Recent Updates Page 2 Toggle Comment Threads | Keyboard Shortcuts

  • რატი შუბლაძე 8:56 pm on May 29, 2011 Permalink | Reply  

    ერუდიტ-სექსტეტი, თსუ. გაზაფხულის ჩემპიონატი 

    პროლოგი: ავტორი ჯეპარდით პროფესიონალურად დაავადებულ და დაინტერესებულ ადამიანებს მხოლოდ ფინალური პაკეტის წაკითხვა/თამაშს ურჩევს. მოყვარულები are welcome შვიდივე პაკეტზე.

    ერუდიტი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზაფხულის ჩემპიონატი.

    რედაქტორი: რატი შუბლაძე.

    პირველი წრე.

    პირველი შესარჩევი თამაში

    I რაუნდი

    თემები:  ღვინო, დუდუკი, ქალები, …ალი …; ზოლიანი თემა, თევზების შესახებ.

    ღვინო

    10) ხისგან დამზადებული ყურძნის დასაჭყლეტი, დასაწნეხი, დასაწური და ღვინის დასაყენებელი ჭურჭელი.

    საწნახელი

    20) სწორედ ეს „ქაფიანი ღვინო“ მოართვა გასასინჯად 1668 წელს, ბენედიქტელთა მონასტრის მევენახემ, პიერ პერინიონმა ოტვილიერის სააბატოს წინამძღვარს.

    შამპანური

    30) რესტორნის თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია ღვინის შესყიდვაზე, შენახვასა და მისი კლიენტთან წარდგენაზე.

    სომელიე

    40) პლინიუს უფროსის ეს გამონათქვამი ხშირად ბოლოვდება სიტყვიებით: „ჯანმრთელობა კი წყალშია“.

    In vino veritas

    50) ღვინის ქარხანასთან საგანგებოდ მოწყობილი საცავი, სადაც ინახება ბოთლებში ჩამოსხმული სხვადასხვა მარკის ღვინის კოლექციები.

    ენოთეკა

    დუდუკი

    10) ჟურნალ ლიბერალის ერთ-ერთი სტატიის მიხედვით, ომარ ხაიამის ეს მოწოდება სრულად განხორციელდა საბჭოთა საქართველოში.

    ღვინო, დუდუკი, ქალები

    20) მადრიდის რეალის ამჟამინდელი და პოლონეთის ნაკრების ამ ყოფილი მეკარის გვარი ერთგვარ ასოციაციას იწვევს სიტყვა „დუდუკთან“.

    ერჟი დუდეკი

    30) რიდლი სკოტის ამ ფილმისთვის დაწერა ჯივან გასპარიანმა კომპოზიცია „ჩრდილოეთის დუდუკი“.

    გლადიატორი

    40) გერმანული ფოლკლორის ამ პასაჟს იხსენებს ჰაინრიჰ ჰაინე საკუთრ პოემაში „მომთაბარე ვირთხები“

    ჰამელნელი მედუდუკე, ჰამელნელი ვირთხიჭერია

    50) ხის სასულე მუსიკალური ინსტრუმენტების ამ კლასს მიეკუთვნება დუდუკი.

    ჰობოი

    ქალები

    10) ქალთა საერთო მოძრაობა, რომელიც გამოდის სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელიც გავრცელებულია თანამედროვე კულტურაში.

    ფემინიზმი

    20) ბერძნულ მითოლოგიის ქალღმერთი, ზევსისა და ლეტოს ასული, აპოლონის ტყუპის ცალი, ცხოველთა მფარველი და მეუფე.

    არტემიდა

    30) იური გავრილოვის ამ ტერმინით ხშირად მოიხსენიებენ გოლდა მეირს, ინდირა განდის და მარგარეტ ტეტჩერს.

    კრინის ლედი

    40) მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ქალთა დაავადებებს, უმთვრესად კი რეპროდუქციული სისტემის პრობლემებს.

    გინეკოლოგია

    50) მისი პრინციპის თანახმად, ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ხოლო ყველა უბედური ოჯახი უბედურია თავისებურად.

    ანა კარენინა

    …ალი …

    10) ქვეწარმავლების გვარი ნიანგების რიგისა, რომლის სახელი ესპანურიდან მოდის და „ხვლიკს“ ნიშნავს.

    ალიგატორი

    20) ქუთაისში დაბადებული ამ კომპოზიტორის ხილვა ორ ლარიან ბანკნოტებზე შეგიძლიათ.

    ზაქარია ფალიაშვილი

    30) ამ ქვეყნის სახელწოდება ძველინდურ ენაზე ნიშნავს ”მთის ძირში მდებარეს”.

    ნეპალი

    40) 1807 წელს ელექტროლიზის საშუალებით მიღებული ტუტე მეტალი  ატომური ნომრით  19.

    კალიუმი

    50)  აი, რა მზის სიზმარია, / აირევი, ივერია…. / აი, დროშა, აშორდია, / აერების სიბერეა – თქვენ მოისმინეთ გალაკტიონის სწორედ ასეთი ლექსი.

    პალინდრომი

    ზოლიანი თემა

    10) ამ ქვეყნის დროშა შეიცავს ცამეტ ჰორიზონტალურ ხაზს, რომელთაგანაც შვიდი არის წითელი, ხოლო ექვსი – თეთრი.

    ამერიკის შეერთებული შტატები

    20) 1897 წელს დაარსებულ ამ საფეხბურთო გუნდს შავ-თეთრი სპორტული ფორმის გამო ხშირად „ზებრასაც“ ადარებენ.

    იუვენტუსი

    30) მითხარით ფრანგული წარმოშვების სიტყვით, თუ რა ეწოდება ზღვის სანაპირო ზოლს, რომელიც აგებულია ზვირთემის ნაკადის მოქმედების ზონაში დაგროვილი ნატანი მასალით.

    პლაჟი

    40) ჩრდილოეთის ზომიერი სარტყლის წიწვოვანი ტყე, რომელსაც  ზოლად გასდევს ჩრდილოეთ ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის უზარმაზარ ტერიტორიას.

    ტაიგა

    50) სპექტრის მონაკვეთის თავისებურება, რომელიც გამოიხატება ლოკალური სიგნალის დონის მომატებით ან შემცირებით.

    სპექტრალური ზოლი

     

    თევზების შესახებ

    10) ჰანს კრისტიან ანდერსენის ზეგავლენით, ის მუდამ „სულსა და სიყვარულს მოკვდავთან ეძებს“.

    ქალთევზა

    20) სამხრეთამერიკელი ინდიელები მტაცებელი თევზის, პირანიის ყბებს ამ საყოფაცხოვრებო იარაღის მაგივრად ხმარობდნენ.

    მაკრატლი

    30) ამ დელიკატესის სახელი იაპონურად „მდინარის გოჭს“ ნიშნავს და მისი მომზადება მხოლოდ სპეციალურად გაწვრთნილ მზარერეულს შეუძლია.

    ფუგუ

    40) ზოოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის თევზების აგებულებას, სისტემატიკას, ეკოლოგიას და ამუშავებს თევზის ჭერისა და თევზის მოშენების ბიოლოგიურ საფუძვლებს.

    იქთიოლოგია

    50) ზღვის თევზი სტავრიდასებრთა ოჯახისა, რომელიც მუდამ თან სდევს ზვიგენებს, დელფინებს, კუებსა და გემებს.

    ლოცმანი

     

     

    II რაუნდი

    თემები: პოლიტიკა, გეოგრაფია, კინო, სპორტი, მუსიკა,  ლიტერატურა.

     

    პოლიტიკა

    20) 1996 წელს დაფუძნებული მემარცხენე-ცენტრისტული პარტია საქართველოში, რომელმაც 2003 წელს მხარი არ დაუჭირა ვარდების რევოლუციას.

    საქართველოს ლეიბორისტული პარტია

    40) ეს ლათინური სიტყვა აღნიშნავს ომისსაწინააღმდეგო მოძრაობას, რომლის წევრები გმობენ ყოველგვარ ძალადობას.

    პაციფიზმი

    60) ამ მოწოდებით მთავრდება მარქსისა და ენგელსის “კომუნისტური პარტიის მანიფესტი”.

    პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!

    80) ეს არის ამ დროისთვის უკანასკნელი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

    ნაურუ

    100) ამ ტერმინის დამკვიდრებას ხელი შეუწყო ერნესტ ჰემინგუეიმ, რომელის  1937 წელს დაწერილ პიესაში აღწერილია რესპუბლიკელების კონტრდაზვერვის ბრძოლა ჯაშუშების წინააღმდეგ.

    მეხუთე კოლონა

    გეოგრაფია

    20) მდინარის განშტოებულ შესართავი, რომელსაც სახელი ერთ-ერთ ბერძნულ ასოსთნ მსგავსების გამო ეწოდა.

    დელტა

    40) ფინურად ეს სიტყვა უტყეო, მოშიშვლებული მაღლობი ნიშნავს და აღნიშნავს არქტიკული ოლქისთვის დამახასიათებელ მცენარეულობის ტიპის გავრცელების არეალს.

    ტუნდრა

    60) სამხრეთ ამერიკის ამ ტბაში ატარებენ  საზღვაო წვრთნებს ბოლივიის სამხედრო-საზღვაო ძალები.

    ტიტიკაკა

    80) ეს ტერმინი პირველად გამოიყენეს 1957 წელს შეერტებულ შტატებში ბოსტონიდან ვაშინგტონამდე გადაჭიმული ურბანიზებული არეალის აღსაწერად.

    მეგაპოლისი

    100) ამ უდაბნოს ინტენსიური გაფართოების შესამცირებლად შემუშავებულია სპეციალური პროექტი „ჩინეთის მწვანე კედელი“

    გობის უდაბნო

     

    კინო

    20) 2004 წელს გადაღებული კომედიური ჟანრის ფილმი, რომელშიც სკოტ ტომასი თავის მეგობრებთან ერთად გერმანელი შეყვარებულის სანახავად მიემგზავრება ევროპაში.

    ევროტური

    40) ამერიკული კინოპრემია, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია აწესებს 1944 წლიდან კინო- და ტელეფილმებისთვის.

    ოქროს გლობუსი

    60) 2010 წლის ფილმი ადამიანების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ შეაღწიონ სხვების გონებაში და დაავიწყონ ინფორმაცია რომელიც არ უნდა იცოდნენ, ან პირიქით დაიმახსოვრონ ის, რაც სინამდვილეში არ მომხდარა.

    დასაწყისი

    80) ის ოსკარზე ნომინირებული იყო ფილმებისთვის „დღის ნარჩენები“, „ნიქსონი“  და „ამისტადი“, თუმცა ჯილდოს მოგება მხოლოდ „კრავთა დუმილით“ მოახერხა.

