Recent Updates Page 3 Toggle Comment Threads | Keyboard Shortcuts

  • რატი შუბლაძე 11:38 pm on December 19, 2010 Permalink | Reply  

    ერუდიტ-სექსტეტი, თსუ, 2010 წელი, დეკემბერი 

    ერუდიტი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზამთრის ჩემპიონატი.

    რედაქტორი: რატი შუბლაძე.

    პირველი წრე.

    პირველი შესარჩევი თამაში

    I რაუნდი

    თემები: შავი თემა, თევზების თემა, მესამე თემა, მეფეები, თბილისური თემა, ქალური თემა.

     

    შავი თემა

    10) ამ ზედმეტსახელით ვიცნობთ მოცემულ მომენტში საუკეთესო სარაგბო გუნდს მსოფლიოში.

    All Blacks

    20) ამ ფილმში ჯეკ ბეღურა ხომალდ „შავი მარგალიტის“ დაბრუნებას ცდილობს.

    „კარიბის ზღვის მეკობრეები“

    30) მისი წინამორბედი ფრანგულ სათამაშო სახლებში მეცხრამეტე საუკუნეში გაჩნდა, სახელწოდებით „21“ .

    Blackjack

    40) სწორედ ამ  ქართული ბატალიონის დევიზია „იყავი კაცი კაცებს შორის“.

    შავნაბადა

    50) სწორედ მათი დახმარებით ცდილობდნენ ძველ ჩინეთში მოსამართლეები სასამართლო პროცესებზე ემოციების დამალვას.

    შავი სათვალე

     

    თევზების თემა

    10) ამ სახელით ვიცნობთ  ვერცხლისფერი კარასის (მოშინაურებული ფორმას, რომელიც რატომღაც სურვილებს არ გვისრულებს.

    ოქროს თევზი

    20) 2009 წლის 21 დეკემბერიდან ის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრია.

    ხათუნა კალმახელიძე

    30) სწორედ ამ სახელით ვიცნობთ ჩვენ BMW M6-ის ადრეულ მოდელებს.

    ზვიგენი (კომ. სლენგზე – BMW  акула)

    40) ძმრიანი ბრინჯი შეკაზმული სხვადასხვა ინგრედიენტებით, როგორიცაა თევზი, სხვადასხვა სახის ხორცი და ბოსტნეული.

    სუში

    50) „სულს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, _ მითხრა გუშინწინ გამიხარდაიმ და გამცილდა.“ – სწორედ ასე იწყება მეოცე საუკუნის ეს ქართული ნაწარმოები.

    თევზის წერილები (ავტორი გოდერძი ჩოხელი)

     

    მესამე თემა

    10)  ძველად არსებობდა მოსაზრება, რომ იგი ოკენეში მცურავ სამ უზარმაზარ ვეშაპზე იდგა.

    დედამიწა

    20) გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე, რომელიც მეფობდა  960 – 1014 წლებში.

    ბაგრატ მესამე

    30) რა აერთიანებთ ამ სიის წევრებს: ტიტანებთა ბრძოლა, საზიზღარი მე, ტრონი, შრეკი სამუდამოდ

    გადაღებულია 3D ფორმატში

    40) იგი სიმონმა მამლის ყივილამდე სამჯერ უარყო

    იესო ქრისტე (სიმონი – პეტრეს თავდაპირველი სახელი)

    50) რომანი, რომელშიც მოთხრობილია ახალგაზრდა გასკონელის, რომელიც  ჩადის პარიზში,  სამეფო მუშკეტერად გასახდომად

    სამი მუშკეტერი

    მეფეები

    10) ”ჩემთვის ყველა ხარჯი აუცილებელია” – უყვარდა თქმა  ამ  ”მეფე მზეს“

    ლუი XIV

    20) ქართველი მუსიკოსი, პოეტი და წიგნის ავტორი, მოღვაწეობის უკანასკნელ წლებში უფრო მეტად ცნობილი იყო ფსევდონიმით მეფე

    ირაკლი ჩარკვიანი

    30) სწორედ ის იყო ქართლის მეფე 1727-1744 წლებში

    არავინ (კომ. ამ დროს ქართლში ოსმალობა და ყიზილბაშობა იყო)

    40) ვეზირებმა ამ ფრაზით დაამშვიდეს მეფე როსტევანი, რომელიც წუხდა, რომ მემკვიდრედ ვაჟი არ ჰყავდა

    ,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია”

    50) ამერიკელი მწერალი და სცენარების ავტორი, ავტორი წიგნებისა „გაქცევა შოუშენკიდან“ და „მწვანე მილი“

    სტივენ კინგი

    თბილისური თემა

    10) იგი არაბეთში დაიბადა, მისი მშობლები მშობლები დახელოვნებულნი იყვნენ ნელსაცხებელთა დამზადებაში, ხოლო თვითონ კი 786 წელს თბილისში აწამეს

    აბო ტფილელი

    20) გიორგი მგელაძის 2009 წლის ქართული მხატვრული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს  სასიყვარულო ამბავს.

    თბილისური Love Story

    30) თბილისის ერთ-ერთი ყოფილი ეკლესიის ადგილას აშენებული ამ შენობის არქიტექტორები არიან კოკორკინი, ლეჟავა და ნასარიძე.

    საქართველოს პარლამენტი

    40) ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური, რომელმაც თბილისში 1672-1673 წლებში იმოგზაურა.

    ჟან შარდენი

    50) თბილისში მდებარე ამ ტევადობით მეორე ქართულ საფეხბურთო სტადიონს 2001 წელს რეკონსტუქცია ჩაუტარდა და ხელახლა გაიხსნა

    ლოკომოტივის სტადიონი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი

    ქალური თემა

    10) ამ დღის საერთაშორისო მნიშვნელობა გერმანელი პოლიტიკოსისა და კომუნისტის, კლარა ცეტკინის საშუალებით განმტკიცდა

    8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე

    20) ელგუჯა ამაშუკელის ეს მონუმენტური ქანდაკება 1963 წელს აიგო სოლოლაკის გორაზე.

    ქართლის დედა

    30) პირველად ამის უფლება ქალებმა 1893 წელს ახალ ზელანდიაში მიიღეს.

    არჩევნებში მონაწილეობის მიღება

    40) ამერიკელი მომღერალის, სტეფანი ჯოანა ანჯელინა გერმანოტას ფსევდონიმის პირველი ნაწილი თითქმის იდენტურია ჩვენი თემის სათაურთან.

    Lady Gaga

    50) ამ ფრანგმა ლამაზმანმა ითამაშა მთავარი როლი ფილმში „და შექმნა ღმერთმა სამყარო“.

    ბრიჯიტ ბარდო

     

     

     

     

     

     

    II რაუნდი

    თემები: მზიანი თემა, წყლიანი თემა, წვიმა, …დელ…, ფეხსაცმელი, ძველი თემა.

    მზიანი თემა

    20) ამ ქვეყნის დროშის ოფიციალური სახელწოდებაა  ნისეეკი, რაც თარგმანში „მზის დროშა“ ნიშნავს.

    იაპონია

    40) ბავშვთა ქალაქი, დასვენებისა და კულტურის პარკი მდ. ვერეს ხეობაში, რომელიც  1982 წელს გაიხსნა გამოჩენილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ინიციატივით.

    მზიური

    60) მზისგან ყველაზე ახლოს განლაგებულ ამ პლანეტას სახელი რომაული პანთეონის ერთ-ერთი ღმერთის საპატივცემულოდ ეწოდა.

    მერკური

    80) ეს ბრიტანული ტაბლოდი, რომელიც 1963 წელს დაარსდა, დღეში საშუალოდ 7,7 მილიონი ადამიანის მიერ იკითხება.

    The Sun

    100) ბერძენთა მზის ღმერთი, ჰიპერიონიდი, ხალხის საფიცარი, ტიტან ჰიპერიონისა და თეიას მარად ჭაბუკი შვილი,  სამყაროს სხივთამთოველი

    ჰელიოსი

     

    წყლიანი თემა

    20) პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, მდინარე მტკვარზე, რომელიც სრული სიმძლავრით 1938 წელს ამომქმედდა

    ზაჰესი

    40) ქალაქი საქართველოში,  მდებარეობს შირაქის ვაკეზე.  ქალაქად გამოცხადდა 1963 წელს. მოსახლეობა 7,7 ათასი.

    დედოფლისწყარო

    60) ინგლისელი როკ მუსიკოსი, ცნობილი გახდაა, როგორც ჯგუფ პინკ ფლოიდის წევრი და ლიდერი 1968-1985 წლებში.

    როჯერ უოტერსი

    80) მეორენაირად ასე ვუწოდებთ დეიტერიუმის ოქსიდს.

    მძიმე წყალი

    100) წყლის საზიდავი რუმბით შეიარეღებული ამ პროფესიის ადამიანები 1893 წლამდე თბილისის მოსახლეობას წყლით ამარაგებდნენ.

    მეთულუხჩეები

    წვიმა

    20) სწორედ მათი წვიმა წამოვიდა ბერძნულ მეთევზეთა პატარა სოფელ კორონაში 2002 წელს

    თევზები

    40) უეცარი, მოულოდნელი ბედნიერება, რაც ბერძენთა წარმოდგენით ადამიანს ციდან მოევლინება. სიმბოლორად ასეთ სიკეთეს განასახიერებდა ზევსი, რომელიც მსგავსი სახით მოევლინა მიწისქვეშ ჩამწყვდეულ დანაეს.

    ოქროს წვიმა

    60) 1988 წლის ეს ფილმი ფილმი მოგვითხრობს აუტიზმით დაავადებული რეიმონდის შესახებ, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ სამი მილიონი ხვდა წილად.

    წვიმის კაცი

    80) მცირე ქალაქი ინდოეთის შტატ მეგჰალაიაში, რომელიც ყველაზე წვიმიანი ადგილია დედამიწაზე

    ჩერაპუნჯი

    100) ამ აფრიკული ქვეყნის ფულის ერთეული და ოფიციალური დევეზია „პულა“, რაც ქართულად ნიშავს -„დაე იყოს წვიმა“

    ბოტსვანა

    …დელ…

    20) მან  1869 წელს აღმოაჩინა ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის კანონი, რომლის გრაფიკული ასახვაა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა.

    დიმიტრი მენდელეევი

    40) ეს ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, გიორგი მცირის გადმოცემით, დაიბადა თრიალეთში, გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწის იაკობის ოჯახში.

    გიორგი მთაწმინდელი

    60) 1974 წელს დაბადებული  იტალიელი ფეხბურთელი, იუვენტუსის და იტალიის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი.

    ალესანდრო დელ პიერო

    80) აღსანიშნავია, რომ მისი სახელი ფრანგულში სიტყვა „იხვისგან“ მოდის, რაც მიუთითებს მისი მონადირე, ფრანგული წყლის ძაღლებისკენ წარმოშვების ვერსიაზე

    პუდელი

    100) ციხესიმაგრის გალავნის შიგნით არსებული ყველაზე უფრო გამაგრებული ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია დამოუკიდებელი თავდაცვისათვის.

    ციტადელი

    ფეხსაცმელი

    20) ამ რომის იმპერატორს მეტსახელი ჯარისკაცული ჩექმების გამო ეწოდა,  რომლებსაც ბავშვობაში ატარებდა.

    კალიგულა

    40) მხედრის მიერ პირველად მისი გამოყენება ბალკანეთში, ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნით თარიღდება.

    დეზები

    60) მან მთელი მსოფლიო შესძრა, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამოსვლისას მოულოდნელად საკუთარი ფეხსაცმლით დააბრახუნა ტრიბუნაზე.

    ნიკიტა ხრუშოვი

    80) მეოცე საუკუნიდან მოყოლებული ფეხსაცმლის მწარმოებელი ამერიკული კომპანია, რომელმაც საყოველთაო აღიარება Chuck Taylor All-Stars კედების წარმოებით მოიპოვა.

    Converse

    100) ქალბატონებო, ვიდრე მას ინატრებდეთ, კარგად დაფიქრდით! ეს ხომ წამების იარაღია, რომელსაც ფართოდ გამოიყენებდნენ ინკვიზიციის წმინდა მამები.

    ესპანური ჩექმა

    ძველი თემა

    20) კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.

    უფლისციხე

    40) ეგვიპტის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც მოიცავს ჩვენს ერამდე 2780–2280 წლებს და III-VI დინასტიების მმართველობის ხანას ემთხვევა.

    ეგვიპტის ძველი სამეფო

    60) ჩეხური ლუდის კომპანია, რომელიც 1868 წელს პრაღაში იან კოგოუტმა და ვილემ პიცეკმა დააარსეს.

    სტაროპრამენი

    80) საქართველოს გარდა, მას მოლდოვეთში, უკრაინაში, სერბეთსა და შვეუცარიაშიც კი აღნიშნავენ.

    ძველი ახალი წელი

    100) ეს უძველესი და უდიდესი საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობაა ბერლინში და მდებარეობს ლუსტგარტენში ბერლინის ქალაქის სასახლესთან, ბერლინერ დომის გვერდით.

    ძველი მუზეუმი

     

     

     

     

    III რაუნდი

    თემები: ბალტიის თემა, ქურდების თემა, გიორგის თემა, სასმელები, მთები, …არკ…

    ბალტიის თემა

    30) ესტონეთის მეორე უდიდესი ქალაქი, რომლის უნივერსიტეტს თსუ-სთან მჭიდრო კავშირები აქვს.

    ტარტუ

    60) ამ სახელმწიფოსთან ჰქონდა გაფორმებული უნია ლიტვის სამთვროს 1569-1795 წლებში.

    პოლონეთი

    90) მათ მოიგეს 2008 წელს იურმალაში გამართული მუსიკალური კონკურსი „ახალი ტალღა“

    დუეტი „ჯორჯია“

    120) ამ ტერმინით გახდნენ ცნობილნი 2000-დან 2006წლამდე არსებული ეკონომიკური განვითრების დიდი ტემპების გამო ესტონეთი, ლატვია და ლიტვა.

    ბალტიის ვეფხვები

    150) დაასახელეთ, თუ რა სახელით ვიცნობთ 1929 წელს, ტალინში დაბადებულ ალექსეი რიდიგერს.

    ალექსეი მეორე, რუსეთის პატრიარქი

    ქურდები

    30) გადაულახავი ავადმყოფური მიდრეკილება ქურდობისადმი, რაც გამოწვეულია ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებით. პირდაპირი მნიშვნელობით: “ვიპარავ” და “მისწრაფება”

    კლეპტომანია

    60) სწორედ მის კალამს ეკუთვნის ცნობილი „იაკობ დე გეინ მესამის პორტრეტი“, რომელიც უკვე 4-ჯერ მოიპარეს სხვადასხვა ადგილიდან.

    რემბრანდტი

    90) ცნობილი ფრანგი დამნაშავე, ქურდი და რამდენჯერმე ნასამართლევი, რომელიც შემდგომ ეროვნურლი უსაფრთხოების მთავარი განყოფილების პირველი შეფი გახდა.

    ვიდოკი

    120) მიხეილ ჯავახიშვილის მიერ აღწერილი  ეს ქართველი რობინ ჰუდი, თურმე სტალინის მოწონებით სარგებლობდა.

    არსენა ოძელაშვილი, არსენა მარაბდელი

    150) სწორედ ეს დაწესებულება აწესრიგებს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა საკუთრების დაცვას  ტერი პრეტჩეტის გამოგონილ სამყაროში „Discworld”

    ქურდების გილდია

    გიორგის თემა

    30) 1732 წელს დაარსებულ ამ შტატს სახელი გეორგ მეორის საპატივცემულოდ ეწოდა.

    ჯორჯია

    60) საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, რომელიც სამშობლოდან ბაზალეთის ბრძოლის შემდეგ გადაიხვეწა

    გიორგი სააკაძე

    90) საქველმოქმედო ფონდების დამაარსებელი და ხელმძღვანელი, რომელმაც 1979 წელს დაარსა ფონდი „ღია საზოგადოება“

    ჯორჯ სოროსი

    120) გრემის ორგზის გამარჯვებული ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელმაც სახელი გაითქვა დუეტში Wham! მონაწილეობით,

    ჯორჯ მაიკლი

    150)  თანამედროვე ბრაზილიელი მწერალი. რომლის ნაწარმოებებში უმეტესად აღწერილია რაიონი ბაია-ს ღარიბი მოსახლეობის ცხოვრება.

    ჟორჟ ამადუ

    სასმელები

    30) სახელის მიუხედავად, ის შეიძლება იყოს აგრეთვე მსხლის, ატმის, ტარხუნის, ფორთოხლის და ა.შ.

    ლიმონათი

    60) საფრანგეთის მხოლოდ ერთ რეგიონში დამზადებული ცქრიალა ღვინო, მიღებული ბოთლში ღვინის მეორადი ფერმენტაციით კარბონაციის ეფექტის შედეგად.

    შამპანური

    90) მისი ისტორია VIII საუკუნეში იღებს სათავეს, როცა ერთ-ერთმა ინდიელმა ტომმა აგავისგან, პულკეს რძისფერი, ქაფიანი, 4-დან 6 გრადუსამდე სიძლიერის წვენის გაკეთება ისწავლა.

    ტეკილა

    120) ცხენის ან აქლემის დადუღებული რძისაგან დამზადებული სასმელი, რომლის  დამზადება პირველად დაიწყეს ყაზახეთისა და მონღოლეთის სტეპების ხალხები ენეოლითის პერიოდში.

    კუმისი

    150) შეკითხვის ავტორის ერთ-ერთი საყვარელი მატონიზირებელი სასმელი, რომელიც 1783 წელს შვეიცარიაში გამოიგონეს. (ჩემი ახირება :D)

    შვეპსი

    მთები

    30) ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპაში, რომლის სახელწოდება შავ მთას ნიშნავს.

    ჩერნოგორია

    60) მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა ქართლის, ერწო-თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქსნისხევის ტერიტორიებს

    მცხეთა-მთიანეთის მხარე

    90) პირველად იგი   დაიპყრეს 1953 წლის 29 მაისს ჯ. ჰანტის ინგლისელი ექსპედიციის წევრებმა ნ. ტენცინგმა (ნეპალი შერპა) და ე. ჰილარიმ (ახალზელანდიელი ალპინისტი).

    ევერესტი

    120) ამ პროფესიის ადამიანი პოპულარული რეზო ჭეიშვილის მოთხრობამ და ელდარ შენგელაის ფილმმა „ცისფერი მთები“ გახადა.

    მარკშრეიდერი

    150) ეს, პირდაპირი მნიშვნელობით „ძველი მთები“ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე არის განლაგებული.

    სტარა პლანინა

    … არკ…

    30) ორლეანელი ქალწული, რომელიც ასწლიანი ომის დროსხელმძღვანელობდა ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ინგლისელთა წინააღმდეგ.

    ჟანა დ’არკი

    60) კოლუმბიელი მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი და პოლიტიკური აქტივისტი,  საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ლიტერატურული სტილის, მაგიური რეალიზმი, წამყვანი ფიგურა.

    გაბრიელ გარსია მარკესი

    90) სოციალური და მმართველობითი პროცესი, რომელიც მოწოდებულია გაცვლის მეშვეობით ადამიანთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ.

    მარკეტინგი

    120) ნახევრად-ავტობიოგრაფიული კომედიური ჟანრის ფილმი მოზარდ ბიჭუნაზე, დრამის ელემენტებით, რომლის რეჟისორია ფედერიკო ფელინი.

    ამარკორდი

    150) ისინი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში შექმნეს, დაარსებიდან დღემდე არსებული კი 1752 წელს გაიხსნა ვენაში.

    ზოოპარკი

     

    ერუდიტი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზამთრის ჩემპიონატი.

    რედაქტორი: რატი შუბლაძე.

    პირველი წრე.

    მეორე შესარჩევი თამაში

    I რაუნდი

    თემები: წითელი თემა, ფრინველთა თემა, დედოფლები, მეოთხე თემა, ქუთაისური თემა, მამაკაცური თემა.

    წითელი თემა

    10) ამ ნაწარმოებში შევხვდებით შემდეგ სტრიქონს: „შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან“

    ვეფხისტყაოსანი

    20) ამ ფილმის ნახვა, სადაც ბრიუს უილისი, მორგან ფრიმენი და ჯონ მალკოვიჩი თამაშობენ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეგეძლოთ თბილისის კინოთეატრებში

    Red

    30) თქმულება ამ პატარა გოგონას შესახებ ევროპულ ფოლკლორში ჯერ კდიევ შუა საუკუნეებში იყო გავრცელებული, პირველად ლიტერატურულად კი შარლ პერომ დაამუშავა

    წითელქუდა

    40) ამ ორგანიზაციამ სამჯერ მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში: 1917, 1944 და 1963 წელს

    წითელი ჯვარი

    50) ინგლისის სამეფო დინასტია, რომლის სიმბოლოს „ვარდების ომის“ დროს წითელი ვარდი წარმოადგენდა

    ლანკასტერები

    ფრინველთა თემა

    10) ამ ნაწარმოების საფუძველზე შეიქმნა დისნეის მულტფულმი „პრინცესა-გედი“.

    გედების ტბა

    20) მწერალი ამტკიცებდა, რომ ეს ნოველა  პილოტ ჯონი ლივნიგსტონის გამაოგნებელი ფრენების შთაგონებით დაწერა.

    თოლია ჯონათან ლივნიგსტონი

    30) მითოლოგიური ფრინველი, რომელსაც თვითწვის უნარი გააჩნია და მუდმივი განახლების სიმბოლოდ მიიჩნევა.

    ფენიქსი

    40) ცნობილი სლოგანის თანახმად, ამის მისაღებად აუცილებლად  უნდა წერო.

    წერო

    50) კომუნიკაციის ამ საშუალების წინააღმდეგ საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს პრუსიელები ქორებს იყენებდნენ

    მტრედების ფოსტა

    დედოფლები

    10) 1970 წელს,  ლონდონში ბრაიან მეის და როჯერ ტეილორის მიერ დაარსებული ბრიტანული როკ-ჯგუფი

    Queen

    20) ჰანს-ქრისტიან ანდერსენის ამ ზღაპარში მოთხრობილია ბიჭუნა კაის და გოგონა გერდას თავგადასავლის შესახებ

    თოვლის დედოფალი

    30) რატომღაც, ამ ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ მონარქს მეფის ტიტულით მოვიხსენიებთ

    თამარ მეფე

    40) ფართობით უდიდესი და მოსახლეობით მეორე ოლქია ქ. ნიუ-იორკში, სადაც  მცხოვრებთა 47,6%-ს იმიგრანტები წარმოადგენენ.

    ქუინსი

    50) ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. ერთ-ერთი ყველაზე პატარა მტაცებელი, რომელიც საქართველოშიც ბევრგან გვხვდება

    დედოფალა, სინდიოფალა

     

    მეოთხე თემა

    10) მუსიკალური ანსამბლი შემდგარი  ოთხი მუსიკოს-შემსრულებლის, ვოკალისტის ან ინსტრუმენტალისტისგან.

    კვარტეტი

    20) მათე, იოანე, მარკოზი. დაასახელეთ მეოთხე.

    მარკოზი (სახარების 4 წიგნი)

    30)  მისმა ექსპედიციამ 1493 წელს კუნძული გვადალუპე აღმოაჩინა.

    ქრისტეფორე კოლუმბი

    40) ამ სახელითაც ვიცნობთ სუფუზმით გატაცებულ მეოთხე გიორგის საქარველოს ტახტზე.

    ლაშა

    50) ერთბირთვიანი x86-იან თავსებადი ინტელის მიკროპროცესორი, რომელიც ბაზარზე 2000 წლის 20 ნოემბერს გამოვიდა.

    Pentium 4

    ქუთაისური თემა

    10) სპორტის ამ სახეობაში ასპარეზობდა ქუთაისური კლუბი აია, რომელიც სამჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 1987, 1988 და 1990 წლებში.

    რაგბი

    20) ამ სახელით ვიცნობთ  X-XI საუკუნების მიჯნაზე აგებულ ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარს  ქუთაისში, “უქიმერიონის გორაზე”.

    ბაგრატის ტაძარი

    30)  ვისაც ორ ლარიანი ბანკნოტებზე გამოსახული ეს ქუთაისში დაბადებული პიროვნება მოენატრა, შეუძლიათ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ აღმართული ძეგლის მონახულება შეგიძლიათ

    ზაქარია ფალიაშვილი

    40) ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც 1916 წელს   ახალგაზრდა მწერლებმა ქუთაისში დააარსეს.

    ცისფერყანწელები

    50) ქუთაისში 1928 წელს დაარსებული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც 1930 წლიდან თბილისში ფუნქციონირებს.

    მარჯანიშვილის თეატრი

    მამაკაცური თემა

    10) მარმარილოს ქანდაკება, რომელიც შემდგომ მამაკაცურობის სიმბოლო გახდა პირველად ფლორენციის მოსახლეობამ სინიორის მოედანზე 1504 წლის 8 სექტემბერს იხილა.

    დავითის ქანდაკება

    20) ამ ჭარმაგი, გულკეთილი და წითლებში ჩაცმული ადამიანის სახელი ა წმ. ნიკოლოზის ჰოლანდიური ტრანსკრიპციისაგან წარმოიშვა.

