოდეზისტის სახელი პიკ XV ეწოდა. __ ჯორჯ ევერესტი (ჩაითვლება მარტო გვარიც)
    40) ენის დელ მარის და ჯეკ ტვისტის “რომანის” შესახებ, ანგ ლის გარდა, ეს მთაც მოგვითხრობს __ კუზიანი მთა (კომ. ანგ ლის მხ. ფილმი “კუზიანი მთა”)
    60) მან აღგვიწერა ჰარი სმიტის აფრიკული ნადირობის და ერთი თოვლიანი მთის ძირას მისი სიკვდილთან ბრძოლის ამბავი __ ერნს ჰემინგუეი (კომ. თჰე შნოწს ოფ Kილიმანჯარო)
    80) სნაფედლსიოკიუდლის გავლით მისი რომანის გმირები, მიუხედავად დასახული მიზნის ვერ განხორციელებისა, თავს კუნძულ სტრომბოლიზე ამოყოფენ თავს __ ჟიულ ვერნი
    100) კათოლიკური მონასტერი პოლონურ ჩენსტოხოვაში. ეკუთვნის პაულინების ორდენს. ___ იასნა გურა (კომ. პოლონურად, Jasna Góra)

    ნელი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    20) ნახევრადუკბილო ძუძუმწოვარი. ძირითადი რაციონის არაკალორიულობის გამო იძულებულნი არიან ენერგიის მკაცრ ეკონომიას მიმართოდ, რაც მათი ცხოვრების ნელ და თითქმის უმოძრაო წესს განაპირობებს __ ზარმაცა
    40) გერმანელი პოეტესა. 1966 წლის ნობელის ლაურეატი შმუელ იოსეფ აგნონთან ერთად __ ნელი ზაქსი
    60) სვეტონიუსის მიხედვით ეს ლათინური ფრაზა ავგუსტუს ოქტავიანს გამორჩეულად უყვარდა, პარალელებს ავლებდა რა სამხედრო საქმესთან, ამბობდა: “ფრთხილი მხედართმთავარი უკეთესია ვიდრე თავქარიანი.” __ იჩქარე ნელა (Festina Lente)
    80) ეს სიტყვა ნიშნავს რაიმეს ნელ, მუდმივ გადაადგილებას. ტერმინი იხმარება გემის, თვალის, ელექტრონების, გენების და მატერიკების სხვადასხვა მდგომარეობების დასახასიათებლად. ___ დრეიფი
    100) მუსიკაში ეს ტერმინი გამოიყენება წყნარი ტემპის აღსანიშნავად __ ადაჯიო (კომ. იტალიურად ნელა, წყნარად)
    სოფლური თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    20) ლიტერატურის, ფერწერის, და მუსიკის ჟანრი, რომელიც მშვიდობიან და უბრალო, სოფლურ ცხოვრებას აიდეალებს ___ პასტორალი
    40) ამ ყოფილ სოფელს სახელი პროგრამული უზრუნველყოფის გერმანული კომპანიის ერთ-ერთმ დამფუძნებელმა გაუთქვა __ ჰოფენჰაიმი
    60) მარშალ მაკლუენის წიგნმა “გუტენბერგის გალაქტიკა: მბეჭვდელი ადამიანის შექმნა” (The Gutenberg  Galaxy: The Making of Typograghic Man) პოპულარიზაცია გაუწია თანამედროვეობაში მასობრვი კომუნიკაციების გავლენის ზრდის აღმნიშვნელ ამ ტერმინს __ მსოფლიო სოფელი, გლობალური სოფელი, Global Village)
    80) ამ სიმღერის გმირი სოფელში მიემგზავრება საკვირაო მატარებლით, ეწინაამდეგება ზღვაში გემების ჩაძირვას და თანახმა არის საზოგადოებრივ საწყისებზე, თუნდაც მყვინთავადაც კი იმუშავოს __ “კომაროვო” (კომ. “Комарово”)
    100) ავღანეთსა და შუა აზიაში სოფლის ტიპის დასახლების ერთ-ერთი სახელი თურქულიდან მოდის და ზამთარს, გამოზამთრებას ნიშნავს. ___ ყიშლაყი ან კიშლაკი

    Mმატრიცული “მან” (ავტორი: აკაკი მოსახლიშვილი)
    20) მეცნიერება, რომელიც ცდილობს ადამიანის ხელის მონახაზის მიხედვით განსაზღვროს პიროვნების ბედი __ ქირომანტია
    40) ეს სიტყვა ქართულ ენაში საზღვრის, მიჯნის სინონიმად გვევლინება __ სამანი
    60) მტაცებელი ცხოველი. ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იყო რიკი-ტიკი-რავი, რომლმაც უზარმაზარ სამეფო კობრებთან ორთაბძოლაში გაითქვა სახელი. __ მანგუსტი (კომ. რიკი-ტიკი-რავი _ რედიარდ კიპლინგის ერთ-ერთი პესონაჟი)
    80) ზოროასტრიზმში ბოროტების განსახიერება. მას არ გააჩნია საკუთარი შემოქმედებითი ძალა, მაგრამ შეუძლია ორმუზდის მეირ შექმნილ ყველაფერ წმინდასა და კეთილში ბოროტების მარცვილს ჩაგდება. __ არიმანი
    100) ფილიპინელი პროფესიონალი მოკრივე. Gამოდის მეორე ნახევრად-მსუბუქ წონით კატეგორიაში. Mსოფლიოს ჩემპიონი 1998-1999, 2001-2003 და 2008წლიდან დღემდე. ჟურნალ “რინგის” მიხედვით 2006 და 2008 წლის საუკეთესო მოკრივე __ მანუელ “მენი” პაკიაო (კომ. “Manny” Packyao)