    ენტონი ჰოპკინსი  

    100) ამ 1964 წლის ფილმისთვის სცენარი ალან ჯეი ლერნერმა დაწერა, რომელმაც ბერნადრ შოუს პიესა, „პიგმალიონის“ ადაპტაცია მოახდინა.

    ჩემი მშვენიერი ლედი

    სპორტი

    20) ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი, რომელსაც, საკუთარი აღაირების თანახმა, 1994 წლის შემდეგ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმების შიში დასჩემდა.

    რობერტო ბაჯო

    40) სწორად მის სახელობის სტადიონზე იმართება საფრანგეთის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში

    როლანდ გაროსი

    60) 1924 წელს პარიზის VIII ოლიმპიური თამაშების დროს დაარსებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ეროვნულ საჭადრაკო ფედერაციებს.

    ფიდე

    80)1938 წელს ჩამოყალიბებული ეს თანამედროვე საბრძოლო ხელოვნება  უიარაღოდ თავდაცვის მეთოდებს იყენებს.

    სამბო (კომ. რუს: самбо, აკრონიმი «сам(ооборона) б(ез) о(ружия)» – თავდაცვა უიარაღოდ)

    100) ძველი ქართული ცხენოსნური სპორტული თამაში, რომელშიც მონაწილეობს 2 გუნდი არანაკლებ 6 მხედრისა თითოეულში. თამაშის მიზანია მოთამაშისთვის ან ცხენისთვის სპეციალური შუბის მორტყმა.

    ისინდი

     მუსიკა

    20) ქალის კლასიკური სასიმღერო ხმაა, რომელიც მერყეობს სოპრანოსა და კონტრალტოს შორის.

    მეცო-სოპრანო

    40) ამერიკული მეტალ-ჯგუფი,  რომელიც 1981 წელს დაარსეს ჯეიმზ ჰეტფილდმა და ლარს ულრიხმა.

    მეტალიკა

    60) მუსიკალური ნიშანი, რომელიც მიუთითებს ბგერის სიმაღლის ნახევარტონით ამაღლებას. თუმცა, ბევრი ჩვენგანი ამ ნიშანს მობილური ტელეფონების კლავიატურიდან იცნობს.

    დიეზი

    80) იტალიელი მევიოლინე და კომპოზიტორი რომლის ვიოლინო  2005 წლის 1 ნოემბერს  ლონდონის აუკციონზე Sotheby’s 1,1 მილიონ დოლარად გაიყიდა.

    ნიკოლო პაგანინი

    100) Queen-ის სინგლი ალბომიდან Innuendo. სიმღერაში აღნიშნულია ფრედი მერკურის სურვილი, კვლავ გამოვიდეს სცენაზე, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება.

    The Show Must Go On

    ლიტერატურა

    20) ეპიკური ჟანრის პუბლიცისტური ნაწარმოები. იმ პირთა ჩანაწერები, რომელნიც წარსულ ამბავთა მონაწილენი თუ თვითმხილველნი იყვნენ.

    მემუარები

    40) ამ მწერლის მთავარი რომანებია „ეშმაკნი“, „ყმაწვილი“, „იდიოტი“, „დანაშაული და სასჯელი“,  „ძმები კარამაზოვები“.

    ფიოდორ დოსტოევსკი

    60) ეს 1929 წლის გერმანულენოვანი რომანი აღწერს პაულ ბოიმერის თვალით დანახულ პირველი მსოფლიო ომის საშინელებებს.

    დასავლეთის ფრონტი უცვლელია

    80) ეს არის უკიდურესად მოკლე სტრუქტურის ლექსი, რომლის მიზანია წამიერი შეგრძნებების, საგანთა ხედვის გადმოცემა, რომლის  მამამთავრად ითვლება XVII საუკუნის იაპონელი პოეტი მაცუო ბასიო.

    ჰაიკუ, ჰოკუ

    100) ამერიკელმა მწერალმა უილიამ ფოლკნერმა ამ პიროვნებას “ამერიკული ლიტერატურის მამა” უწოდა.

    მარკ ტვენი

     

     

    III რაუნდი

    თემები:  წითელი თემა, გიორგის თემა, აზიური თემა, მარჯვენა თემა, ავტომობილები,  ლომები.

     

    წითელი თემა

    30) მოსკოვის ყველაზე განთქმული მოედანია. მოედანი ჰყოფს კრემლს, ყოფილ სამეფო ციტადელს და ამჟამად რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციას, ისტორიული სავაჭრო უბნისგან.

    წითელი მოედანი

    60) ვარაუდობენ, რომ მას სახელი ეწოდა  მნიშვნელოვანი რაოდენობით წყალმცენარეების Frishodesmium erythraeum-ის არსებობის გამო, რომლებიც ზოგჯერ მოწითალო ფერს იღებენ.

    წითელი ზღვა

    90) მისი შექმნის ინიციატორი იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი, რომელიც 1949 წელს შეუდგა ინფორმაციის მოპოვებას მცენარეთა და ცხოველთა იშვიათ სახეობათა შესახებ.

    წითელი წიგნი

    120) ნობელის პრემიის ლაურეატის, ორჰან ფამუქის მიერ დაწერილი რომანი, რომელიც გარდაცვლილი მინიატურისტის ამბავს მოგვითხრობს.

    150) ადამიანის, ხერხემლიანი ცხოველებისა და ზოგიერთი უხერხემლოების სისხლის უჯრედები, რომლებიც სისხლის წითელ შეფერილობას აძლევს.

    ერითროციტები     

    გიორგის თემა

    30) ვიკიპედიის მიხედვით, ამ ქართველი პოეტის  Magnum opus-ია  (უმთვრესი ნაშრომი) „ყივჩაღის პაემანი“.

    გიორგი ლეონიძე

    60) ეს ჩრ. ირლანდიელი სპორტსმენი ყველა მნიშვნელობით ბრიტანეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

    ჯორჯ ბესტი

    90) ამ სახელით ვიცნობთ გეორგიოს კირიაკოს პანაიოტოუს – გრემის ორგზის გამარჯვებულ  მომღერალს, რომელმაც სახელი გაითქვა დუეტში Wham! მონაწილეობით.

    ჯორჯ მაიკლი

    120) მის მეფობის დროს, 1314-1346 წლებში, რომის პაპმა სამისიონერო ცენტრი სმირნიდან თბილისში გადმოიტანა.

    გიორგი V ბრწყინვალე

    150) მეცნიერების ეს გეორგი ისტორიაში შევიდა, როგორც ავტორი ელექტრული წრედის ძირითადი კანონისა, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა წრედის ელექტრომამოძრავებელი ძალა და დენის ძალა.

    გეორგ ომი

    აზიური თემა

    30) ამ ქვეყნის ორიგინალური სახელწოდების ზუსტი ქართული თარგმანია „მზის სამშობლო“.

    იაპონია

    60) ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა.

    აბრეშუმის დიდი გზა

    90) ასე ჰქვია ფულის ერთეულს, რომელიც მიმოქცევაშია აზიის რამდენიმე სახელმწიფოში: შრი-ლანკა, ნეპალი, ბუტანი, ინდონეზია, პაკისტანი და ინდოეთი.

    რუპია

    120) ეს „გრძელი მდინარე“ ჩინეთში ყველაზე გრძელია აზიაში.

    იანძი (კომ.ჩინ. 長江 ჩანიანგიგრძელი მდინარე)

    150) ის არის პირველი აზიელი მწერალი, რომელიც დააჯილდოვეს ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში.

    რაბინდრანათ თაგორი

     

    …დოს…

    30) ამ რომანს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია. მთავარი მოქმედი პირები არიან  გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე.

    დიდოსტატის მარჯვენა

    60) შვიდი საოცრებიდან ერთერთი,  მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება/

    როდოსის კოლოსი

    90) ეს ყოფილი ბრაზილიური დასახლებული პუნქტი გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის“ ფურცლებზეც გვხვდება.

    კანუდოსი

    120) სახელმწიფო ვესტინდოეთში, რომლის დევიზია „სიამაყე და მრეწველობა“.

    ბარბადოსი

    150) ასე ეწოდება გეომეტრიულ ფიგურას, სადაც ყოველ ჰორიზონტალურ მწკრივში, ყველა ვერტიკალურ მწკრივსა და თითოეულ დიაგონალში რიცხვების ჯამი ერთი და იგივეა.

    ჯადოსნური კვადრატი

    ავტომობილები

    30) ეს ფირმა დაარსდა 1937 წელს ადოლფ ჰიტლერის პირდაპირი დავალებით, რომელიც კონსტრუქტორებისგან ითხოვდა გერმანული ოჯახისათვის იაფი სახალხო მანქანის შექმნას.

    Volkswagen (კომ. გერმანულად სახალხო მანქანა – Volkswagen)

    60) უნგრული საერთოშორისო ავტობუსი, რომლის  მოდიფიკაცია „ლიუკსი“, ძირითადად საბჭოთა კავშირის მიეწოდებოდა.

    იკარუსი

    90) ავტომობილი, რომელსაც ჰენრი ფორდის Ford Motor Company აწარმოებდა 1908-1927 წლებში.

    Ford Model T

    120) ძვირადღირებული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი იტალიური ფირმა, რომლის ცნობილი მოდელებია Diablo, Murciélago, Gallardo და Aventador.

    ლამბორჯინი

    150) ეს საბჭოთა და რუსული ავტომობილი ავსტრიაში  ცნობილია, როგორც Lada Taiga.

    ნივა

     

    ლომები

    30) 1994 წლის დისნეის ანიმაციური ფილმი, რომლის სიუჟეტი ნაწილობრივ ეფუძნება უილიამ შექსპირის პიესას ჰამლეტს.

    მეფე ლომი

    60)  ინგლისის მეფე 1189–1199 წლებში, ჰენრი II-ისა და ელეონორა აკვიტანიელის მესამე ვაჟი.

    რიჩარდ ლომგული

    90) მითიური არსება, რომელსაც ლომის ტანი და ადამიანის თავი ჰქონდა.  ყველაზე ცნობილი ქანდაკება, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე მდებარეობს გიზას დიდი პირამიდის სამხრეთით.

    სფინქსი

    120) ეს ქართული სიტყვა სიტყვა შეიძლება აღნიშნავდეს ქართულ გაზეთს, ჟურნალს, მთას საქართველოში და აგრეთვე ლუდის ბრენდსაც.

    ლომისი

    150) ამ კინოფესტივალის ბიენალეს უმაღლესი პრემია 1949 წელს დაწესებული ჯილდო „ოქროს ლომი“

    ვენეციის კინოფესტივალი

     

    ერუდიტი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზაფხულის ჩემპიონატი.

    რედაქტორი: რატი შუბლაძე.

    პირველი წრე.

    მეორე შესარჩევი თამაში

    I რაუნდი

    თემები: პირველი თემა, მწვანე თემა, ფრანგული თემა, …კორ…; ნობელიანტები, თბილისის თემა.