    სანტა-კლაუსი

    30) უკვე რამდენიმე წელია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ვერ შევხვდებით პიროვნების იდენტიფიკაციის ამ პარამეტრს.

    მამის სახელი

    40) აგრესიული, პირდაპირი მამაკაცის აღმნიშვნელი სიტყვა, რომელიც ესპანურიდან ითარგმენება როგორც „მამრი“

    მაჩო

    50) საზოგადოებრივი ურთიერთობების ტიპი, რომელიც ემყარება მამაკაცთა ბატონობას და ქალების დამორჩილებულ მდგომარეობას.

    პატრიარქატი

    II რაუნდი

    თემები: მთვარის თემა, მიწის თემა, თოვლი, …სინ…, ტანსაცმელი, ახალი თემა.

    მთვარის თემა

    20) ამ ქართული სიტყვით მოვიხსენიებთ დაავადება „სომნაბულიზმს“.

    მთვარეულობა

    40)  მისი თქმით, ეს იყო პატარა ნაბიჯი მთვარეზე, კაცობრიობისთვის კი დიდი ნახტომი

    ნილ არმსტრონგი

    60) 1973 წლის 24 მარტს გამოშვებული ჯგუფ “პინკ ფლოიდის” კონცეფტუალური ალბომი

    The Dark Side of the Moon

    80) პირველად მათი ბუნება მთვარის ფაზების ცვლილებას ესპანელმა ხოსე და აკოსტამ დაუკავშირა.

    მიქცევა-მოქცევა

    100) ეს სიმბოლო პირველად რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის დროს გამოიყენეს, რადგან წითელი ჯვარი ჯვაროსნების ასოციაციას იწვევდა

    წითელი ნახევარმთვარე

    მიწის თემა

    20) მას დედამიწის მთელი ფართობის 21 პროცენტი უჭირავს

    ხმელეთი

    40) ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც დედამიწა კოსმოსიდან დაინახა

    იური გაგარინი

    60) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დედამიწის ქერქის შედგენილობის, აგებულებისა და განვითარების თავისებურებებს.

    გეოლოგია

    80) სწორედ ასე ჰქვია დღეს ადგილს ნიუ-იურკში, სადაც 2001 წელს 11 სექტემბერის ტერაქტი მოხდა

    Ground zero

    100) ახალი ზელანდიის მსაგვსად, ისიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კუნძულებად იყოფა.

    ახალი მიწა, Новая Земля

    თოვლი

    20) როგორც ნუგზარ კვაშალი მღეროდა ერთ ქართულ მულტფილმში, სწორედ ამად გადაიქცა თოვლის გუნდა.

    წვიმა

    40) ძმები გრიმების ზღაპარი, რომლის მთავარი მოქმედი გოგონა-გმირის სახელი პირდაპირ შესაბამისობაშია ჩვენს თემასთან

    ფიფქია და შვიდი ჯუჯა

    60) კანადელი ესკიმოსების ზამთრის საცხოვრებელი, რომელიც შენდება თოვლის ბლოკებისგან და წარმოადგებს გუმბათისებრ კონსტრუქციას.

    იგლუ

    80) სპორტის ეს ექსტრემალური სახეობა 1965 წელს შერმან პოპენმა, ინჟინერმა მიჩიგანიდან. გამოიყენა.

    სნოუბორდინგი

    100) ძველი სამხრეთსლავური ლეგენდების თანახმად, ადრე თოვლის მაგვირად ზეციდან ეს კვების პროდუქტი ცვიოდა.

    ფქვილი

    …სინ…

    20) მარკ ტვენი იდეალური ცხოვრებისთვის სამ ძირითად კომპონენტს გამოჰყოფდა: კარგ მეგობრებს, კარგ წიგნებს და მძინარე მას

    სინდისი

    40) თავისი დამახასიათებელი ხმის წყალობით, მას The Voice (მისი უდიდებულესობა ხმა) შეარქვეს.

    ფრენკ სინატრა

    60) მათი აღმავლობა მას შემდეგ იწყება რაც ძლიერი მმართველი ჰასან საბაჰი დაარსებს ციხესიმაგრეს ალამუტში.

    ასასინები

    80) შუა საუკუნეების ქართული ორიგინალური პოეტური ნაწარმოები, სადაც ავტორი თავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს.

    გალობანი სინანულისანი

    100) დონ კიხოტის ცხენის სახელი, რომელიც ხშირად გამოიყენება გაძვალტყავებულ, ჯაგლაგ ცხენზე საუბრისას.

    როსინანტი

    ტანსაცმელი

    20) ძველ რომში მამაკაცის ტრადიციული სამოსი, რომელსაც ტუნიკის ზემოთ იცმევდნენ.

    ტოგა

    40) მათ პოპულარიზაციასა და გავრცელებაში უდიდესი წვლილი გერმანიიდან ემიგრირებული ლევი სტრაუსმა და მისმა ძმებმა შეიტანეს.

    ჯინსები

    60) თაბაშირის, ტყავის ან სხვა მაგარი მასალის ბანდაჟი ტანის ზედა ნაწილზე შემოსაკრავად; ხმარობენ ხერხემლის ზოგი დაავადების სამკურნალოდ, თუმცა იგი ჩვენთვის უფრო ქალის გარდერობის ერთ-ერთ წევრთან ასოცირდება.

    კორსეტი

    80) არ აგერიოთ ის სერ ალეკ ისსიგონისის მიერ კონსტრუირებულ მანქანაში, იგი ხომ მოდელ-დიზაინერმა მერი კუანტმა შექმნა 1960-იან წლებში]

    მინი

    100) სწორედ ასე ეწოდებოდა მეცხრამეტე საუკუნეში ფართოდ გავრცელებულ ქალის კოსტიუმს, რომელიც განკუთვნილი იყო ცხენით ჯირითისა ან სეირნობისთვის.

    ამაზონი

     

    ახალი თემა

    20) “საღვთო წიგნების” კრებული, ბიბლიის ნაწილი, რომელშიც გადმოცემულია იესო ქრისტეს ცხოვრება და მოძღვრება.

    ახალი აღთქმა

    40) ამ ფრანგული სიტყვით აღინიშნება უეცრად, არა მორალური ხერხებით გამდიდრებული, ახალი ელიტის წარმომადგენელი.

    ნუვორიში

    60) პირობითად ასე უწოდებენ დენომინაციის შემდეგ, 2005-2008 წლებში,   თურქულ ვალუტას.

    ახალი თურქული ლირა

    80) 1999 წელს დაარსებული ქართული კომპანია, რომელიც სპეციალიზირდება განათების სისტემებსა და ინტერიერის კეთილმოწყობაზე.

    ახალი ნათება

    100) ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც განვითარდა XVIII-XIX საუკუნეების მხატვრობაში, არქიტექტურასა და ლიტერატურაში. ემყარება ვინკელმანის პრინციპებს და ქადაგებს ანტიკური ხანის ღირებულებებისადმი დაბრუნებას.

    ნეოკლასიციზმი

     

     

    III რაუნდი

    თემები: ბალკანური თემა, მკვლელები, დავითის თემა, თემა გურმანებისთვის, ბარი, …დორ…

     

    ბალკანური თემა

    30) ამ საფეხბურთო ნაკრებს მოუგეს ქართველმა ფეხბურთელებმა სენსაციურად წინა თვეში გამართულ ამხანაგურ მატჩში.

    სლოვენია

    60) იგი უცვლელად მართავდა იუგოსლავიას 1980 წლამდ, საკუთარ სიკვდილამდე.

    იოზიპ ბროზ ტიტო

    90) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე კომპოზიტორი ბალკანეთიდან; საერთაშორისო მასშტაბით მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები მისი თანამოძმის ემირ კუსტურიცას ფილმებს უკავშირდება.

    გორან ბრეგოვიჩი

    120) ის არის ერთადერთი იუგოსლავიელი მწერალი, რომელიც დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში

    ივო ანდრიჩი

    150) ეს იყო ერთადერთი ბალკანური ქვეყანა, რომელიც ბალკანურ ომებში თურქეთის მოკავშირე გახდა 1913 წელს.

    ბულგარეთი

    მკვლელები

    30) სამედიცინო დახმარების გზით ადამიანის მოკვდინების პრაქტიკა, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში ევთანასია უკანონო ქმედებაა.

    ევთანაზია

    60) ლუკ ბესონის 1994 წლის ფილმი, სადაც მარტოხელა დაქირავებული მკვლელი პატარა გოგონას მშობლების და და-ძმის მკვლელისგან იცავს.

    ლეონი

    90) IO Interactive-ის კომპიუტერული თამაში, სტელს-ექშენის სტილში. მოქმედება ხდება აგენტ 47-ის თავგადასავლის ირგვლივ.

    Hitman

    120) 1930-იან წლებში იგი ილია ჭავჭავაძის მკვლელობისთვის გაასამართლეს.

    გიგლა ბერბიჭაშვილი

    150) 1996 წლის 7 სექტემბერს მას ესროლის რის შედეგადაც იგი 13 სექტემბერს გარდაიცვალა სუნთქვის უკმარისობით, University Medical Center-ში, ლას-ვეგასში.

    ტუპაკ ამარუ შაკური, 2Pac.

    დავითის თემა

    30) ინგლისელი სპორტსმენი, რომელიც 2000-2006 წლებში ინგლისის ეროვნული გუნდის კაპიტანი იყო.

    დევიდ ბექჰემი

    60) ამ ზედსახელით ვიცნობთ მეოთხე დავითს საქართველოს ტაზტზე ბაგრატიონთა დინასტიიოდან.

    აღმაშენებელი

    90) ინგლისელი ვოკალისტი და მუსიკოსი. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ პინკ ფლოიდის გიტარისტი.

    დევიდ გილმორი

    120) 1792 წელს, მირგოროდში, უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი პოეტი.

    დავით გურამიშვილი

    150) ფრანგული ნეოკლასიციზმის დამაარსებელი, რომლის ყველაზე ცნობილი ტილოებია ბელიზარიუსი, ჰორაციუსების ფიცი და მარატის სიკვდილი.

    ჟაკ-ლუი დავიდი

    თემა გურმანებისთვის

    30) უცხო სიტყვათა ლექსიკონის თანახმად, ეს არის ხილის სქელი მურაბა, რომელიც წარმოადგენს მთლიან მასას.

    ჯემი

    60) აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ბოსტნეულის სუპის ნაირსახეობა, რომლის მთავარი ინგრედიენტი ჭარხალია, რომლის სამშობლოს უკრაინა მიიჩნევა.

    ბორში

    90) ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული კერძია, რომელიც მზადდება ცეცხლზე ვერტიკალურად მოტრიალე შამფურზე აცმული სანალებლებით გაჯერებული ხორცის წვრილი ნაჭრებისგან.

    შაურმა

    120) ორი ან მეტი პურის ან ფუნთუშის ნაჭრისგან და ერთი ან რამდენიმე ფენა ხორცისა და სხვა სახის შიგთავსისგან შემდგარი წასახემსებელი, რომელიც ლეგენდის თანახმად ჯონ მონტეგიუმ შექმნა.

    სენდვიჩი

    150) მას ეკუთვნის სიტყვები, რომლის თანახმადასც, ძნელია ისეთი ქვეყნის მართვა, სადაც ყველის 246 სახეობაა.

    შარლ დე გოლი

    ბარი

    30) ის მოიცავს მოიცავს კოლხეთის დაბლობს კავკასიონისა და მესხეთის ქედის მთისწინებითურთ.

    კოლხეთის ბარი

    60) წნევის სისტემის გარეშე ერთეული, რომელიც იწომება 750,08 მმ სიმაღლისა და 0 °C ტემპერატურის მქონე ვერცხლისწყლის სვეტის წნევისა ზღვის დონიდან 45° განედზე.

    ბარი

    90) „ბარი“ – სწორედ ასე მიმართავდნენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ კენიელს ამერიკულ კოლეჯში სწავლისას.

    ბარაკ ობამა

    120) მამაკაცის ხმა, საშუალო ბანსა და ტენორს შორის, რომლის დიაპაზონი დიდი ოქტავის ლადან პირველი ოქტავის ლამდეა.

    ბარიტონი

    150) ამ დაწესებულების მუსიკალური დისკების სერიის დამფუძნებელია დიჯეი კლოდ შალე.

    ბუდა ბარი

    …დორ…

    30) თბილისში, შავთელის ქუჩის ნომერ 13-ში განლაგებული  4-ვარსკვლავიანი სასტუმრო.

    ამბასადორი

    60) ეს გერმანული გუნდი, ყველას და გასაოცრად, გერმანული ბუნდესლიგის უპირობო ლიდერია

    დორტმუნდის ბორუსია

    90) ტოლკიენის თქმით, მან ეს ქვეყნა სიცილიური კუნძულის, სტრომბოლის ზეგავლენით შექმნა.

    მოროდორი

    120) მტაცებელ ფრინველთა შორის ტანად ყველაზე დიდი წარმომადგენელი ამერიკულ სვავისებრთა ოჯახიდან, გამოსახულია ჩილეს ეროვნული არმიის ჯარისკაცთა სამოსზე.

    კონდორი

    150) ეს არის  ახალგაზრდობის კულტი, ფიზიკური დაბერების შიში, რომელმაც სახელი 1890 წლის ნაწარმოების მიხედვით მიიღო.

    დორიან გრეის სინდრომი

     

    ერუდიტი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზამთრის ჩემპიონატი.

    რედაქტორი: რატი შუბლაძე.

    პირველი წრე.

    მესამე შესარჩევი თამაში

    I რაუნდი

    თემები: ყვითელი თემა, ცხოველთა თემა, სამეფო თემა, ცეცხლოვანი თემა, მეხუთე თემა, ბავშვური თემა.

    ყვითელი თემა

    10) ეს სიტყვათშეთანხმება „ყვითელი ბიჭუნას“ შესახებ კომიქსიდან მომდინარეობს, რომლის ირგვლივ სასამართლო პროცესი გაიმართა პულიტცერსა და ჰერსტს შორის.

    ყვითელი პრესა

    20) ამ სიმღერისთვის The Beatles-მა 1966 წელს „აივორ ნოველოს პრემია“ მიიღეს წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლისთვის

    Yellow Submarine

    30) მისი გამოყენების იდეა ბრიტანელ კენ ასტონს ეკუთვნის, რომელსაც სურდა საფეხბურთო მოედანზე გაფრთხილება  ყველა ეროვნების ადამიანს გაეგო

    ყვითელი ბარათი

    40) პირველად ყვითელი ფერი ამ მოწყობილობაში 1920 წელს დეტროიტში გამოიყენეს

    შუქნიშანი

    50) ინკების დამწერლობა კიპუ-ში, ყვითელი ფერი ოქროსთან ერთად ამ მარცვლოვანი კულტურის აღსანიშნავად გამოიყენებოდა

    სიმინდი

    ცხოველთა თემა

    10) მისი სილუეტის დანახვა ჰიუ ჰეფნერის პირმშოს კითხვისას და არა მარტო კითხვისას შეგვიძლია.

    კურდღელი (კომ. ფლეიბოი)

    20) მურა დათვის ქვესახეობა. ცხოვრობს ალასკაზე და კანადის დასავლეთ რაიონებში, რომელიც შესახედაობით და ზომებით ახლოსაა ციმბირში მცხოვრებ მურა დათვებთან.

    გრიზლი

    30) Pink Floyd-ის ალბომში Animals, ღორები, ძაღლები და ცხვრები, რომელთა შესახებ სიმღერებიც მთავარია ალბომში, ამ 1945 წლის ანტიუტოპიური ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირები არიან.

    ცხოველთა ფერმა

    40) მონადირეთა ექსპედიცია აფრიკაში, რომელიც არაბული სიტყვისგან – მოგზაურობა – წარმოდგება.

    საფარი

    50) ეს ტერმინი აღნიშნავს არა ძალის, არამედ სიმძლავრის ერთეულს და მას ჯეიმს ვატი იყენებდა მის მიერ შექმნილი ორთქლის ძრავების სიმძლავრის შესაფასებლად.

    ცხენის ძალა

    სამეფო თემა

    10) ფრანკოს მმართველობის მიუხედად, ეს ქვეყანა ნომინალურად მაინც სამეფო იყო

    ესპანეთი

    20) ეს ინდური ტერმინი ითარგმნება როგორც „მეფეთ მეფე“, „დიდი მეფე“,  „მაღალი მეფე“

    მაჰარაჯა

    30) მისი მნიშვნელობის დაკნინებას დედოფალ იზაბელა კასტილიელის პოლიტიკური გავლენის ზრდას მიაწერე.

    მეფე, ჭადრაკის ფიგურა

    40) რიდლი სკოტის ამ ფილმში სალადინის მიერ იერუსალიმის აღების ამბავია ნაჩვენები

    ზეციური სამეფო

    50) მითიური მეფე, “მოკვდავთმანათობელი” ჰელიოსისა და პერსეს “მრისხანე” ვაჟი,  აფსირტეს, ქალკიოპეს და მედეას მამა.

    აიეტი

     

    ცეცხლოვანი თემა

    10) ერთ დროს სასანიდური სპარსეთის ოფიციალური რელიგია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპარსეთის აქამენიდთა და პართთა იმპერიებში.

    ზოროასტრიზმი, ცეცხლთაყვანისმცემლობა,  მაზდეანობა.

    20) ამ სტიქიურმა უბედურებებმა 2010 წლის ზაფხულში რუსეთში 200 ათასი ჰექტარი მოიცვა

    ტყის ხანძრები

    30) ჩინურ ასტროლოგიაში ამ პლანეტას ცეცხლთან აიგივებდნენ

    მარსი

    40) ტრადიციულად ის ყოველი აღდგომის წინ, დიდ შაბათს, იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში ჩნდება

    წმინდა ცეცხლი, ღვთაებრივი ცეცხლი

    50) 1946 წელს ის სტუდენტმა აანთო,  რომელიც დაიბადა 1945 წლის 6 აგვისტოს, ხიროსიმას დაბომბვის დღეს

    ოლიმპიური ცეცხლი

    მეხუთე თემა

    10) აშშ-ს ამ სახელმწიფო დაწესებულებს სახელ ხუთკუთხედსგან წარმოდგება.

    პენტაგონი

    20)  თანამედროვე ხუთჭიდში შემავალი სახეობებია: კონკური, ფარიკაობა, სროლა, სირბილ და ეს მეხუთე, რომელიც თქვენ უნდა დაასახელოთ.

    ცურვა

    30) სწორდ ეს ამარიკის მეთექვსმეტე პრეზიდენტია გამოსახული აშშ-ს 5 დოლარიან კუპიურაზე

    აბრაჰამ ლინკოლნი

    40) ეს პლანეტა მეხუთეა მზის სისტემაში მზესთან სიახლოვის მიხედვით

    იუპიტერი

    50)  ჩვ. წ. ა. 5 წელს კილიკიის ქალაქ  ტარსუსში დაიბადა ეს მოციქული.

    პავლე

     

    ბავშვური თემა

    10) ფერეროს მიერ 1972 წელს შექმნილი ეს კვერცხი, ალბათ, მრავალი ჩვენგანის საოცნებო საჩუქარი იყო ბავშვობაში.

    ქინდერ სიურპრიზი

    20) ეს დღესასწაული 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან  იგი ზაფხულის პირველ დღეს აღინიშნება.

    ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

    30) საკუთარ ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში „ჩემი თავგადასავალი“ მან საგვარეულო სასახლესა და ქუთაისის გიმნაზიაში გატარებული ბავშვობა აღწერა.

    აკაკი წერეთელი

    40) ფილმში, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ ამ ხელოვნის ბავშვი მთავარ მოქმედ გმირებს ქუდებს ართმევს.

    პიკასო

    50) ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ეს ლტოლვილი ჩვილი კუნძულ კრეტაზე თხამ, ამალთეამ გამოკვება.

    ზევსი

     

    II რაუნდი

    თემები: ვარსკვლავები, საჰაერო თემა, მშრალი თემა, …ლიტ…, ქუდი, წმინდა თემა.

    ვარსკვალვები

    20) პირველას იგი NBA-ის ისტორიაში 1951 წელს, ბოსტონში ჩატარდა. გამარჯვება აღმოსავლეთ კონფერენციის მოთამაშეებს დარჩათ.

    All Star

    40) ეს ქართული ტელეპროექტი რუსული Фабрика звёзд-ის ანალოგი იყო.

    ვარსკვლავების აკადემია

    60) ოკულტური სწავლება, რომლის მიხედვით ციური სხეულების დახმარებით შესაძლებელია ცალკეული ადამიანების მომავლის წინასწარმტყველება.

    ასტროლოგია

    80) ამ ქვყენის დროშის არაოფიციალური ზედმეტსახელია „ვარსკვლავები და ზოლებია“

    აშშ

    100) ნორმან ჯოუნსის ამ ფილმის ყურებას ბავშვებისთვის მხოლოდ 13 წლის შემდეგ არის ნებადართული, ისიც მშობლებთან ერთად.

    იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი

     

    საჰაერო თემა

    20) ეს ქიმიური ელემენტი ჰაერის 75 პროცენტს შეადგენს.

    აზოტი

    40) შავი სქელი ნისლი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და მჭვარტლისაგან დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში.

    სმოგი

    60) პირველად იგი 1986 წელს სამხრეთ ნახევარსფეროში ანტარქტიკის თავზე აღმოაჩინეს და მის შემდეგ მუდამ გვართხილებენ და გვატყობინებენ მისი გაფართოვების შესახებ.

    ოზონის ხვრელი

    80) მართვადი საავიაციო რაკეტების ტიპი, რომლებიც განკუთვნილია საფრენი აპარატების განადგურებისთვის.

    ჰაერ-ჰაერის ტიპის რაკეტები

    100) ამ ტერმინის ზუსტი განსაზღვრა რამდენიმე მიზეზის გამო შეუძლებელია, თუმცა ზოგჯერ განმარტებულია, როგორც პლანეტის ატმოსფეროს ხშირი, აიროვანი ზონა.

    ცა

     

    მშრალი თემა

    20) კანონი, რომელიც კრძალავს ალკოჰოლური სასმელების წარმოებასა და გაყიდვას. შემოღებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში 1920-1933 წლებში.

    მშრალი კანონი

    40) 849-51 წლებშია აგებული ხიდი თბილისში, რომლის ქვეშ XX ს-ის 30-იანი წლებამდე მტკვრის ერთ-ერთი ტოტი მიედინებოდა.

    მშრალი ხიდი

    60) ამ ყველაზე მშრალ ადგილას დედამიწაზე დაფიქსირებულია ყველაზე დაბალი ჰაერის ტენიანობა 0%

    ატაკამას უდაბნო

    80) საბჭოთა ავიაკონსტრუქტორი, რეაქტიული და ზებგერითი ავიაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

    პაველ სუხოი

    100) სწორედ ასეთი დარტყების ოსტატი იყო ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ვალდირ პერეირა, რომელიც ჩვენთვის ცნობილია როგორც „დიდი“

    მშრალი ფოთოლი

     

    …ლიტ…

    20) 1886 წელს ქალებისთვის დაარსებული ჟურნალი, რომელიც გამოცემა რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც დაიწყეს.

    კოსმოპოლიტენი

    40) პირველად იგი ინგლისურად დაიწერა  და გამოიცა პარიზში 1955 წელს, რუსულად კი იგი ავტორმა 1958 წელს თარგმნა. რომანმა სახელი გაითქვა ინოვაციური წერის სტილითა და სკანდალური თემით.

    ლოლიტა

    60) ეს წარმოშვებით სურინამელი ფეხბურთელი ნიდერლანდების ნაკრების ღირსებას იცავდა და 1987 წელს ოქროს ბურთსაც დაეუფლა.

    რუუდ გულიტი

    80) რელსებიანი საქალაქო ტრანსპორტის ნაირსახეობაა, რომლის გზები განლაგებულია ქუჩებისგან განცალკევებით, როგორც წესი, მიწისქვეშ.

    მეტროპოლიტენი

    100) მწვავე ვირუსული ხასიათის დაავადება, რომლის შესახებაც პირველი მეცნიერული ცნობები გერმანელი ორთოპედის, იაკობ ჰაინეს და კარლ ოსკარ მედინის კვლევებში გვხვდება.

    პოლიომელიტი

     

    ქუდი

    20) აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში იგი დიდი პატივისცემით სარგებლობდა: მოჩხუბართა შეტაკების დროს მისი ჩარევა წყვეტდა შუღლს.

    მანდილი

    40) შესაძლოა, არ იყოს კორექტული ჩვენი თემისთვის შეკითხვა მის შესახებ, მაგრამ 1990-იანი წლების დროს ის ანდრე აგასისთვის შეუცვლელი პარტნიორი იყო.

    პარიკი

    60) კელტების თავსაბურავიდან წარმომდგარი ქუდის ეს სახეობა მსოფლიოში სპეციალურ სამხედრო ქვედანაყოფეფთან ასოცირდება.

    ბერეტი

    80) ) ბოლო პიროვნება, რომელმაც იგი კორონაციისას გამოიყენა, პავლე მეექვსე იყო

    პაპის ტიარა

    100) შეიძლება ძნელი დასაჯერებელი იყოს, მაგრამ სწორედ მას ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „კაცი ვარ და ქუდი მხურავს, ქედს არ ვუხრი არავის. არც არავის ვემონები, არც ვბატონობ არავის“.