    ცხოველთა სამყაროში (ავტორი: რატი შუბლაძე)
    20) ბრიტანული როკ-ჯგუფი ნიუკასლელი და ლონდონელი შემსრულებლებით. მსოფლიო აღიერება მოუტანათ სინგლმა Tje house of rising Sun. __ The Animals
    40) ითვლება, რომ ტაუერში მცხოვრები ყვავების სიკვდილის შემთხვევაში დიდ ბრიტანეთს ასეთი სახის პოლიტიკური კრიზისი ელის. __ მონარქია გაუქმდება
    60) რომაელები მას ცამელოპარდალის-ს უწოდებდნენ, რადგან იგი აქლემის და ლეოპარდის ნაჯვარი ეგონათ __ ჟირაფი (კომ. აქედან მოდის ჟირაფის მეცნიერული სახელწოდებაც: Giraffa camelopardalis)
    80) ისინი პირველი ცოცხალი არსებები არიან, რომლებიც დაბრუნდნენ დედამიწაზე ორბიტალური გაფრენის შემდეგ ___ ბელკა და სტრელკა (მიიღება მხოლოდ მათი ზუსტი საკუთარი სახელები)
    100) მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, 1977 წლიდან გადაცემა “ცხოველთა სამყაროში”-ის ტელეწამყვანი __ ნიკოლაი დროზდოვი

    III რაუნდი
    თემები: რომანტიკული თემა, სიმბოლური თემა, დაკარგული თემა, ნადირობა, საზღვაო თემა, უკანასკნელი თემა.

    რომანტიკული თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    30) ბრაზილიელი ფეხბურთელი, რუსეთის ორგზის ჩემპიონი, უეფას თასის მფლობელი, კოპა ამერიკის ორგზის გამარჯვებული. __ ვაგნერ სივლვა დე სოუზა, იგივე ვაგნერ ლავი (Vagner Love)
    60) პირველად იგი დოროთი კარიუს და ტომ დენიელის ჯვრისწერისას გამოიყენეს 1847 წლის 2 ივნისს, ხოლო პოპულარობა პრინცესა ვიქტორიას და პრუსიელი კრონპრინც ფრიდრიხის ჯვრისწერის შემდეგ მოიპოვა __ მენდელსონის მარში
    90) ტონი პალმერის 17 სერიანი დოკუმენტური ფილმი პოპმუსიკის ისტორიის შესახებ სათაურში შეიცავს “ბითლზის” ამ პოპულარული სიმღერის სახელწოდებას ___ All You Need Ia Love (კომ. წიგნის სრული სახელწოდებაა All You Need Ia Love: The Atory of Popular Music)
    120) ამ ორი პოეტის სიყვარულის ისტორია წარმოაჩინა აგნეშკა ჰოლანდმა თავის 1995 წლის ფილმში “სრული დაბნელება” (Total Eclipse) __ პოლ ვერლენი და არტურ რემბო
    150) გერმანული რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. პოეტი, მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი. საკუთარ ნაწარმოებებში ხშირად იყენებდა ირონიას. ვილჰელმ ვაკენროდერის და ნოვალისის მეგობარი. __ ლუდვიგ ტიკი
    სიმბოლური თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    30) 1886 წელს გაზეთ “ფიგაროში” ჟან მორეასმა პირველად გამოიყენა ეს ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობის აღმნიშვნელი ტერმინი __ სიმბოლიზმი
    60) ეს მათემატიკური სიმბოლო რობერტ რეკორდმა გამოიგონა, მიაჩნდა რა სამყაროში არაფერია ისეთი თანასწორი, როგორც ორი პარალელური წრფე __ ტოლობის ნიშანი, “=”
    90) ამ ცხოველის გამოსახულება ჰერალდიკაში წინდახედულობის და ხანგრძლივი ცხოვრების სიმბოლოა __ ყვავი
    120) სამი ხმლის და ფოლადის დისკოსგან შემდგარი რელიგიური ნიშანი ამ რელიგიის მიმდევრების წმინდა სიმბოლოა __ სიკხები (სიქები), (კომ. სიკხიზმი)
    150) ეს არის ანარქო-სინდიკალისტების და რადიკალური პროფკავშირების სიმბოლო __ შავი კატა

    დაკარგული თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    30) ტელესერიალ დაკარგულების ეს პერსონაჟი მთელი სიუჟეტის მანძილზე არ შორდება წიგნს. მაგალითად პირველ სეზონში მან სახომალდო გორაკი (Watership Down) წაიკითხა, ხოლო მესამე სეზონში ჯონ სტეინბეკის “ადამიანებზე და თაგვებზე”-დან ახდენს ციტირებას. __ჯეიმს ფორდი, “სოიერი”
    60) ისინი არიან ძიძების მიერ დაკარგული ბავშვები, რომლებიც 7 დღის შემდეგ პიტერ პენს შეუერთდნენ ნევერლენდში __ დაკარგული ბიჭები (“Lოსტ Bოყს”, მხოლოდ ზუსტი პასუხი)
    90) კოსტა-გავრას ფილმი ჩარლზ ჰორმანის რეალური ისტორიის შესახებ, რომელშიც მოქმედება 1973 წლის ჩილეში ხდება სალვადორ ალიენდეს ჩამოგდებისას ___ უგზო უკვლოდ დაკარგულები (Missing)
    120) ვირჯინია დეარი (Virginiaა Dare) როანოკის დაკარგული კოლონისტებიდან ერთ-ერთი იყო, თუმცა საქვეყნო აღიარება და 1937 წელს გამოშვებულ აშშ-ს საფოსტო მარკაზე მოხვედრის პატივი მან სულ სხვა “მიღწევის” გამო მიიღო ___ ის იყო პირველი აშშ-ს დღევანდელ ტერიტორიაზე დაბადებული ინგლისელი მშობლების ბავშვი (კომ. ბევრი მას პირველ თანამედროვე ამერიკელად თვლის. ჩაითვლება აზრობრივად სწორი პასუხიც)
    150) როჰანის მეცხრე მეფე, რომელიც დუნლანდელების შემოსევის დროს გამაგრებული იყო ჰორნბურგში, რომლის დაცვის დროსაც ის უგზო უკვლოდ დაიკარგა. __ რკინისხელა ჰელმი, ჰელმი როჰანელი, ჰელმი.