    პირველი თემა

    10) ის დაიწყო 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასათავისუფლებლად.

    პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა

    20) ეს სახელწოდება პირველად პრეზიდენტმა ჯეიმზ მედისონმა გამოიყენა, როდესაც გულთბილი სიტყვებით მოიხსენია საკუთარი მეუღლე, დოლეი მედისონი.

    პირველი ლედი

    30) 1984 წლიდან ამ დღეს აღინიშნება ცოდნის დღე რუსეთის ფედერაციაში.

    პირველი სექტემბერი

    40) ნანა მჭედლიძის ეს 1975 ფილმი საქართველოში ფეხბურთის პირველ ენთუზიაზისტებზე მოგვითხრობს.

    პირველი მერცხალი

    50) სიჩქარე, რომელიც აუცილებელია მივანიჭოთ ბალისტიკურ ჭურვს, რომ იგი მოვათავსოთ პლანეტის ირგვლივ წრიულ ორბიტაზე.

    პირველი კოსმოსური სიჩქარე

    მწვანე თემა

    10) თბილისში მისი მოსმენა FM 107,4-ზე შეგიძლიათ.

    მწვანე ტალღა

    20) სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი პოპულარული შავიზღვისპირა კურორტი საქართველოში.

    მწვანე კონცხი

    30) ადგილობრივების ენაზე მას „ადამიანთა მიწა“ ეწოდება, დანიელებმა კი „მწვანე ქვეყანა“ დაარქვეს.

    გრენლანდია

    40) სწორედ ამას უწოდებს შექსპირი „ურჩხულს მწვანე თვალებით“ საკუთარ ტრაგედიაში „ოტელო, ვენეციელი მავრი“.

    ეჭვიანობა

    50) პიტერ უირის 1990 წლის ფილმი, სადაც ჟერარ დეპარდიეს და ენდი მაკდაუელის გმირები ფიქტიურად ქორწინდებიან აშშ-ში ცხოვრების უფლების მისაღებად.

    მწვანე ბარათი, Green Card

    ფრანგული თემა

    10) ეს შენობა აიღეს შტურმით 1789 წლის 14 ივლისს პარიზში მეფის წინააღმდეგ ამბოხებულმა ფრანგებმა.

    ბასტილია

    20) ლითონის კონსტრუქციაა შამ-დე-მარსზე, პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლო.

    ეიფელის კოშკი

    30) საფრანგეთის სახალხო გმირი, რომელიც ასწლიანი ომის დროს  ხელმძღვანელობდა ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ინგლისელთა წინააღმდეგ.

    ჟანა დ’არკი

    40) კაბარეს სტილში შესრულებული ფრანგული საესტრადო სიმღერები, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული იყო ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებში.

    შანსონი

    50) ამ შეჯიბრში ყველაზე მეტი გამარჯვება მოპოვებული აქვს ამერიკელ ლენს არმსტრონგს.

    ტურ დე ფრანსი

    …კორ…

    10) სამი ან მეტი მუსიკალური ბგერის ჰარმონიული შეერთება.

    აკორდი

    20) ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი რეჟისორი, ავტორი ფილმებისა ტაქსის მძღოლი, ცოფიანი ხარი და კაზინო.

    მარტინ სკორსეზე

    30) მსოფლიოში ყველაზე გრძელი მთიანი სისტემაა, რომელიც ორ – ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზეა წარმოდგენილი.

    კორდილიერები

    40) ამერიკული ნიუ-მეტალ ჯგუფი სამხრეთ კალიფორნიიდან, ცნობილია სიმღერებით Right Now, Hold On და Word Up.

    კორნი

    50) 1172 წელს აგებული ქართული ტაძარი, სადაც დაკრძალული არიან დაკრძალული კახეთის აჯანყების ხელმძღვანელები:ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.

    იკორთის ტაძარი

    ნობელიანტები

    10)  მას მიანიჭეს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ნაწარმოებისათვის მოხუცი და ზღვა.

    ერნსტ ჰემინგუეი

    20) მას მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში 1919 წელს.

    არავის

    30) ამ პიროვნებამ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღეს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 2002 წელს.

    კოფი ანანი

    40) მას მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

    ალბერტ აინშტაინი

    50) რუსი ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელსაც მსოფლიო აღიარება მოუტანეს გამოკვლევებმა საჭმლის მონელების ფიზიოლოგიაში და ცხოველებისა და ადამიანთა უმაღლეს ნერვულ მოქმედებაში.

    ივანე პავლოვი

    თბილისის თემა

    10)  1974 წელს პეტრე გრუზინსკის ლექსზე და რევაზ ლაღიძის მელოდიაზე დაწერილი სიმღერა.

    თბილისო

    20) თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც „300 არაგველის“ და „სამგორის“ სადგურებს შორის მდებარეობს.

    ისანი

    30) ეს ქართველი პოლიტიკოსი 2004-2005 წლებში იყო თბილისის მერი.

    ზურაბ ჭიაბერაშვილი

    40) მის დამაარსებლებს შორის იყვნენ, კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველსიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე და ანდრია რაზმაძე.

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    50) თბილისის ადმინისტრაციული რაიონი 2007 წლიდან, მოიცავს მტკვრის ორივე სანაპიროს და ძირითადად წარმოადგენს XIX საუკუნის ურბანულ განაშენიანებას მეტწილად ეკლექტური არქიტექტურით.

    ძველი თბილისის რაიონი

     

     

    II რაუნდი

    თემები: პოლიტიკა, გეოგრაფია, კინო, სპორტი, მუსიკა,  ლიტერატურა.

    პოლიტიკა

    20) მსოფხედველობა, რომელიც ეწინააღმდეგება მმართველობის ყველა ფორმას და საშუალებას და მიისწრაფვის მათი ამოფხვრისკენ.

    ანარქიზმი

    40) სახელმწიფო სამართალში ამომრჩეველთა კორპუსის მიერ კონსტიტუციური, საკანონმდებლო ან შიდა- და გარეპოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა.

    რეფერენდუმი

    60) უკრაინელი პოლიტიკოსი, 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 2007-2010 წლებში უკრაინის პრემიერ-მინისტრი იყო.

    იულია ტიმოშენკო

    80) მითხარით გერმანული წარმოშვების სიტყვით: მთავრობის უეცარ გადაგდება სამხედრო ძალით, როგორც წესი განხორციელებულს მცირე შედარებით სუსტი გაერთიანებით.

    პუტჩი

    100)გაეროს სპეციალიზირებული სააგენტო, რომლის მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას და  მეცნიერების განვითარებას.

    იუნესკო

     

    გეოგრაფია

    20) ფედერაციული სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, რომლის დედაქალაქი მდევარეობს მდინარე დუნაის ნაპირებზე.

    ავსტრია

    40) ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი, რომელსაც ეკუთვნის ნაშრომი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“.

    ვახუშტი ბაგრატიონი

    60) ამ სრუტის სახელი მომდინარეობს არაბულიდან “ჯებელ ალ ტარიქ”, რაც გენერალ ტარიქ იბნ-ზიიადზე მიუთითებს, რომელმაც იბერიის ნახევარკუნძული 711 წელს დაიპყრო.

    გიბრალტარის სრუტე

    80) კავკასიონისა და მცირე კავკასიონის მთათა სისტემების დამაკავშირებელი სუბმერიდიანული ქედი, რომელიც საქართველოს ყოფს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად.

    ლიხის ქედი

    100) დედამიწის ზედაპირის ამაღლებული ფორმა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბრტყელი ან ტალღისებური სუსტად დანაწევრებული რელიეფი.

    პლატო

    კინო

    20) მათ ისტორიაში პირველი კინოჩვენება ვიწრო წრეში 1895 წლის 22 მარტს ჩაატარეს.

    ძმები ლუმიერები

    40) ჩეხი-ამერიკელი რეჟისორი, რომლსაც ფილმებმა – ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა და ამადეუსი – ოსკარი მოუპოვეს.

    მილოშ ფორმანი

    60) რეჟისორ რობერტ ზემეკისის 1994 წლის ფილმი. იგი ეფუძნება უინსტრონ გრუმის ამავე სახელწოდების რომანს და მოგვითხრობს მთავარი გმირის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე.

    ფორესტ გამპი

    80) ეს უდიდესი ამერიკული კომპანია, რომლის ახლანდელი მფლობელია რუპერტ მერდოკი, არ დარჩა წინა საუკუნეში და თანამედროვეობას ფეხი აუწყო.

    20-ე საუკუნე ფოქსი

    100) 2011 წლის ამერიკული მხატვრული ფილმი, რომელიც ასახავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, ე. წ. „აგვისტოს ომს“.

    აგვისტოს 5 დღე

    სპორტი

    20) 2010 წელს დარსებული ქართული სპორტული საონფორმაციო სააგენტო, რომელიც  ადრე არსებული სპორტული გაზეთის სახელს ატარებს.

    მსოფლიო სპორტი

    40) გერმანელი პროფესიონალი კალათბურთელი, თამაშობს აშშ-ში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ დალას მავერიქსში.

    დირკ ნოვიცკი

    60) პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ქალაქ როტერდამიდან, რომელიც აიაქსთან და პსვ-თან ერთად იგი ჰოლანდიის „დიდი სამეულის“ კლუბებში შედის.

    ფეიენოორდი

    80) ფილოსოფია, სპორტი და საბრძოლო ხელოვნება რომლის ვარჯიშებისა და შეჯიბრებათა წაყვანის ძირითადი წესები და პრინციპები ჩამოაყალიბა ძიგორო კანომ.

    ძიუდო

    100) ფილოსოფოსთან ერთად იგი ოლიმპიური ჩემპიონიც იყო – მან ორჯერ გაიმარჯვა პანკრატიონის შეჯიბრში.

    პლატონი

    მუსიკა

    20) ვიოლინოს ოჯახში ყველაზე დიდი ზომის და დაბალი ჟღერადობის სიმებიან-ხემიანი მუსიკალური საკრავი.

    კონტრაბასი

    40) 1969 წლის 15-18 აგვისტოს გამართული ცნობილი როკ-ფესტივალი, რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო და „ჰიპის ეპოქის“ დასასრული გახდა.

    ვუდსტოკის როკ-ფესტივალი

    60) ამერიკული როკ-ჯგუფის ცნობილი სიმღერებია „Crawling“, „In the End“, „Numb“, „From the Inside“ და „Breaking the Habit“.

    ლინკინ პარკი

    80) სტინგის მიერ 1993 წელს დაწერილი სიმღერა, რომელიც პოპულარული ლუკ ბესონის ფილმ „ლეონის“ წყალობით პოპულარული გახდა.