    რობერტ ბერნსი

     

    წმინდა თემა

    20) კუნძული  ატლანტის ოკეანეში, რომელმაც მნიშვნელობა სუეცის არხის გაყვანისა და ერთი არტილერისტის სიკვდილის შემდეგ დაკარგა.

    წმ. ელენას კუნძული

    40) გაგიკვირდებათ და, წმინდა პატრიკი, ირლანდიის გარდა ამ აფრიკული ქვეყნის მფარველი წმინდანიც არის.

    ნიგერია

    60) იდუმალი ქრისტიანული რომელიც ხშირად გადატანითი მნიშვნელობით – რაიმე სანუკვარი, რთულად მიღწევადი ან მიუღწეველი მიზნის აზრითაც გამოიყენება.

    წმინდა გრააალი

    80) ძველ ეგვიპტეში  ასე ეწოდებოდა ღვთაებრივ  ხარს, რომელსაც თაყვანს სცემდნენ და აღმერთებდნენ.

    აპისი

    100) ამ ნაკლით იტანჯებიან წმინდასისხლიანი ჯადორების შვილები, რომლებსაც სქვიბებს უწოდებენ „ჰარი პოტერის“ სამყაროში.

    არ აქვთ ჯადოქრობის უნარი

     

    III რაუნდი

    თემები: კავკასიური თემა, მეკობრეები, მიხეილის თემა, თეთრი თემა, მდინარეები, …კოდ…

    კავკასიური თემა

    30) იაპეტისა და ოკეანიდ აზიის ვაჟი, რომელიც ღმერთების სურვილების წინააღმდეგ წასვლისათვის  კავკასიონის მთის ერთ-ერთ კლდეზეა მიჯაჭვული.

    პრომეთე

    60) ხუნძი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწე, 1834 წელს იმამად აღიარებული, რომელმაც ჩრდილო კავკასიის ხალხების უმრავლესობა გააერთიანა თეოკრატიულ სახელმწიფოში „იმამათი“.

    შამილი

    90) 1858-1859 წლები,  რუსეთში სტუმრობისას, მან იმოგზაურა კავკასიაში, ეწვია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს, რაც შემდეგ საკუთარ მოგზაურობათა შთაბეჭდილებებში ასახა.

    ალექსანდრე დიუმა მაამ

    120) მარადმწვანე წიწვოვანი ხე ფიჭვისებრთა ოჯახისა, შეკრულ ხეთადგომაში მისი პარამიდული ვარჯი დიდ სიმაღლეზე ტოტებისაგან გაწმენდილია, ეული ხე კი ძირიდანვე დატოტვილია.

    კავკასიური სოჭი

    150) წყალხმელეთა ცხოველი კუდიანი ამფიბიების რიგისა, რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. მისი ნუ შეგეშინდებათ – ცეცხლთან თამაში არ უყვარს.

    კავკასიური სალამანდრა

     

    მეკობრეები

    30) 2005 წლიდან, ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ და მსოფლიო სასურსათო საბჭომ, გამოხატა თავისი შეშფოთება მის სანაპიორებთან მეკობრეობის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით.

    სომალი

    60) ინგლისელი მეზღვაური და მეკობრე. პირველი ინგლისელი ვინც შეასრულა მოგზაურობა დედამიწის გარშემო 1577-1580 წლებში.

    ფრენსის დრეიკი

    90) ჯეიმს მეთიუ ბარის ეს უიღბლო მეკობრე ალბათ ბევრ ჩვენგანს გვახსოვს წიგნიდან ან მულტფილმიდან პიტერ პენის შესახებ.

    კაპიტანი კაუჭა

    120) ამ სახელით ვიცნობთ ანტიპაპა იოანე ოცდამესამეს, რომელმაც ურიცხვი ქონება და გავლენა მეკობრეობით დაააგროვა.

    ბალთაზარ კოსა.

    150) ინდოევროპულ ენებში მეკობრეობა მოდის ბერძნული სიტყვიდან „პეირაო“, რას სწორედ ამას ნიშნავს ბერძნულად.

    ცდა, გამოდა.

    მიხეილის თემა

    30) ანგელოზთა დასის წინამძღოლი რომლის  სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“

    მიქაელ მთავარანგელოზი

    60) კომიკური ანიმაციური ფილმების პერსონაჟია, რომელიც უოლტ დისნეის კომპანიის სიმბოლო გახდა. შექმნა და გაახმოვანა უოლტ დისნეიმ 1928 წელს.

    მიკი მაუსი

    90) ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, რომელიც 2007 წლიდან არის უეფას პრეზიდენტი.

    მიშელ პლატინი

    120) ) რუსი პოეტი და პროზაიკოსი,  რომლის პოემაში „მწირში“მოქმედების ფონი საქართველო იშლება.

    მიხეილ ლერმონტოვი

    150) ამ ქვეყნის მეფეები იყვნენ მიხაილ ასენ პირველი, მიხაილ ასენ მეორე და მიხაილ პირველი შიშმანი.

    ბულგარეთი

     

     

    თეთრი თემა

    30) ხმელეთის უდიდესი ხორრცისმჭამელი ცხოველი, რომლის ზოგიერთი წარმომადგენლის წონა 1000 კილოგრამამდეც აღწევს.

    თეთრი დათვი

    60) მისი მშენებლობა 1792 წელს დაიწყო, ხოლო ამჟამინდელი სახელი ინგლისელების მიერ გადაწვის შემდეგ ეწოდა.

    თეთრი სახლი

    90) ქალაქი საქართველოს სამხრეთში, რომელსაც 1940 წლამდე აღბულაღი ერქვა.

    თეთრი წყარო

    120) წ. VI-III საუკუნეების ვერცხლის მონეტა, რომელიც გავრცელებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია ასევე ყირიმში – ნიმფეის ტაძრის ნანგრევებში.

    კოლხური თეთრი

    150) სწორედ ამას აღნიშნავს მოზამბიკის ეროვნულ დროშაზე თეთრი ფერი.

    მშვიდობა

    მდინარეები

    30) მდინარის განშტოებულ შესართავს, რომელსაც სახელი ერთ-ერთ ბერძნული ასოსთან  მსგავსების გამო ეწოდა.

    დელტა

    60) ამ ორი მდინარის შეერთებით წარმოიშვა ახლოაღმოსავლური მდინარე „შატ ელ არაბი“.

    ტიგროსი და ევფრატი

    90) ირლანდიური საცეკვაო შოუ, რომელიც პირველად 1994 წელს, ევროვიზოოს ანტრაქტზე აჩვენეს.

    რივერდანსი

    120) ჯეფ ბეზოსის მიერ 1995 წელს დაარსებული კომპანია, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ინტერნეტ-რეთეილერია.

    Amazon.com

    150) მიუხედავად რომანტიკული სახელწოდებისა, მას ჩინელები „შავი დრაკონის მდინარეს“ უწოდებენ.

    ამური

    …კოდ…

    30) კანონთა, ნორმათა კრებული, რომელიც ლათინური სიტყვაა და “წიგნს” ნიშნავს.

    კოდექსი

    60) 1881 წელს დაარსებული ფოტოტექნიკის მწარმოებელი კომპანია, რომლის საფუძველი ჯორჯ ისტმენის მიერ 1879 წლის გამოგონება გახდა.

    კოდაკი

    90) ცოცხალი ორგანიზმებისათვის დამახასიათებელი მემკვიდრეობითობის ,,ჩანაწერის” ერთიანი სისტემა, ნუკლეინის მჟავების მოლეკულაში არსებული ინფორმაცია ნუკლეოტიდების თანამიმდევრობის სახით.

    გენეტიკური კოდი

    120) პატარა რემუსის და რემის დაცვაში მგელს მარსის ეს წმინდა ცხოველიც ეხმარებოდა.

    კოდალა

    150) რადიო სადგურის ”ეხო მოსკვი”-ის სწორედ ამ გადაცემის წამყვანია იულია ლატინინა.

    Код доступа

     

    ერუდიტი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზამთრის ჩემპიონატი.

    რედაქტორი: რატი შუბლაძე.

    მეორე წრე.

    პირველი შესარჩევი თამაში

    I რაუნდი

     

    თემები: შეცდომებით აღსავსე თემა,  მოცეკვავე თემა, მესამე თემა, მეათე თემა, …სურ…,  ბაღები, პარკები და ეზოები.

     

    შეცდომებით აღსავსე თემა

    10) ტოიოტას სწორედ ასეთი შეცდომის შესახებ გვაუწყა თავის პირველ ნომერში, კალამბურების მოყვარულმა, ჟურნალმა  „ტაბულა“-მ.

    ტოიოტალური შეცდომა (კომ. „ტოტალურის“ და „ტოიოტას“ კალამბური)

    20) სწორედ ამ რიცხვს ვეჩეხებით ინტერნეტით სარგებლობისას, როდესაც მითითებული მისამართი არ არსებობს ან მცდარია.

    404 (კომ. Not Found)

    30) ამ ღმერთის სახელს რენესანსულ ეპოქაში მცდარად განსაზღვრავდნენ და საკუთარი შვილების ჩაყლაპვის შესახებ მითს, დროის მიერ ყველაფრის მონელების ალეგორიით ხსნიდნენ.

    კრონოსი (კომ. „კრონოსს“ აკავშირებდნენ ბერძნულ სიტყვასთან „ქრონოსი“, რაც დროს ნიშნავს)

    40) სწორედ ეს ნივთი აღნიშნავს მცდარ ცოდნას იერონიმუს ბოსხის ტრიპტიხზე „წმინდა ანტონიუსის ცდუნება“, რომლის ერთ-ერთ ნაწილში ერეტიკოსი-მღვდელთმსახური ალქიმიურ ბიბლიას კითხულობს.

    სათვალე

    50) როგორც თვითონ ჰყვება, მამამისთან წაგებული ყოველი საჭადრაკო პარტიის შემდეგ საჭადრაკო თეორიაში გათვითცნობიერებული ქუთაისში მომსახურე რუსი ჩინოვნიკი „აშიბკა, აშიბკა“-ს იძახდა.

    აკაკი წერეთელი (კომ. წიგნიდან „ჩემი თავგადასავალი)

    მოცეკვავე თემა

    10) მისი დანგრევის შემდგომ გამონთავისუფლებულ ადგილას სპეციალური დაფა აღმართეს, სადაც ეწერა: „დღეიდან აქ ცეკვავენ.“

    ბასტილია

    20) სწორედ ამად აქცევდა პიოტრ ვაილის აზრით, ცეკვის და სიმღერის აუცილებლობა ძველ ბერძნულ თეატრში კომედიას.

    მიუზიკლი

    30) იგი შემთხვევის წყალობით წარმოიქმნა, როდესაც ფეხმოტეხილმა ენტონი ქუინმა სცენარით გათვალისწინებული ცეკვა ვერ შეასრულა.

    სირტაკი (კომ. ფილმიდან „ბერძენი ზორბა)

    40) როგორც ეს „შოუმენი“ ამბობდა, ცეკვა არის ჰორიზონტალური სურვილების ვერტიკალური გამოხატვა.

    ბერნარდ შოუ

    50) სწორედ ამ ეროვნების წარმომადგენელთა  ელჩი  არის ევროპის კავშირში ფლამენკოს მოცეკვავე ხოაკინ კორტესი.

    ბოშები

     

    მესამე თემა

    10) სწორედ ასეთი მონუმენტი დაუდგეს ჰომოფობიის მსხვერპლებს ამსტერდამში, კაიზერსრგახტის არხის სანაპიროზე.

    ვარდისფერი სამკუთხედი

    20) მათ საშუალებით ბუდისტური ღვთაება პალდენ-ლხამო წარსულს, აწმყოს და მომავალს სჭვრეტს.

    სამი თვალი

    30) „ნაბუქოდონოსორის“ ამ ოფიცერმა ახალი ცხოვრება ტომას ანდერსონთან ერთად დაიწყო.

    ტრინიტი (კომ. ძმებ ვაჩოვსკების ფილმიდან „მატრიცა)

    40) ავტორმა ამ ცნობილი ტრიადიდან ერთ-ერთს მსახურიც კი მოუგონა, რათა გაზეთებსგან მისაღები ჰონორარი გაეზარდა.

    სამი მუშკეტერი (კომ. დიუმამ ათოსს მსახური გრიმო გამოუგონა, რათა გაეზარდა დასაბეჭდი მასალის მოცულობა)

    50) ამ აბერდინულმა ტრიომ ვაშინგტონის შტატიდან, შესაძლოა, ბევრი თქვენთაგანი „ტანჯვისგან გაანთავისუფლა“. თუმცა საბოლოოდ, ერთ-ერთმა მათგანს ეს სიამოვნება ძვირად დაუჯდა.

    ნირვანა (კომ. ნირვანა – ინდუისტურ და ბუდისტურ ტრადიციაში ამქვეყნიური ტანჯვისგან განთავისუფლება. ჯგუფ „ნირვანას“ ლიდერი კურტ კობეინი ნარკოტიკების გადაჭარბებისგან გარდაიცვალა)

    მეათე თემა

    10) ამ ფეხბურთელი შემდგომ ნაპოლიში 10 ნომრიანი მაისურით აღარავის უთამაშია.

    დიეგო მარადონა

    20)  ეს მეათე, კეთილშობილი  წევრი პერიოდული სისტემისა უილიამ რამსეიმ და მორის ტრევერსმა აღმიაჩინეს.

    ნეონი

    30) პირველი ხაზინადარებიდან ამ მისამართზე ყველაზე დიდხანს, 20 წლის განმავლობაში,  უილიამ პიტ უმცროსმა იცხოვრა.

    10 Downing Street (კომ. როგორც წესი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამავდრუოლად The first Lord of Treasure)

    40) სწორედ ეს არქიტექტორია გამოსახული 10 შვეიცარული ფრანკის ბანკნოტზე.

    ლე კორბუზიე

    50) ჯონ რიდის 1919 წლის ამ წიგნმა მთელი დასავლური სამყარო შეძრა და ინტერესი გაუღვივა ოქტომბრის რევოლუციის მიმართ.

    10 დღე, რომელმაც სამყარო შეძრა

    …სურ…

    10) ამ ორგანიზაციის სახელი წარმოადგენს აბრევიატურას, რომელიც ესპანურიდან ითარგმნება როგორც „სამხრეთის კუნუსის ქვეყნების გაერთიანებული ბაზარი“.

    მერკოსური (კომ. ესპანურად Mercado Comun del Cono Sur)

    20) ეს, დღეს უკვე ყოფილი კოლონია, ახალი ამსტერდამის სანაცვლოდ მიიღო ნიდერლანდებმა ბრედას 1667 წლის შეთანხმების მიხედვით.

    სურინამი

    30) „თუ უფრო სრულყოფილ და სამართლიან საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას არ შევქმნით, ჩვენ არმაგედონი გველოდება“ – სწორედ ამ ლინკორის გემბანზე წარმოთვა ეს სიტყვები დუგლას მაკარტურმა.

    ლინკორი „მისური“ (კომ. ჰიროსიმას და ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ იაპონიის მიერ კაპიტულაციის მოწერის შესახებ)

    40) მარტინ ესლინის ამ წიგნმა სახელი მისცა 1950-1960-იან წლებში დაწერილ აზრს მოკლებულ, მიზეზ-შედეგობრივ კავშირს გამოცლილ და ადამიანისთვის მტრულად განწყობილი გარემოს აღმწერ პიესებს.

    აბსურდის თეატრი (კომ. ამ მიმდინარეობას მიეკუთვებიან: იონესკო, ბეკეტი, სხვა ავანგარდისტ-დრამატურგები)

    50) თეთრი წყაროს რაიონში მდებარე ამ სოფელის მცხოვრებნი საეჭვოა ოდესმე შუამდინარეთიდან გადმოსახლებულიყვნენ.

    ასურეთი

     

    ბაღები, პარკები და ეზოები

    10) თუკი მულტსერიალ „ფუტურამას“ ვენდობით, სწორედ მის ადგილას დგას კუბის ფორმის მქონე შენობა მეოთხე ათასწლეულის დასასწისში ქალაქ ნიუ-იორკში.

    მედისონ სქვეარ გარდენი, Madison Square Garden

    20) მაიკლ კრაიტონის (Michael Crichton) ნოველის 1993 წლის ამ ეკრანიზაციის სახელით მოიხსენია პიოტრ ვაილმა წმინდა გიორგის დღესასწაულზე დრაკონებით მორთული ბარსელონა.

    იურული პერიოდის პარკი

    30) იგი 1880 წელს ბოტანიკოსმა და გეოგრაფმა ანდრეი კრასნოვმა დააარსა, ოფიციალურად კი მხოლოდ 1912 წელს გაიხსნა.

    ბათუმის ბოტანიკური ბაღი

    40) ეს  XII-XIII საუკუნეების ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილის აზრით ისტორიული თხზულების, „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“-ის ავტორი არის.

    ბასილი ეზოსმოძღვარი

    50) სწორედ მას შეადარა ერკულ პუარომ საკუთარ აბაზანაში კაპიტან ჰასტინგსის მიერ გასამჟღავნებლად ჩამოკიდებული ფოტოფირები. მართლაც რომ ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრებაა.

    ბაბილონის ბაღები (ჩათვლა: სემირამიდას ბაღები)

     

    II რაუნდი

    თემები: მარტივი თემა, ქართული თემა, რომაული თემა, ქალაქური თემა, სატრანსპორტო თემა, წელიწადის დროები.

     

    მარტივი თემა

    20) მისი აზრით, რელიგიებისა და სახელმწიფოების, ჯოჯოხეთის და სამოთხის არ არსებობის წარმოდგენა მარტივია, it easy if you try.

    ჯონ ლენონი (კომ. ლენონის სიმღერა Imagine)

    40) ვიკიპედიის ამ განყოფილებაში 2010 წლის 19 ივნისის მონაცემებით  62 411 სტატია არის დაწერილი.

    Simple English Wikipedia

    60) ეს არის მარტივ რიცხვთა პოვნის უძველესი ხერხი, რომლის ალგორითმი შექმნილია ძველი ბერძენი მათემატიკოსის, ერატოსთენეს, მიერ.

    ერატოსთენეს საცერი

    80) კლიფორდ საიმაკის ჩვენი თემისთვის შესაბამისმა რომანმა დაგვარწმუნა, რომ მასზე მარტივი არაფერი შეიძლება იყოს.

    დრო (კომ. კლიფორდ საიმაკის რომანი „რა შეიძლება იყოს დროზე მარტივი“, ინგ. Time is the simplest thing) 100) სწორედ ეს სიტყვები აღმოხდა პრაღის უნივერსიტეტის რექტორს რელიგიური ეგზალტაციის პროცეში კოცონში შეშის გამალებით მყრელი ქალის დანახვისას.

    წმინდა გულუბრყვილობა

    ქართული თემა

    20) ქართული ვიკიპედიის თანახმად ამ მეცნიერმა 2001 წელს  ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო მიიღო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა.

    გიორგი (გია) დვალი

    40) ქართულენოვანი КВН-ის ერთ-ერთი ხუმრობის თანახმად, იგი ბილ გეიტსთან ერთად ქართული ვინდოუსისთვის ახალი შრიფტის გამოგონებას შეუდგა.

    მეფე ფარნავაზი

    60) მდინარე ქსნის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ამ სოფელში, ძნელი წარმოსადგენია, რომ გაეგონოთ ფრანცისკანელი ბერი უილიამი, მისი სამართებელი და მეთოდი.

    ოკამი (კომ. ალუზია „ოკამის სამართებელზე“)

    80) გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის მიერ დაწერილი ეს ოპერა ქართულ ისტორიულ სიუჟეტზე არის შექმნილი და პირველი საუკუნის ქართველი მეფის, ფარსმანის ვაჟს ეძღვნება.

    რადამისტი

    100) ქათმისებრთა რიგის ამ წარმომადგენელმა ლათინური სახელი მდინარე რიონის ძველი სახელწოდებისგან მიიღო.

    ხოხობი, კოლხური ხოხობი (კომ.Phasianus colchicus; Phasis — მდ. რიონის ძვ. სახელწოდება)

     

    რომაული თემა

    20) ამ  პროგრამის სახელი ინგლისურიდან შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ნერონი რომს წვავს“.

    Nero Burning ROM, Nero (ჩათვლა – აზრობრივად) (კომ. ალუზია ნერონის მიერ რომის გადაწვისა)

    40) ანტიკურ დროში და ახლაც, სწორედ ეს დაწესებულება მდებარეობს რომში ესკულაპისთვის მიძღვნილ კუნძულ ტიბერიანაზე.

    საავადმყოფო

    60) რომს მხოლოდ ეს ერთი დაძმობილებული ქალაქი ჰყავს, რადგან „მხოლოდ რომი არის მისი ღირსი, და მხოლოდ ის არის რომის შესაფერისი“.

    პარიზი

    80) (!) როგორც ჰენრი მორტონი აღნიშნავს, რომში პირველად ყოფნისას ეს ქმედება თვითონაც განახორციელა, თუმცა ზურგით შებრუნება დაავიწყდა. მიუხედავად ამისა, სურვილი მორტონს მაინც აუსრულდა.

    მონეტის გადაგდება ტრევის შადრევანში (კომ. მონეტას შადრევანში რომში კვლავ დასაბრუნებლად აგდებენ)

    100) სწორედ ამ ადგილას აღმოაჩინეს მითიური გმირის, ტოლუსის, თავის ქალა რომში, რაც ავგურების აზრით, იმის მანიშნებელი იყო, რომ რომი მთელი მსოფლიოს „თავი“ (caput) გახდებოდა.

    კაპიტოლიუმის ბორცვი; (ჩათვლა – იუპიტერის ტაძარი) (კომ.Capitolium (capite Toll) – ტოლუსის თავი)

     

    ქალაქური თემა

    20) ამ წიგნის წინასიტყვაობაში ავტორი წერს, რომ „ახალი დროის ადამიანისთვის კულტურული ძალების გამოვლენის და მოჭიდების მთავარი წერტილები ქალაქებია“.

    ადგილის გენია, genius loci (კომ. პიოტრ ვაილის, ჩვენს კლუბში გახმაურებული წიგნი)

    40)  HBO-ს ეს სერიალი დაფუძნებულია ქენდეის ბაშნელის (Candace Bushnell) იმავე სახელწოდების წიგნზე, რომელიც შედგემა New York Observer-სთვის დაწერილი საავტორო სვეტებისგან.

    სექსი დიდ ქალაქში (კომ. ინგ. Sex and the City)

    60) ეს ქალაქი 451-452 წლებში, ატილას ურდოების თარეშისგან თავის დახსნის მცდელობისას დაარსდა, როდესაც აკვილეის მოქალაქეებმა თავშესაფარი ადრიატიკის ლაგუნებში განლაგებულ კუნძულებზე ჰპოვეს.

    ვენეცია

    80) ინგლისურენოვან ვიკიპედიაში მის შესახებ სტატიაში შეხვდებით სისხლიან მერის,  ჩინეთის დიდ კედელს, ალიგატორს და რამდენიმე ადამიანს სახელად Jack-ი.

    ქალაქური ლეგენდა, Urban legend

    100) სოფელ ვიქსჰაუზენში 1994 წლის 9 ნოემბერს აღმოჩენილი ეს ქიმიური  ელემენტი ერთ-ერთი ევროპული ქალაქის სახელს ატარებს.

    დარმშტადტიუმი (კომ. გერმანული ქალაქი დარმშტადტი – ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო-საკვლევი ცენტრი მსოფლიოში)

    სატრანსპორტო თემა

    20) მეცხრამეტე საუკუნის ბოლო მეოთხედის ამ პოპულარულ ტრანსპორტს ბენჯამინ დიზრაელი „ლონდონის გონდოლას“ უწოდებდა.

    კები

    40) ჯულიან ბარნსის მიხედვით, ამ სატრანსპორტო საშუალების მგზავრებმა ვოიაჟის შემდეგ „ზღვის მგლების კლუბი“ შექმნეს, სადაც ის სახეობები გაერთიანდნენ, რომლებიც მთელი მოგზაურობის განმავლობაში არც ერთხელ არ დატანჯულან   ზღვის ავადმყოფობით.

    ნოეს კიდობანი

    60) სწორედ ასეთი ტიპის ერთ-ერთმა პირველმა ხომალდმა „სტრატლივენმა“ გადაიტანა 40 ტონა საქონლის და ღორის ხორცი 1880 წელს მელბურნიდან ლონდონში.

    გემი-რეფრიჟერატორი, გემი-მაცივარი (ჩათვლა: აზრობრივად)

    80) ტენესი უილიამსის ამ ნაწარმოების სახელწოდება დაკავშირებულია ვინმე დეზირე მონტრესთან, რომლის სახელობის ერთ-ერთ ქუჩაზე, ახალ ორლენაში, დღესაც დგას ტრამვაის ვაგონი.

    სურვილი ტრამვაი (კომ. ფრანგული სახელი Desiree Desire – ინგ. სურვილი)

    100) თვითმფრინავ Ан-22-ის  ეს  სახელწოდება შეიძლება ითქვას რომ კურიოზულია, რადგან თვითმფრინავის სეხნია ბერძნულ მითოლოგიაში ჰაერში სრულიად უსუსური იყო.