    ნადირობა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    30) აივან აირტმანის 1984 წლის ფილმი, სადაც ოთხი მონადირეს არაჩვეულებრივი, მოუხელთებელი და არამიწიერი მოწინაამდეგეების წინაამდეგ უწევთ ბრძოლა. __ მოჩვენებებზე მონადირეები (Ghostbusters)
    60) ეს რომანი დაფუძნებულია ცხვრის სულის ადამიანში გადასახლების ძველ ჩინურ ლეგენდაზე. ცხვარი მთლიანდ ცვლის ადამიანის პიროვნებას და უსაზღვრო შესაძლებლობებით აჯილდოვებს. __ ცხვარზე ნადირობა (კომ. ავტორი ჰარუკი მურაკამი)
    90) ეკვატორიალური თანავარსკვლავედი. თანამედროვე სახელი ეწოდა პოსეიდონის და ნიმფა ევრიალის შვილის საპატივცემულოდ, რომელიც ერთი ვერსიით მორიელის ნაკბენით მოკვდა. __ ორიონის თანავარსკვლავედი (კომ. ორიონი _ ძვ. ბერძული მითოლოგიის ცნობილი მონადირე)
    120) ნადირობის ამ ხერხს მიანიჭა უპირატესობა ძაღლმა შარიკამ სოფელ პროსტოკვაშინოში __ ფოტონადირობა
    150) 1692 წელს “კუდიანებზე ნადირობისას” ამ ქალაქში გამართული სასამართლო პროცესისას ჩამოახრჩვეს 19 ადამიანი, 1 ჩაქოლეს, ხოლო 175დან 200მდე ადამიანი სააპატიმრეს. ___ სალემი (დღავანდელი აშშ, მასაჩუსეტსის შტატი)

    საზღვაო თემა (ავტორები: ვლადიმერ მინდელი რატი შუბლაძე)
    30) 1952 წელს გამოსული ერნსტ ჰემინგუეის ნაწარმოები, სადაც სანტიაგოს და პატარა მანოლინის უცნაური ისტორია არის მოთხრობილი __ მოხუცი და ზღვა
    60) ამ ზღვას ბულგარელები თეთრ ზღვას (Бяло море) უწოდებდნენ შავი ზღვის საპირწონედ. __ ეგეოსის ზღვა
    90) მაინ რიდის წიგნი, სადაც მოთხრობილია პატარა ბიჭუნას წყლისა და ფათერაკებისკენ არსებული ლტოლვის შესახებ და მისი პირველი საზღვაო მოგზაურობის შესახებ გემზე, რომელზეც ის მალულად მგზავრობდა. __ პატარა ზღვის მგელი (The BoyTar)
    120) ოპერაცია 1966 წლის დასაწყისში ვიეტნამის ომის დროს. მისი მიზანი იყო სამხრეთ ვიეტნამის საზღვაო ძალების მხარდაჭერა მათი დემილიტარიზებულ ზონაში უსაფრთხო გადაადგილებისთვის __ ოპერაცია ზღვის დრაკონი (Operation Dragon)
    150) ეს თურქული პროვინცია და ამავე სახელის ქალაქი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში.მისი სახელი კი თურქულიდან ითარგმნება როგორც “ზღვიანი.” __ დენიზლი

    ქიმიური თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    30) მათ მიიღეს ნობელის პრემია ქიმიის დარგში 1916 და 1917 წლებში __ არავინ
    60) ქიმიაში ეს ალკანთა კლასის ორგანული კავშირია და არა სახელმწიფო ჰიმალაებში __ ბუტანი
    90) ალი ხასან ალ მაჯიდი, სადამ ჰუსეინის მმართველობის დროინდელი თავდაცვის მინისტრი და პროგრამა ანფალის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჩვენთვის ამ მეტსახელითაა ცნობილი __ ქიმიური ალი
    120) გერმანელი ალქიმიკოსი, ფარმაცევტი, ექიმი. “უნგრული ციებ-ცხელებით” ავადმყოფების დროს მან აღმოაჩინა მარილის ერთ-ერთი სახეობა. __ ოიჰან რუდოლფ გლაუბერი
    150) 2001 წელს დაარსებული ეს რომანტიკული როკ_ჯგუფი, ჩვენი თემისთვის შესაფერისი სახელწოდებით, უკრავს პოპ-პანკს, ალტერნატიულ როკს და პოსტ-ჰარდროკს ___ My Chamical Romance

    კითხვები
    თომას თემა
    1998 წლის ამერიკულ ფილმში ჯარისკაცს შენიშვნას აძლევენ საკუთარი მეთაურისთვის მხედრული სალამის მიცემის გამო, რადგან ეს საშუალებას მისცემდა სნაიპერს მეთაური სწრაფად აღმოეჩინა და მოეხდინა მისი ლიკვიდაცია. საინტერესოა, რომ შენიშვნამიცემული ჯარისკაცის მეთაურმა თვითონ მიიღო ანალოგიური შენიშვნა 1994 წელს. დაასახელეთ აღნიშნული მეთაურის როლის შემსრულებელი.