    Shape Of My Heart

    100) საკონცერტო ორგანიზაციებისა და საზოგადოებების სახელწოდება ზოგიერთ ქვეყანაში, რომლის სახელი ბერძნულიდან ნიშნავს ჰარმონიის სიყვარულს.

    ფილარმონია (კომ.ბერძნ. philéo — მიყვარს და harmonía — ჰარმონია)

    ლიტერატურა

    20) ამ ქართული ლიტარატურული კონკურსის მოსაგებად საჭიროა წერო!

    წერო

    40) კოლუმბიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, გაბრიელ გარსია მარკესის 1967 წელს დაწერილი რომანი.

    მარტოობის ასი წელიწადი

    60) ეს ინგლისელი არისტოკრატი საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ამ ბრძოლაშივე დაიღუპა 1824 წელს.

    ჯორჯ გორდონ ბაირონი

    80) აგატა კრისტის დეტექტივების ერთერთი ძირითადი პერსონაჟი, ბელგიელი გამომძიებელი, რომელმაც სახელი ჰერაკლეს მიხედვით მიიღო.

    ერკულ პუარო

    100) დრამის ერთ-ერთი ჟანრი, მსუბუქი ხასიათის კომედიური პიესა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ინტრიგა, მოქმედების სწრაფი განვითარება, ანეკდოტური სიტუაციები.

    ვოდევილი

     

    მესამე რაუნდი

    თემები: თეთრი თემა, ხელოვნება, …მენ…; ტექნიკური თემა, დავითის თემა, ვარდების თემა.

    თეთრი თემა

    30) აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია და კანცელარია ვაშინგტონის ცენტრში 1800 წლიდან.

    თეთრი სახლი

    60) მდინარე დუშეთისა და ყაზბეგის რაიონებში. სათავე აქვს ყელის ვულკანური ზეგნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე. დაბა ფასანაურთან უერთდება გუდამაყრის არაგვს.

    თეთრი არაგვი

    90) ინგლისის სამეფო ტახტის დაუფლებისთვის მომხდარი სამოქალაქო ომი ამ ფერის ვარდებს შორის მიმდინარეობდა.

    წითელი და თეთრი ვარდების ომი

    120) არაბულად ეს სიტყვა აღნიშნავდა „თეთრ მონას“, არამუსლიმური წარმოშობის მეომარს.

    მამლუქი

    150) კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი მიხაელ ჰანეკეს ფილმი, რომელის პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ ჩრდილოეთ გერმანიის ერთ-ერთი სოფლის ცხვორებას აღწერს.

    თეთრი ბაფთა

     

    ხელოვნება

    30) ქანდაკების სახეობა, რელიეფი, რომელიც სიბრტყიდან თავისი მოცულობის ნახევარზე ნაკლებად არის გამოწეული.

    ბარელიეფი

    60) მისი მაგალითი ხელოვნებაში შეიძლება შეიცავდეს ერთ მთლიან თაბახზე ან ტილოზე დაწებებულ საგაზეთო ამონაჭრებს, ბაფთებს,  ხელთნაკეთი ფერადი ქაღალდების ნაჭრებს, ფოტოებსა და სხვ.

    კოლაჟი

    90) მარინისტი მხატვრის ივანე აივაზოვსკის მიერ 1850 წელს შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი.

    მეცხრე ტალღა

    120) ქაღალდისაგან სხვადასხვა ფიგურების ან სხვა საგნების გაკეთების ტრადიციული, იაპონური ხელოვნება.

    ორიგამი

    150) ციურიხში წარმოქმნილი 1916-1925 წლების ავანგარდული მიმდინარეობა. ხასიათდება ყოველგვარი იდეოლოგიური, არტისტული თუ პოლიტიკური პირობითობების უარყოფით.

    დადაიზმი

    …მენ…

    30) ჯო შუსტერის და ჯერი სიგალის მიერ DC კომიქსების გამოგონილი უცხოპლანეტური ცივილიზაციის წარმომადგენელი სუპერგმირი.

    სუპერმენი

    60) ბიზნეს-ორგანიზაციული მოქმედება, წარმოებისა და მომსახურების ორგანიზაციის, მეთოდების, ტექნიკის და ტექნოლოგიის, ადამიანური ურთიერთობათა განვითარების კანონზომიერებათა შესახებ ცოდნის სისტემა.

    მენეჯმენტი

    90) იგი განისაზღვრება განსაზღვრული იდეის ან ფაქტის ჭეშმარიტების გონებრივ აღიარებად, ფარავს რა არარელიგიური ადამიანების უფლებებსაც, როგორებიც არიან ათეისტები ან აგნოსტიკოსები.

    რწმენა

    120) 1847 წელს დაარსებული მსხვილი გერმანული კონცერნი, რომელიც ელექტროტექნიკის, ელექტრონიკის, ტრანსპორტის, სამედიცინოს აღჭურვილობისა და მობილური კავშირგაბმულობის სფეროში მოღვაწეობს.

    სიმენსი

    150) ამ სახელს ატარებდა  ახალი მონოთეისტური რელიგიის გამოცხადებამდე ეგვიპტის ფარაონა ეხნატონი.

    ამენჰოტეპი

     

    ტექნიკური თემა

    30) ეს არის მოწყობილობა ბინებში, სახლებში, ოფისებში, ავტომობილებში კლიმატური პირობების ოპტიმიზაციისათვის.

    კონდიციონერი

    60) წითელ-მწვანე კანია ჯიშის ამ ვაშლმა სახელი ეპლ კომპიუტერის მიერ შექმნილ პერსონალურ კომპიუტერებს მისცა.

    მაკინტოში

    90) ამ სერბი გამომგონებლის სახელით მოიხსენიებენ მაგნიტური ნაკადის სიმკვრივის საზომი ერთეულს ფიზიკაში.

    ნიკოლა ტესლა

    120) მეცნიერება ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების შესახებ, რომლებიც ელექტრონების და სხვა დამუხტული ნაწილაკების დინების მართვას ეფუძნება.

    ელექტრონიკა

    150) ნახევარგამტარიანი ხელსაწყო, რომელიც აძლიერებს ელექტრულ სიგნალებს; იყენებენ რადიოტექნიკაში, ელექტრონიკაში.

    ტრანზისტორი

    დავითის თემა

    30) ექვსკუთხა ვარსკვლავის, ჰექსაგრამის ფორმის ემბლემა, სადაც ორი ტოლგვერდა სამკუთხედი ერთმანეთზეა.

    დავითის ვარსკვლავი

    60) 1850 წელს გამოცემული, ჩარლზ დიკენსის მეტწილად ავტობიოგრაფიული რომანი.

    დავიდ კოპერფილდი

    90) ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ ვალენსიიდან ბარსელონაში გადავიდა 2010 წელს.

    დავიდ ვილია

    120) ამ ამერიკელი რეჟისორის ცნობილი ფილმებია „შიშის ოთახი“, „ზოდიაქო“, „თამაში“, „შვიდი“, „მებრძოლთა კლუბი“ და  „სოციალური ქსელი“.

    დევიდ ფინჩერი

    150) ორი ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი. ყველაზე უკეთ ცნობილია ფსბ-ს საგანგებო აგენტის, ფოქს მალდერის როლის შესრულებისთვის.

    დევიდ დუხოვნი

     

    ვარდების თემა

    30) 2003 წლის ნოემბერში საქართველოში მშვიდობიანი სახალხო გამოსვლების სერია, რასაც მოჰყვა ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება.

    ვარდების რევოლუცია

    60) მისი როლი ლეილა აბაშიძემ შეასრულა 1970 წლის ქართულ ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“.

    ვარდისახარი

    90) ბოლონიის უნივერსიტეტის სემიოტიკის პროფესორის ამ ნაწარმოების ეკრანიზაცია ჟან-ჟაკ ანომ გადაიღო 1986 წელს.

    ვარდის სახელი

    120) სხვადასხვა დროს მისი ფსევდონიმები იყო: სპარტაკუს, მაციეი როზგა, როზა კრუშინსკა.

    როზა ლუქსემბურგი

    150) სწორედ ამ ქალს ეძღვნება 2007 წლის ფრანგული ფილმი „ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“

    ედიტ პიაფი

    ერუდიტი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზაფხულის ჩემპიონატი.

    რედაქტორი: რატი შუბლაძე.

    პირველი წრე.

    მესამე შესარჩევი თამაში

    I რაუნდი

    თემები: მეორე თემა, შავი თემა, გმირული თემა, ბრაზილიური თემა, …გარ…,; საფეხბურთო თემა.

    მეორე თემა

    10) ესქატოლოგიურ მოვლენათა ზოგადი აღწერა  წინასწარმეტყველ დანიელის წიგნში, რომლის კულმინაციას წარმოადგენს იოანეს გამოცხადება.

    მეორედ მოსვლა, აპოკალიპსისი

    20) მეორე ყველაზე გრძელი მდინარე ევროპაში ვოლგას შემდეგ, შვარცვალდიდან შავ ზღვამდე მიედინება.

    დუნაი

    30) ამ ქვეყანაში გაიმართა რიგით მეორე მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 1934 წელს.

    იტალია

    40) ედესას დაცემის გამო დაწყებული სამხედრო კამპანია, რომელსაც ლუი მეშვიდე და კონრად მესამე ხელმძღვანელობდნენ.

    მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა

    50) ამ კანონის მიხედვით, სხეულზე მოქმედი ძალა ტოლია სხეულის მასისა და ამ ძალის მიერ მინიჭებული აჩქარების ნამრავლისა.

    ნიუტინის მეორე კანონი

    შავი თემა

    10)  მრეწველობის ერთ–ერთი უძველესი და საბაზო დარგი, რომელიც  მოიცავს რკინის, ქრომიტების, მანგანუმის მადნების მოპოვებას, გამდიდრებას და ნაგლინის წარმოებას.

    შავი მეტალურგია

    20) 2010 წლის ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერი, რომლის მოქმედება ვითარდება გედების ტბის გარშემო ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საბალეტო სტუდიაში.

    შავი გედი

    30) ასურეთის მეფის სალამანასარა III-ის შეკვეთით შექმნილი ამ ნივთის სახელი ზუსტად ემთხვევა 1956 წელს დაწერილ გერმანულენოვან ნაწარმოებს.

    შავი ობელისკი

    40) კუნძულების ჯგუფების ერთობლიობა წყნარ ოკეანეში. ავსტრალიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, რომლის სახელი ბერძნულად შავ კუნძულებს ნიშნავს.

    მელანეზია

    50) ამ სახელით არის ცნობილი 1992 წლის 25 ივნისს შექმნილ  შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას.

    ბისეკი          

    გმირული თემა

    10)  საპატიო წოდება და ორდენი, რომელიც პირველად  სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ანა ალეკსახინას მიანიჭა.