    ანტეოსი (კომ. მითს თანახმად, გოლიათ ანტეოს ვერავინ მოერეოდა, სანამ იგი მიწას ეხებოდა)

     

    წელიწადის დროები

    20) სწორედ ამ  პოლიტიკურ მოვლენებს ეძღვნება ჯონ უოტერსის ევროვიზია 2007-თვის დაწერილი სიმღერა „They Can’t Stop The Spring“.

    პრაღის გაზაფხული (კომ. ალუზია ალ. დუბჩეკის სიტყვებზე: „მათ შეუძლიათ ყვავილები გათელონ, მაგრამ გაზაფხულს ვერ შეაჩერებენ)

    20) დედამიწის ჰიპოთეტური მდგომარეობა ბირთვული ომის შემდგომ.

    ბირთვული ზამთრი

    60) ავტორის შემოქმედების ეს მთავარი თემა პირველად 1894 წელს დაწერილ მოთხრობაში, „სოლომონ მორბელაძე“-ში გამოჩნდა.

    შემოდგომის აზნაურები (კომ. დავით კლდიაშვილი)

    80) სწორედ ამ უბრალო სახელწოდებას ატარებენ აშშ-ში 1981 წელს, ხოლო საბჭოთა კავშირში 1975 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმები.

    წელიწადის დროები

    100) რუსულენოვანი ვიკიპედიის თანახმად, ამ არიის საფუძველში უკრაინული ძილისპირული „Ой ходить сон коло вікон“ არის, რომელიც ერთხელ ჯორჯ გერშვინმა ნიუ-იორკში მოისმინა.

    Summertime

     

     

    III რაუნდი

    თემები: …ანი…,  მოთამაშე თემა,  ცოლ-ქმრული თემა, ცოლ-ქმრული თემა, …ალ…, კინემატოგრაფი.

     

    …ანი…

    30) ამ ტერმინით ინგლისურში მხოლოდ კუნძულის ინდონეზიურ ნაწილს აღნიშნავენ.

    კალიმანტანი

    90) ამ ქართველმა მოგზაურმა და ვაჭარმა მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ხუთჯერ იმოგზაურა ინდოეთში

    რაფიელ დანიბეგაშვილი

    60) რუდოლფ  ბალანდინის მიხედვით, ეს სიტყვა მაშინ წარმოიშვა, როდესაც ტიტანომახიის დროს პანმა საშინელად დასჭექა  და ტიტანები დააფრთხნენ.

    პანიკა

    120)  მისი აღმოჩენისთვის განკუთვნილ დიდებაში გალილეო გალილილეის გერმანელი სიმონ მარიუსიც ეცილებოდა.

    განიმედი

    150) მის შესახებ დაწერილ სტატიას ალმანახ „საუნჯის“ 1988 წლის მაის-ივნისის ნომერში „მწერალი, რომელიც ზღვაში ხეებს რგავდა“ ეწოდება.

    ბორის ვიანი

    მოთამაშე თემა

    30) კომიკოს გავრილ გორედიევის აზრით, ამ  კომპიუტერული თამაშის პროტოტიპი ქალის ჩანთაა, სადაც უამრავი ხარახურის ჩაყრა უსასრულოდ შეიძლება.

    ტეტრისი

    60) ერთი ვერსიით, ამ თოჯინის პროტოტიპი გერმანულ Bild Zeitung გამოქვეყნებული ეროტიკული კომიქსების მთავარი გმრი, ბილდ ლილი იყო.

    ბარბი

    90) გერმანის ეს არია ჩაიკოვსკის ოპერის „Пиковая дама“-ს მესამე მოქმედებიდან, კითხვის ავტორის აზრით, აქ მყოფი ყველა ადამიანისთვის ნაცნობი უნდა იყოს.

    „Что наша жизнь? Игра!“

    120) სწორედ ამ მანიაკალური დაავადებით იტანჯებოდა „ჰარი პოტერის“ თავგადასავლების ერთ-ერთი გმირი, ლუდო ბეგმანი.

    ლუდომანია, აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილება (კომ. Ludo – ლათინურად ნიშნავს თამაშს)

    150) გასული საფეხბურთო სეზონი (2009-2010 წლები) მარსელის ფეხბურთელმა მოჰამედ დენოუნმა, შეიძლება ითქვას,  Ligue 2-ის ამ ქალაქის გუნდის „ტყვეობაში“ გაატარა.

    ავინიონი (კომ. სახეხბურთო კლუბი Athlétic Club Arles-Avignon. ალუზია პაპების ტყვეობაზე ქალაქ ავინოინში 1309-1378 წლებში)

     

    ცოლ-ქმრული თემა

    30) მათ ერთმანეთის მისტე და მისი სმიტების გადაღებისას გაიცნეს. ვერაფერს იტყვი! მშვენიერი ოჯახი შედგა.

    ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი

    60) მან მიუძღვნა საკუთარ მეუღლეს,ანა-მაგდელენას,  მცირე ფორმის პოლიფონიური პიესებისგან შედგენილი კრებული,   რომელსაც ხშირად დამწყები მუსიკოსები ასრულებენ,

    იოჰან სებასტიან ბახი

    90) ფელიქს კრივინის იუმორესკის მიხედვით, მართალია, ამ რომაელმა ცოლი გაუშვა, მაგრამ ეჭვები მაინც დარჩნენ.

    იულიუს კეისარი (კომ. ალუზია კეისრის სიტყვებზე: კეისრის ცოლი ეჭვებზე მაღლა უნდა იდგეს)

    120)  მის მოთხრობაში, „პატრიოტიზმი“, 1936 წლის წარუმატებელი შეთქმულების შემდეგ, სინძი ტაკეიამამ და მისმა ცოლმა, რეიკომ, ჰარაკირი გაიკეთეს.

    იუკიო მისიმა (კომ. ჩათვლა ხირაოკო კიმიტაკე)

    150) ისინი პირველი სამოქალაქო პირები იყვნენ აშშ-ს ისტორიაში, რომლებიც ჯაშუშობისთვის სიკვდილით დასაჯეს

    იულიუს და ეტელ როზენბერგები

    …ალ…

    30) ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მესამე ტომის მიხედვით, ეს არის „ძალიან ძლიერი ქარი …, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დიდი მატერიალური ზარალი“.

    გრიგალი

    60) ეს არქაული ქართული სიტყვა, რომელიც საქონლის მყოდველისა და გამყიდველს შორის ფასში მომრიგებელს, შუამავალს ნიშნავს, ორმაგად შეესაბამება ჩვენს თემას.

    დალალი

    90) ამ ალკოჰოლური სასმელის მზარდი პოპულარობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი XIX-ის საუკუნის ბოლოს საფრანგეთში მავნებლის, ფილოქსერას გავრცელებაც იყო, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა ფრანგულ ვენახებს.

    კალვადოსი

    120) ტროას დაუმარცხებლობის ამ ხის სიმბოლოს სახელი ჯერ 1802 წელს აღმოჩენილ ასტეროიდს, ხოლო შემდეგ მენდელეევის ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემის 46-ე ელემენტს ეწოდა.

    პალადიუმი, პალადა

    150) ჯუზეპე ვერდის ეს უკანასკნელი ოპერა უილიამ შექსპირის კომედიის, „უინძორელი ანცების“, სიუჟეტზე დაიწერა.

    ფალსტაფი

     

    კინემატოგრაფი

    30) სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიოდა ჩარლი ჩაპლინი , როდესაც ამბობდა – „ჩემი გმირი არა რეალური ადამიანია, არამედ იუმორისტული იდეა, კომიკური აბსტრაქცია“.

    ხმოვანი კინო

    60) გოგონას, რომელსაც მხოლოდ ამ ფილმით აქვს შექმნილი წარმოდგენა ინდოეთზე, სერიალ The Big Bang Theory-ის ერთ-ერთი გმირი საკუთარ თავს წარუდგენს როგორც „ასტროფიზიკისი ჯურღმულებიდან“.

    მილიონერი ჯურღმულებიდანინგ. Slumdog Millionaire

    90) ამ ჟანრის კინოების უმრავლესობა ესპანურ უდაბნო ტაბერნასში გადაიღეს.

    სპაგეტი-ვესტერნი

    120) სწორედ ამ ფილმზე მუშაობისას შექმნა ფარულად ლაბორატორია “Dolby”-მ ამერიკულ კომპანია „Lucas-Film THX”-თან ერთად  პირველი გარემომცველი ხმის არხების ჩაწერის და  ახალი ციფრული ტექნოლოგია Surround EX

    ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი I. ფარული საფრთხე

    150) მისი მოღვაწეობა „კინოში“  1981 წელს დაიწყო, ხოლო ტრაგიკულად დასასრულა  1990 წელს, ლატვიაში.

    ვიქტორ ცოი (კომ. საკულტო რუსული როკ-ჯგუფი Кино)

     

    ერუდიტი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზამთრის ჩემპიონატი.

    რედაქტორი: რატი შუბლაძე.

    მეორე წრე.

    მესამე შესარჩევი თამაში

    I რაუნდი

    თემები: ოქროსფერი თემა, ისტორიული თემა, …რატ…, საგზაო თემა, ბრაზილიური თემა, ფელიპეს თემა.

    ოქროსფერი თემა

    10) ქრიზომალოსის  ტყავი იყო, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით კოლხეთში ჰერმესმა გამოგზავნა ზევსის ბრძანებით.

    ოქროს საწმისი

    20) ბოსფორის სრუტის ამ ყურის სახელწოდება ბერძნული ტერმინის, ქრიზოკერასიდან მოდის.

    ოქროს რქა

    30) ამერიკული კინოპრემია, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია აწესებს 1944 წლიდან კინო- და ტელეფილმებისთვის.

    ოქროს გლობუსი

    40)  1849 წლის ოქროს ციებ-ცხელების შემდეგ, ეს ამერიკული შტატი Golden State-ის სახელს ატარებს.

    კალიფორნია

    50) XII-XIII-ში მოღვაწე ქართველი ოქრომჭედლები, რომლებიც წარმოშვებით კლარჯეთიდან უნდა ყოფილიყვნენ.

    ბექა და ბეშქენ ოპიზარები

    ისტორიული თემა

    10) ძველი ბერძენი ისტორიკოსი, დასავლეთის კულტურაში საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც “ისტორიის მამა”.

    ჰეროდოტე

    20)  ზეპირმეტყველების თხრობითი ჟანრი, რომელსაც საფუძვლად უდევს ზღაპრული, სასწაულებრივი ამბავი ან ფანტასტიკური იერსახე.

    ლეგენდა

    30) ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატების  ისტორიაში მას ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი მატჩი აქვს ნათამაშები.

    ლოთარ მათეუსი

    40) გაბრიელ ლაუბის აზრით, ისინი მიწიდან თხრიან ისტორიას, რომელიც პოლიტიკოსებმა დამალეს.

    არქეოლოგები

    50) ისტორიის ამ ჟანრის ფუძემდებელი ტიტუს ლივიუსი იყო, რომელმაც ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფოს და რომის იმპერიის შესაძლო დაპირისპირება აღწერა

    ალტერნატიული ისტორია

    …რატ…

    10) პირველად იგი რომში ჩვენი წელთაღრიცხვით 60 წელს ჩამოყალიბდა, მეორეჯერ კი ჩვ. წ. ა. 43. აღსანიშნავია, რომ ორივეს შემადგენლობაში იულიუს კეისარი შედიოდა.

    ტრიუმვერატი

    20) ფსევდოდოკუმენტური ფილმი-კომედია, რომელშიც საშა ბარონ კოენის მიერ განსახიერებულია – ყაზახი ჟურნალისტი აშშ-ში მოგზაურობს.

    ბორატი

    30) დიახ, ამ ბიბლიაში მოხსენიებული მთის სახელი თურქულად „ტკივილის მთას“ ნიშნავს.

    არარატი

    40) საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი, რადიკალური ჟურნალისტი, იაკობინელების ერთ-ერთი ლიდერი. ცნობილია მეტსახელით „ხალხის მეგობარი“.

    ჟან-პოლ მარატი

    50) რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 1997 წელს მან შვეიცარულ როკ-ჯგუფ  Gotthard-თან ჩაწერა ალბომი „One Life One Soul“

    მონსერატ კაბალიე

    საგზაო თემა

    10) მართალია ბუქარესტის სამიტზე ეს, ე.წ. საგზაო რუკა ვერ მივიღეთ, თუმცა მოგვცემს უფრო მეტი

    MAP

    20) ჩვენ ვერ შევხვდებით ამ მიწისზედა ტრანსპორტის სახეობას მალტაში, კვიპროსზე, ისლანდიაში, ავღანეთში, პაპუა ახალ გვინეაში და ა.შ.

    რკინიგზა

    30) ამ ნაწარმოებში პეტერბურგში განათლებული ქართველის ახალი ტიპი ადგილობრივ მოხევესთან კამათობს სხვადასხვა საჭირბოროტო თემებზე.

    მგზავრის წერილები

    40) ის აგრეთვე ცნობილია სხვა სახელებითაც: დევის ნამუხლარი, ხარის ნავალი, იერუსალიმის გზა, დათვისფეხა, ცისიკანკლედი, რძიანი გზა.

    ირმის ნახტომი

    50) იაპონური ეროვნული საბრძოლო ხელოვნებისა და ბრძოლის სახეობების ერთობლიობა, რომელიც სიტყვა-სიტყვით „მეომრის გზას“ ნიშნავს.

    ბუსიდო

    დეკემბრის თემა

    10) სწორედ ეს ორი ნიშანია დეკემბერში დაბადებულების ზოდიაქო.

    მშვილდოსანი, თხის რქა

    20) ქართული წარმათული კალენდრით, დეკემბრის სახელწოდება ტირისდენი იყო, რომელიც ამ სახელით შეიცვალა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ.

    ქრისტეშობისთვე

    30) ამ დღეს აღნიოშნავს მსოფლიო ყოველწლიურად შიდსის პანდემის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების დღეს.

    1 დეკემბერი

    40) სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, 27 დეკემბერს დაიბადა ეს ფრანგი მსახიობიც, დანტონის, ვიდოკის და ფრანსუა ვატელის როლების უბადლო შემსრულებელი.

    ჟერარ დეპარდიე

    50) 5 დეკემბერს, სწორედ მის დაბადების დღეს ემთხვევა ტაილანდში პოპულარული მამის დღის აღნიშვნა

    ტაილანდის მეფე

    ბრაზილიური თემა

    10) „სამოსელი პირველში“ ნახსენები ეს დასახლებული პუნქტი სინამდვილეში ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბაიას შტატში მდებარეობს.

    კანუდოსი

    20) 1929 წლამდე ბრაზილია ამ კოფეინის შემცველი პროდუქტის 80% აწარმოებდა მსოფლიოში.

    ყავა

    30) მსოფლიო ჩემპიონი, ფორმულა 1-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი, რომელიც 12994 წელს დაიღუპა სან-მარინოს გრან პრის დროს.

    აირტონ სენა

    40) ბრაზილიური თრეშ მეტალი ჯგუფი ბელუ-ორიზონტიდან, რომელიც ჩამოყალიბდა 1984 წელს. მისი სახელი პორტუგალიურად ნიშნავს „საფლავს“

    Sepultura

    50) 2011 წლის პირველი იანვრიდან ეს წარმოშვებით ბულგარელი ქალბატონი გახდება ბრაზილიის პრეზიდენტი.

    დილმე რუსეფი

    ფელიპეს თემა

    10) ამბობდნენ, რომ ის ღმერთების შვილი იყო, თუმცა ვერ გავექცევით რეალობას. მამამისი მაკედონიის მეფე ფილიპე მეორე გახლდათ.

    ალექსანდრე მაკედონელი

    20) ამ საფეხბურთო გუნდის მფლობელი და მთავარი სპონსორი ჰოლანდიური ელექტრომოწყობილებების და სამედიცონო აპარატურის მწარმოებელი კომპანია Philips არის.

    PSV ეინდჰოვენი

    30) რუი ლოპეს დე ვილიალოვოსმა ამ ქვეყანას სახელი ესპანეთის მეფის ფილიპ II-ის პატივსაცემად უწოდა.

    ფილიპინები

    40) ადამიანი, რომლისს სახელს ატარებდა 1934-1989 წლებში ქალაქი ოზურგეთი, 1941 წლსი 10 დეკემბერს გარდაიცვალა გულის უკმარისობით

    ფილიპე მახარაძე

    50) სწორედ ამ სახელმწიფოს ტახტოს მემკვდირეა პრინცი ფილიპი, ბრაბანტის ჰერცოგი.

    ბელგია

    II რაუნდი

    თემები: ფულის თემა, მოდური თემა, მოსიარულე თემა, კარი, მხედრული თემა, გასაღებების თემა.

    ფულის თემა

    20) ეს ქართველი არის გამოსახული 200 ლარიან ბანკნოტზე.

    ქაქუცა ჩოლოყაშვილი

    40) ეროვნული ვალუტის ერთეულში ოქროს შემცველობის ოფიციალური შემცირება ან მისი კურსის დაცემა უცხოურ ვალუტასთან შედარებით.

    დევალვაცია

    60) 2009 წლის ამ ფილმის თანახმად, ფულს არასდროს ძინავს.

    Wall Street: Money Never Sleeps

    80) ამ გარიგების შედეგად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2 100 000 კმ2, პროცენტების გათვალისწინებით, იმდროინდელ 23 მილიონ დოლარად იყიდა.

    ლუიზიანას შესყიდვა

    100) არისტოტელე ონასისის თქმით, თუ ისინი არ იარსებებდნენ, ყველა ფული მთელ სამყაროში აზრს დაკარგავს.

    ქალები

    მოდური თემა

    20) გერმანული წარმოშვების ბრაზილიელი მოდელი,  Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი სახე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი ლეონარდო დი კაპრიოსთან რომანით გახდა.

    ჟიზელ ბიუნდჰენი

    40) იგი 1997 წელს დაარსა მიშელ ადამ ლიზოვსკიმ და ამის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სათანამგზავრო არხი გახდა.

    Fashion TV

    60) ამ მოდის შესახებ    ჟურნალს ისტორია 1949 წელს, მიუნხენში იწყება. თვდაპირველად მას „Favorit“ უწოდეს, შემდეგ კი სახელი გამომცემლის და ავტორის მიხედვით შეუცვალეს.

    Burda

    80) იტალიური მაღალი მოდის კომპანია რომელიც მამაკაცების და ქალების ფუფუნების საგნებს ამზადებს. როგორც აღმოჩნდა, მას 2006 წლიდან  უწმნური ძალებიც ეტანებიან.

    პრადა

    100) ასე ეწოდება ტანსაცმლის მოდელს, რომელიც იწარმოება დიდი რაოდენობით და იყიდება მაღალი მოდის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ პატარა მაღაზიებში, ბუტიკებში.

    prêt-à-porter

    მოსიარულე თემა

    20) Diageo-ს კუთვნილი შოტლანდიური ვისკის ცობილი მარკა, რომელსაც საფუძველი 1867 წელს, ქალაქ კილმარნოკში ჩაეყარა.

    Johnnie Walker

    40) ) კომპანია სონის პოპულარული ბრენდი, რომელსაც პორტატული აუდიო მოწყობილობების მარკეტირებისთვის იყენებს.  სიტყვა იმდენად განზოგადდა და გავრცელდა, რომ ორიგინალური სონის პერსონალური სტერეო-დამკვრელების გარდა, რომ ხშირდა სხვა მწარმოებლების მიერ გამოშვებული მსგავსი მოწყობილობების მიმართაც იხმარება.

    Walkman

    60) სპორტის ამ სახეობაში პოლონელმა რობერტ კორჟენიოვსკიმ ზედიზედ სამ ოლიმპიურ თამაშზე მოახერხა ოთხი ოქროს მედლის აღება.

    სპორტული სიარული

    80) სწორედ ამ პროფესიის წარმომადგენლების სიარულის მანერა ინგლისურ ენაში ხასიათდება  როგორც catwalk.

    მოდელები

    100) სპორტის ამ სახეობას ადარებს მასობრივი კომუნიკაციების მკვლევარი დე ფლორსი სატელევიზიო ტალღებზე ხეტიალს, მათ წამდაუწუმ გადართვის ჩვევას თანამედროვა ეპოქაში.

    სერფინგი (კომ. სპორტშიც და ტელევიზიაშიც, საქმე ტალღებთან გვაქვს )

     

    კარი

    20) ქართული მართლმადიდებლური ჟურნალი, რომლის რეცენზენტ-კონსულტანტია დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

    კარიბჭე

    40) ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის განაპირა ზღვა. გაწოლილია კუნძულ ახალ მიწასა და ჩრდილოეთ მიწას შორის.

    კარის ზღვა

    60) საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი კონცეპცია, რომელიც  სათავეს ოპიუმის პირველი ომის შემდეგ იღებს და ბრიტანელმა დიპლომატებმა მოახვიეს თავს ცინის დინასტიის ჩინეთს

    ღია კარის პოლიტიკა

    80) სასამართლო დაწესებულება და მისი შენობა ძველ საქართველოში, მართლმსაჯულების დარგში დავით აღმაშენებლის სარეფორმო მოღვაწეობის შედეგად სააჯო კარს უმაღლესი სასამართლოს ფუნქციები დაეკისრა და მის ფუნქციონირებას მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი წარმართავდა.

    სააჯო კარი

    100) ამ ცნობილი მექსიკელი მეკარის ერთ-ერთი მეტსახელია“ El Cinco Copas“ –„ 5 თასი“ ესპანურად.

    ანტონიო კარბახალი

    მხედრული თემა

    20) ქართული დამწერლობის განვითარების ბოლო, მესამე საფეხური, ასომთავრულის და  ნუსხურის შემდეგ.

    მხედრული

    40) პროფესიონალი მხედარი, რომელიც დოღში მონაწილეობს.

    ჟოკეი

    60) სხვადასხვა ხალხის ფოკლორის ეს პოპულარული გმირი პოპულარული 1866 წელს მაინ რიდმა გახადა.

    უთავო მხედარი

    80) ეს ოთხეული 1971 წელს ქარიშხალზე ამხედრებული გაემგზავრა მუსიკალური სამყაროს დასაპყრობლად.  ბოლო ალბომი ყველაზე წარმატებული გამოვიდა.

    The Doors

    100) ოლიმპიური თამაშების პორგრამაში პირველად 1900 წელს დაშვებული საცხენოსნო სპორტის ერთ-ერთი სახეობამ  შეჯიბრება დაბრკოლებათა გადალახვაში.

    კონკური

    გასაღებების თემა

    20) სწორედ მისი და ოქროს გასაღების თავგადასვლის შესახებ მოგვითხრო საბჭოთა მწერალმა ალექსეი ტოლსტოიმ.

    ბურატინო

    40) სწორედ ამ სახელით არის უფრო ცნობილი ჩვენთვის მუსიკალური ტერმინი „სოლ“ გასაღები.

    ვიოლინოს გასაღები

    60) ამ ევროპული ქვეყნის დროშასა და გერბზეა გამოსახული ორი გადაჯვარედინებული გასაღები.

    ვატიკანი

    80) მისი თქმით, „მხოლოდ ღვთაებრივ სიყვარულს შეუძლია ჭეშმარიტი ცოდნის გასაღების მოცემა“. ალბათ ამიტომაც,  იგი ეჭვიანობის ნიადაგზე საკუთარმა საყვარეკმა, პოლ ვერლენმა დაჭრა.

    არტურ რემბო

    100) 1853 წელს, ცილისწამებებისგან თავის დასაცავად, ამ ქალბატონმა საკუთარი ნაწარმოების უკეთ აღსაქმელი „გასაღები“ დაწერა.

    ჰარიეტ ბიჩერ სტოუ

    III რაუნდი

    თემები:  სატელეფონო თემა, ფერადი თემა, თემა ცხოველების შესახებ, სადღესასწაულო თემა, საშობა თემა,  მჭედლების თემა.

    სატელეფონო თემა

    30) ამ მიზეზით ალექსანდრ გრეჰემ ბელი არასდროს არ სარგებლობდა საკუთრი გამოგონებით დედასთან და დასთან დასაკავშირებლად.

    ისინი ყრუები იყვნენ

    60) პირველად ეს მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგია საკუთარ მობილურ ტელეფონებში კომპანია Ericsson-მა გამოიყენა 2002 წელს.

    Bluetooth

    90) ჰიდეო ნაკატას 1998 წლის ფილმის რიმეიქი, რომელის 2002 წელს გორ ვერბინსკიმ გადაიღო  ნაომი უოტსისა და მარტინ ჰენდერსონის მონაწილეობით.

    ზარი, The Ring

    120) ეს მწერალი უარყოფს თანამედროვე კავშირგაბმულობის ტექნოლოგიებს, მობილურ ტელეფონებს, 2006 წელს კი დაწერა წიგნი „Cell“ – მობილური.

    სტივენ კინგი

    150) აშშ-ში მისი საყოველთაო გამოყენება 1968 წლიდან დაიწყეს. პირველი ზარი ალაბამაში განხორციელდა. თქვენ კი ამ გამოუვალი სიტუაციიდან დასახმარებლად და შეკითხვის გამოსაცნობად  სხვადასხვა ჰოლივუდური ბლოკბასტერები გაიხსენეთ.

    9-11

    ფერადი თემა

    30) ძველბერძნულ მითოლოგიაში ის ითვლებოდა ირიდას, ღმერთებისა და ხალხს შორის შუამავალის, გზად.