    პასუხი: ტომ ჰენკსი
    ჰტტპ://რუ.წიკიპედია.ორგ/წიკი/Спасти_рядового_Райана_(фильм)

    სიმბოლური თემა (მოთამაშეებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, წამკითხველს შეუძლია პაკეტს მოახიოს კითხვა. ამიტომ, შეკითხვაზე პასუხი განთავსდება აქ: პასუხი: რონალდ რეიგანი.)

    და

    თქვენს წინაშეა აბსურდოპედიაში ერთ-ერთი პოლიტიკოსის შესახებ სტატია. მხოლოდ აღნიშნული სურათებით შეეცადეთ გამოიცნოთ მისი ვინაობა.

    X ტური
    ფინალური ტური

    რედაქტორი: რატი შუბლაძე. 855 46 46 33
    ავტორები: ვახტანგ ლომჯარია, ვლადიმერ მინდელი, აკაკი მოსახლიშვილი, მარიამ ნუცუბიძე.
    შენიშვნა: სადაც მითითებული იქნება ნიშანი (!), ჩაითვლება მარტო საავტორო, პასუხში მითითებული პასუხი. ასეთი კითხვების დაწყებისას წინასწარ გააფრთცილეთ მოთამაშეები.

    I რაუნდი
    თემები: გაერთიანებული თემა, ოქროს თემა, ლიტერატურული ალუზიები, ცისფერი თემა, ქვიანი თემა, სავალუტო თემა.

    გაერთიანებული თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    10) 2001 წელს საქართველოში შექმნილი მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანება. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ოფიციალური მონაცემებით ხმების 63% მიიღო __ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
    20) ეს გერმანული სიტყვა დროთა განმავლობაში საზოგადო სახელად იქცა და გამოიყენება სიტყვა “ანექსიის” სინონიმად. __ ანშლუსი (Aanschluß)
    30) ეს კაჭკაჭები ინგლისის ჩემპიონები ექვსჯერ გახდნენ, უკანასკნელად 1927 წელს __ ნიუკალს იუნაიტედი
    40) იგი ოფიციალურად 1707 წელს მიიღეს, ხოლო ბოლო ცვლილება მან 1801 წელს განიცადა. Bოლო დროს ერთი რეგიონის მოსახლეობა მასზე დრაკონის განთავსებას მოითხოვს, რათა წერტილი დაუსვას აღნიშნული რეგიონის დისკრიმინაცია. __ იუნიონ ჯეკი, დიდი ბრიტანეთის დროშა (Union JAck, Union Flag)
    50) ვაჭართა გილდიის სამხედრო-სავჭრო კავშირი ჩრდილოეთ ევროპაში, რომელიც სავაჭრო მონოპოლიებს აწესებდა და მართავდა. __ ჰანზა, ჰანზის კავშირი (Hanse, Deutsche Hanse)

    ოქროს თემა (ავტორები: ვლადიმერ მინდელი და რატი შუბლაძე)
    10) სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის უმაღლესი ჯილდო __ ოქროს ნიჟარა
    20) პირველი ფილმი აგენტ 007-ის სერიიდან, სადაც ჯეიმს ბონდი პირველად განასახიერა პირს ბროსნანმა __ ოქროს თვალი (GოლდენEყე)
    30) ილფის და პეტროვის სატირული რომანი, “12 სკამის” გაგრძელება. __ ოქროს კერპი (Золотой телёнок)
    40) ამ მინერალს უწოდებენ სულელთა ოქროს __ პირიტი
    50) მცირე ბრიტანული გალეონი, რომელმაც 1577-1580 წლებში დედამიწას ირგვლივ ფრენსის დრეიკის კაპიტნობით იმოგზაურა, პირველმა მაგალენის ექსპედიციის შემდეგ. __ ოქროს ფურირემი (Golden Hind)

    ლიტერატურული ალუზიები (ავტორი: რატი შუბლაძე)
    (უკუღმართუნები)
    10) მზის დაბრუნება __ მთვარის მოტაცება (ავტ. Kკონსტანტინე გამსახურდია)
    20) ბალკანური ნახშირის კვადრატი __ კავკასიური ცარცის წრე (ავტ. ბერთოლდ ბრეხტი)
    30) მაიმუნი, რომელიც ტირის __ ადამიანი, რომელიც იცინის (ავტ. ვიქტორ ჰიუგო)
    40) ბლუმგარდტები – ორი მარტოხელას აღზევება __ ბუდენბროკები – ერთი ოჯახის აღსასრული (ავტ. თომას მანი) (კომ. მარტო ბუდენბროკებიც ჩაითვლება)
    50) უკაცრიელი მატერიკი __ დასახლებული კუნძული ( ავტ. ბ. და ა. სტრუგაცკები)

