Tagged: მე Toggle Comment Threads | Keyboard Shortcuts

  • რატი შუბლაძე 6:34 pm on August 27, 2010 Permalink | Reply
    Tags: გურჯისტანი, თქვენ, იტალია, ლუზერიზმი, მე, , სტატისტიკა,   

    სტატისტიკა იტალიურად 

    italy

    როგორც  წინა პოსტში აღვნიშნე, ახლა  ვაილის და გენისის წიგნს, 60-е. Мир советского человека, ვკითხულობ. ამ  ბოლო დროს ამეკვიატა წიგნების ერთდროულად, პარალელურად კითხვა და მერე შუა გზაზე მიტოვება. ასე რომ, ვაილის და გენისის გარდა, გუშინ სამეცნიერო ხუმრობების კრებულს, Физики шутят-საც  ვკითხულობდი. სიმართლე გითხრათ, დიდი სიამოვნება ვერ მივიღე, ეტყობა სკოლაში ფიზიკას ცუდად ვსწავლობდი :D

    მაგრამ, წიგნში ერთ საგულისხმო და სასაცილო, ძალიან სასაცილო, იტალიურ სტატისტიკას წავაწყდი:

    სწორედ ასეთი, თავისებური, “დოკუმენტი”  აღმოაჩინა ერთ-ერთმა საბჭოთა ფიზიკოსმა მილანის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის შენობის კედელზე:

    იტალიის მოსახლეობა: 52000000

    მათ შორის:

    65 წლამდე ზემოთ: 11 750 000

    შრომითი საქმიანობისთვის რჩება 40 250 000

    18 წლამდე მოსახლეობა 14 120 000

    შრომითი საქმიანობისთვის რჩება 26 130 000

    უმუშევარი ქალები 17 315 000

    შრომითი საქმიანობისთვის რჩება 8 815 000

    უნივერსიტეტების სტუდენტები 275 000

    შრომითი საქმიანობისთვის რჩება 8 540 000

    სხვადასხვა დაწესებულებებში დასაქმებულები 3 830 000

    შრომითი საქმიანობისთვის რჩება 4 710 000

    უსაქმურები, პოლიტიკური პარტიების და პროფკავშირების მოღვაწეები  1 380 000

    შრომითი საქმიანობისთვის რჩება 3 330 000

    სამხედროები 780 000

    შრომითი საქმიანობისთვის რჩება 2 550 000

    ავადმყოფები, გიჟები, მაწანწალები, ტელევიზორის გამყიდველები, იპოდრომების და კაზინოების მუდმივი სტუმრები  1 310 000

    შრომითი საქმიანობისთვის რჩება 1 240 000

    გაუნათლებლები, მსახიობები, მოსამართლეები და ა.შ. 880 000

    შრომითი საქმიანობისთვის რჩება 360 000

    განდეგილები, ფილოსოფოსები, ფატალისტები, აფერისტები და ა.შ. 240 000

    შრომითი საქმიანობისთვის რჩება 120 000

    მინისტრები, დეპუტატები, სენატორები, მსჯავრდებულები 119 998

    შრომითი საქმიანობისთვის რჩება – 2

    ვინ არიან ეს ორნი? მე და თქვენ. დაე, ეს ტრაგიკული სინამდვილე ჩვენი ვაჟკაცობისთვის ახალ გამოწვევად  გამხდარიყოს. ჩვენ ძალების მაქსიმალური დაძაბვით უნდა ვიმუშავოთ. განსაკუთრებით თქვენ , რადგან მე უკვე დავიღალე ქვეყნის წინაშე ვალის მარტოდ-მარტო მოხდისას.

    P.S. იქნებ ვინმე გააკეთებს ვინმე ამ სტატისტიკის ქართული ვარიანტი. მე ვერ შევძლებ, უკვე დავიღალე ამ პოსტის წერისას :D

     
    • sharika 6:42 pm on August 27, 2010 Permalink | Reply

      :D :D :D

    • fmagellan 6:50 pm on August 27, 2010 Permalink | Reply

      :დ მოლოძიეც :დ წავაცუნცულე ჩემს კედელზე

      • blumgardt 6:51 pm on August 27, 2010 Permalink | Reply

        მე რა, მოლოძიეც უცნობ იტალიელს :D

    • Shalva 7:09 pm on August 27, 2010 Permalink | Reply

      Физики продолжают шутить ერქვა მაგის მეორე გამოცემას და ბავშვობაში ჩემი უსაყვარლესი წიგნი იყო :)

      მანდედან გავიგე მერფის კანონი და ბევრი სხვა რამ, რაც არა ერთხელ გამოგვადგა :) :)

      • blumgardt 7:19 pm on August 27, 2010 Permalink | Reply

        გადმოვქაჩე ახლა და წავიკითხავ :)

    • 1myway1 10:38 pm on August 27, 2010 Permalink | Reply

      ხომ ხედავ, თვითკრიტიკაშიც რა ნიჭიერი ხალხია :D :D

      საქართველოს მოდელზე მხოლოდ ციფრების გადაკეთება იქნება საჭირო :D

    • guniah 7:22 am on August 28, 2010 Permalink | Reply

      ვალის მოხდა თუ ვაილის მოხდა?