    ცისარტყელა

    60) გაფიცვების, პროტესტებისა და პიკეტების სერია 2005 წლის ზამთარში, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში ვიქტორ იუშენკო მოვიდა უკრაინაში

    ნარინჯისფერი რევოლუცია

    90) ძირითადად მსოფლიოში გავრცელებულია მისი სამი სტანდარტი  PAL, NTSC და  SECAM.

    ფერადი ტელევიზია, ფერადი ტელევიზორი

    120) მისი წარმოშვებისთვის ჩვენ ჰენრი მანჩინის უნდა გადავუხადოთ მადლობა , მულტფილმა კი 1964 წელს უცნაური კატისებრთა ჯიშის ამ წარმომადგენლის შესახებ ოსკარიც კი მოიპოვა.

    ვარდისფერი პანტერა

    150) ეს ქალაქია წარმოდგენელი მაქსიმ გორკის ნაწარმოებში „ყვითელი ეშმაკის ქალაქი“, რომელშიც აღწერილია გარემო, როგორც მხოლოდ ფულის კეთების ადგილი.

    ნიუ-იორკი

    თემა ცხოველების შესახებ

    30) რა სახელით ვინობთ ნიუკასლელ ბიჭებს: ერიკ ბერდონს, ალან  პრაისს, ჩას ჩანდლერს, ჯონ სტილს და ჰილტონ ვალენტაინს 1962 წლიდან.

    The Animals

    60)  ჩვენთვის ბავშვობიდან ნაცნობი ვეფხვი რადიარ კიპლინგმა ერთ-ერთ ინდოელ ფადიშახის გავლენით შექმნა

    შერხანი

    90)რომაელები ამ ფრინველის ენას დელიკატესად თვლიდნენ როგორც 1865 წლის წიგნში აღმოჩნდა, მათი გამოყენება სპორტულ ინვენტარადაც შეიძლება.

    ფლამინგო

    120) 1988 წლის ამ ოსკაროსან ფილმში ბოლოს და ბოლოს გავიგეთ, თუ ვინ ცდილობდა ვინმე როჯერისთვის უსიამოვნებების შექმნას.

    ვინ გაწირა კურდღელი როჯერი, ვის უნდოდა კურდღელ როჯერის დაღუპვა, Who Framed Roger Rabbit

    150) ჟურნალი   “Наука и жизнь” 1983 წელს ამ ხელსაწყოთი ურჩევდა მკითხველებს საკუთარი ძაღლებისა და კატების რეგულარულად გაწმენდას.

    მტვერსასრუტი

    სადღესასწაულო თემა

    30) საქართველოში ამ ქრისტიანული დღესასწაულის თანმდევი რიტუალებია მეკვლეობა და  ლობიანების გამოცხობა.

    ბარბარობა

    60) საინტერესოა, თუმცა ლოგიკური, რომ ამ დღეს ნეპალსა და მადაგასკარში მხოლო ქალები ისვენებენ.

    8 მარტი

    90)  1995 წლიდან, ყოველ 19 სექტემბერს ჩვენ თამამად შეგვიძლია მივულოცოთ ეს პროფესიული დღესასწაული სომალელთა მნიშვნელოვან ნაწილს.

    მეკობრის დღე

    120) პომპეზური აღნიშვნების ისტორიის მიხედავად, ეს დღე საბჭოთა კავშირში არასამუშაოდ მხოლოდ 1965 წელს გამოცხადდა

    9 მაისი

    150) ღამე, როდესაც ძველი გერმანული ხალხური ცრურწმენით ჰარცის მთის უმაღლეს მწვერვალ ბროკენზე იმართება კუდიანებისა და ჯადოქრების დღესასწაული, ღრეობა.

    ვალპურგის ღამე

    საშობა თემა

    30) მისი ოფიციალური საფოსტო განყოფილება ნორვეგიულ სოფელ დრიობაკში მდებარეობს.

    სანტა-კლაუსი

    60) სწორედ ამის სიმბოლოა ვარსკვლავი საშობაო ნაძვის ხეების მორთულობაში.

    ბეთლემის ვარსკვლავი

    90) სწორედ ამ იმპერატორის დროს დაუწყო მოსახლეობს აღწერა რომის იმპერიაში, რის გამოც მარიამი და იოსები ბეთლემში გაემგზავრნენ.

    ოქტავიანე ავგუსტუსი

    120) სწორედ ამ რიცხვში დაიწყო საშობაო მარხვა 2010 წელს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლისთვის.

    28 ნოემბრი

    150) არსებობს მოსაზრება, რომ 25 დეკემბერი შობის თარიღად ამ ღვთაების აღმნიშვნელი დღესასწაულის ამოსაძირკვად შეიქმნა, რომელიც ადრექრისტიანულ ეპოქაში ფართოდ იყო გავრცელებული რომის იმპერიაში.

    მიტრა

     

    მჭედლების თემა

    30) ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და ჰერას ძე, ზოგი ვერსიით  უმამოდ შობილა ჰერასგან.

    ჰეფესტოსი

    60) ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. ავტორი გახმაურებული ქართული ფილმისა „პირველი მერცხალი“

    ნანა მჭედლიძე

    90) სერგეი სტრატანოვსკი მას ეკონომიკის მჭედელს უწოდებდა.

    ადამ  სმიტი

    120) სწორედ ეს მითიური რასა შექმნა ტოლკინის ლეგენდარიუმში მჭედელმა აულემ. ალბათ ამით აიხსნება მათი მიდრეკილება მეტალების მიმართ.

    გნომები, დვარფები, ჯუჯები

    150) ტოლიატის შემდეგ უდიდესი ქალაქი რუსეთში, რომელიც არ არის ადმინისტრაციული ცენტრი.

    ნოვოკუზნეცკი

    ერუდიტი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზამთრის ჩემპიონატი.

    რედაქტორი: რატი შუბლაძე.

    მეორე წრე.

    მეორე შესარჩევი თამაში

    I რაუნდი

    თემები: სახლის თემა, …გორ…, ტყის თემა, აფრიკული თემა,  მკვდარი თემა, თხევადი თემა.

     

    სახლის თემა

    10) ლონდონელი გამომძიებლის საპატივცემულოდ ეს ექიმიც 221ბ სახლში ცხოვრობს.

    ექიმი ჰაუსი

    20) ძმებ გრიმების ამ პერსონაჟებს კინაღამ მთელი სახლი შემოეჭამათ ამავე სახელწოდების 1812 წლის ზღაპარში.

    ჰენზელი და გრეტელი

    30) ამერიკული სატელევიზიო დრამედიული სერიალია, შექმნილი მარკ ჩერის მიერ, რომელშიც  მოქმედება ქალთა ჯგუფის ცხოვრებას მისდევს.

    სასოწარკვეთილი დიასახლისები

    40) პირველყოფილ-თემური წყობილების პერიოდში გვარის უხუცესი, გვიანდელ ფეოდალურ პერიოდში კი იგი უკვე ადმინისტრაციული ფუნქციების მქონე დაბალი წრის მოხელე გახდა.

    მამასახლისი

    50) მაღალსართულიანი სახლების ბოლო სართული, იზოლირებული ფეშენებელური ბინა.

    პენტჰაუზი

    …გორ…

    10) მის მიერ განხორციელებულმა რეფორმამ დაასრულა ცივი ომი, თუმცა ამასთან დასრულდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ჰეგემონიაც და დაიშალა თავად საბჭოთა კავშირი.

    მიხეილ გორბჩოვი

    20) ამ მინისტრმა 1995 წლის სექტემბერში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა.

    იგორ გიორგაძე

    30) ლე, უვადო, მოხრილი და დრეკადი ხმალი, რომელსაც შუაში ერთი ფართო, ხოლო ყუისკენ დამატებით ორი ვიწრო ღარი გასდევს. აქვს თავისებური დაღა – ხმლის ყუაზე გამოყვანილი ტალღოვანი რკალები ან ხმლის პირზე ორი მოპირდაპირე, დაკბილული პატარა ნახევარრკალი.

    გორდა

    40) რონ ჰოვარდის 2000 წლის ამ ფილმში აღწერილია ერთი მწვანე ბოროტმოქმედის დანაშაულის მცდელობა.

    როგორ მოიპარა გრინჩმა შობა

    50) ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში 1913 წელს. ინდოეთისა და ბანგლადეშის ჰიმნების ავტორი.

    რაბინდრანათ თაგორი

    ტყის თემა

    10)  ეს იაკუტიური სიტყვა აღნიშნავს  ხშირი წიწვოვანი ტყის ზოლს ევროპის, აზიისა და ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში.

    ტაიგა

    20) 1994 წლის ფილმი, რომელიც ეფუძნება უინსტრონ გრუმის ამავე სახელწოდების რომანს და მოგვითხრობს მთავარი გმირის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე.

    ფორესტ გამპი

    30) მოთხრობების კრებული. 1893-1894 წლებში მათი ნაწილი გამოიცემოდა სხვადასხვა ჟურნალში. ორიგინალური ილუსტრაციები შესრულებული იქნა ავტორის მამის, ჯონ ლოკვუდ კიპლინგის მიერ.

    ჯუნგლების წიგნი

    40) ამ ქართველმა მეფემ ვეჯინის ციხის ალყას აჯამეთის ტყეში ნადირობა არჩია.

    გიორგი მეორე

    50) 1918 წლის 11 ნოემბერს, საფრანგეთის ერთ-ერთ ტყეში დადებული ზავი ანტანტის წევრებსა და გერმანიას შორის, რომელმაც ბოლო მოუღო პირველ მსოფლიო ომს.

    კომპიენის ზავი

    აფრიკული თემა

    10) ამ ერთ-ერთი უძლიერესი აფრიკული საფეხბურთო ნაკრების ზედეტსახელია „სპილოები“.

    კოტ-დ’ივუარი

    20) ამ მთის ძირას განვთარებული დრამატული მოვლენები 1936 წლის წიგნშ ერნს ჰემინგუეიმ გვიამბო.

    კილიმანჯარო

    30)  აფრიკის სამხრეთით მდებარე კონცხი, რომელიც პირველმა ევროპელთაგან ბართოლომეუ დიაშმა აღმოაჩინა  და მას ქარიშხლის კონცხი დაარქვა.

    კეთილი იმედის კონცხი

    40) იგი წინ უძღვებოდა სისხლიან სახელმწიფო გადატრიალებას, რომელმაც დაამხო მეფე ფარუკის მონარქია და გამოაცხადა მოდერნიზაციისა და სოციალისტური რეფორმების ახალი პერიოდი ეგვიპტეში.

    გამალ აბდელ ნასერი

    50) პირველი აფრიკელი, რომელმაც 1986 წელს ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში.

    ვოლე შოიინკა

    მკვდარი თემა

    10) ბელოსურის ბოლო ქვეყანაა ევროპაში, სადაც სასჯელის ეს უმაღლესი ზომა გამოიყენება.

    სიკვდილით დასჯა.

    20) არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგრამ ასე ჰქვია ტერენტი გრანელის ერთ-ერთ ლექსს.

    Memento mori

    30) დევიდ ფინჩერის ამ ფილმში 7 მომაკვდინებელი ცოდვის ირგვლივ ვითრდება.

    Se7en

    40) უპრიანი იქნებოდა მისთვის ნეკროპსია გვეწოდებინა, თუმცა ტრადიციის მიხედვით ასე ვუწოდებთ ამ პათალოგოანატომიურ ან სამედიცინო-სასამართლო პროცედურას.

    აუტოპსია

    50) მისი დაწერა მწერალს გუსტავ მალერის სიკვდილმა და აგრეთვე 11 წლის ვლაძიო მოესთან შეხვედრამ გადააწყვეტინა.

    სიკვდილი ვენეციაში

     

    თხევადი თემა

    10) ეს თხევადი ელექსირი, ცნობილი რეკლამის მიხედვით გვაფრიანებს.

    რედ ბული

    20) ეს ყოველთვიური ქართული გამოცემა, რომელის ვებ-გვერდით ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყუობით მზადდება.

    ცხელი შოკოლადი

    30) აგრეგატული მდგომარეობის ცვლილება: ნივთიერების თხევად ან მყარ მდგომარეობაში გადასვლა აიროვანი მდგომარეობიდან.

    კონდესაცია

    40) მისი სკალის ერთი  ერთეული  ტოლია 1/273,16 წყლის სამმაგი წერტილის თერმოდინამიკურ ტემპერატურას. 0 გრადუსი ემთხვევა აბსოლუტურ ნულს.

    კელვინის სკალა

    50) ფრანგმა მოგზაურმა და ექიმმა, ალენ ბომბარმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ მისი დალევა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად 5-7 დღის განმავლობაში შეიძლება.

    ზღვის წყალი

     

     

     

     

     

     

    II რაუნდი

    თემები: კატების თემა, რეალური თემა,  ფრანგული თემა, ნათესავების თემა,  თავისუფალი თემა, …სერ…

     

    კატების თემა

    20) სწორედ ასეთი ფისო შეხვდა მემკვდირეობით მეწისქვილის ნაბოლარა ვაჟს შარლ პეროს მიხედვით.

    ჩექმებიანი კატა

    40) ეს ანტაგონისტი პირველად ბეტმენის შესახებ კომიქსებში პირველად 1940 წელს გამოჩნდა.

    ქალი-კატა

    60) ამ ველური ფისუნიას მონადირება, სრულიად ლეგალურად შეგიძლიათ, 2008 წლიდან კი მისი აქტივები ინდურ კომპანია Tata Motors ეკუთვნის.

    იაგუარი

    80) ინგლისის ამ საგრაფოს სახელი გაუთქვა როგორც ცნობილმა ყველის წარმოებამ, აგრეთვე გამოგონილმა, იდუმალმა და თავნება კატამ საოცრებათა ქვეყნიდან.

    ჩეშირი

    100) სიხარულის, ბედნიერების და სიყვარულის ეს ეგვიპტური ქალღმერთი უმეტეს შემთხვევაში კატის თავით გამოისახება.

    ბასტი

    რეალური თემა

    20) ნებისმიერი დადებითი რიცხვი, უარყოფითი ან ნული, რომელიც იყოფა  რაციონალურ და ირაციონალურ რიცხვთა სიმრავლეებად.

    ნამდვილი რიცხვი, ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე

    40) (!) ეს ესპანური საფეხბურთო კლუბი სევილიიდან, 1914 წლის შემდეგ მეფე ალფონს XIII-ის პატრონაჟით სარგებლობდა.

    რეალ ბეტისი

    60) ლუდვიგ ფონ როხის მიერ შემოთავაზებული ეს კურსი ცხოვრებაში ოტო ფონ ბისმარკმა გაატარა.

    რეალპოლიტიკა

    80) პიტერ უირუს ეს ფილმი მოგვითხრობს ადამიანის ცხოვრების შესახებ, რომლის მთელი ცხოვრება, , რეალითი-შოუს წარმოადგენს.

    ტრუმენის შოუ

    100) ფრანგი პეიზაჟისტი, ჟანრისტი და პორტრეტისტი. ფერწერაში რომანტიზმის მიმდინარეობის ერთ-ერთი დამსრულებელი და რეალიზმის დამფუძნებელი.

    გიუსტავ კურბე

    ფრანგული თემა

    20) ეს  ფილმი არის თანამედროვე პარიზული ცხოვრების უცნაური გამოსახვა, რომელიც ვითარდება პარიზულ უბან მონმარტრში და გვიყვება მორცხვი ოფიციანტის ისტორიას, რომლის როლსაც ოდრი ტოტუ თამაშობს.

    ამელი

    40) ფრანგული კომპანია, რომელიც 1999 წელს  Nissan-თან გაერთიანების შემდეგ მსოფლიოს  მეოთხე უდიდესი ავტოწარმოებელი გახდა.

    Renault

    60) სამხედრო ინჟინერის ამ ქმნილებას თავდაპირველად „რაინის არმიის სამხედრო მარში“ ერქვა, ოფიციალური სტატუსი კი 1793 წელს მიენიჭა.

    მარსელიეზა

    80) სპორტის ამ სახეობით იყო გატაცებული ადამიანი, რომელმაც პირველად გადაკვეთა ხმელთაშუა ზღვა საჰაერო ტრანსპორტით.

    ჩოგბურთი (კომ. როლან გაროსი)

    100) ეს ნაწარმოები ავტორმა მიუძღვნა ლეონ ვერტს, როდესაც ის პატარა ბიჭი იყო.

    პატარა უფლისწული

     

     

     

    ნათესავების თემა

    20) ბრუნვის  სწორედ ეს ნიშანი დაერთვის სახელს ნათესაობით ბრუნვაში ქართულ ენაში.

    -ის

    40) ოვსთა მეფის, ჯადრონის ეს ვაჟი სწორედ ამ ქართველი მონარქის შორეული ნათესავი და მეორე  მეუღლე იყო.

    დავით სოსლანი

    60) მას ეკუთვნის 1918 წელს შექმნილი ნახატი, სადაც მხატვრისთვის ჩვეული იმერეთის პეიზაჟის ფონზე გამოსახულია მოხუცი ქალის ალეგორიული ფიგურა.

    დავით კაკაბაძე (კომ. „იმერეთი, დედაჩემი“)

    80) DC Comics-ის ეს გმირი მარტოხელა, უსახლკარო მამაკაცია, რომელიც ქუჩებში ხეტიალის დროს პირველ პირში ყვებაამერიკული ისტორიის გამორჩეულ მომენტების შესახებ.

    ბიძია სემი, Uncle Sam

    100) ამ ერთ-ერთი უდიდესი მონათესავე ხალხთა და ერთა ერთობის საკუთარი სახელწოდება „სიტყვას, საუბარს, მოლაპარაკეს“ ნიშნავს.

    სლავები

    თავისუფალი თემა

    20) იგი ორი ქართული კერძო უმაღლესი სასწავლებლის, თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და ESM-თბილისის, გაერთიანების შედეგად 2007 წელს შეიქმნა.

    თავისუფალი უნივერსიტეტი

    40) ფილოსოფიური შეხედულება და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის მიხედვით თავისუფლება ძირითადი პოლიტიკური ღირებულება არის.

    ლიბერალიზმი

    60) (!) გალაქტიონის მიხედვით,  თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, როგორც მათ წყარო ანკარა.

    დაჭრილ ირმების გუნდს (კომ. „დროშები ჩქარა“)

    80) 1995 წლის ფილმის თანახმად, „თავისუფლება!“ ამ პატრიოტის უკანასკნელი სიტყვები იყო სიკვდილით დასჯის დროს.

    უილიამ უოლესი

    100) თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი, რომელიც Netscape Communications თანამშრომლებმა, ბლეიკ როსმა და დეივ ჰაიატმა, შექმნეს.

    Mozilla Firefox

    …სერ…

    20) ასტრონომიური დაკვირვებების საწარმოებელი სპეციალიზებული სამეცნიერო დაწესებულება.

    ობსერვატორია

    40) მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ასლგადამღები აპარატურის მწარმოებელი, რომელიც  1906 წელს დაარსდა ქალაქ როჩესტერში, სახელწოდებით Haloid.

    Xerox

    60) მისი ნახვა სანტა-მარია დელე გრაციას დომინიკანურ მონასტერში 1498 წლის შემდეგ შეგიძლიათ.

    საიდუმლო სერობა

    80) გვიანი შუასაუკუნეებს აღმწერ ფილმში, „რაინდის ისტორია“, ჰიტ ლეჯერის გმირის დიდგვაროვან წარმოშვებას ეს მწერალი აყალბებს.

    ჯეფრი ჩოსერი

    100) ქართული ვიკიპედიის მიხედვით, ამ ფრანგმა  პოსტიმპრესიონისტმა შექმნა სპეციფიკური ფერწერული მეთოდი, პუანტილიზმი.

    ჟორჟ სერა

     

    III რაუნდი

    თემები: მარკოზის თემა, მზიანი თემა, სიცოცხლისთვის სახიფათო თემა, სპორტული თემა, ცხოველთა ფერმა, თურქული თემა.

     

    მარკოზის თემა

    30) სახელი მარკი, ერთი ვერსიით, სწორედ ამ ლათინური პანთეონის ღმერთის სახელიდან მოდის.

    მარსი

    60)  მისი შექმნის იდეა მარკს Phillips Exeter Academy-ში სწავლისას  მოუვიდა, სადაც გავრცელებული იყო ტრადიცია ყოველწლიურად გამოქვეყნებულიყო ალმანახი, სადაც განთავსებული იქნებოდა სტუდენტების მონაცემები და ფოტო

    Facebook (კომ. მარკ ცუკერბერგი)

    90) დაასახელეთ ჩვენთვის ყველაზე ცნობილი, თუ მათ გარდა, კიდევ გამოიყენებოდნენ ჯოში (Josh), თომას ჯეფერსონ სნოდგრასი (Thomas Jefferson Snodgrass) და  სიურ ლუი დე კონტი  (Sieur Louis de Conte).

    მარკ ტვენი (კომ. სამეულ ლენგჰორნ კლემენსის ფსევდონომები)

    120) (!) ჰემინგუეის ერთ-ერთი გმირი მას აღწერს როგორც ადგილს, სადაც ბევრი მტერდი ირევა და მდიდრული კინოთეატრის მსგავსი ტაძარი დგას.

    სან-მარკოს მოედანი ვენეციაში

    150) საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ, ის ბელგიის სენატის წევრი გახდა ფრანგულენოვანი ლიბერალური პარტიიდან „რეფორმისტული მოძრაობა“ (Mouvement Réformateur).

    მარკ ვილმოტსი

     

    მზიანი თემა

    30) პიოტრ ვაილმა სწორედ ამ დაწესებულებას შეადარა მონაკო, თუკი წარმოვიდგენთ, რომ ევროპა არის სხვადასხვა დროის, სტილის და საჭიროების სათავსოებითა და მიშენებებით სავსე სახლი.

    სოლარიუმი

    60) ვარსკვლავების სწორედ ამ ტიპს მიეკუთვნება  სპექტრალური კლასიფიკაციის მიხედვით მზე.

    ყვითელი ჯუჯა, G2V

    90) სინტოისტური პანთეონის ეს მთავარი ქალღმერთი მორწმუნე იაპონელებისთვის მზის ღმერთი და იმპერატორების წინაპარია

    ამატერასუ

    120) (!) მისი დანახვა არგენტინისა და ურუგვაის დროშებზე შეგვიძლია.

    მაისის მზე, Sol de Mayo (ზუსტი პასუხის მითითება)

    150) სწორედ ამ ნაწარმოებში იძიებს ერკულ პუარო არლენა სტიუარტ მარშალის ბოროტებით და იდუმალებით მოცულ მკვლელობას.

    ბოროტება მზის ქვეშ

     

    სიცოცხლისთვის სახიფათო თემა

    30) ძველ რომში, სწორედ ამ თეატრალიზებული საბრძოლო სანახაობის წინ წარმოთქვამდნენ: „სიკვდილისკენ მიმავალნი, მოგესალმებით!!!“

    ნავმახია (კომ. საზღვაო ბრძოლის იმიტაცია)

    60) სერიალ The Big Bang Theory-ის ერთ-ერთი გმირი ამბობს, რომ ამ შემთხვევის გარდა, ადამიანის საქმიანობის ნებისმიერ სფეროში დახელოვნების საუკეთესო საშუალება განმეორება არის.

    თვითმკვლელობა

    90) მესამე რაიხში,  ცხოვრების ჯანმრთელი წესის პროპაგანდის ფარგლებში, ამ პროდუქტზე დაწესებული ბეგარა გასაყიდი ფასის 80-95% აღწევდა.

    თამბაქო

    120) რუდოლფ ბალანდინის აზრით,  ამ ბუნებრივი კატაკლიზმების აქტივობის მინელების დროს ჰეფესტოსის კულტი ძველბერძნულ საზოგადოებებში დეკადანსს განიცდიდა.

    ვულკანების ამოფრქვევა (კომ. შედარებისთვის ჰეფესტოსის რომაული ანალოგის სახელია ვულკანი)

    150) სწორედ ამ ექსპერიმენტის შესახებ სწერდა ასე პიტერ ვან მუშენბრუკი თავის კოლეგას, რენე ანტუან დე რეომიურს: „მინდა გაცნობოთ ახალი, საშინელი ცდის შესახებ, რომლის გამეორებასაც მე არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ…“

    ლეიდენის ქილის ცდა (კომ. ექსპერიმენტი ეძღვნებოდა ელექტროობის შესწავლას, რომლის დამანგრეველი ძალა იმ დროს უცნობი იყო მეცნიერებისთვის. ექსპერიმენტის დროს წყლით სავსე ქილა გასკდა)

     

     

    სპორტული თემა

    30) სწორედ ეს ზედმეტსახელი მიიღო სერიალ „სოპრანოს კლანის“ მიხედვით 1950-იანი წლების ბოლოს ვინმე ლუ გალინომ, როდესაც მის მიერ ბეისბოლის მოკლული ორი თავგატეხილი ადამიანი იპოვეს.

    დი მაჯიო (კომ. ჯო დი მაჯიო, ცნობილი იტალოამერიკელი ბეისბოლისტი)

    60) სწორედ ამ სპორტს ეძღვნებოდა ჯეკ ლონდონის სტატია „ღმერთების და გმირების სპორტი“, სადაც შესაძლოა მწერალმა თავისი ჰავაური შთაბეჭდილებებიც აღწერა.