    გმირი დედა

    20) ტიმ კრინგის მიერ შექმნილი ამერიკული ფანტასტიკური სერიალი, რომლის პრემიერა NBC-ის ეთერში 2006 წლის 25 სექტემბერს შექიმნა.

    გმირები

    30) ძველბერძნული მითოლოგიის გმირი, მედუზა გორგონას მკვლელი და ანდრომედას გადამრჩენელი.

    პერსევსი

    40) ქართულში სიტყვა „გმირი“ ამ ხალხის სახელიდან გავრცელდა.

    კიმირიელები                                                                               

    50) ფელიქს ჰოფმანის მიერ შექმნილი ამ პრეპარატის სახელი, ერთი ვერსიით, სიტყვა „ჰეროიკულისგან“ მოდის.

    ჰეროინი

    ბრაზილიური თემა

    10) ამ ეტაპზე ის არის ბოლო მრბოლელი ფორმულა ერთის ისტორიაში, რომელიც რბოლის დროს ფატალური შემთხვევის შედეგად სიკვდილით ასრულებს სიცოცხლეს.

    აირტონ სენა

    20) ბრაზილიელი მწერალი, ავტორი წიგნებისა „პილიგირმობა“, „ალქიმიკოსი“ და „11 წუთი“.

    პაულო კოელიო

    30)  ბრაზილიური თრეშ მეტალი ჯგუფი ბელუ-ორიზონტიდან, რომელიც ჩამოყალიბდა 1984 წელს მაქს და იგორ კავალერების მიერ.

    სეპულტურა

    40) ეს ქალაქი 11 მილიონზე მეტი მოსახლეობით უდიდესია როგორც ბრაზილიაში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაშიც.

    სან-პაულუ

    50) ის არის ბრაზილიის ამჟამინდელი და პირველი ქალი პრეზიდენტი.

    დილმა რუსეფი

    …გარ…

    10)  გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის მთისწინეთში მდებარე ქალაქი საქართველოში, სადაც მდებარეობს საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.

    საგარეჯო

    20) ვარდისებრთა ოჯახის ხეხილოვანი ხეებისა და ბუჩქების გვარი, რომლის სახელწოდება ორმაგად შეესაბამება ჩვენს თემას.

    გარგარი

    30) ამ სახელით ვიცნობთ ორგზის მსოფლიო ჩემპიონს, ბრაზილიელ მანუელ ფრანცისკო დოს სანტოს.

    გარინჩა

    40) ეს სიტყვა ლათინურიდან მოდის და უხეშს, უგვანს, უხამსს,  უკიდურესად გაუბრალოებულს ნიშნავს.

    ვულგარული

    .50) უცხო  სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ეს არის მაჩვენებელი ხარისხისა, რომელშიც უნდა ავიყვანოთ რიცხვი, რომ მივიღოთ მოცემული რიცხვი.

    ლოგარითმი

    საფეხბურთო თემა

    10) საფეხბურთო ჯილდო, რომელიც დააწესა ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა France Football-მა და გადაეცემოდა საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელს.

    ოქროს ბურთი

    20) ტევადობით მეორე საფეხბურთო სტადიონი ესპანეთში, რომელზეც საშინაო თამაშებს მადრიდის რეალი მართავს.

    სანტიაგო ბერნაბეუ

    30) გერმანელი ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის სარეკორდო რაოდენობა,  5 მონაწილეობა, ეკუთვნის.

    ლოთარ მათეუსი

    40) უეფას ჩემპიონთა ლიგის სამხრეთ ამერიკული ანალოგი, რომელიც 1960 წლიდან უძლიერეს სამხრეთ ამერიკულ კლუბს ავლენს.

    კოპა ლიბერტადორესი

    50) 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი, რომელიც შემუშავებულია კომპანია ადიდასის მიერ სპეციალურად მუნდიალისათვის.

    ჯაბულანი

    II რაუნდი

    თემები: პოლიტიკა, გეოგრაფია, კინო, სპორტი, მუსიკა,  ლიტერატურა.

    პოლიტიკა

    20) საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, რომელ თანამდებობაზეც დღემდე მუშაობს.

    ნიკოლოზ რურუა

    40) ვრცელი გაგებით სახელმწიფო ძალაუფლების არადანიშნულებისამებრ გამოყენებაა არალეგიტიმური, როგორც წესი საიდუმლო, პირადი კეთილდღეობისთვის.

    კორუფცია

    60)  აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან, რომლის მისი მეუღლე,  აშშ-ის ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანია.

    ბილ კლინტონი

    80) „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა“, რომლის ოფიციალური მიზანია ისრაელის გეოგრაფიული რუქიდან წაშლადა მის ადგილას ისლამური თეოკრატიის შექმნა.

    ჰამასი

    100)  გონებრივი მიმდინარეობა, რომელიც ქადაგებს ადამიანების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ თანასწორობას.

    ეგალიტარიზმი

    გეოგრაფია

    20)  ხმელეთშუა მოქცეული ენდორეული ზღვა, რომელსაც სხვადასხვა დროს მოიხსენიება როგორც დარუბანდის ან  გურგანის ზღვა.

    კასპიის ზღვა

    40) მითხარით ბერძნული სიტყვით  ერთგვაროვანი წარმოშობის და ერთმანეთთან ახლოს განლაგებული კუნძულთა ჯგუფი.

    არქიპელაგი

    60) მდინარე სამხრეთ ინგლისში, რომელიც სათავეს კოტსოულდის მაღლობში იღებს, უერთდება ჩრდილოეთის ზღვას ლონდონთან ახლოს.

    ტემზა

    80) ცხრა თავიანი მწვერვალი მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე. წარმოადგენს საქართველოს უმაღლეს წერტილს.

    შხარა

    100) საბერძნეთის ყველაზე დიდი და ხმელთაშუა ზღვის რიგით მე–5 კუნძული, სადაც ბერძნული მითების თანახმად ლაბირინთი იყო განლაგებული.

    კრეტა

    კინო

    20) ლევან კოღუაშვილის 2010 წლის ფილმი,  გუგა კოტეტიშვილის მთავარი გმირის, 45 წლის თბილისელი ნარკომანის რთული ცხოვრებისეული არჩევანის შესახებ.

    ქუჩის დღეები

    40) ბოსნიელი სერბი კინორეჟისორი, რომელსაც საერთაშორისო აღიარება მოუტანა ფილმებმა “ბოშათა დრო”, “არიზონას ოცნება” და “მიწისქვეშეთი”.

    ემირ კუსტურიცა

    60)  კანის კინოფესტივალის მთავარი პრემია, კინოფესტივალის ჟიური საუკეთესო ფილმის რეჟისორს აჯილდოვებს.

    ოქროს პალმის რტო

    80)  ფრანგი მსახიობი, ყოფილი მოდელი, მომღერალი და ცხოველთა უფლებების დამცველი, რომელიც ცნობილი გახდა ფილმით „და ღმერთმა შექმნა ქალი“.

    ბრიჯიტ ბარდო

    100)  ბენიტო მუსოლინის მიერ დაარსებული ვრცელი კინოსტუდია-კომპლექსი რომში, სადაც გადაღებულია ისეთი ფილმები, როგორებიცაა სატირიკონი და ტკბილი ცხოვრება.

    ჩინეჩიტა

    სპორტი

    20) ამერიკული გუნდური სპორტული თამაში ბურთითა და კეტით. შეჯიბრში მონაწილეობს ორი გუნდი, თითოეულში ცხრა მოთამაშით.

    ბეისბოლი

    40) ამ ქალაქში გაიმართა  ზაფხულის ოცდამეექვსე ოლიმპიური თამაშები 1996 წელს.

    ატლანტა

    60) ეს 17 წლის ასაკში გამხდარი მსოფლიო ჩემპიონი, ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკეა, რომელმაც აღნიშნული  ტიტული მოიპოვა.

    მაია ჩიბურდანიძე

    80) უკრაინელი ჭოკთმხტომელი, რომელსაც 35 მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული. პირველი ადამიანი, რომელიც 6 მეტრზე მაღლა ახტა.

    სერგეი ბუბკა

    100) თამაში და მასთან დაკავშირებული ზეიმი-ღონისძიებანი ამერიკულ ფეხბურთის  ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატში, რომელიც 2002 წლიდან კი თებერვლის პირველ კვირადღეს.

    სუპერ-ბოული

     

    მუსიკა

    20)  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშობაო სიმღერა, დაწერილი 16 სექტემბერს, 1857 ჯეიმზ ლორდ პიერპონტის მიერ.

    Jingle Bells

    40) მრავალხმიანი გუნდური სიმღერა მუსიკალურ საკრავთა თანხლების გარეშე,  დამახასიათებელია ხალხური მუსიკისათვის.

    ა კაპელა

    60) გიტარის მსგავსი სიმებიანი საკრავი, რომელიც 1830-იანი წლების დროს გაჩნდა აშშ-ი ტრადიციული აფრიკული საკრავების ტრანსფორმაციის შედეგად.

    ბანჯო

    80)  ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ბოიბენდი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1990-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში.

    Backstreet Boys

    100) ვენის კლასიკური სკოლის პირველი წარმომადგენელი, რომლის მიერ შექმნილი მელოდიების შემდგომ გერმანიისა და ავსტრო-უნგრეთის ჰიმნების საფუძველი გახდა.

    იოზეფ ჰაიდნი

     

    ლიტერატურა

    20)  ჭყვიში დაბადებული  ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, “ცისფერყანწელთა” მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი,  ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი.

    ტიციან ტაბიძე

    40) სინამდვილის ასახვის ერთ-ერთი ხერხი – უარყოფითი საზოგადოებრივი მოვლენების დაუზოგავი დაცინვა, გაკიცხვა ლიტერატურასა და ხელოვნებაში.

    სატირა

    60) 1966 წელს გამოცემული მიხეილ ბულგაკოვის გახმაურებული რომანი, რომელსაც ერთ-ერთი რედაქციის მიხედვით ეწოდებოდა „სატანა“.

    ოსტატი და მარგარიტა

    80) სიტყვის ან გამოთქმის გადატანითი მნიშვნელობით ხმარება, რაც ემყარება მსგავსებას, შედარებას, ანალოგიას.

    მეტაფორა

    100) შვედი მწერალი, ქალი, რომელმაც პირველმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1909 წელს.

    სელმა ლაგერლოფი

    III რაუნდი

    თემები: არქიტექტურა, ისტორია, ყვითელი თემა, …არკ…; მხატვრული თემა, რელიგიური თემა.

    არქიტექტურა

    30)  იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეტანილი  ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, რომელიც 1106 წელს დავით აღმაშენებლის ინიციატივით დაარსდა.

    გელათის მონასტერი

    60) შენობის შიდა ფართობი, რომლის არქიტექტურული გადაწყვეტა განსაზღვრულია მისი ფუნქციონალური დატვირთვით.