    ცისფერი თემა (ავტორები: მარიამ ნუცუბიძე და რატი შუბლაძე)
    10) არისტოკრატებისთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური ანომალია __ ცისფერი სისხლი
    20) სწორედ ამ ქალღმერთის საპატივცემლოდ მიიღო სახელწოდება განთქმულმა ბაბილონის რიტუალურმა ცისფერმა კარიბჭემ __ იშთარი
    30) მე არ გეკითხებით სად წავიდა ალიოშა დევდარიანის არქივი, ფოტოდოკუმენტები და ხელნაწერები. Uბრალოდ დაასახელეთ ფილმი. __ ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი
    40) შერლოკ ჰომსის ერთ-ერთი თავგადასავლის სახელი, რომელიც პირველად 1892 წლის იანვარში Standart Magazine-ში გამოქვეყნდა __ ცისფერი კარბუნკული (The Andevture of the Blue Carbuncule)
    50) 1962 წლიდან არსებული გდაცემათა ციკლი. თავდაპირველად ეწოდებოდა “ლიტერატურული კაფე”. თრადიციულად გადიოდა ეთერში ახალ წელს, 8 მარტს და 1 მაისს. __ Голубой огонёк

    ქვიანი თემა (ავტორები: მარიამ ნუცუბიძე და რატი შუბლაძე)
    10) 1799 წელს ნაპოლეონის ჯარისკაცების მიერ აღმოჩენილმა ამ შავმა ქვამ სათავე დაუდო ეგვიპტოლოგიას __ როზეტას ქვა
    20) ნივთიერებათა გადამუშავების გზით მიღებული ქვა, რომელითაც შესაძლებელი იყო ნებისმიერი ლითონის ოქროდ ქცევა, ასევე “სიცოცხლის გამახანგრდზლივებელი” ელექსირის მიღება. __ ფილოსოფიური ქვა
    30) მცხეთაში, არმაზის ხევში, აღმოჩენილ II საუკუნის ბილინგვაზე, სწორედ ამ ენებზეა შესრულებელი წარწერა __ ბერძნულ და არამეულ
    40) სიოძირო იშიბაშის მიერ 1931 წელს დაარსებული საბურავების მწარმოებელი კომპანია __ ბრიჯსტოუნი
    50) სომხური ძეგლების სახეობა: ქვის სტელა, რომელზეც ამოტვიფრულია ჯვარი. როგორც წესი განთავსებულია გზებთან, მონასტრებში, ტაძართა ფასადებზე. __ ხაჩკარი

    სავალუტო თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    თქვენ გაჩვენებნ ბანკნოტებს, უნდა დაასახელოთ ქვეყანა
    წამკითხველებს: პაკეტში მოცემული გაქვთ მხოლოდ პასუხები და ნომინალები
    10) უკრაინა
    20) ინდოეთი
    30) ლიბია
    40) ვენესუელა
    50) ლიტვა

    II რაუნდი

    თემები: მებრძოლი ქალები, დასაფლავებული თემა, ომონიმები, დასავლური თემა, მატრიცული “ტერ” ტყუპები.

    მებრძოლი ქალები (ავტორი: რატი შუბლაძე)
    20) ეს მებრძოლი ფრანგი ქალი ინგლისელებმა კოცონზე ერეტიკოსობის გამო დაწვეს 1431 წლის 30 მაისს __ ჟანა დ’არკი
    40) სწორედ იგი იყო ძველ საბერძნეთში სამართლიანი ომისა და სიბრძნის ქალღმერთის ცხოველი __ ბუ
    60) ქართველი სახალხო გმირი. გადმოცემის მიხედვით მამამისს თავი მოუკლავს ბატონის მიერ მისი “შეურაცხყოფის” გამო. შემდგომში ყაჩაღად გავარდნილი, გარკვეული პერიოდი მსახურობდა მეფე ერეკლე II-ს კარზე. __ მაია წყნეთელი
    80) გადმოცემების თანახმად ჩრდილოეთის ციალი მათი აბჯრების სიკაშკაშით წარმოიშვება __ ვალკირიები
    100) სათავგადასავლო ფენტეზი-ბოევიკი როი ტომასის იმავე სახელწოდების კომიქსის მიხედვით. გადაღებულია ორჯერ, 1985 და 2009 წლებში. __ წითური სონია (Red Sonja)

    დასაფლავებული თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    20) ბერნარდ ვერბერის წიგნის, “ტანატონავტები”, მთავარი გმირები, მიშელ პენსონი და რაულ როზერბაკი, ბავშვობაში ყოველდღე ამ პარიზულ სასაფლაოს სტუმრობდნენ. __ პერ-ლაშეზი
    40) თელ-ავივის სასაფლაოზე დამარხული 20 წლის ბრიტანელი რიგითის უკანასკნელი განსასვენებელი პოპულარული ამ ავტორის მიერ 1997 წლის 30 ივნისს გამოშვებული წიგნის შემდეგ გახდა. __ ჯოან როულინგი (კომ. რიგითი ჰარი პოტერი)
    60) არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე განისვენებენ აშშ-ს პრეზიდენტები, მეომრები, უზენაესი საბჭოს თავმჭდომარეები და ამ პროფესიის ადამიანები __ კოსმონავტები
    80) ეს პანთეონი ოფიციალურად 1929 წელს გაიხსნა ირანში რუსეთის საელჩოს დარბევისას მომხდარი ცნობილი ინციდენტის 100 წლის თავთან დაკავშირებით. __ მთაწმინდის პანთეონი
    100) მიუხედავად იმისა, რომ ის 1924 წლის 3 ივნისს ვენაში, ერთ-ერთ სანატორიუმში გარდაიცვალა, მისი სხეული პრაღის ებრაელთა ახალ სასაფლაოზე განისვენებს __ ფრანც კაფკა