    სერფინგი

    90) სპორტის ამ ყოფილ  ოლიმპიურ სახეობაში მოიპოვეს გამარჯვება 1908 და 1912 წლებში ლონდონის და სტოკჰოლის პოლიციის გუნდებმა.

    ბაგირის გადაწევა

    120) ეს მამაკაცი ამბობდა:  მიუხედავად იმისა, რომ  „ხალხი თვლის, ჩოგბურთი მდიდარი ხალხის სპორტია ან თეთრკანიანების თამაში“, წარმატებას თავდაუზოგავი შრომით მაინც მიაღწია.

    არტურ ეში (კომ. ცნობილი აფროამერიკელი ჩოგბურთელი)

    150) (!) ამ ოლოიმპიადას ბოიკოტი  ნიდერლანდებმა, ესპანეთმა და შვეიცარიამ უნგრეთის მოვლენებისთვის  გამოუცხადეს, კამბოჯამ, ეგვიპტემ, ერაყმა და ლიბანმა კი სუეცის კრიზისის გამო.

    მელბურნის 1956 წლის ოლიმპიადა

     

     

    ცხოველთა ფერმა

    30) სწორედ ამ ცხოველის ნახვა მოითხოვა კალამბურების მოყვარულმა ჰენრი მორტონმა რომის პაპ პიუს XII -ის ფერმაში ვიზიტისას.

    ხარი (კომ. bull – ინგლისურად აღნიშნავს როგორც ხარს, აგრეთვა პაპის ბულას (ბრძანებულებას))

    60) Comedy Club-ის ერთ-ერთი ხუმრობის მიხედვით, სწორედ ეს სახელი მიანიჭეს ნიანგის ტყავისგან დამზადებულ ახალ საბავშვო ფეხსაცმელს.

    გენა (კომ. ალუზია ცნობილ საბჭოთა საბავშვო მულტფილმზე „ჩებურაშკა)

    90) მადლიერების ნიშნად, წელიწადში ერთხელ მათთვის მიძღვნილ დღესასწაულზე ფორუმის გარშემო რომაელები მუხის ჯვარზე გაკრულ ძაღლს მოატარებდნენ.

    ბატები (კომ. ბატების მიერ რომის გალებისგან ხსნის ლეგენდის მიხედვით)

    120)  NHL-ის ამ გუნდის დასახელებაში შეხვდებით როგორც მითიურ ფრინველს, აგრეთვე აცტეკურ „ღვთაებრივ ძაღლს“.

    Phoenix Coyotes (კომ. სიტყვა კოიოტი აცტეკური ენიდან მოდის და ნიშნავს „ღვთაებრივ ძაღლს“)

    150) ეს სიმღერა Ramones-მა 1989  წელს ჯგუფის თავგადაკლული ფანის, სტივენ კინგის საპატივცემულოდ დაწერა.

    Pet Sematary

     

    თურქული თემა

    30) ამ სახელით ვიცნობთ საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი ფირმის, არჩელიკის პროდუქტებს.

    ბეკო

    60) მისი სახელწოდება თურქული სიტყვისგან მოდის, რომელიც „მოტრიალეს“ ნიშნავს, მსგავსია ბერძნული „გიროსა“ და მექსიკური „ტაკო ალ პასტორისა“

    შაურმა

    90) თურქულენოვანები ამ დედაქალაქს ლეფკოზიას უწოდებენ.

    ნიქოზია

    120) მან 2008 წელს NBA-ის ყველაზე პროგრესირებადი კალათბურთელის ტიტული მოიპოვა.

    ჰედო თურქოღლუ

    150) ამ ზედმეტსახელით არის ცნობილი გერმანიაში თურქული წარმოშვების ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ჯემ ოზდემირი, რომელიც მომავალში გერმანიის კანცლერობის ერთ-ერთ პოტენციურ პრეტედენტად მოიაზრება.

    ობამა

     

    ერუდიტი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზამთრის ჩემპიონატი.

    რედაქტორი: რატი შუბლაძე.

    ფინალი.

    I რაუნდი

    თემები:  უსახელო თემა, რესპუბლიკური თემა, დრაკონები,  ციტატები, ორმაგი თემა, …შუბ…

    უსახელო თემა

    10) მათ საყოველთაო აღიარება  ჯერ ენცო კასტელარიმ, შემდეგ კი კვენტინ ტარანტინომ მოუტანა.

    უსახელო ნაბიჭვრები

    20) ამის შესახებ იდეა პირველად უოლტ უიტმენმა წამოაყენა ამერიკის სამოქალაქო ომის პერიპეტიებთან გაცნობის შემდეგ.

    უცნობი ჯარისკაცისთვის მონუმენტის დადგმა (აზრობრივად)

    30) Wikiquote-ის მიხედვით, სწორედ მას ეკუთვნის სიტყვები: „თქვი რაიმე ბრიყვულად და შენი სახელი დავიწყებას არ მიეცემა“.

    ანონიმი ავტორი

    40) თავდაპირველად ის პოლონელი რევოლუციონერი უნდა ყოფილიყო, შემდეგ არშემდგარ მონარქად მოგვევლინა. თუმცა ჩვენთვის ის უფრო მაინც უსახელო „არავინ“გახდა.

    კაპიტანი ნემო

    50) საქართველოს ეს ერთ-ერთი დიდი დამაქცევარი 1231 წელს უსახელოდ დაიღუპა ქურთისტანში დაქირავებული მკვლელის მიერ.

    ჯალალ ად-დინი

    რესპუბლიკური თემა

    10) დაარსდა 1978 წლის 21 მაისს და იყო იმ დროისთვის ერთადერთი არაკომუნისტური პარტია საქართველოში.

    საქართველოს რესპუბლიკური პარტია

    20) მისი აღსასრულის დასაწყისი 1958 წელს დაწყებული ალჟირის კრიზისი გახდა.

    მეოთხე რესპუბლიკა

    30) ნეპალმა ამ დღესასწაულის აღნიშნვნა ახლახანს, 2008 წლიდან დაიწყო.

    რესპუბლიკის დღე

    40) ამ სახელმწიფოს ვალერია ნოვოდვორსკაია „Республика Молотова“ უწოდებს.

    მოლდოვა

    50) ამერიკული პოპ-როკ ჯგუფი, რომელმაც 2007 წელს ტიმბალენდთან ერთად ბოდიში მოიხადა (სიმღერა Apologize).

    OneRepublic

     

    დრაკონები

    10) არსებობს ვერსია , რომ სწორედ პართიელებთან ნაომარმა რომაელმა კავალერისტებმა  გააცნეს ამ ქვეყნის მაცხოვრებლებს დრაკონის გამოსახულებიანი დროშები.

    უელსი

    20) ამ ტერმინით აღინიშნება მკაცრი, დამთრგუნველი კანონების ერთობლიობა, რომელიც ძვ. წ. VII ს-ის ათენელი მმართველის სახელთან ასოციაციით წარმოიშვა.

    დრაკონული კანონები

    30) ჯარისკაცი ან ოფიცერი ისეთი კავალერიული ნაწილებისა, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ ქვეითად და ცხენდაცხენ საბრძოლველად.

    დრაგუნი

    40) კრისტოფერ პაოლინის წიგნის მიხედვით გადაღებული 2006 წლის ფილმი, რომელიც დრაკონთა მხედრების უკანასკნელი შთამომავლის შესახებ მოგვითხრობს.

    ერაგონი

    50) სწორედ მას გადაეცა უკანასკნელად მემკვდირეობით საომარი მუზარადი „დორ-ლომინის დრაკონი“

    ტურინ ტურამბარი

     

    ციტატები

    10) ის გვაიმედებს, რომ „საზღვარგარეთი დაგვეხმარება“, ყინული ეს-ეს არის დაიძრა და სხდომას თავად გაუძღვება.

    ოსტაპ ბენდერი

    20) პლუტარქეს გადმოცემით, მას ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და საბოლოოდ დავიღუპე!“

    პიროსი

    30) ოსკარ უაილდის აზრით, ეს სიმახინჯის ისეთი ფორმაა, რომ ყოველ ექვს თვეში გვიწევს გამოვიცვალოთ.

    მოდა

    40) ფიოდორ ლუკიანოვის აზრით, ჟულიან ასანჟი თანამედროვეობის ეს ძველი ბერძენია, რომელსაც ყველა საშუალებით სურდა ყურადღების მიქცევა.

    ჰეროსტრატე

    50) XVIII საუკუნის ამ სამხედრო კომფლიქტს უინსტონ ჩერჩილმა „პირველი, მსოფლიო ომებს შორის“ უწოდა.

    შვიდწლიანი ომი, 1756-1763

    ორმაგი თემა

    10) ეს ქალაქი ცნობილია თერმული წყლებითა და უძველესი და უცნობილესი კაზინოთი მთელს გერმანიაში.

    ბადენ-ბადენი

    20) აბსურდოპედისს თანახმად, არავინ იცის რა მოუვა დედამიწას მისი ტრიალით განხორციელებული ორმაგი  დარტყმის შემდეგ.

    ჩაკ ნორისი

    30) 2003 წლის კრიმინალური მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, რომელშიც პოლ უეკერი და ევა მენდესი ბრწყინავენ.

    ორმაგი ფორსაჟი

    40) სწორედ ამ ორი სახელმწიფოს იმპერატორი იყო სხვადასხვა დროს ფრანც მეორე ჰაბსბურგი,

    საღვთო რომის იმპერია და ავსტრიის იმპერია

    50) ამგვარად ეწოდება ტერმინს კალათბურთში, როდესაც მოთამაშე აგროვებს 10 ქულაზე მეტს ნებისმიერ ორ სტატისტიკურ კატეგორიაში ხუთი ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლიდან.

    ორმაგი დაბლი

     

    …შუ…

    10) ამ ქალაქს 1931-1934 წლებში სტალინისი ერქვა,  1872-1917 კი მიხაილოვო.

    ხაშური

    20) ამ მოწყობილობის აღმნიშვნელი, რომელიც ადამიანთა და რაიმე საგნების მიწაზე რბილი დაშვებისთვის გამოიყენება, პირველად ფრანსუა ბლანშარმა გამოიყენა.

    პარაშუტი

    30) მისი ძველი ქართული შესატყვისია ჭიჭნაური, ახლანდელი სახელწოდება კი არაბულიდან შემოვიდა.

    აბრეშუმი

    40) 31 წლის ასაკში, მოულოდნელად ტიფით ამ ავსტრიელი კომპოზიტორის საფლავზე პოეტმა  გრილპარცერმა ასეთი წარწერა დატოვა:” სიკვდილმა დამარხა მდიდარი განძი და შესანიშნავი იმედები”.

    ფრანც შუბერტი

    50) ამ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს მიუკუთვნებიან პოლონეთის პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი და გიუნტერ გრასისი დედა.

    კაშუბები

    II რაუნდი

    თემები:  ორპირი თემა, მატყუარა თემა, ყოფილი თემა, მოღალატე თემა, …მარ…,  საბაზრო თემა.

    ორპირი თემა

    20) კარის და კარიბჭეების, შესასვლელ-გასასვლელის, ყოველივე დასაწყისისა და დასასრულის ეს ღვთაება, პირდაპირი მნიშვნელობით, ორპირი იყო რომაელებისთვის.

    იანუსი

    40) სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს მდინარე წყალწითელის ნაპირებზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში  929 კაცი  ცხოვრობს.

    ორპირი

    60) ავტორი თავს ვერ დადებს იმის შესახებ, რომ მას საკუთარი თავისთვის ფრანგული კოცნის შესრულება შეეძლო, თუმცა ორი განსხავებული ორგანოს არსებობისა ჰერმესისა და აფროდიტეს ამ შვილთან ძველ ბერძნებს დანამდვილებით  სჯეროდათ.

    ჰერმაფროდიტი

    80) სწორედ ეს ფსევდონიმი აიღო ერთ დროს დამნაშავეობასთან უკომპრომისო ბრძოლით განთქმულმა გოთემ-სიტის ყოფილმა პროკურორმა, ჰარვი დენტმა, რომელიც ამიერიდან თავად გახდა ერთ-ერთი ცუდი ბიჭთაგანი.

    ორმაგი სახე, ორსახა, Two-Face

    100) (!) როგორც აკაკი შანიძე აღნიშნავს, ასეთი ზმნეიბ ადერ ორპირიანები იყვნენ და შემდეგ დაემატათ მესამე პირი, თუმცა არა პირდაპირობიექტური, არამედ ირიბი.

    სამპირიანი  გარდაუვალი ზმნები

    მატყუარა თემა

    20) მისი ერთ-ერთ გამომგონებლად ვინმე ჯონ რიდი ითვლება, დამერწმუნეთ, ეს ჭეშმარიტი ინფორმაციაა. შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

    სიცრუის დეტექტორი

    40) ეს არის ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც ის ყველა ხერხით და მეთოდით, მათ შორის ტყუილითაც, ცდილობს ყურადღების მიქცევას. როგორც წესი, დამახასიათებელია ქალებისთვის, ამიტომ გაუგებარია რატომ ატარებს ის ყველასგან პატივსაცემი ბარონის სახელს.

    მიუნჰაუზენის სინდრომი

    60) ეს არის ისტორია მატყუარა ადვოკატ ფლეტჩერ რიდის რომელიც იძულებულია ერთი დღის განმავლობაში ილაპარაკის მხოლოდ სიმართლე, და  არაფერი სხვა სიმართლის გარდა.

    მატყუარა, მატყუარა

    80) ეს პათოლოგიურად მატყუარა რობოტი ამბობს, რომ შედგება 40% ტიტანისგან, 40% თუთისგან, 40% დოლომიტისგან, 30% რკინისა და 0,4% ოსმიუმისგან.

    ბენდერ ბ. როდრიგესი

    100) მისი თქმით, ათასჯერ განმეორებული ტყუილი სიმართლე ხდება. მართლაც, ვერ შევედავებით – როგორც მინიმუმ 70 მილიონისთვის 13 წლის განმავლობაში მან შესძლო ამის გაკეთება.

    იოზეფ გებელსი

    ყოფილი თემა

    20) ყოფილი ფრანკი მაირდომი, კარლოს დიდის არც თუ ისე მცირე ისტორიული მნიშვნელობის მამა.

    პიპინ მოკლე

    40) მე არ გეკითხებით დენი კიუს, მაიკლს ჯეკსონისა და ნიკოლას კეიჯის ყოფილ მეუღლის სახელს და გვარს. უბრალოდ მამამისი დამისახელეთ.

    ელვის პრესლი

    60) ევროპის ეს სახელმწიფო დღეს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკაა.

    მაკედონია (კომ. კონფლიქტი სახელწოდებოს გამო საბერძნეთთან)

    80) სწორედ ამ სიტყვებს შეხვდებით მურმან ლებანიძის ამ ცნობილ ლექსში: ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი, / რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი…

    ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო

    100) უნგრეთის ეს ყოფილი ფულის ერთეული ცნობილი გახდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ჰიპერინფლაციის მსხვერპლი.

    პენგე

    მოღალატე თემა

    20) “ერთობლივი მოქმედების” აღმნიშვნელი ეს სიტყვა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სამშობლოს მტრებთან თანამშრომლობის სინონიმი გახდა.

    კოლაბორაციონიზმი

    40) ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით განქორწინების უფლებას აპრიორი მხოლოდ ღალატის მხოლოდ ეს სახეობა იძლეოდა.

    ქალის მიერ ღალატი (კომ. ადიულტერი მამაკაცის მხრიდან იმ შემთხვევაში იყო განქორწინების საბაბი, თუ ის საყვარელს სახლში მიიყვანდა)

    60) იგი 1536 წელს დასაჯეს საკუთარი მეუღლის, შესაბამისად სახელმწიფო ღალატისთვის ჰენრი VIII-ის ბრძანებით.

    ანა ბოლეინი

    80) ევრიდემოსის ამ სასახელო ვაჟმა სპარსელებს საიდუმლო ბილიკები მიასწავლა, რომელთა დახმარებითაც  ჰიდარნმა ლეონიდეს 300  სპარტელს ზურგში დაარტყა.

    ეფიალტი

    100)  2000 წლის ფილმში ნაჩვენებია, რომ სინამდვილეში ეს მონსტრი იუდა ისკარიოტელია. სწორედ ამით აიხსნება მისი შიში ქრისტიანული იკონოგრაფიების, ჯვრაბისა და უპირველეს ყოვლისა ვერცხლის მიმართ შიში.

    გრაფი დრაკულა (კომ. იუდამ ქრისტე 30 ვერცხლად გაყიდა)

     

    …მარ…

    20) ეს არის ერთგვარი მძივის სახეობაც და Tbilisi Fashion Week-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი   ჟურნალის  სახელწოდებაც.

    ამარტა

    40) 1625 წლის 25 მარტს ქართლ-კახეთის ლაშქრის მიერ გამართული  ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ; ქართლ-კახეთის 1625 წლის   აჯანყების ერთ-ერთი ეპიზოდი.

    მარტყოფის ბრძოლა

    60) ცნობილია საბჭოთა დროის რამდენიმე  ქართული urban legend, თითქოს უზბეკეთის ამ ქალაქში ჩასული ქართველი ტურისტები შეურაცხყოფას აყენებდნენ თითქმის 6 საუკუნის წინ გარდაცვლილის საფლავს.

    სამარყანდი

    80) ის ამბობდა, რომ „ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რამეს ფეხს და დაეცემა.“ მიუხედავად ამისა, საქვეყნო აღიარება პირველი მოსფლიო ომის შესახებ დაწერილი მოგონებებით გაითქვა.

    ერიხ მარია რემარკი

    100) არ არის გამორიცხული, რომ იგი შეიქმნა სპეციალურად ელიზაბეტ I-სთვის წმინდა იოანე ნათლისმცემელის დღესასწაულის აღსანიშნავად, რომელიც დასავლურ ტრადიციაში ფოლკლურული მრწამსი იყო გაჯერებულ.

    ზაფხულის ღამის სიზმარი

    საბაზრო თემა

    20) ეს ნაწარმოები იწყება მოქმედებით პინკერტონის გოგონათა აკადემიაში, სადაც მთავარი მოქმედი გმირები ბეკი შარპი და ემილია სედლი  სწავლას ამთავრებენ.

    ამაოების ბაზარი

    40) სწორედ ამ ქალაქში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გადახურული ბაზარი – კაპალ ჩარში.

    სტამბული

    60) მას ეკუთვნის 1832 წელს გამოქვეყნებული მოთხრობა „Сорочинская ярмарка“

    ნიკოლაი გოგოლი

    80) მეურნეობის დარგის საბაზრო სტრუქტურა, რომლის დროსაც არსებობს გარკვეული საქონლის მხოლოდ ორი მიმწოდებელი და მათ შორის არ არის დადებული მონოპოლისტური შეთანხმება გასაღების ბაზრების, ფასების და სხვ. შესახებ.

    დუოპოლია

    100) მსოფლიოში პირველი მოდების ჟურნალი, რომლის გამოცემაც 1867 წელს დაიწყო აშშ-ში.

    Harper’s Bazaar

    III რაუნდი

    თემები: ირლანდიური თემა, სამეცნიერო თემა, შვედური თემა, მხატვრული თემა, …ოსი…,

    ირლანდიური თემა

    30) ერთხელ მან თქვა: „თუ ინგლისი ასე უსწორდება ყველა საკუთარ დამნაშავეს, მაშინ იგი არც ერთ კრიმინალს არ იმსახურებს“

    ოსკარ უაილდი

    60) სპორტის ამ სახეობაში 1875 წლიდან სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენენ ზურმუხტოვანი კუნძულის ორივე ნაწილს – ჩრდილო ირლანდიას და ირლანდიის რესპუბლიკას.

    რაგბი

    90) სწორედ ამ ინგლისელი ლენდლორდის მიწის დამუშავებაზე თქვეს უარი 1880 წელს მომუშავეთა უფლებების დაცვის კამპანიის ფარგლებში ირლანდიელმა გლეხებმა.

    ჩარლზ კენინგჰემ ბოიკოტი (ჩათვლა: ბოიკოტი)

    120) სწორედ ამ სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტი იყო, წარმოშვებით ირლანდიელი, მარშალი მაკმაჰონი

    საფრანგეთი (კომ. არ აგერიოთ ბერნარდო ო’ჰიგინსში)

    150) ამ ირლანდიელმა 1992 წლის 3 ოქტომბერს, გადაცემა Saturday Night Live-ში გამოსვლისას პროტესტის ნიშნად რომის პაპის ფოტო დახია.

    შინედ ო’კონორი

    სამეცნიერო თემა

    30) სწორედ ასე მოიხსენიებენ ტერორისტების ისეთ ტიპს, რომელთა შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს – არავინ იცის ზუსტად, ცოცხლები არიან თუ არა ისინი.

    შრედინგერის ტერორისტები (კომ. შრედინგერის კატის ექსპერიმენტის მიხედვით)

    60) 1948 წელს მან დოქტორის წოდება დაიცვა ბიოქიმიაში, თუმცა აკადემიურ  მოღვაწეობას მეცნიერების პოპულიზატორობა არჩია. შედეგად 6-ჯერ დაჟილდოვდა ჰიუგოს პრემიით.

    აიზეკ აზიმოვი

    90) ინფორმატიკის ყველაზე პრესტიჟული პრემია, რომელიც დააწესა „გამოთვლითი ტექნიკის ასოციაციმა“ 1966 წელს.

    ტიურინგის პრემია

    120) ამ ეფექტის განხილვისას ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში განხილულია შემდეგი მაგალითი: „ორთქლის საყვირის ტონი გვეჩვენება მაღალი, თუ იგი გვიახლოვდება და დაბალი, თუ გვშრდება“

    დოპლერის ეფექტი

    150) ეს არაოფიციალური დღესასწაული ჩრდილოეთ ამერიკის ქიმიკოსების მიერ 23 ოქტომბრის დილის 6:02-დან საღამოს 6:02 აღინიშნება.

    მოლის დღე (კომ.თარიღი 6:02 10/23 ემთხეხა ერთ მოლ ნივთიერებაში არსებული ნაწილაკების რიცხვს, 6,02 × 1023)

     

    შვედური თემა

    30) რა სახელით ვიცნობთ ბენი ანდერსონის, ბიორნ ულვეუსის, ანნი-ფრიდ ლიუნგსტადისა და აგნეტა ფელტსკუგის კვარტეტს.

    ABBA

    60) რა სახელით ვიცნობთ უფრო შვედეთის მეფეს, რომელსაც სივდილის შემდეგ აღმოუჩინეს ტატუ, წარწერით -„სიკვდილი მეფეებს“

    ჟან-ბატისტ ჟიულ ბერნადოტი

    90) ამ ყველაზე ქიმიური სოფლის სახელის მიხედვით ოთხ ქიმიურ ელემენტი „მოინათლა“: ერბიუმი, ტერბიუმი,  იტრიუმი და იტერბიუმი.

    იტერბიუ

    120) 1951 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მან მიიღო „მხატვრული ძლიერებისა და მწერლის თავისუფალი განსჯისათვის, რომელიც კაცობრიობის წინაშე მდგარ მარადიულ კითხვებზე ეძიებდა პასუხებს“

    პერ ლაგერკვისტი

    150) უკვე რამდენიმე წელია, რაც  ამ შვედის სახელს ატარებს ზაირის ქალაქ ნდოლას საფეხბურთო სტადიონი.

    დაგ ჰამარშელდი 𝛄

     

    მხატვრული თემა

    30) პიოტრ ვაილის აზრით, ისინი მორალისტები იყვენენ, ამიტომაც არის, რომ საუკეთესო მათთაგანი, რივერა, აშკარად დიდაქტიკურია.

    მურალისტები

    60) სწორედ მისი 36 სხვადასხვა ხედი შემოგვთავაზა უკიიო-ე-ს მიმდინარეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელმა ანდო ჰიროშიგემ

    მთა ფუძი (კომ. არ აგერიოთ ჰოკუსასის ჰოკუსასის „ფუძის 36 ხედთან“)

    90)   მასობრივი მოხმარების ეს სიმბოლო ცნობილი 1968 წელს ენდი უორჰოლის პოპ-არტის საშუალებით  წყალობით გახდა.

    Campbell Soup

    120)  ალესანდრო დი მარიანოდი ვანი ფილიპეპი ჩვენთვის ამ სახელით და ვენერას დაბადებით არის  ცნობილი.

    სანდრო ბოტიჩელი

    150) ამ ქართველის სურათი –  „ბაზარი სამარყანდში“,  2006 წლის აპრილში  ნიუ-იორკის ქრისტის აუქციონზე 1 136 000 დოლარად გაიყიდა.

    გიგო გაბაშვილი

     

    …ოსი…

    30) 977 წელს იგი ერთ მდიდარ ვაჭარს მიეყიდა, რომელმაც ნაწილებად დაშლილი ქანდეკება 900 აქლემის მეშვეობით გაიტანა.

    როდოსის კოლოსი

    60) ამ ერთგვარი სპორტული მარხილის დასახელებაში ერთ-ერთი ელიტური შვეიცარული კურორტი უნდა დაგეხმაროთ,  სადაც  ხშირად იმართება ხოლმე შეჯიბრებები სპორტის საზამთრო სახეობებში.