    ინტერიერი

    90) მითხარით ლათინური წარმოშვების სიტყვით  არქიტექტურული ან სკულპტურული ნაგებობა გამოჩენილი პიროვნების ან რაიმე ისტორიული მოვლენის უკვდავსაყოფად.

    მონუმენტი

    120) კატალონიელი არქიტექტორი, ცნობილი მისი უნიკალური სტილითა და ზედმიწევნით ინდივიდუალისტური პროექტებით, მათ შორის ჯერ კიდევ დაუმთავრებელი „საგრადა ფამილიათი“.

    ანტონიო გაუდი

    150) მშენებლობისა და მხატვრული კონსტრუირების უმაღლესი სკოლა გერმანიაში 1919-1933 წლებში, რომელიც შემდგომ ცალკე არქიტექტურულ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა.

    ბაუჰაუსი

    ისტორია

    30)  ჰუნების ბელადი 434 წლიდან 453 წლამდე, რომელმაც თავისი მმართველობის ქვეშ რეინიდან შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპირომდე ბარბაროსული ტომები გააერთიანა.

    ატილა

    60) კათოლიკეების მიერ ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა პარიზში 1572 წლის 24 წინა ღამეს.

    ბართლომეს ღამე

    90) სუნიტური ფუნდამენტალისტური  მოძრაობა, რომელიც თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა 1996-2001 წლებში.

    თალიბანი

    120) მან ჩაუყარა საფუძველი ლიტერატურულ გერმანულს, როდესაც პირველმა თარგმნა ბიბლია გერმანულად.

    მარტინ ლუთერ

    150)  ბაბილონის მეფე , ძვ. წ. 1793 – ძვ. წ. 1750,  ისტორიაში ცნობილია როგორც პირველი კანონების კრებულის ავტორი.

    ხამურაბი

    ყვითელი თემა

    30) მისი ერთ-ერთი მახასიათებელია ტაბუდადებული თემატიკის ეპატირებული გაშუქება, რომელიც ადამიანის ყოფის ნებისმიერი სფეროს ხელუხლებლობაზე უარის თქმას გულისხმობს.

    ყვითელი პრესა

    60) ამ ხალხის მითიურ წინაპრად და ლეგენდარულ მმართველად ითვლება „ყვითელი იმპერატორი“ ხუანდი.

    ჩინელები

    90) ეს არის ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომლის დროშაზე მხოლოდ თეთრი და ყვითელი ფერია დომინანტი.

    ვატიკანი

    120) ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სანელებელი, რომლის სახელი არაბულიდან შემოვიდა ქართულში და ყვითელ ყვავილს ნიშნავს.

    ზაფრანი

    150) სწორედ ამ პროფესიის ადამიანებს აძლევდნენ რუსეთის იმპერიაში ე.წ. „ყვითელ ბილეთს“, რაც ლეგალური საქმიანობის საშუალებას იძლეოდა.

    მეძავები

    …არკ…

    30) ამერიკული სატელევიზიო სერიალი, რომლის მოქმედება გამოგანილ ქალაქში მდებარე ქუჩა ვისტერია ლეინზე მიმდინარეობს.

    სასოწარკვეთილი დიასახლისები

    60) ინდივიდის ან ცხოვრების მანკიერი მხარეების, უარყოფითი საზოგადოებრივი მოვლენების მწარე, ღვარძლიანი დაცინვა.

    სარკაზმი

    90) რუსი რეჟისორი, სცენარისტი და მწერალი, საქვეყნო აღიარება მოიპოვა ფილმებით „ანდრეი რუბლიოვი“ და „სოლარისი“.

    ანდრეი ტარკოვსკი

    120) შოტლანდიური წარმოშვების რუსი გენერალი და მხედართმთავარი, რომელიც არ სარგებლობდა პოპულარობით არმიაში. ამის გამო, ნაპოლეონთან ომის დროს ჯარების მთავარსარდლობა მიხეილ კუტუზოვს გადააბარეს.

    მიხეილ ბარკლაი დე ტოლი

    150) გამოგონილი ფსიქიატრიული კლინიკა გოთემ-სიტიში, სადაც ხშირად ჰპოვებენ საბოლოო ლოკაციის ადგილს ბეტმენის მტრები და მოწინააღმდეგეები.

    არკჰემი

    მხატვრული თემა

    30) სახელგანთქმული მუზეუმი და ხელოვნების გალერეა მადრიდში, სადაც მე-14-დან მე-19 საუკუნეებამდე ევროპული ხელოვნების მსოფლიოში საუკეთესო კოლექციაა მოთავსებული.

    პრადო

    60) ნუ აგერევათ ქალის სახელში; ეს არის ნახატი, რომელზეც გამოსახულია ზღვის პეიზაჟები სხვადასხვა სიტუაციებში.

    მარინა

    90) ამ მიმდინარეობამ სახელწოდება მიიღო სწორედ კლოდ მონეს ნახატისგან – შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა.

    იმპრესიონიზმი 

    120) ამ სახელით ვიცნობთ იტალიელ მხატვარს, ბაროკოს ეპოქის უდიდეს ხელოვანს, მიქელანჯელო მერიზის.

    კარავაჯო

    150) გრავიურების ამ ციკლში შედის კაცისუკა ჰოკუსაის ცნობილი ნამუშევარი „ზღვის ტალღებში კანაგავას სანაპიროსთან“.

    მთა ფუჯის ოცდათექვსმეტი ხედი

    რელიგიური თემა

    30) ქრისტიანული ღვთისმეტყველების უმთავრესი დოგმატი, რომლის მიხედვით, ღმერთი ერთი თავისი არსებით, მაგრამ „სამგვამოვანია“

    სამება

    60) რელიგია, წარმოიშვა კარიბის ზღვის კუნძულებზე და წარმოადგენს აფრიკული სპირიტულ-ანიმისტური რელიგიური ტრადიციებისა და ევროპული კათოლიციზმის სინთეზს.

    ვუდუ

    90) ცენტრალური ცნება ინდუიზმსა და  სხვა ინდურ რელიგიებში, ცოცხალი არსების ქმედება, რომელიც მის შემდგომ ბედს და ცხოვრების პირობებს განაპირობებს.

    კარმა

    120)  ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდება, როდესაც განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმანი მარხულობს.

    რამადანი, რამაზანი

    150) ეს ებრაული სიტყვა არის აკრონიმი და შედგენილი სამი  ნაწილის – თორა, ნევიიმი და კეტუვიმი – დასახელებების პირველი ასოებისგან.

    თანახი (კომ. იუდაზმის წმინდა წერილები, პრაქტიკულად სრულიად შეესაბამისება ძველ აღთქმას)

     

     

    ერუდიტი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზაფხულის ჩემპიონატი.

    რედაქტორი: რატი შუბლაძე.

    მეორე წრე.

    პირველი შესარჩევი თამაში

    I რაუნდი

    თემები:  გერმანული თემა, …დელ…;  მეოთხე თემა, ფინური თემა, სადღესასწაულო თემა, საჭმელ-სასმელი თემა.

    გერმანული თემა

    10) 622 დეპუტატისგან შემდგარი გერმანიის საკანონმდებლო ორგანო, რომლის ვადამდელი დათხოვნა მხოლოდ გერმანიის პრეზიდენტს შეუძლია.

    ბუნდესტაგი

    20) შტუტგარტში განთავსებული ამ საავტომობილო კომპანიის ტრადიციული კონკურენტი იტალიური „ფერარია“.

    პორშე

    30) გერმანელი ფეხბურთელი, რომელიც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება და ოქროს ბუტსი მიიღო.

    თომას მიულერი

    40) თ. მანის თქმით, ეს გერმანულენოვანი ნაწარმოები სანახევროდ ფეერიას წარმოადგენს და სანახევროდ მსოფლიო ეპოსს, რომელშიც გერმანული ენის ყველა წყარო ჩქეფს.

    ფაუსტი

    50)  ბაროკოს სტილში აგებული სასახლე ქალაქ დრეზდენში; გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურულ-ისტორიული ძეგლი.

    ცვინგერი

    …დელ…

    10) თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც „სამედიცინო ინსტიტუტის“ და „ვაჟა-ფშაველას“ სადგურებს შორის მდებარეობს.

    დელისი

    20) ანტიაპერტეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი.

    ნელსონ მანდელა

    30) ამ იტალიური წარმოშვების სიტყვით აღნიშნება მსხვილი და მოკლე სოსისი.

    სარდელი

    40) ეს „ძმური სიყვარულის ქალაქი“ სიდიდის მიხედვით მეხუთე ქალაქია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

    ფილადელფია (კომ. ბერძნულად ფილადელფია – „ძმური სიყვარულის ქალაქი“)

    50) დადიოდა ხმები, რომ ეს ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი ტალეირანის უკანონო შვილი იყო.

    ეჟენ დელაკრუა

    მეოთხე თემა

    10) ოთხი მომღერლის ან ოთხი დამკვრელისაგან შემდგარი ანსამბლი.

    კვარტეტი

    20) ეს ცნება პირველად ტომას კარლაილმა გამოიყენა 1823 წელს ჟურნალისტების მიმართ საკუთარ წიგნში „გმირების გმირების გაღმერთების შესახებ“.

    მეოთხე ხელისუფლება

    30) ეს „ოთხი პროვინცია“ ყველაზე მცირედ დასახლებული და მცირე კუნძულია იაპონიის 4 ძირითად კუნძულს შორის.

    სიკოკუ

    40) ისინი არიან შავი ჭირი, ომი, შიმშილი და სიკვდილი იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მიხედვით.

    აპოკალიპსის 4 მხედარი

    50) კომედიური პროექტი, სადაც ტიმ როტის გმირი, პორტიე ტედი ოთხი სხვადასხვა რეჟისორის დავალებებს ასრულებს.

    ოთხი ოთახი

    ფინური თემა

    10) ასე ეწოდება ფინეთის უკიდურეს ნაწილს, სადაც, ლეგენდის მიხედვით, სანტა-კლაუსის რეზიდენცია მდებარეობს.

    ლაპლანდია

    20) ფინური მრავალფუნქციური საკომუნიკაციო კორპორაცია, რომელსაც 2008 წლის მონაცემებით მობილური ტელეფონის მსოფლიო ბაზრის 38,6% ეკავა.

    ნოკია

    30) ასე ეწოდება აბანოს ტიპის მცირე ოთახს განკუთვნილს მშრალი ან ორთქლიანი სიცხის პროცედურების მისაღებად.

    საუნა

    40) ამ ფინელმა ავტომრბოლელმა მოიგო 2007 წელს ფორმულა 1-ის ჩემპიონატი სკუდერია ფერარისთან ერთად.