    ომონიმები (ავტორი: რატი შუბლაძე)
    20) ეს იტალიელი მომღერლის გვარიც, ხის ჭურჭელიც და უდაბნოა აზიაში __ გობი
    40) ეს არის დარიო არჯენტოს 1987 წლის ფილმი, ფრანგული დესერტი, მეტრო პარიზში, ვებ-ბრაუზერი და თეატრალური დადგმების ჟანრი __ ოპერა
    60) ეს არის XIX საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურული მიმდინარეობა საფრანგეთში, ისტორიული რაიონი სანკტ-პეტერბურგში, მთა საბერძნეთში და მაღაზიათა ქსელი თბილისში __ პარნასი
    80) ეს ქიმიური ელემენტი, ერთ-ერთი პლანეტის თანამგზავრი, წყლის ასადუღებელი სპეციალური ჭურჭელი და ოდესღაც უკვდავი არსებაც იყო __ ტიტანი
    100) ეს არის ციგის ერთგვარი სახეობა, ერთი ევროპული სახელის შემოკლებული ფორმა და მეოცე საუკუნეში გამოგენებული თმის ვარცხნილობაც კი. __ ბობი

    დასავლური თემა
    20) ბარი ზონენეფელდის 1999 წლის კინოკომედია, სტიმპანკის სტილში. მთავარ როლებში უილ სმიტი და კელვინ კლაინი. ფილმი წარუმატებელი აღმოჩნდა და “ოქროს ჟოლოს” დაისაკუთრა. __ ველური, ველური დასავლეთი (ჩაითვლება ველური, ველური ვესტიც)
    40) ამ აფრიკული ქვეყნის სახელწოდება საკუთარ ოფიციალურ ენაზე “დასავლეთს”, “შორეულ დასავლეთს” ნიშნავს __ მაროკო
    60) 1929 წელს გამოშვებული ეს რომანი, როგორც ავტორი ამბობს, “არც არც ბრალდებაა, არც აღსარება.” ___ დასავლეთის ფრონტი უცვლელია (Im Westen nichts Neues )
    80) უ ჩენენის 1570 წლის რომანი “მოგზაურობა დასავლეთში” მოგვითხრობს ბერი სუანცზანის, ღორი ჩჟუ ბაცზეს და ამ “მონარქის” თავგადასავლებზე, რომელის გახსენებაც რამას და სიტას ერთმა მეგობარმა შეიძლება გაგიოლოთ __ მაიმუნთა მეფე (კომ. “მოგზაურობა დასავლეთში” პერსონაჟის სახელია სუნ უკუნი)
    100) ვესსი _ ასე უწოდებდნენ 1990 წლამდე ამ განსაკუთრებული პოლიტიკური წარმონაქმნის მცხოვრებლებს __ დასავლეთი ბერლინი

    მატრიცული “ტერ” (ავტორი: რატი შუბლაძე)
    20) ავსტრიის იმპერატორი კარლ VI-ის გარდაცვალების შემდეგ. ფრანც შტეფან ლოთარინგიელის მეუღლე და ფრანც II ავსტრიელის დედა __ მარია ტერეზია (კომ. ითვლება მარია-ტერეზაც)
    40) 1340 წელს ჰოლანდიის გრაფმა ვილემ IV-მ მდინარე როტტეზე არსებულ პატარა მეთევზეთა დასახლებას ქალაქის სტატუსი მიანიჭა. დღეს კი ჩვენ ასე ვიცნობთ ამ ქალაქს __ როტერდამი
    60) ქართველი პოეტი, ავტორი კრებულებისა: “სამგლოვიარო ზარები”, “სულიდან საფლავები”, “Memento Mori” __ ტერენტი გრანელი
    80) საერთო სახელწოდება ძაღლლების რამდენიმე ჯიშისა, რომელთაგან ზოგიერთი დეკორატიურლი დანიშნულების, ზოგი კი პატარა მხეცებზე სანადიროდ გამოიყენება __ ტერიერი
    100) თარგნმეთ ლათინურად ფრაზა “მესამე მოხარულია”, რომელიც აღნიშნავს მესამე პირის მოგებას, ხეირს, სარგებელს ორი მოწინაამდეგის ბრძოლის დროს __ თერტიუს გაუდენს

    ტყუპები (ავტორი: რატი შუბლაძე)
    20) ვესტიას ქურუმის და მარსის შვილები. ერთი შემდომში მეფე გახდა, მეორე კი მისი პირველად მოგერიებული მტერი. __ რომულუსი და რემუსი
    40) 2006 წლის 14 ივლისიდან 2007 წლის 9 ნოემბრამდე ისინი მართავდნენ ერთ-ერთ ევროპულ რეჩპოსპოლიტას __ იაროსლავ და ლეხ კაჩინსკები, ძმები კაჩინსკები
    60) (!) ჩვენი თემისთვის აქტუალური, მინორუ იამასაკის მიერ დაპროექტირებული შენობათა კომპლექსი, რომელიც ოფიციალურად 1973 წლის 4 აპრილს გაიხსნა. __ მსოფლიო სავაჭრო ცენტრი (ტყუპები არ ჩაითვლება, რადგან ამ სახელით მხოლოდ ორ ცათამბჯენს მოიზარებდნენ და არა მთლიანად კომპლექსს)
    80) ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ტყუპი ძმები, ლედას ძენი. არგონავტების მოგზაურობის და კალიდონის ნადირობის მონაწილეები __ დიოსკურები, კასტორი და პოლიდევკუსი.
    100) ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული. ერთი ვერსიით, ქრისტესთან გარეგნული მსგვსების გამო უწოდებდნენ “ტყუპს”. მის საპატივცემულოდ სახელი ეწოდა ერთ-ერთ აფრიკულ დედაქალაქს. __ მოციქული თომა (კომ. დედაქალაქი: სან-ტომე)


    III რაუნდი

    თემები: დიქტატორები, ყინულის თემა, ღარიბი თემა, ყოფილი თემა, პარადოქსული თემა, უკანასკნელი თემა.