      • blumgardt 8:32 am on August 28, 2010 Permalink | Reply

        ვაილის მოხდა წინა პოსტში :P

  • რატი შუბლაძე 5:15 pm on July 12, 2010 Permalink | Reply
    Tags: , მე, საიდუმლო, ჩაპეკი,   

    “სად იკარგებიან წიგნები?” – კარელ ჩაპეკი 

     

    პროლოგის მაგივრად, მთარგმნელისგან

    გავკარი ყველას და ყველაფერს ამქვეყნად წიგნების გარდა, რადაგანაც libri amici, libri magistri – ისინი არასდროს გიღალატებენ. ტექსტის ქართული ვარიანტი შესრულებულია კარელ ჩაპეკის “სად იკარგებიან წიგნები” -ის გრობოვისეული, რუსული თარგმანიდან.

    სად იკარგებიან წიგნები

    როგორც ამბობენ, ზოგიერთი ადამიანი საკუთრ ადგილს ვერსად პოულებს. როგორც წესი, მსგავსი ტიპის უუნარო ადამიანები სადმე ბიბლიოთეკაში ან რედაქციაში ეწყობიან. ის ფაქტი, რომ ისინი შემოსავლის მიღებას სწორედ აქედან ელიან, და არა კომერციული ბანკის მმართველობიდან ან საოლქო კომიტეტიდან, მათ თავზე დამტყდარ საბედისწერო წყევლაზე მიუთითებს. ერთ დროს მეც მივეკუთვნებოდი მსგავს უქნარა ადამიანების რიცხვს და მეც შევაფარე თავი ერთ ბიბლიოთეკას. მართალია ჩემი კარიერა ხანმოკლე და წარუმატებელი გამოდგა:  იქ მხოლოდ ორი კვირა გავძელი . მაგრამ შემიძლია დაგემოწმოთ, რომ ჩვეულებრივი წარმოდგენები ბიბლიოთეკარის ცხოვრების შესახებ სიმართლეს არ შეეფერება.  საზოგადოების აზრით, ბიბლიოთეკარი მთელი დღე ზემოთ-ქვემოთ დაძვრება კიბეზე, როგორც ანგელოზები იაკობის სიზმარში, თაროებიდან ჩამოაქვს სხვადასხვა იდუმალი, თითქმის ჯადონსური, ღორის ტყავში გახვეული ფოლიანტები, რომლებიც სავსეა კეთილისა და ბოროტის შესახებ ცოდნით. (More …)

     
    • chankotadze 7:37 pm on July 12, 2010 Permalink | Reply

      აი, ამიტომ არის ბიბლიოთეკა კარგი _ წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო არსად მიდის და ზუსტად იმ დრო-სივრცით მონაკვეთშია სადაც ხამს!
      (ვისიამოვნე. მადლობა ბატონ მთარგმნელს)

    • Social Animal 8:19 am on August 12, 2010 Permalink | Reply

      სადღაც არიან .. :)

  • რატი შუბლაძე 5:00 pm on May 18, 2010 Permalink | Reply
    Tags: , დღე, ზაზუნა, კულინარია, ლუდი, მე, საჭმელი, საჯარო ბიბლიოთეკა, ფესტივალი, წიგნი   

    ბიბლიოთეკა, ფესტივალი, ლუდი და კულინარია – Groundhog Day 

    კიდევ კარგი, დღევანდელი დღე დოქტორ ფაუსტს რომ არ ჰქონდა: ვეღარ მოასწრებდა ბოროტების ძალით იმდენი კეთილი  საქმეების გაკეთებას, რამდენიც მოასწრო კონტრაქტის ცალმხრივად დარღვევამდე – აუცილებლად იტყოდა, “ჰოი, შეჩერდი წამო.. და ა.შ. პიზდეცინტელექტუალური სიტყვების რახარუხი :) დღეს მართლაც კარგი დღე მქონდა :)