    კიმი რაიკონენი

    50) ფინელი  პროდიუსერი და დიჯეი, რომლის  დებიუტი შედგა 1999 წელს, სინგლ “Sandstorm”-ის გამოშვებით.

    დარუდე

    სადღესასწაულო თემა

    10) ამ დღეს თითქმის მთელი მსოფლიო აღინიშნავს, შეყვარებულები ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს.

    ვალენტინობა

    20)  გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაული, რომელიც თურქ და ირანელ ხალხებში  აღინიშნება გაზაფხულის ბუნიაობის დროს.

    ნავრუზი, ნოვრუზი

    30) ლათინურად ეს სიტყვა „სადღესასწაულოს“ ნიშნავს და დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის თანახმად, აღნიშნავს მასობრივ თავყრილობებს, როდესაც ხდება მუსიკალური, თეატრალური თუ საცირკო მიღწევების ჩვენება ხდება.

    ფესტივალი

    40) საერთო სახელწოდება სამოქალაქო დღესასწაულებისა, რომელიც ტუნისში აღინიშნება 1 ივნისს, ეთიოპიაში 6 აპრილს, საფრანგეთსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში – 8 მაისს, რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში კი 9 მაისს.

    გამარჯვების დღე

    50) ღამე, როდესაც ძველი გერმანული ხალხური ცრურწმენით ჰარცის მთის უმაღლეს მწვერვალ ბროკენზე იმართება კუდიანებისა და ჯადოქრების დღესასწაული, ღრეობა.

    ვალპურგის ღამე

    საჭმელ-სასმელი თემა

    10)  ასეთი კერძის მომზადებასა და გაყიდვას შორის დროის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 10 წუთს.

    ფასტფუდი

    20)  მისი სახელი  ეთიოპიის სამხრეთ–დასავლეთი ოლქის სახელწოდებიდან მოდის, სადაც ლეგენდის თანახმად პირველად აღმოაჩინეს მისი მატონიზირებელი თვისებები.

    ყავა

    30) მისი ისტორია VIII საუკუნეში იღებს სათავეს, როცა ერთ-ერთმა ინდიელმა ტომმა აგავისგან, პულკეს რძისფერი, ქაფიანი, 4-დან 6 გრადუსამდე სიძლიერის წვენის გაკეთება ისწავლა.

    ტეკილა

    40) მის სახელს ატარებს ნაყინი, რომელიც მზადდება შოკოლადის, ვანილისა და მარწყვისაგან ისე, რომ იმიტაციას უკეთებს საფრანგეთის სამფეროვან დროშას.

    ნაპოლეონი

    50) ე.წ. “დატენილი პიცა”, იტალიური ხაჭაპურის მსგავსი ორცხობილაა, რომელსაც პიცის ცომისა და მოცარელას ან რიკოტას ყველით ამზადებენ.

    კალცონე

    II რაუნდი

    თემები: ჯოჯოხეთური თემა, სამეცნიერო თემა, გაერთიანებული თემა, …ტან…; არაკანონიერი თემა, მასწავლებლები.

    ჯოჯოხეთური თემა

    20) ლოკისა და ანგბორდას შვილი, მკვდრების საუფლოს მბრძანებელი სკანდინავიურ მითოლოგიაში. შესაძლოა მისი სახელიდან მოდის ჯოჯოხეთის აღმნიშვნელი სიტყვა ინგლისურში.

    ჰელი                                                                                            

    40) ასე ეწოდება მდინარეს ძველბერძნულ მითოლოგიაში, რომელიც ჯოჯოხეთს ცხრა წრეს აკრავს.

    სტიქსი

    60) სწორედ მის სახელს ატარებს  დანტეს მიხედვით სარტყელი ჯოჯოხეთის მეცხრე წრეში, სადაც ახლობლების და ნათესავების გამყიდვლები იტაჯებიან.

    კაენი

    80) ასე ეწოდება ხეობას იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით და აგრეთვე ეს არის განკითხვის დღის სინონიმი იუდაიზმში.

    გეენა

    100) ამ პოეტის პოემაში ვკითხულობთ, რომ ზეცაში მსახურებას, ჯოჯოხეთში მეფობა სჯობს.

    ჯონ მილტონი (კომ. პოემა „დაკურგული სამოთხე“)

     

    სამეცნიერო თემა

    20) ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, რომელმაც  ხომალდ ბიგლზე განხორციელებული მოგზაურობების შედეგად  ევოლუციის თეორია ჩამოაყალიბა.

    ჩარლზ დარვინი

    40) დღევანდელი მონაცემებით ეს ობიექტი  ითვლება კოიპერის სარტყელის უდიდეს წევრად, პლანეტის სტატუსის დაკარგვის შემდეგ.

    პლუტონი

    60)  ნივთიერება, რომელიც შეჰყავთ ხსნარში მასში მიმდინარე ქიმიური პროცესის გამოსამჟღავნებლად მაგ., ლაკმუსი, რომელიც ფერს იცვლის მჟავასთან ან ტუტესთან შეერთებით.

    ინდიკატორი

    80) მეცნიერება დედამიწის ზედაპირზე ყინულის იმ ბუნებრივ დანაგროვთა შესახებ, რომლებიც მყარი ატმოსფერული ნალექების აკუმულაციისა და გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნენ.

    გლაციოლოგია

    100) ასე ეწოდება საიმონ პრებლის მიერ გამოგონებულ მოწყობილობას, რომელიც იმპულსისა და ენერგიის შენახვის თვალსაჩინო დემონსტრაციას ახდენს.

    ნიუტონის აკვანი (კომ. ნიუტონის მესამე კანონის ილისტრაცია)

     

    გაერთიანებული თემა

    20) ასე ეწოდება ოფიციალურად და სრულად დიდი ბრიტანეთის სამეფოს.

    დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

    40) სხვადასხვა დროს ამ საფეხბურთო კლუბის სახელები იყო  „ლანკაშირისა და იორკშირის რკინიგზის საფეხბურთო კლუბი“ და „ნიუტონ ჰითი“.

    მანჩესტერ იუნაიტედი

    60) ამ სახელით შევიდა ისტორიაში 1938 წლის 12-13 მაისს გერმანიის მიერ ავსტრიის ოკუპაცია.

    ანშლუსი (კომ. გერმანულად – გაერთიანებია, კავშირი)

    80)  ხალხურმა კულტმა თავის თავში გააერთიანა სხვადასხვა ძველი წარმოდგენა, რომელთა თანახმადაც იგი არის გარეულ ცხოველებზე მონადირე, მიწათმოქმედების მფარველი, ზეციური ცეცხლის და ჭექა- ქუხილის მბრძანებელი.

    წმინდა გიორგი

    100) იაპონელი მხედართმთავარი, რომელმაც ასიკაგას დინასტიის უკანასკნელი სიოგუნის ჩამოგდების შემდეგ პირველმა გააერთიანა ქვეყანა.

    ოდა ნობუნაგა

    …ტან…

    20) მეცნიერება, რომელიც მცენარეთა გარეგანი და შინაგანი აგებულების კანონზომირებების, სისტემატიკისა და მათი  გეოლოგიურ დროში განვითარებას შეისწავლის.

    ბოტანიკა

    40) ბოლნისის რაიონის ამ სოფელში დაიბადა 1658 წელს სულხან-საბა ორბელიანი.

    ტანძია

    60) არსებობდა წესი, რომლის მიხედვითაც ამ ახალდამზადებულ ნივთს ზოგიერთი სამურაი ცდიდა მათხოვრაზე ან ყანიდან დაბრუნებულ გლეხზე.

    კატანა

    80) ეს მომღერალი იტალიაში დაიბადა 1921 წლის 13 ოქტომბერს ივი ლივის სახელით.

    ივ მონტანი

    100) მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს განსაკუთრებული მიკრობი და იწვევს საერთო და სასუნთქი კუნთების კრუნჩხვა, გაშეშება.

    ტეტანუსი

    არაკანონიერი თემა

    20) 1866 წელს დაწერილი რომანი, რომელიც რადიონ რასკოლნიკოვის ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს.

    დანაშაული და სასჯელი

    40)  მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში სხვისი შემოქმედების, სხვისი იდეებისა და გამოგონებების გააზრებული მითვისება.

    პლაგიატი

    60)  ყველაზე გავრცელებული ფსევდონიმი მკვლელისა, რომელიც 1888 წელს, ლონდონის ღარიბულ უბან  უაითჩეპელში მეძავებს კლავდა.

    ჯეკ მფატრავი

    80) ეს ეკბერგის ბორცვიდან დანახული ოსლო-ფიორდის ხედი 1994 და 2004  წლებში მოიპარეს ნორვეგიის ეროვნული მუზეუმიდან.

    კივილი

    100) ამ გერმანული წარმოშვების სიტყვით მოიხსენიებდნენ კერძო პირებს, რომელიც თავისი მთავრობის ნებართვით ნადირობდა კონტრაბანდით დატვირთული მტრისა და ნეიტრალური ქვეყნების გემებზე.

    კაპერი

    მასწავლებლები

    20) ეს სიტყვა  „ადრე დაბადებულს“ ნიშნავს და იაპონიაში მასწავლებლების მიმართ პატივისცემის გამოხატვის ნიშნად გამოიყენება.

    სენსეი

    40) ასე ეწოდებოდა მონას ძველ საბერძნეთში, რომელსაც 6 წლიდან ბავშვებს აბარებდნენ აღსაზრდელად.

    პედაგოგი

     

    60) ეს განთქმული პედაგოგი სხვადასხვა დროს იასონის, დიოსკურების, აქილევისა, ორფეოსისა და ასკლეპიოსის ზედამხეველი და მასწავლებელი იყო.

    ქირონი

    80) ამ ანატომიისა და ფიზკულტურის მასწავლებელს ხშირად გამოსახავენ კალათისა და ბურთის თანხლებით.

    ჯეიმს ნეისმიტი

    100) მან დააარსა მეთხუთმეტე საუკუნეში ინდუიზმისა და მუსლიმანური ტრადიციების შეზავების შედეგად ახალი მონოთეისტური რელიგია სიკჰიზმი.

    გურუ ნანაკი

     

    III რაუნდი

    თემები: ბელგიური თემა, ბიბლიოთეკები, ნოემბერი, რეალური თემა, ლონდონური თემა, …კურ…

    ბელგიური თემა

    30) ამ სახელით ვიცნობთ კამილ ფრანსუა ვან ვარენბერგს – ბელგიელ მსახიობსა და საბრძოლო ხელოვნებების ოსტატს.

    ჟან-კლოდ ვან დამი

    60) მე-17 საუკუნის ფლამანდელი მხატვარი, ბაროკოს სტილის წარმომადგენელი, რომლის ფუნჯსაც ეკუთვნის ფერწერული ტილოები: „პერსევსი და ანდრომედე’’, “რევკიპეს ასულთა მოტაცება” და “მთვრალი სილენე“.