    დავოსი

    90) ეს „რკინის მოთამაშე“ ჭადრაკს  ბ. ძნელაძის სახელობის თბილისის პიონერთა სასახლის საჭადრაკო სექციაში ეზიარა არჩილ ებრალიძესთან.

    ტიგრან პეტოსიანი

    120) მან თრაკიელებს ასწავლა ყმაცვილებთან სიყვარული და როგორც ვირგილიუსი აღნიშნავს, მისი იგნორირებით შეურაწყოფილმა თრაკიელმა ქალებმა მას თავი მოსჭრეს და ზღვაში გადააგდეს.

    ორფეოსი

    150) ასე ეწოდებოდა 7 მდინარის მიწას შუახმელეთის პირველი ეპოქის დროს ბელერიანდის აღმოსავლეთ ნაწილში.

    ოსირიანდი

    ჰიგიენური თემა

    30) სწორედ ამ ნაწარმის მწარმოებელი და გამყიდველი ტაილერ დარდენი ჩაკ პალანიკის წიგნში „მებრძოლთ კლუბი“

    საპონი

    60) შუასაუკუნეებში ამ რომანტიკული სიყვარულის სიმბოლოს მანდილოსნები რაინდთა შუბებზე ამაგრებდნენ.

    ცხვირსახოცი

    90) ეს  სიტყვა მსოფლიოს მრავალ ენაში ინგლისურიდან  შემოვიდა ინდოეთში გავრცელებული მცენარის სახელის მიხედვით, რომელიგანაც თმების გასაწმენდი ერთგვარი ზეთი მზადდებოდა.

    შამპუნი

    120) არსებობს მოსაზრება, რომ ალექსანდრე მაკედონელის ეგვიპტელ ქურუმებთან შეხვედრამ განაპირობა  მის მიერ დამკვიდრებული ამ მოდის წარმოშვება. როგორც ჩანს, ყველა დიდ ადამიანს აქვს ამისკენ მიდრეკილება

    წვერის გაპარსვა (კომ. პეტრე დიდიც ამ იდეით იყო შეპყრობილი)

    150) ნიკოლოზ გეს მიერ დაწერილ ნახატზე „რა არის სიმართლე?“ ორი მოქმედი პირიდან ერთ-ერთი მალე  ამის გაკეთებას აკეთებს.

    ხელების დაბანა (კომ. გამოსახულია პილატე პონტოელი და იესო ქრისტე)

     

     

     

     
    • Molly Bloom 2:36 pm on February 4, 2011 Permalink | Reply

      მშვენიერი კითხვებია, სვაია იგრას ნებისმიერ ბაზას დაამშვენებდა.

      გუტ :)

      • blumgardt 2:40 pm on February 4, 2011 Permalink | Reply

        დიდი მადლობა :)

  • რატი შუბლაძე 10:54 pm on December 13, 2010 Permalink | Reply
    Tags: ბიოგრაფიკა, დალაი-ლამა, კოპერნიკი, მზის სისტემა, ტელესკოპი, ტიბეტი, ტრანსპორტი   

    ეგოცენტრიზმი 

    L’État, c’est moi

    ეს წიგნი არც ბრალდებაა და არც აღსარება. იგი მხოლოდ იმ თაობის ამბის თხრობას ცდილობს, რომელიც მისთვის განკუთვნილ ყუმბარებს კი გადაურჩა, მაგრამ ომისგან მაინც დაინგრა.


    ხანდახან თავი დალაი-ლამა მგონია. ჩვევა მაქვს, ზამთრში, როგორც არ უნდა თბილოდეს ოთახში, საბანს თბილი გასაფარებელი ან პლედი დავუმატო. ჩემი ახლანდელი პლედი თითქმის ტიბეტის დროში ფერებშია.

    როდესაც ჯერ კიდევ მღვიძავს, წიგნს ვკითხულობ ან ლეპტოპით ვჩხირკდელაობ, თავი დალაი-ლამა მგონია. სამყაროს ცენტრი. ამ დროს  დემიურგად ვიქცევი. მე ყველაფერი მაქვს! (ხელმარცხნივ, “ტუმბოჩკაზე” პირველადი მოხმარების ნივთები მაქვს – წყლიანი ჭიქა, წიგნები, ძველი რვეული, რამდენიმე პასტა, ნემსი და ძაფი, თერმომეტრი, წამლების შეკვრა).

    ამ ბოლო დროს ხშირად ვავადმყოფობ. ყოველ კვირას თუ არა, 10 დღეში ერთხელ მაინც სიცხეს მაძლევს.  არ ვიცი, რისი ბრალია: რაღაც ცუდი ხდება ჩემს თავს, თუ ეს ყველაფერი იმის ბრალია, თავს რომ არ ვიშრობ წესიერად და შუაღამეს, შორტების ამარა რომ დავსეირნობ ქუჩაში.

    რამდენიმე დღის წინ, მაგარი ხუმრობა გავაძვრე: ბიოგრაფიკის ლექციაზე ვსაუბრობდით ადამიანის განვითარებასა და მის ადგილზე თანამედროვე, სწრაფ და ცვალებად სამყროში. საუბარი თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებსა და მათ მიერ გარემოს ცვლილების აღქმის, შემეცნების დაკარგვაზე ჩამოვარდა. თანამედროვე სატრანსპორტი სპობს იმ მომენტს, რასაც გარემოს შეცვლისადმი მოლოდინი,

    ამ შეცვლისას მიღებული გამოცდილება (გრძელ მანძილზე მოგზაურობა ადრე გამოცდილების შეძენის ერთ-ერთი საშუალება, ადამიანური განვითარების ერთ-ერთი სახე იყო) ეწოდებოდა. გარემოს ცვილელება თანდათნობით ხდებოდა, დღეს კი დროის მცირე მონაკვეთში (რა თქმა უნდა, შედარებით) დედამიწის ერთი თავიდან, მეორეში მოვხვდებით. ამასთან ერთად, რაც უფრო მეტ დროს ვიგებთ, მეტ დროს ვიზოგავთ, მით უფრო ცოტა დრო გვრჩება სამაგიეროდ.  ამ საუბრისას ჩემმა თანაკურსელმა ეგზიუპერის სიტყვები გაიხსენა, “მირჩევნია წყაროსთან ფეხით მივიდეო, თუ რაღაც ამდაგვარი..” მან ციტატა ზუსტად ვერ გაიხსენა, მაგრამ არსი ყველამ გავიგეთ.

    ჩემი კურსელის ამ სიტყვებს, ლექტორმა დაამატა – რა თქმა უნდა, მაშინ, იმ დროს, ხომ არ არსებობდა თანამდროვე სატრასპორტო საშუალებები, თვითმფრინავები და ა.შ. როგორც ხედავთ, ჯერ სასაცილო არაფერია, თუმცა, მოითმინეთ:

    ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი მეორე მსოფლიო ომის დროს მფრინავი იყო. 1944 წლის 31 ივლისს სარდინიის კუნძულზე გაფრინდა სადაზვერვო მისიით, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.

    მინდოდა ხმამაღლა გამეცინა, მაგრამ: ა) უხერხული იყო, ლექციის დროს ჩემი ხარხარი ბ) დარწმუნებული ვარ, ჩემს ლექტორს ეს ასე თავისდაუმებურად გამოუვიდა გ) ჩემი მხიარულების მიზეზს ვერ მიხვდებოდნენ. ჰო და, მეც ავდექი და ეს ჩემს მეგობარს ვუთხარი, მარტო ჩვენ გაგვეღიმა და ლექტორის მკაცრი მზერაც დავიმსახურეთ: ლექციაზე არეულობა ნუ შემოგაქვთო!

    ხანდახან ვფიქრობ, რომ მე ცუდი ადამიანი ვარ, უფრო ხშირად კი მგონია, რომ ჩემს ირგვლივ მყოფები არიან უსამრთლონი ჩემდამი. ემპირიულად დავრწმუნდი, რომ რეალურ, ფასეულ ცოდნას მარტო პირადი, უშუალო გამოცდილებით თუ შეძლებ. სხვების მონაყოლით ვერაფერს ახალს ვერ გაიგებ.

    ახლა აიზეკ აზიმოვის წიგნის, “კატასტროფების არჩევას” ვკითხულობ. წიგნში საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა სამყაროს შექმნის პრობლემებს, ჩვენი აღსასრულის თეორიულ მოდელებს და ვარსკვლავთშორის სივრცის აღწერას. დღეს საღამოს, როდესაც მაღაზიაში მივდიოდი, თავში დამარყა – ტელესკოპი უნდა ვიყიდო!

    მორჩა! მინდა და ვიყიდი, როგორც კი საკმარის თანხას (ჩემი ოპტიმისტური გამოთვლებით, ძალიან მალე) მოვუყრი თავს. მინდა და მორჩა. ვიყიდი მხოლოდ იმიტომაც, რომ ეგოისტი ვარ და ამით უნდა ავანაზღაურო ის დანაკლისი, ის პერიოდები ჩემი ცხოვრებისა, როდესაც ჩვეულ დონეზე არ ვეგოსიტობდი.

    ვიცი, ეს სულელური და ბავშვური საქციელია.  ამით არც არაფერს ვამტკიცებ და არც არავისთვის ნიშნის მოგებას ექნება დიდი მარგი ქმედების კოეფიციენტი.  ამით ვცდილობ მცირედ მაინც გადავერთო, ყურადღება გადავიტანო იმ საკითხებიდან, შავ ნაღველს რომ აღძრავენ ჩემში.

    მე არ მესმის ადამიანების, სამაგიეროდ ვიცი, რა მსიამოვნებს მე. მე ვერ ვგებულობ, როგორ შეიძლება ყველაფრის ერთი მოსმით დავიწყება, სამაგიეროდ შემიძლია სიამოვნება მივიღო ჩემი პატარ-პატარა ხუშტურებისგან. ჩემამდე არ დადის, როგორ ეგუებიან რამის აღსასურლს, როგორ ხდება, როდესაც შენი ნაწილი გწყდება, მიდის შენგან. მაგრამ, ამავდროულად მე შემიძლია პოზიტიური და სახალისო ფაქტების დანახვა ჩვეულებრივ, რუტინულ ქცევებშიც კი.

    არა, მე ჩემი იდეალური ტიპის იდეალური შემსრულებელიც არ ვარ. როდესაც დეპრესია მიტევს, ფარ-ხმალს ვყრი ჩემს თავს ვაძაგებ. ნუ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.

    ჩემს ირგვლივ არ ტრიალებს სამყარო, კოპერნიკმა მამხილა, ჯორდანო ბრუნოსთან კი დიდი უსიამოვნება მქონდა. გალილეომ ჩემს სახეზე ლაქები აღმოაჩინა. ჩემი ორბიტიდან გასვლის მერე, სამყაროს დასასრული არ დგება, ცხოვრება გრძელდება და ადამიანებიც ბედნიერებას ხან აწყდებიან, ხანაც კარგავენ. უკეთეს თანამგზავრებს და მზის სისტემებს აღმოაჩენენ ჩემგან გაფრენილი ასტეროიდები.

    მაგრამ ამით მე  რა? მე ჩემი ელიპსური გზა მაქვს, ამ პოსტსაც იმიტომ ვწერ, შემდეგ, ასე 10 წლის მერე, ან სულაც 3 თვის შემდეგ რომ ვთქვა: რა სულელი ყოფილხარ თურმე რატი!

    ამბობენ,  რომ ყველაფერს აქვს დასასრული და სასაწყისი. სამყარო დიდი აფეთქვების შემდეგ წარმოიშვა და მის შემდეგ განუწყვეტლივ ფართოვდება. დადგება მომენტი, როდესაც აფეთქებით გამოწვეული ინერცია შემცირდება და დაიწყება  შეკუმშვა. რატომღაც გაიწელა ეს პროცესი.

    ხო, მე ეგოისტი ვარ. ვცადე (შეიძლება ბოლომდე არ ვეცადე) სხვაგვარად, მაგრამ არ გამომივიდა.  ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებ, მაგრამ როგორც კი დავაღწევ თავს, ყველაფერი წესრიგში ჩადეგება და წესიერი, ნორმალური ეგოისტი, გატუტუცებული და განებივრებული ადამიანი გავხდები.

    მანამდე ცოტას  გავწვალდები :)

     
  • რატი შუბლაძე 6:59 am on December 4, 2010 Permalink | Reply  

    I love… 

    მე მიყვარს…..

    ლუდი, მხოლოდ 1 ლიტრის ფარგლებში

    მიწის თხილი

    როდესაც ყურში მეჩურჩულებიან ან კისერში მკოცნიან

    ძმარი

    საჭმლის კეთების პროცესი

    სხვის მიერ RPG-ის ან სხვა კომპიუტერული თამაშის ყურების პროცესი

    უადგილო კომენტარების კეთება

    სიარულის დროს ფანტაზიორობა

    ფულის დაგროვება

    ყველაფერი გერმანული

    ჩემი ძმის მიერ გაკეთებული ზურგის მასაჟები

    ზოგიერთი ჩემი მეგობარი კვირის ზოგიერთ დღეს

    ჯეპარდის ან კონტაქტის თამაშით ღამის გათენება

    ჩემი ძმის ტანსაცმელები

    ავტუბუსში ან მანქანაში ფანჯრიდან ქუჩის, ადამიანების და გარემოს დათვალიერება

    ჯეპარდის პაკეტის წერის პროცესი

    ბათუმი, მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატის დროს

    პარიკმახერთან ვიზიტი, გაჩუმება და მაკრატლის შარაშურის და კრაჭუნის ხმის მოსმენა

    ფეხით ბოდიალი, გაურკვეველი მიმართულებით

    ჩემი მეგობრების უხერხულ სიტუაციაში ჩაგდება

    მე არ მიყვარს

    მეათე სიგარეტის ღერის შემდეგ ყველაფერი თამბაქოსნაირი

    უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნა

    როდესაც რამეს ვერ ვიგებ

    გარემოს შეცვლა

    კუპატი

    როდესაც კითხვის დროს მეძინება

    ზოგიერთი ჩემი მეგობარი  კვირის ზოგიერთ დღეს

    ტელეფონზე კრედიტის აღება

    მე ვუყვარვარ

    ხანდახან ოჯახის წევრებს

    ჩემს ძაღლს, როდესაც მისთვის საჭმელი მიმაქვს ან სასეირნოდ გამყავს

    ზოგიერთ ჩემს მეგობარს, კვირის ზოგიერთ დღეს

    მე არ ვუყვარვარ

    მე არავის არ ვუყვარვარ. უბრალოდ მათ, ვისაც არ ვუყვარვარ, არ იციან ჩემი არსებობის შესახებ :D

     
    • fmagellan 10:35 am on December 4, 2010 Permalink | Reply

      როგორც ერთი დიდი ადამიანი იტყოდა, Ave Moi? :D

    • anushka 8:18 pm on December 4, 2010 Permalink | Reply

      Rati :D
      Chven gviyvarxar 24/7ze :P

    • lomski 11:11 am on December 5, 2010 Permalink | Reply

      AVE რატი :)

    • chankotadze 7:34 pm on December 6, 2010 Permalink | Reply

      მე მიყვარს როცა არ ჯუჯღუნებ :დ

  • რატი შუბლაძე 5:50 pm on December 1, 2010 Permalink | Reply  

    პოსტი ჩემს თავზე 

    ახლა, როდესაც ამ სიტყვებს ვწერ, თავი “სოციალური ქსელის” მთვარი გმირი, მარკ ცუკერბერგი მგონია. ესეც ჩემი პოსტის დასაწყისია, და ცუკერბერგიც  პოსტავს თვის ბლოგზე ფილმის დაწყებისას. ჩვენი პოსტების შინაარსი სხვადასხვა იქნება, მაგრამ ალბათ მსგავს ხასიათზე ვიქნებოდით.

    ბოლომდე მხოლოდ მაშინ ვიღებ გადაწყვეტილებას, როდესაც გარკვეული ხანი გავა, რადგან ხშირად მღალატობს ცივი გონება. ჩემი მეგობრები (მოკითხვა დიოგენე ლაერტელს) ჩემს ამ თვისებას გადაწყვეტილებების მუდამ ცვლილებასა და მერყევ ხასიათს მიაწერენ. ამ პოსტის დაწერაც  დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ ვერ ვწერდი, რაღაც მუდამ მაკლდა და უკმაყოფილების გრძნობა მრჩებოდა. ახლა გადავწყვიტე დავწერო. მაგრამ გაფრთხილებთ, ეს მხოლოდ ჩემი პოზიციაა, ჩემი თვალსაზრისი. როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა, ცხონებულმა დაწერა ერთ-ერთ პოსტში, ყველა მართალია. ყველას თავისებური სიმართლე აქვს.

    ბოლო 1,5 წელი მე მარტო არ ვყოფილვარ. ჩემთან ის იყო. იყო გაუგებრობებიც და სიამტკბილობაც, სიცილიც და ტირილიც, მოფერებაც და ხმამაღალი სიტყვები. მოკლედ, ჩვეულებრივი ამბავი რა.

    ბოლოს არეული იყო ყველაფერი.  ჩემი ხასიათიდან გამომდინარე და მისი სურვილის გამო, ისე ჩუმად ვრიგდებოდ-ვშორდებოდით ვერავინ გებულობდა ასავალ-დასავალს.  შემდეგ იყო პაუზა. პაუზის შემდეგ, მთელი შემოდგომა ერთი საათიდან რამდენიმე დღემდე შუალედები, როცა ერთად ვიყავით.

    პასუხისმგებლობის აღება რთულია. ხშირად მეც მეპარებოდა ეჭვი ყველაფერში.   ალბათ, მას უფრო ინტენსიურად.  ბოლოს, მგონი აღარ ვიცოდით რა გვინდოდა ერთმანეთისგან.

    ქარიშხლის წინ სიჩუმე დაისადგურებს. სიკვდილამდე დაჭრილი ცხოველი ყველაზე სახიფათო გაბრძოლებას ასწრებს.

    ფინალამდე რამდენიმე დღე ისეთი იყო, ძველი დრო გამახსენდა. მე  მეგონა, უკვე ყველაფერი გადალახული იყო. მერე უცებ…

    არ ვიცი, მე დღემდე ვერ ვხვდები. ან ვხვდები და არ ვიმჩნევ. პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ ორივეს გვქონდა. სამართლიანიც და უსამართლოც.

    მერე მოხდა, რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა.  რასაც არ ველოდი.  ეს უკვე აღარ არის აქ დასაწერი ან განსახილველი, თუმცა ეს იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება. ურთიერთობის გაწყვეტაზე მეტად,  ყველაზე უფრო ეს მეწყინა.

    გამოდის, ყველა ის მიზეზი თითიდან გამოწოვილი ყოფილა, სხვა რამეს ემსახურებოდა.  ნათქვამი ერთი იყო და შედეგი და ქმედება მეორე გამოვიდა.

    შეიძლება ეს არ იყოს სასიამოვნო, ჩემი ეს პოსტი. მაგრამ ბევრი რამ მოხდა და გაკეთდა ჩემთვისაც უსიამოვნო.

    ადამიანი, მეტია ვიდრე უბრალოდ მისი ქმედებების, ემოციების, აზრების და სურვილების მექანიკური ჯამი. ის გაცილებით უფრო ღრმა და რთულია.  ერთი მხრივ, გული მწყდება, ყველა დეტალზე წარსული მახსენდება.  ქუჩაში ჩამავალი ის ავტობუსი, ის ქუჩები, ის სიტუაციები, ხშირად რომ იყო.  მოლოდინი და განცდა შეხვედრამდე. ჩვეული საჭმელები, ყველაფერი მახსენებს და მაგონებს.

    თუმცა, ამავდროულად მიხარია. ისევ თავისუფალი ვარ, ყველაფერი გავარკვიე, დაფარული აღარაფერია ჩემთვის. ზედმეტი თავის ტკივილი მოვიშორე.  გამოცდილება შევიძინე და შეცდომებს აღარ დავუშვებ. ძალიანაც არ მწყდება გული. მომდევნო ტრამვაი აუცილებლად ჩამოივლის.

    ხანდახან ეს ორივე გრძნობა ერთდროულად მიტევს.  მოკლედ, რთულად არის ყველაფერი, ჯერ-ჯერობით :) .

    მალე ჩემი დაბადების დღე მოდის, 27 დეკემბერს.   ისევ ადრიდნელი რატი ვარ. კვლავ მჯერა სასწაულების. რომ ერთხელაც, არავინ იცის როდის, მაგალითად დეკემბრის 27-ში ვინმე მოვა ჩემთან და მეტყვის: გამარჯობა რატ, ეს მე ვარ. ეს 2010 წელს იქნება თუ 2014 არავინ იცის. მე არსად მეჩქარება.

    პ.ს. მთავარია შენს თავთან იყო მართალი, დანარჩენი გარდამავალია, ყველას დაავიწყდება.   მათ შორის მეც :)

     
  • რატი შუბლაძე 12:44 pm on November 26, 2010 Permalink | Reply
    Tags: Amazon Kindle, ავტობუსი, აშენბახი, მეტრო, ნეხვი, რედ ბული, რუსთაველი, სნიკერსი, ფოსტა, ჯეპარდი   

    Amazon Kindle-ზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა ათასგვარ სისულელეებზე 

    ერთი თვის წინ ამაზონზე ქინდლი შევუკვეთე. ქინდლი ელექტრონული წიგნია, რომელიც მთელ წიგნების თაროს შეგიცვლით. ორი კვირა ყველაფერი კარგად იყო, მერე კი დაიწყო ჯოჯოხეთი.

    პარასკევის საღამოს დამირეკეს, ჯეპარდის ახალი პაკეტია, წამო ჩავუჯდეთო. ჯეპარდი მერვ გრიფინის გამოგონებაა, რომლითაც აგერ უკვე მერამდენე წელია თავს ვირთობ(თ). მთელი ღამე ნამდვილი ნერდების (ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით) გარემოცვაში გავატარე, მაგრად ვისიამოვნეთ და დილის  7-ის წუთებისთვის ჩემს მეზობელთან ერთად ფეხით წავუყევით სახლისაკენ მიმავალ გზას. სახლში მისულს კითხვა მომინდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩამეძინა. ქინდლი ჩემთან ერთად იწვა.

    მომკალით და მახსოვდა, რომ ე-წიგნი გადავდევი გვერდზე მდგარ “ტუმბოჩკაზე”. მაგრამ, თურმე არა. ეკრანი გავუფუჭე და მის მერე ქინდლის ერთ-ერთი სკირნსეივერი, აგატა კრისტის სახე თან მსდევდა ყველგან.  საშინელ ხასიათზე დავდექი.

    ჩემმა roommate-მა გუგლით საიდანღაც გამოჩხრიკა, რომ ასეთი შემთხვევების დროსაც ამაზონი მაინც ასრულებდა საგარანტიო პირობებს. უბრალოდ, უნდა დაგერეკა და აგეხსნა სიტუაცია. მე ორ კვირაზე მეტსფეხს ვითრებდი. არ მინდოდა დარეკვა, გული მქონდა აცრუებული ყველაფერ ელექტონულზე. მით უმეტეს რომ, ამ შუალედში ჩემი ლეპტოპის დამტენიც გავაფუჭე. აღარც ლეპტოპი (სხვათაშორის, დღემდე არ მიყიდია დამტენი და ზემოთ ნახსენები roommate-ის კომპით ვსარგებლობ, როცა ის სახლში არ არის :D ), აღარც ქინდლი.

    ჩემი მეგობრის ყოველდღიური ტვინის ბურღვის მიუხედავად, დარეკვა არ მინდოდა. ბოლოს ჩემი მეგობრის მეგობარმა დარეკა, ვის სახელზეც იყო გამოწერილი ამაზონიდან ქინდლი. ყველაფერმა უპრობლემოდ ჩაიარა. ახალი ქინდლი გამომიგზავნეს, სამაგიეროდ მე ძველი, გაფუჭებული უნდა გამეგზავნა.  ამასთან მითხრეს, რომ  გაგზავნის ხარჯებსაც ამინაზღაურებდნენ.

    აქ კი მორიგი გაურკვევლობა და იდიოტობები დაიწყო. “საქართველოს დაჩქარებულ ფოსტა ESM”-ში შეიცხადეს, არა, ორმაგი დანიშნულების ცნობის გარეშე ვერაფერსაც ვერ გააგზავნიო. იგივე მითხრეს DHL-შიც.  წავედი ეკონომიკის სამინისტროში, სადაც უნდა მოეცათ ეს ცნობა. იქ უფრო მეტი გაუგებრობა. ჯერ ჩემი თავიდან მოშორება უნდოდათ, მე არ მოვეშვი. მერე მითხრეს, რომ ცნობის გასაკეთებლად საჭირო იყო 30 ლარი გადამეხადა, წარმომედგინა პირადობის ასლი, ინვოისი და ცნობა ამაზონიდან, რომ ისინი ნამდვილად აპირებენ ჩემგან ქინდლის მიღებას.

    მოკლედ, გაურკვევლობა და ბიუროკრატია, მეტი არაფერი. მივწერეთ (იმ მეგობრის მეგობარმა მისწერა) წერილი ამაზონს, რომელიც დღემდე არ მოსულა. საბედნიეროდ, ერთ დღეს, როდესაც ჯეპარდის სათამოშოდ მივდიოდი, ავტობუსში ჩემი დიდი ხნის უნახავი მეგობარი შემხვდა, რომელიც საბაჟოში მუშაობს ახლა. მოვუყევი ჩემი გულის ტკივილი. მან მითხრა, შევეცდები დაგეხმაროო.