    დიქტატორები (ავტორი: რატი შუბლაძე)
    30) ადენოიდ ჰინკელის მოკავშირე, სახელმწიფო ბაქტერიას დოგატიჩე ბენზინო ნაპალონი, ჩარლი ჩაპლინის “დიდ დიქტატორში” ამ რეალურ პიროვნების პაროდიაა __ ბენოტო მუსოლინი
    60) 1975 წლის ეს ლათინოამერიკული წიგნი დაფუძნებულია ერთი ადამიანის ხელში უსაზღვრო ძალაუფლების კონცენტრაციის შედეგად მიღებულ კატასტროფულ შედეგებზე. __ პატრიარქის შემოდგომა.
    90) როდესაც მას პირველად შესთავეზეს დიქტატორობა, იგი საკუთარი მიწის დამუშავებით იყო დაკავებული. მმართველობის 14 დღის შემდეგ კი, როდესაც კრიზის დაძლეულ იქნა, გადადგა და კვლავ სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. __ ცინცინატი
    120) პლუტარქეს მიხედვით, სულამ ასე მოიხსენია ის: “თქვენ არაფერი გაგეგებათ, თუ ვერ ხედავთ, რომ ამ ბიჭუნაში უამრავი მარიუსია.” __ იულიუს კეისარი
    150) ჟილ ფოდენის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელიც “შოტლანდიის უკანასკნელ მეფეზე” მოგვითხრობს, ამ დიქტატორს ეხება __ იდი ამინი (კომ. თჰე Lასტ Kინგ ოფ შცოტლანდ, მთ, როლში ფორეს იუტაკერი, მიიღო ოსკარი 2007 წელს)

    ყინულის თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    30) ამ მულტფილმის განმავლობაში მენი, სიდი და დიეგო სულ ოთხჯერ ხვდებიან ნახევრადციყვ-ნახევრადვირთხა სკრეტს, რომელიც ვერა და ვერ ეწევა კაკალს __ დიდი გამყინვარება («Ice Age »)
    60) მან მოგვითხრო შპიცბერგენზე (ერთი ვერსიით) მცხოვრები საშუალო ასაკის ქალბატონის შესახებ, რომელიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შემჩნეული იყო პედოფილიაში __ ჰანს ქრისტიან ანდერსენი (კომ. “ყინულის დედოფალი”, სადაც მოთხრობილია ბიჭუნა კაის მოტაცება ყინულის დედოფლის მიერ)
    90) ევროპაში მდებარე ეს ქვეყანა შოტლანდიურ გაელურ ენაზე თულეს კუნძულად აღინიშნება __ ისლნდია
    120) ამ რომანში მოქმედება ფელიქს ხონიკერის გამოგონება “ყინული-9”-ის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც მსოფლიო წყლების წამიერი გაყინვა და კრისტალიზაცია შეუძლია __ კატის აკვანი (ინგ. Cat’s Crandle, კურტ ვონეგუტი)
    150) (!) რომის იმპერია რომ არ დაცემულიყო, ამ ბერლინურ ჰოკეის კლუბს ალბათ Ursus maritimus-ს უწოდებდნენ. __ Eisbären Berlin

    ღარიბი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    30) კარლ მარქსის წიგნი, რომელიც მან პიერ-ჟოზეფ პრუდონის “ეკონომიკური სისტემის წინაამდეგობები ანუ ფილოსოფიის სიღარიბე”-ს საპასუხოდ დაწერა. __ “სიღარიბის ფილოსოფია”
    60) ამ წიგნის მოქმედება ვითარდება 1547 წლის ლონდონში, როდესაც პრინცი ედუარდი ჰენრიხ VIII-ს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე უნდა ავიდეს __ უფლისწული და მათხოვარი
    90) ჰერმან ჰესეს “პეტერ კამენციდში” მთავარი გმირი სულიერ სიმშვიდეს ამ ერთ-ერთი ღარიბული ორდენის დამაარსებელის მშობლიურ ქალაქში ჰპოვებს __ ფრანცისკ ასიზელი
    120) მან და გრემინ-ბანკმა ბანგლადეშში სიღარიბის წინაამდეგ განხორციელებული გადამჭრელი ზომების გამო 2006 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. __ მოჰამად იუნუსი
    150) ჩინურში ეს სიტყვა ორი იეროგლიფით აღინიშნება: “ვეი” _ საფრთხე, შიში და “ცზი” _ გარდამტეხი მომენტი. __ კრიზისი

    ყოფილი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    30) გერმანიის ქალაქ ხემნიცის ეს ყოფლი სახელწოდება 1953 წელს ეწოდა __ კარლ-მარქს-შტადტი
    60) (!) მართალია ამ ქვეყნის დევიზი “თავისუფლება ან სიკვდილი”-ა, ის მაინც დათანხმდა ერთი შეხედვით დამამცირებელ, სიტყვა “ყოფილის” ჩართვას საკუთარი ქვეყნის ოფიციალურ სახელწოდებაში __ იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია (მაკედონიურად:Поранешна Југословенска Република Македонија)
    90) ის არის პიტერ ალენის, ჯეკ ჰეილი უმცროსის, მარკ გიროს და დევიდ გესტის ყოფილი ცოლი __ ლაიზა მინელი
    120) 2005 წელს. წმინდა გიორგის დღეს, ამ რეჟისორმა უარყო ისლამი, ქრისტიანულად მოინათლა და სახელად “ნემანია” მიიღო __ ემირ კუსტურიცა
    150) ეს ყოფილი მეფე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი 2001_2005 წლებში იყო. __ სიმეონ II, სიმეონ საქსენ-კობურგ-გოთა