    დილით 8 საათზე უნდა გამეღვიძა და შესაბამისად ათის ნახევარზე ავდექი.  მოვალეობის მოხდის შემდგომ – მეილის და სოციალური ქსელების შემოწმება – აღვიკაზმე ჩემი უკვე დაფლეთილი ჩანთით, ძმისთვის წართმეული ჰომერ სიმპსონის მაისურით და საჯარო ბიბლიოთეკისკენ გავქუსლე. საშვი ვერ ვიპოვე წინა დღეს, ვერც დილით მივაგენი – მიუხედავად იმისა რომ google-ზე არანაკლებ გულმოდგიდენ ვეძებე. ამიტომ ახალი საშვის გასაკეთებლად მივაკითხე საქართველოს პარლამენტის ეროვნული (ეს აქ უნდა?!) საჯარო ბიბლიოთეკის მესამე კორპუსს, საშვი აღვადგინე და ჰაიდა პირველი კორპუსის მეორე სართულზე, აქამდე  ჩემთვის terra incognita-ში. გამოწერილი წიგნების ლოდინი – ნახევარი საათი – ქუჩებში ხეტიალსა და ჭამას მივუძღვენი. როგორც იქნა ჩემი წიგნები, ჩემი მასწავლებლები (libri amici – libri magistri) მოვიხელთე და ორი საათი ქართული თვითშეგნების ჩამოყალიბების პრობლემას მივუძღვენი. სიმართლე გითხრათ, ენთუზიაზმმა ნახევარ საათში დამტოვა და დღემდე მიკვირს, როგორ დავატანე თავს ძალა გულმოდგინედ მეკითხა და მეწერა. სამის ნახევარზე ლექციაზე დასასწრებად მივაშურე უნივერსიტეტს, მანდამდე კი ჩემი სტუდენტური ვალი მოვიხადე და არჩევნებში ჩემს რჩეულ კანდიდატს ხმა მივეცი. ლექცია, როგორც წესი პირველივე საათის შემდეგ დავტოვეთ მე და ირაკლიმ. (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლექციის დროს, ლექტორმა მე და ირაკლი შეგვაქო – მე, ჩემი საკონფერენციო თემისთვის, ძალიან მოსწონებია, და ირაკლი მისი კითხვისთვის, რომელიც მან რა? სად? როდისის? სატელევიზიო ფორმატში დასვა (ირაკლი ამ გადაცემის ერთ-ერთი საუკეთესო მაყურებელია – ადამიანი რომელიც საუკეთესო შეკთხვებს აგზავნის იქ) – ორივეს იმწამსვე გაგვახსენდა ჩვენი ძველი, წვერებიანი ხუმრობა – იმიტომ გვაქებენ, რომ კიბოს ბოლო სტადიაზე ვართ და უნდათ ცხოვრების დარჩენილი პერიოდი ბედნიერად ვიგრძნოთ).

    გავეშურეთ ფილარმონიისკენ – ყოველწლიური ტრადიციის აღსასრულებლად: 18 მაიის თბილისის წიგნის ფესტივალი გაიხსნა. იმედგაცრუებული დავრჩი. მხოლოდ ერთი წიგნი – ჯონ მაქსველ კუტზეეს “მისტერ ფო” ვიყიდე . მინდოდა “ორჰანა” ფამუკიც შემეძინა, მაგრამ ყოყმანის შემდეგ – რაც ჩემი ფისკალური და საფინანსო პოლიტიკის კრიზისით და კრახით არის გამოწვეული – თავი შევიკავე. შემდეგ ჯერზე აუცილებლად ორჰან!

    ირაკლის “ნანადირევი” ჩემზე უკეთესი ჰქონდა: ჰესსე, უნამუნო და კაფკა. თუმცა ისიც უკმაყოფილო დარჩა. დარდის გასაქარვებლად უებარ წამალს მივმართეთ – ლუდი დავაჭაშნიკეთ. ვაღიარებ, პირადად მე ბევრი მომივიდა, და ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე კი არ იწვის და დნება, არამედ ჩემი კოგნიტური პროცესორი :D .

    ტრაპეზობის ბოლოს, ჩვენი მეგობარი, გიორგი, რომელსაც არასდროს ვეძახით გიორგის,  გვეწვია. მართალია, ჩვენი ბიზნეს მოლაპარეკება ჯერ-ჯერობით კრახით დამთვრდა, მაგრამ მე იმედი მაქვს ყველაფერი გამოსწორდება :)

    ავტობუსს ნახევარი საათი ველოდებოდი. ამ დროს ამ პოსტის დაწერის გეგმებს ვაწყობდი. სახლშ დაღლილ-დაქანცული მივედი. ჩემი ბიძაშვილი არ დამხვდა, რაც ერთი მხრივ ცუდია, მეორე მხრივ გამიხარდა.

    პოსტის დაწერამდე კულინარიული რიტუალი უნდა შემესრულებინა: კარტოფილის შეწვა ჩემებურად –  კარტოფილი უნდა დაჭრათ წვრილ ოთხკუთხედებად, დიდ ალზე გაცხელებული ტაფა, რომელიც ზეთის დიდი პორციით არის გავსებული ამ კუბიკებით უნდა მორთოდ. შეწვის დროს კარტოფილს მოაყარეთ მარილი, წითელი და შავი პილპილი, სანელებლები – სულ ერთია რომელი, ყველა! - და თეფშზე გაწყობისას შებრაწული კარტოფილი დედამიწის ზურგზე ყველაზე ცხარე კეტჩუპით მორთეთ! მოიმარჯვეთ შავი პური და დააყოლეთ ერთი ჭიქა ცივი წყალი! ოლიმპიელები ამბროზიას და ნექტარს უმალ გაგიცვლიდნენ ამ კერძში!