    სიმართლე რომ ითქვას, დიდად თავს არ ვიკლავდი ამ ამბის გარკვევით, მეკიდა ამაზონიც და მისი ქინდლიც, მთელი მუღამი დაკარგული მქონდა.  ყველაზე ცოტა მე გავაკეთე ამ საქმის მოსაგვარებლად, ჩემი მეგობრები უფრო მეტად გაისარჯნენ. ავტობუსში შემხვდარმა მეგობარმა და ჩემმა თანამეოთახემ (სწორედ ის, ტვინს რომ მიბურღავდა, არიქა, დარეკე, დარეკეო) რაღაც ილაპარაკეს, მოითათბირეს, რაღაც-რაღაცები არკვიეს და დაასკვნენ,ს FEDex-ის ან UPS-ის მომსახურებით მესარგებლა.  თანაც, გაირკვა, რომ ეს ორი კომპანია არანაირ ორმაგი დანიშნულების ცნობას და მსგავს იდიოტიზმს არ ითხოვდა.

    ხუთშაბათს. 25 ნოემბერს, ჩვეულებრივ, გვიან გამეღვიძა. ჩვეულებრივი, რუტინული საათების შემდეგ წავედი ამ FEDex-სა ან UPS-ში ამბების გასაგებად (ორჯერ გადავდე წასვლა).   სახლთან ახლოს, 140-ში ავედი. ავტობუსში ამ დროისთვის ჩვეულებრივზე მეტი მგზავრი იყო. სადღაც ვაკე-საბურთალოს გზასთან მივხვდი, რაღაც ვერ ვიყავი. სუნთქვა მიჭირდა. ვაკეში უკვე ვაპირებდი უკან, სახლში მიბრუნებას, მაგრამ ავტობუსისი ერთ კუთხეში (ჩემი საყვარელი ადგილი ავტობუსში,  სალონის შუა წელი, სადაც ფეხზე სადგომი ადგილებია) მიკუჭული, სუსტად და შეუძლოდ მყოფი ვერაფრით მოვახერხებდი ბლოკადის გარღვევას. ხალხი კი ემატებოდა და ემატებოდა, სუნთქვა სულ უფრო და უფრო მიჭირდა. სადღაც თსუ-ს მეხუთე კორპუსთან ვიგრძენი, რომ მგზავრების ყაყანი ყრუდ მესმოდა,  ხელებზე თითქოს ელექტრო ტალღამ გადამიარა, კიდურები დამიბრუჟდა, ერთ მომენტში თვალებშიც კი დამიბრავდა.  ეს იყო ყველაზე კრიტიკული მომენტი,თუმცა ამის მერეც ფეხზე ძლივს ვიდექი.

    მიტინგის გამო რუსთაველი გადაკეტილი იყო, ამიტომ ავტობუსისაბოლოოდ მეტრო რუსთველთან გაჩერდა. როგორც იქნა გავაღწიე გარეთ. სახეზე ცივმა ოფლმა დამასხა,  ინერციით მივდიოდი მეტროსკენ და ცხვირსახოცით სახეს ვიმშრალებდი.  მციოდა.

    მეტროში აღვმოვჩნდი. მეტრო მიყვარს. წაგიკთხავთ დიმიტრი გლუხოვსკის Метро 2033? კარგი რამ არის, გირჩევთ წაიკთხოთ. თუ კითხვა გეზარებათ, მასზე დაფუძნებული თამაში მაინც ითამაშეთ. კარგი შუთერია.

    როგორც კი გონზე მოვედი, ეგრევე მობილურს ვეცი და ფეისბუქზე დავწერე, გუსტავ ფონ აშენბახივით ვგრძნობ თავს-თქო. კიდევ კარგი თბილისში არხები და ახალგაზრდა პოლონელი ბიჭუნები მრავლად არ არის :D მეტროს ვაგონში უკვე მივხვდი, რომ ყველაზე ცუდი უკვე უკან იყო და გადავრჩი.  (ეს რომ გავიაზრე, გავვოცდი, თუ რატომ გავაკეთე ეს და მეორე დღეს “სოციალური ქსელი” ვნახე)

    ავლაბარში ამოვედი, თუმცა მერე მივხვდი ადრე ამოვსულვარ. ავტობუსში, მით უმეტეს მარშუტკაში, ამსველი არ ვიყავი ამიტომ ფეხით გავუყევი ქუჩას FEDex-სა ან UPS-ში მისასვლელად. დეტალები საინტერესო არ არის, მაგრამ გეტყვით, მე UPS-ით გადავწყვიტე ამანათის გაგზავნა.

    ფეხით ბოდიალმა უფრო სუსტად გამხადა. პირველივე პატივსაცემ მარკეტში შევვარდი. ისეთი დაბნეული და გათიშული ვიყავი, ჩემს წინ წამოჭიმული რედ ბულის გროვა ვერ შევამჩნიე და ომახიანად ვიკითხე, სად იყო რედ ბული.

    რედ ბულს სნიკერსიც მივაყოლე და თვალებში გამოვიხედა.  სიცივის განცდა, რომელიც მთელი ეს პერიოდი თან დამყვებოდა, ცოტა ხნით გაქრა.

    5 საათზე ინგლისურში წერა მქონდა. პირველმა ნახევარმა ნორმალურად ჩაიარა, მერე კი სისუსტემ ისევ იჩინა თავი. წვრილი შრიფთით ნაწერს ვეღავ ვარჩევდი.  ძლივს მოვბოდე რაღაც. საშინლად დავწერე :D

    სახლში მისვლის მერე უფრო ცუდად ვიგრძენი თავი. სიცხე მიწევდა და მიწევდა, ჩვენთან კი გუნდის ვარჯიში (რა? სად? როდის? გუნდი, რომელშიც მე ვთმაშობ, ჩვენთან იკრიბება სავარჯოშოდ) იყო გაჩაღებული.

    როგორც იქნა, ვარჯიშიც მორჩა, ყველა სახლებში წავიდა, მე კი სიცხესთან ( პირველი და უკანასკნელი გაზმოვებით 38,5 მქონდა) დავრჩი პირისპირ.  წამალმა (ეფექტი ფლუს ერთი კაპსულა დავლიე) მოქმედება ნელ-ნელა დაიწყო.

    თუმცა, ამ დროს მე სულაც არ ვფიქრობდი ჩემს არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაზე. მთელი ეს დღე, ნერვები მეშლებოდა. ნერვები მეშლებოდა იმაზე, რომ შეიძლება ყველაფერი სწორად გააკეთო და მაინც აუტში აღმოჩნდე, ლუზერად დარჩე.  ისეთ არგუმენტებს და მტკიცებულებებს მოგიყვანენ, რომ გრჩება შთაბეჭდილება, რომ იდიოტი ჰგონიხართ და უტიფრად გაბოლებენ. უნამუსოდ   გეუბნებიან, რომ ძალიან განიცდიან ამ ამბავს და იქვე უყურებ, რომ ფეხებზეც კიდიხარ და თავისას ისწორებენ. და ამას აკეთებენ პერიოდულად აკეთებენ, არა ერთხელ ან ორჯერ.

    საიდუმლო არ არის არც ერთი ჩემი ნაცნობისთვის, რომ მე წავუეგოისტებ (ყველაზე რბილად და შელამაზებულად თუ ვიტყვით) და აქ დაწერილ მრავალ სიტყვაზე  ჩაეცინებათ.

    აჰა, გაიღიმეთ. მეც მოღიმარი სახით ვწერ ამ პოსტს :)

     
  • რატი შუბლაძე 2:50 pm on November 1, 2010 Permalink | Reply
    Tags: დასაწყისი, , ლეონტი მროველი, , ქართლის ცხოვრება   

    დასაწყისი 

    ჩემი აზრით, საინტერესო ამონარიდი ჩემი ერთ-ერთი ნაწერიდან, რომელსაც ახლა ვარედაქტირ-კორექტორ-ვასწორებ :D რატომ ახლა? იმიტომ რომ ზარმაცი ვარ :D

    პროლოგი: წყაროები და გამოყენებული ლიტერატურა ჯერ არ მიმითითებია.

    პირველი ევროპული პროპაგანდა

    ადრეული ეპოქების ქართული აზროვნების განვითარება ძირითადად და უმთავრესად ორ სამოღვაწეო სივრცეში – რელიგიური და ისტორიული ნაშრომების შექმნისას ხდებოდა. რასაკვირველია, გარკვეული სახის სოციოლოგიური საკითხების (ამ მნიშვნელობის ძალიან ფართო და ყოვლისმომცველი მნიშვნელობით) გაშუქება ჰაგიოგრაფიულ თუ სხვა რელიგიურ ტექსტებში გვხვდება, მაგრამ მათ ჩვენ ვერ მივიჩნევთ საერო ინტელექტუალური სფეროს ნაწიალად როგორადაც თავად სოციოლოგია წარმოგვიდგება. შესაბამისად, აქცენტი გაკეთდება ინტელექტუალური საქმიანობის მეორე სფეროზე – ისტორიული ტექსტების ანალიზზე, სადაც, გარდა ისტორიული ფაქტების კონსტატირებისა, სტრიქონებს შორის ამოიკითხება ეპოქისთვის დამახასიათებელი სოციალური ინსტიტუტების აღწერა, მიმოხილვა  და მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო რესურსები. ისტორიული მოვლენების მიმოხილვისას დაფიქსირებული საინტერესო “გვერდითი” ფაქტების საინტერესი მაგალითია ლეონტი მროველის “ქართლის ცხოვრება”.
    ლეონტი მროველის ნაშრომის კითხვისას ვხვდებით “ბიბლიურ ხალხთა ნუსხის” ტრადიციის საინტერესო ინტერპრეტაციას: “სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკანელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა ამა თუისა ერთი იყო მამა, სახელად თარგამოს, ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისული იაფეთისი, ძისა ნოესი”. თუ დავუკვირდებით, ლეონტი მროველის მიერ ჩამოთვლილი ეთნოსების და სხვადასხვა ქართული სუბეთნიკური ჯგუფების განსახლების არეალი ემთხვევა ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული საისტორიოგრაფიო ტრადიციის მიერ “ისტორიულად ქართულ მიწებად” აღიარებულ გეოგრაფიულ არეალს. გვიანფეოდალიზმის ხანის დასასრულის ქართული სახელმწიფოს ეს ფორმულა, ჩემი აზრით, იმ პერიოდისთვის ერთი ხელისუფლების ძალაუფლების ქვეშ მყოფი ან პოტენციური გავლენის სფეროების ტერიტორიაზე მოსახლე ეთნიკური და სუბეთნიკური ერთობების ერთ ერად ჩამოყალიბების, ერთ ორგანულ ერთობად გარდაქმნის და ერთიანი თვითშეგნების განვითარებისკენ მიმართული მცდელობა შეიძლება ყოფილიყო. აგრეთვე საინტერესია ლეონტი მროველის მიერ კავკასიელ ტომთა ნათესაობის კონცეპციის აგებაც: “იაფეტის  შვილთა შორის ბიბლიაში მოხსენიებულია მიდაი, მიდიელთა მამამთავარი, იავანი, ბერძენ იონიელთა მამამთავარი”. ეს ფაქტი განსაკუთრებით საინტერესოა იმ მოვლენასთან ურთიერთკავშირში განხილვისას, როდესაც ლეონტი მროველი არ ცდილობს კავკასიაში აქტიურად მოღვაწე ტომების – ხაზარების და ოს-ალანების – ნათესაობის მტკიცებას. ამ ორი საყურადღებო პარამეტრის შედარებით, ჩემი ვარაუდით, მროველი ცდილობს ქართველების გენეზისი დაუკავშიროს ევროპულ, მისი ეპოქის გადმოსახედიდან “ცივილიზებულ სამყაროს”. ხაზარების და ოსების “უარყოფა” შეიძლება აიხსნას მათი პოლიტიკურ-კულტურული განვითარების შედარებით დაბალი დონით (ბერძნულ-ბიზანტიურთან შედარებით) და, აგრეთვე, მათი შედარებით მძლავრი ეთნიკურ-ინდივიდუალური განვითარებით, რაც, თავის მხრივ, უფრო აძნელებდა მათ ასიმილაციურ ინტეგრაციას პანქართულ სივრცეში.
    ცალკედ გას ლეონტი მროველის მოძღვრებაში “ჰაოსიანთა”, ანუ სომხების, როლი. თარგამოსის შემდეგ, კავკასიელ ტომთა დანაწევრებას მიუთითებს თარგამოსის ძის, ქართლოსის და მისი შთამომავლობის მიერ მათთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე განფენა და ციხე-სიმაგრეების მშენებლობა. ამ დროს თარგამოსიანთა უსაფრთხოების დაცვის საქმეში იზრდება “ჰაოსიანთა” ფუნქციები: “ჰაოსიანთა განსაკუთრებული სიმამაცე თარგამოსიანთა ბრძოლაში ნებროთის წინააღმდეგ მიგვითითებს კავკასიის რეგიონის თავდაცვით უნარიანობის განმტკიცებაში”. მიუხედავად “ჰაოსიანთა” მძლავრი ეროვნულ (ეთნიკური) თვითშეგნებისა, ლეონტი მროველის მიხედვით ქართული სახელმწიფოებრიო ტრადიცია მაინც ცდილობს მათ შემოყვანას pangeorgica-ს სივრცეში, რადგან, ოსებისა და ხაზარებისგან განსხავებით, რომლებიც უმეტეს შემთხევაში დესრუქციულ ძალას წარმოადგენდნენ ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, “ჰაოსიანები” იძენდენ განსაზღვრულ ფუნქციებს და ხელს უწყობენ ქართული სახელმწიფოებრივი იდეის განვითარებას.
    და ბოლოს, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი “ქართლის ცხოვრებიდან”: ისტორიულად, ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებისათვის დამახასიათებელი იყო შემდეგი სახის საგარეო პოლიტიკა – დიდ სახელმწიფოებს შორის ბალანსის დაცვა და მათ ინტერესებზე ვარჭრობა. ამ საგარეო პოლიტიკური ხერხის ხერხის სათავეები ლეონტი მროველის ნაწერებშიც გვხვდება, სასანიდურ ირანთან ურთიერთობების განხილვისას. ამ პერიოდში “ქართლოსიანებმა” უკვე აითვისეს უცხო ძალის გამოყენება “ძირითადი მტრის” წინააღმდეგ: “მას ჟამსა შინა, სადაითაც ვინ მივიდეს ძუირის-მოქმედთაგან საბერძნეთით, გინა ასურით ოტებული, გინა ხაზარეთით, ყოველივე დაიმეგობრებიან ქართველთა შემწეობისათუის სპარსთა ზედა”. ძალაუნებურად, ამ შემთხევაში ასოციაციები ჩნდება ნიკოლო მაკიაველისთან მიმართებაში, თუმცა ეს ორი სხვადასხვა ეპოქის და სოციალური გარემოს წარმომადგენლები იყვნენ.
    თამამად შეიძლება ითქვას, ლეონტი მროველის „ქართლის ცხოვრება“ შეიცავს გარკვეულ მოსაზრებებს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებასა და სამომავლო განვითარების ეტაპებზე. განსაკუთრებით საინტერესოს ლეონტი მროველის ამ ნაშრომს მისი პირველადობა ქმნის: სწორედ მისგან იღებს სათავეს ქართული სახელმწიფოებრვი ტრადიციის გადმოცემა. „ქართლის ცხოვრება“ შეგვიძლია მივიჩნიოთ გარკვეულ სამოქმედო პროგრამადაც, რომელსაც ყველა დანარჩვენი ქართველი ინტელქეტუალი მიჰყვებოდა ლეონტი მროველის შემდგომ. აქ ჩვენ ხვდებით როგორც ორიენტაციას დასავლურ ცივილიზაციაზე, ისტორიულად საკუთრების პრეტენზიის მქონე ტერიტორიებზე მოსახლე ეთნოსების ასიმილაციისა და ერთ ორგანულ ერთობად ჩამოყალიბებისკენ სწრაფვა და მკვეთრად გამიჯვნა „ბარბაროსული“ ეთნიკური ელემენტებისგან. სწორედ ამ ნაშრომიდან ვრცელდება ქართულ ცნობიერებაში ევროპული იდენტობისადმი მიკუთვნება. ჩემი აზრით, სწორედ “ქართლის ცხოვრებიდან” იწყება  ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში ევროპაცენტურლი აზროვნების, დასავლური ღირებელებების და იდეალებისკენ სწრაფვა.

    P.S. ვინც ვერ მიხვდა: ილუსტრაციაზე ნაჩვენებია იუპიტერის თანამგზავრი ევროპა.

     
    • lomski 3:16 pm on November 11, 2010 Permalink | Reply

      სწორედ “ქართლის ცხოვრებიდან” იწყება ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში ევროპაცენტურლი აზროვნების, დასავლური ღირებელებების და იდეალებისკენ სწრაფვა. _ aietisa da fartazis polemika gaxsovs gubazis mkvlelobis Semdeg? (mgoni agatiastan aris daculi teqsti) me evropacentruli azrovnebis sawyiss qartul moazrovnesociumshi cota shors, minimum 550-ian wlebamde gadavwevdi..es ise, chemi azri gagiziare…statia ki momewona, kai bovshi xar :)

    • blumgardt 6:59 pm on November 11, 2010 Permalink | Reply

      მართალი ხარ, არ გამხსენებია ეს ფაქტი :) დიდი მადლობა :)

  • რატი შუბლაძე 7:12 pm on October 28, 2010 Permalink | Reply  

    მუსიკალური შეკთხვა #2 

    ბრილიანტის ბაზრობა გეტტოში

    დავითის ვარსკვლავი ჩემს მკერდზე

    სექსი ქოშერულია შაბათობით

    ჩემს ბუდეში ებრაელი პრინცესაა

    როგორც დეიდა გოლდა, მაღლა სიონზე.

    რძე და თაფლი ჩემი ნარკოტიკია.

    აინშტაინის ვარცნილობის შემნახველი

    წინასწარგანჭვრეტილი შეცდომების გაზაფხულია.

     

    თქვენს წინაშეა ნაწყვეტი 80-იან წლებში მოღვაწე ჯგუფის ერთ-ერთი სიმღერიდან.  ორიგინალის ტექსტი ინგლისურად არის და მეgoogleებისგან დასაცავად მე იგი ვთარგმნე ქართულად.  ნუ გაგიკვირდებათ ტექსტის აბსურდულობა – იგი შემსრულებელთა ხასიათს ზუსტად გადმოცემს.

    P.S. პირველი სწორი პასუხის ავტორი დასაჩუქრდება სპეციალური პრიზით: ჩემს დაბადების დღეზე ჩემთან ერთად ვიზიტი კინოში.

    P.P.S. ხო მართლა, უნდა დაასახელთ ჯგუფიც და სიმღერაც :D

     
    • sharika 7:19 pm on October 28, 2010 Permalink | Reply

      Army of Lovers :P

    • klubeli 7:20 pm on October 28, 2010 Permalink | Reply

      sayvarlebis armia da israelizmi

      • blumgardt 7:24 pm on October 28, 2010 Permalink | Reply

        ამ სახელის გარდა, კიდევ როგორ შეიძლება თქვენი იდენტიფიკაცია?

  • რატი შუბლაძე 5:19 pm on October 25, 2010 Permalink | Reply  

    A sad funny Story 

    Pre-P.S. მოგეხსენებათ, ჩემში ირლანდიური სისხლი არ ჩქეფს და არც ოსკარ უაილდი მითარგმნია 14 წლის ასაკში. წინამდებარე მოთხრობა მხოლოდ ინგლისურის გაკვეთილების ერთ-ერთი დავალებაა. ამიტომ, შეცდომებს, სინტაქსურს, სტილისტურს თუ მართლწერის ლაფსუსებს, ბლომად შეხვდებით.

    A sad funny Story

    If I am out of my mind, It’s all right with me, thoougth Moses Herzog.

    Herzog – Saul Bellow

    Moses was born in Germany. His parents had already had two children, when he was born. It was the period of the Great Depression – hard time for Herzog  family. Neighbors and relatives were gossiping, that Moses’ birth wasn’t celebrated as previous ones.

    Moses was kind-hearted child, but parents thought it was caused by his absant-minded character. His elder siblings often refused playing or having fun with him. Moses “THE LONELY SOUL” sometimes played with his  neighbors’ children. One of  them, was son of his fathers boss. Once, they had a big row. The misunderstanding was  as great as Moses’ family changed their place of living.

    After Nazi’s become ruling the country, Herzogs immigrated to America.  This country was made for young Moses. His habit, making everything off the beaten track, was generously granted by the fortune. Not listening to parents advices, he decided to make his AMERICAN DREAM true – he became a stand up comedian. Telling jokes in a foreign language is extremely difficult, but Moses was strongly single-minded  person: he was working days and nights to improve his language skills.

    He entertain people for nearly forty years. Moses often said, that it’s important  timming, when you tell jokes. In Saturday late show “EVEN STONE LAUGHS”, he performed with his “MAGIC WAND”: Moses was singing, dancing and making funny tricks with his wand.

    When comedians become famous, they often get depressed, but Moses was another sort of person: being funny came naturally to him.

    At the end of his life, when he didn’t have his sight set on anything much, he retired. He always had a stormy relationship with family. Retired comedian lived alone.  He peacefully died at the age of 83 from myocardiodystrophy.

    Moses was visited by his nephew Joshua at the hospital, several days before he died. “If I’m out of my mind, It’s all right with me” – told he to Joshua – “Now, go and leave me, I will now turn aside, and see this great sight, why the bush is not burnt.”

     
  • რატი შუბლაძე 9:43 pm on October 24, 2010 Permalink | Reply
    Tags: თურქეთი, მოკბასტერი, ცუდი კინო,   

    თურქული Star Wars 

    კინომოკბასტერების კლასიკიდან: თურქული ფილმი Dünyayı Kurtaran Adam (ქართ. ადამიანი, რომელიც მსოფლიო იხსნის). ჩეთინ ინანჩის (სცენარის ავტორი) და ჯუნეით არინის (რეჟისორი) 1982 წლის “ნამუშევარი”.  ჯორჯ ლუკასის გარდა, ყოჩაღმა თურქებმა ინდიანა ჯონსის, ჯეიმს ბონდის და ფლეშ გორდონის მუსიკის ავტორებიც გააბითურეს. 2006 წელს გამოვიდა ფილმის სიქველი – Dünyayı Kurtaran Adam’ın Oğlu (ქართ. ადამიანის შვილი, რომელიც მსოფლიოს იხსნის). ამჯერად შემქმნელებმა შემეცნების ჰორიზონტი გააფართოვეს და “ვარსკვლავური ომების” გარდა,  “სტარ ტრეკის” სიუჟეტური ხაზიც აითვისეს.

    2010 წლის მაისში ფილმი Dünyayı Kurtaran Adam’ın Oğlu IMDb-ის ყველა დროის ყველაზე ცუდი ფილმების ჩამონათვალში 41-ე ადგილზე გავიდა.

     
    • Lord Vader 7:48 pm on October 27, 2010 Permalink | Reply

      კლასიკაზე პარაზიტობა :)

  • რატი შუბლაძე 4:48 pm on October 24, 2010 Permalink | Reply  

    ღია წერილი 

    გამარჯობა!

    ჩვენ ალბათ ერთმანეთს არ ვიცნობთ.  მიუხედავად ამისა, ბევრი მსმენია შენზე. შენი საქმეების მოყოლით არაერთხელ შევუშინებივართ ბავშვობაში.  ვაღიარებ, ყოველთვის ვცდილობდი თავი ამერიდებინა შენთან შეხვედრას. ზოგადად,  შენზე  გაფიქრებაც კი მზარავდა.

    თუმცა, წლები გადის და ადამიანები ვიცვლებით. ვხვდებით და ვაცნობიერებთ, რა რა არის და ვინ რას წარმოადგენს.  ახლა, როდესაც კარგად გავაცნობიერე ვინც ვარ, გთხოვ, შემხვდი. თავი დაანებე საცოდავი რინსვინდის დევნას; ორივემ კარგად ვიცით, მუდამ გაგექცევა.   ჩემზე უარესი და არაკვალიფიციური ბევრი პრეტენდენტი გყავს, ნუ იქნები უსამართლო.  ყველასთვის ასე იქნება უკეთესი.

    მე აქ ვარ და შენთან შეხვედარს მოვითხოვ. არასდროს არაფერი მითხოვნია შენთვის.  სულ დავცინოდი იმ მიჩიგანელს და უხერხულ სიტუაციაში ნუ ჩამაყენებ.

    ჰა, სანამ გადამიფიქრია, მოდი. ჩემი ადგილსამყოფელი და მისამართი იცი.

    კარს ღიას დავოტვებ :)

     
    • WDC 6:21 pm on October 24, 2010 Permalink | Reply

      ra iyo rati, suicidis sheteva gaqvs? :D

c
Compose new post
j
Next post/Next comment
k
Previous post/Previous comment
r
Reply
e
Edit
o
Show/Hide comments
t
Go to top
l
Go to login
h
Show/Hide help
shift + esc
Cancel
Follow

Get every new post delivered to your Inbox.