    პარადოქსული თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    30) მიმდინარე სეზონში ბარსელონას მეასე ბურთი ესპანეთის ჩემპიონატში სანტიაგო ბერნაბეუზე გავიდა. პარადოქსულია, მაგრამ გოლის ეს ავტორიც, გვარად ბერნაბეუა ___ ხერარდ პიკე ბერნაბეუ (ითვლება მარტო პიკეც)
    60) ბრიტანელ ფიზიკოსს ერნსტ რეზერფორდს ნობელის პრემია ამ მეცნიერების დარგში აქვს მიღებული __ ქიმია
    90) ელინისტური ქალაქი კავკასიის ალექსანდრია მდებარეობდა არა კავკასიაში, არამედ ამ დღევანდელი ქვეყნის ტერიტორიაზე __ ავღანეთი
    120) (!) აღმოსავლეთის ოკუპირებული ტერიტორიების რაიხსამინისტრო ბერლინში ამ ქვეყნის ყოფილ საელჩოს შენობაში იყო განლაგებული. __ საბჭოთა კავშირი
    150) ამ ქვეყნის ნაციონალური ეპოსის პირველი სიტყვებია: “ლიტვავ, ჩემო მამულო…” __ პოლონეთი, (კომ. ადამ მიცკევიჩის “პან ტადეუში”)

    უკანასკნელი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)
    30) რომ არა ვეზუვი, კარლ ბრიულოვი მას ვერასდროს შექმნიდა __ “პომპეის უკანსკნელი დღე”
    60) ალბრეხტ ფონ ბრანდენბურგი-ანსბახი ტევტონთა ორდენის ბოლო დიდი მაგისტრი და ამ, მაშინ კიდევ საჰერცოგის პირველი მმართველი იყო ___ პრუსია
    90) მუსიკალური თემატიკის ინტერნეტ-პროექტი, რომლის ძირითადი დანიშნულება მომხმარებლების მიერ მოსმენილი მუსიკის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და შემდეგ ინდივიდუალურ და თემატურ ჩარტებში დახარისხება ___ Lასტ.ფმ
    120) მულტსერიალ “ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მაგი”-ში (Avatar – The Last Airbender) ეს აზიური ქვეყანა წარმოადგენს კუნძულებზე განლაგებულ, ყველაზე აგრესიული და დამპყრობლური პოლიტიკის განმატარებელ, ცეცხლის ქვეყნის პროტოტიპს ___ იაპონია
    150) კუნძულ კრკზე (Krk) დაბადებული ტუონე უდაინა ამ ენის უკანასკნელი მატარებელი იყო __ დალმატიური, დალმაციური ენა

    კითხვები
    ძმური თემა

    ამ ტერიტორიის პირველი ევროპელი მაცხოვრებლები ჰოლანდიალები და შვედები იყვნენ. 1682 წელს “მეგობართა საზოგადოებამ” ერთი მეფისგან აქ ცხოვრების უფლება მიიღო. ძმური სიყვარულის იდეით შეპყრობილი მოახალშენეებმა ძმური სიყვარულის ქალაქიც კი დაარსეს, რომელიც შემდგომში აღნიშნული ტერიტორიის დედაქალაქი გახდა, დაასახელეთ ზემოთ აღწერილი ტერიტორიის დღევანდელი სახელი.

    პასუხი: პენსილვანია (კომ. ქალაქი ფილადელფია, “მეგობართა საზოგადოებამ” _ კვაკერები)
    ჰტტპ://რუ.წიკიპედია.ორგ/წიკი/Пенсильвания

    პარადოქსული თემა

    ბელგიის ფლამანდურმა თემმა 2006 წელს მოახდენი ერთი სპეციფიკური ენის, რომლის დიალექტების გავრცელება ემთხვევა ფლამანდიური პროვინციების არეალს, ოფიციალურად აღიარება. პარადოქსულია, რომ ენამ, რომელზეც მოსაუბრეთა რიცხვი 6000 აღწევს, შესძლო 71330 კაციანი საპეტიციო წერილი დაეწერა, რამაც საკუთრივ გამოიწვია ენის ოფიციალურად ცნობა. დაასახელეთ ეს ენა?

    პასუხი: ფლამანდიური ჟესტების ენა (Vlaamse Gebarebtaal) (ჩაითვლება აზრობრივი პასუხიც)

     
    • merabino 8:20 pm on February 17, 2010 Permalink | Reply

      ჰა,ჰა,ჰა :)) საზოგადოებას როგორც ავტორი მომევლინე? :)) ისე მეც უნდა ვყოფილიყავი ამ ტურის რედაქტორი :P

    • merabino 8:21 pm on February 17, 2010 Permalink | Reply

      mariami var :D

      • blumgardt 8:26 pm on February 17, 2010 Permalink | Reply

        მერე შენ შენი მეილი არ გაქვს :P

        და მერე რატომ აღარ გახდი ამ ტურის თანარედაქტორი :P

c
Compose new post
j
Next post/Next comment
k
Previous post/Previous comment
r
Reply
e
Edit
o
Show/Hide comments
t
Go to top
l
Go to login
h
Show/Hide help
shift + esc
Cancel
Follow

Get every new post delivered to your Inbox.