    მაშ ასე, კარგად ნაპატივები, თქვენი მონა მორჩილი ამ პოსტის წერას ამთვრებს. იმედი მაქვს, იმედგაცრუებულნი  არ დარჩებით ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი დღისთვის მიძღვნილი პოსტის კითხვისას.

    P.S. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც….

     
    • fmagellan 5:18 pm on May 18, 2010 Permalink | Reply

      გარღვევა გაქვს დეფიციტში? :)) საღოლ, კარგი პოსტი იყო. სამხრეთაფრიკელი მოგეწონება, კარგი ტიპია :)

      • blumgardt 5:28 pm on May 18, 2010 Permalink | Reply

        ხო, მაგარია. მაგის ნაწარმოებზე გადაღებულ Disgrace-ს ვუყურე და მაგარი იყო!!! მართალია მალკოვიჩი მაგრად ასრულებს, მაგრამ კუტზეეს ფაბულა და პერსონაჟები რომ არა მაგარი ფილმე ვერ გამოვიდოდა (პრინციპში, რომ არა კუტზეე, ისედაც ვერ გადაიღებდნენ ამ ფილმს :D :D )

    • blumgardt ყველაზე უმცროსი 5:56 pm on May 18, 2010 Permalink | Reply

      ჰომერ სიმპსონის მაიკა წართმეულია ? თუ ბევრი ძმა გყავს ჰომერის მაიკებიანი ?

      • blumgardt 5:58 pm on May 18, 2010 Permalink | Reply

        ჰო, წავართვი :( ვატყობდი რომ ძალიან უყვარდა და რომ შემომთვაზა, თუ გინდა წაიღეო ეგრევე ვუთხარი მიმაქვს-თქო :P

    • guniah 7:09 pm on May 18, 2010 Permalink | Reply

      შარიკას ნამდვილი ლუდის პუტჩი მოვუწყვეთ :D

      • blumgardt 7:12 pm on May 18, 2010 Permalink | Reply

        ხო, კარგი ალუზიაა :D მე როგორ არ გამახსენდა. ეგ ფონ კარი ეგა :D

        p.s. ცუდი რომ არაფერი იფიქროს: გვარია უბრალოდ გერმანული :D

      • sharika 8:26 pm on May 18, 2010 Permalink | Reply

        თქვენთან ბიზნეს მოლაპარაკების წარმოება შეუძლებელია, ამიტომ თქვენივე მეთოდებით ვიმოქმედებ და ულტიმატუმის ენით ვილაპარაკებ! დრო გაქვთ შაბათამდე :P

    • Nata 6:12 am on May 19, 2010 Permalink | Reply

      უნდა მორთოდ =))
      ramdeni vicine : ))

      P.S. gamixarda vinme tu cvavs kartopils ise, rogorc me ))

      • blumgardt 4:20 pm on May 19, 2010 Permalink | Reply

        კარგია, თუ რაღაც შენთვის ღირებული და საინტერესო იხილე ჩემს ბლოგზე :)

        შემდგომში შერიძლება კიტრის&პომიდვრის სალათის გაკეთებაც დავწერო, ან კიდევ ერბოკვერცხის ან ყიყლიყოსი :D

        • sharika 6:19 pm on May 19, 2010 Permalink

          კიტრის&პომიდვრის სალათის გაკეთებაში ნუ შემედრებით გეთაყვა :P

        • blumgardt 6:23 pm on May 19, 2010 Permalink

          ჰმ… ჩვენი ოჯახის ტრადიციული კერძის მომზადებაში როგორ უნდა შემედავო?! ХОЛОП !!! :P

          ბაბუაჩემი და ბიძაჩემი რომ სალათებს აკეთებენ, მე იმას ვერ შევდერები და შენ კი გაჯობებ :P

        • sharika 7:48 pm on May 19, 2010 Permalink

          შანსი არ გაქვს :P შენ პომიდორსაც ვერ შეარჩევ შესაბამისს და გაკეთებაზე რა უნდა მელაპარაკო :D მაგაში და კიდე ვაშლის პეროგის გაკეთებაში ბადალი არ მყავს :P

c
Compose new post
j
Next post/Next comment
k
Previous post/Previous comment
r
Reply
e
Edit
o
Show/Hide comments
t
Go to top
l
Go to login
h
Show/Hide help
shift + esc
Cancel
Follow

Get every new post delivered to your Inbox.