    პეტერ პაულ რუბენსი

    90)  ბელგიელი ჩოგბურთელი, ყოფილი პირველი ჩოგანი ერთეულ და წყვილთა შეჯიბრში.  2003 წლის როლან გაროსისა და უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებული წყვილთა შეჯიბრში იაპონელ აი სუგიამასთან.

    კიმ კლაისტერსი

    120) ფლამანდიელების ეს ლეგანდარული მეფე ლუდის ხარშვის გამომგონებლად ითვლება.

    გამბრინუსი

    150) ჟორჟ რემის მიერ შექმნილი საბავშვო კომიქსების სერია, რომლის სტივენ სპილბერგისეული ეკრანიზაცია 2011 წელს გამოვა.

    ტენტენის თავგადასავლები

     

    ბიბლიოთეკები

    30) ამ ბიბლიოთეკის განადგურება და დაწვა არის ნაჩვენები ალეხანდრო ამენაბარის 2009 წლის ფილმში „აგორა“.

    ალექსანდრიის ბიბლიოთეკა

    60)  1973 წელს, ხუან პერონის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ მან დატოვა არგენტინის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობა.

    ხორხე ლუის ბორხესი

    90) ,,ლ’ილ სინდიკატისა” და ,,ექპერტ დიზაინ ჯგუფის” მიერ 2006 წელს დაარსებული პირველი ქართული ინტერნეტ-ბიბლიოთეკა.

    Lib.ge

    120) სწორედ მის სახელს ატარებს დღემდე ნიჟნი ნოვგოროდის საოლქო უნივერსალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

    ვლადიმერ ლენინი

    150) ეს სახელი ჰქვია ფედერიკო ბორომეოს მიერ დაარსებულ ბიბლიოთეკასაც მილანში და საფეხბურთო კლუბ „ინტერნაციონალეს“ 1929-1931 წლებში.

    ამბროზიანა (კომ. მილანის მფარველი წმინდანისა და ეპისკოპოსის, ამბროსის მიხედვით) 

    ნოემბერი

    30) ეს ამერიკული დღესასწაული ყოველი ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინშნება 1621 წლიდან.

    მადლიერების დღე

    60) ამ ბუნებრივი პროცესის აღმნიშვნელია რამდენიმე სლავურ ენაში ნოემრბის თვის სახელწოდება.

    ფოთოლცვენა (კომ. ბელორ. Лістапад; უკრ. Листопад; ჩეხ. Listopad; სილეზ. Listopad)

    90) აქსელ როუზის მიერ 1992 წელს დაწერილი მუსიკალური ბალადა, რომელიც  MTV Video Music Award-ის მფლობელი გახდა საუკეთესო კლიპისთვის.

    November Rain

    120) 1968 წლის ამერიკული ფილმის რიმეიქი, პეტ ო’კონორის 2001 წლის ფილმი, სადაც მთავარი როლები კიანუ რივზმა და შარლიზ სტერონმა შეასრულეს.

    ტკბილი ნოემბერი, Sweet November

    150) ამ შენობაში მყოფი ადამიანები ჩაიგდეს ტყვედ 1979 წლის 4 ნოემბერს ისლამური რევოლუციით წაქეზებულმა ირანელებმა თეირანში.

    აშშ-ს საელჩო

     

    რეალური თემა

    30) ასე ეწოდება ბრაზილიაში დღევანდელ მოქმედ ეროვნულ ვალუტას.

    რეალი

    60) ეკონომიკის ეს სექტორი ინგლისურ ენაში იწოდება როგორც real estate.

    უძრავი ქონება

    90) 1909 წლის 7 სექტემბერს დაარსებული ეს საფეხბურთო გუნდი სან-სებასტიანიდან 1928 წელს ესპანური პრიმერა დივიზნიონის დამაარსებელი გახდა.

    რეალ სოსიედადი

    120) ოფიციალურად ამ ლიტერატრული და მხატვრული მიმდინარეობის ჩამოყალიბება უკავშირდება საფრანგეთში, ანდრე ბრეტონის მიერ 1924 წელს  მანიფესტის გამოქვეყნებას.

    სიურეალიზმი

    150) რუსული ვიკიპედიის მიხედვით, მის დამაარსებლებს შორის არიან პედრო სიმონი, ფრანსისკო დე ავილა და ბართოლომეო არსანს დე ორსუა-ი-ველა იყვნენ.

    მაგიური რეალიზმი

    ლონდონური თემა

    30) სტრიპტიზით გატაცებული მუსიკის მასწავლებლის ეს შვილი სამყაროს სან-ფრანცისკოში მოევლინა, როგორც ჯონ გრიფიტ ჩეინი.

    ჯეკ ლონდონი

    60) უნიკალური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნი ლონდონში, რომელიც სავარაოუდოთ ძველრომაული ქალაქის, ლონდინიუმის ადგილზე ჩამოყალიბდა.

    სიტი

    90) იგი 1897 წელს დაარსდა როგორც “ბრიტანული ხელოვნების ეროვნული გალერეა”, თუმცა ოთხი წლის შემდეგ ინგლისელი კომერსანტის და ფილანტროპის საპატივცემულოდ შეუცვალეს.

    ტეიტის გალერეა (კომ. ჰენრი ტეიტი)

    120) ეს ინგლისელი მათემატიკოსი და არქიტექტორი ლონდონის წმინდა პავლეს ტაძრის შემომქმედია.

    სერ კრისტოფერ რენი

    150) ამ ლონდონურმა საფეხბურთო კლუბმა სახელი ფეთქებადი და თავქარიანი სერ ჰენრი პერსის საპატივცემულოდ მიიღო.

    ტოტენჰემ ჰოტსპური (კომ. სერ ჰენრი პერისის მეტსახელი იყო „ჰოტსპური)

     

    …კურ…

    30) ეს არის გამოსახული 100 იენის ღირებულების მონეტის რევერსზე.

    საკურა

    60) IV-V საუკუნეების ბიზანტიის კარის მოხელე, რომლის აღმნიშვნელი ტიტული მეცხრე საუკუნიდან თავდაპირველად ტაო-კლარჯეთის, შემდეგ გაერთიანებული საქართველოს მეფე-მთავრებს ენიჭებოდათ.

    კურაპალატი

    90) უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით,  ეს არის ოპერატორული ხერხი – ობიექტის გამოსახვა მხედველობის სხვადასხვა წერტილიდან როგორც მოძრავი, ისე უძრავი კამერით.

    რაკურსი

    120) იურგენ ჰაბერმასმა ის განსაზღვრა, როგორც სამეტყველო კომუნიკაციის სახეობა, რომელიც გულისხმობს სოციალური ცხოვრების ღირებულებათა, ნორმათა და წესთა რაციონალურ კრიტიკულ განხილვას.

    დისკურსი

    150) მის მიერ დაარსებული სკოლოს წინ შემდეგი სიტყვები ეწერა: „მგზავრო, აქ თავს კარგად იგრძნობ. აქ სიამოვნებაა უმაღლესი სათნოება.“

    ეპიკურე 

    ერუდიტი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზაფხულის ჩემპიონატი.

    რედაქტორი: რატი შუბლაძე.

    მეორე წრე.

    პირველი შესარჩევი თამაში

    I რაუნდი

    თემები:  გერმანული თემა, …დელ…;  მეოთხე თემა, ფინური თემა, სადღესასწაულო თემა, საჭმელ-სასმელი თემა.

    გერმანული თემა

    10) 622 დეპუტატისგან შემდგარი გერმანიის საკანონმდებლო ორგანო, რომლის ვადამდელი დათხოვნა მხოლოდ გერმანიის პრეზიდენტს შეუძლია.

    ბუნდესტაგი

    20) შტუტგარტში განთავსებული ამ საავტომობილო კომპანიის ტრადიციული კონკურენტი იტალიური „ფერარია“.

    პორშე

    30) გერმანელი ფეხბურთელი, რომელიც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება და ოქროს ბუტსი მიიღო.

    თომას მიულერი

    40) თ. მანის თქმით, ეს გერმანულენოვანი ნაწარმოები სანახევროდ ფეერიას წარმოადგენს და სანახევროდ მსოფლიო ეპოსს, რომელშიც გერმანული ენის ყველა წყარო ჩქეფს.

    ფაუსტი

    50)  ბაროკოს სტილში აგებული სასახლე ქალაქ დრეზდენში; გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურულ-ისტორიული ძეგლი.

    ცვინგერი

    …დელ…

    10) თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც „სამედიცინო ინსტიტუტის“ და „ვაჟა-ფშაველას“ სადგურებს შორის მდებარეობს.

    დელისი

    20) ანტიაპერტეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი.

    ნელსონ მანდელა

    30) ამ იტალიური წარმოშვების სიტყვით აღნიშნება მსხვილი და მოკლე სოსისი.

    სარდელი

    40) ეს „ძმური სიყვარულის ქალაქი“ სიდიდის მიხედვით მეხუთე ქალაქია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

    ფილადელფია (კომ. ბერძნულად ფილადელფია – „ძმური სიყვარულის ქალაქი“)

    50) დადიოდა ხმები, რომ ეს ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი ტალეირანის უკანონო შვილი იყო.

    ეჟენ დელაკრუა

    მეოთხე თემა

    10) ოთხი მომღერლის ან ოთხი დამკვრელისაგან შემდგარი ანსამბლი.

    კვარტეტი

    20) ეს ცნება პირველად ტომას კარლაილმა გამოიყენა 1823 წელს ჟურნალისტების მიმართ საკუთარ წიგნში „გმირების გმირების გაღმერთების შესახებ“.

    მეოთხე ხელისუფლება

    30) ეს „ოთხი პროვინცია“ ყველაზე მცირედ დასახლებული და მცირე კუნძულია იაპონიის 4 ძირითად კუნძულს შორის.

    სიკოკუ

    40) ისინი არიან შავი ჭირი, ომი, შიმშილი და სიკვდილი იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მიხედვით.

    აპოკალიპსის 4 მხედარი

    50) კომედიური პროექტი, სადაც ტიმ როტის გმირი, პორტიე ტედი ოთხი სხვადასხვა რეჟისორის დავალებებს ასრულებს.

    ოთხი ოთახი

    ფინური თემა

    10) ასე ეწოდება ფინეთის უკიდურეს ნაწილს, სადაც, ლეგენდის მიხედვით, სანტა-კლაუსის რეზიდენცია მდებარეობს.

    ლაპლანდია

    20) ფინური მრავალფუნქციური საკომუნიკაციო კორპორაცია, რომელსაც 2008 წლის მონაცემებით მობილური ტელეფონის მსოფლიო ბაზრის 38,6% ეკავა.

    ნოკია

    30) ასე ეწოდება აბანოს ტიპის მცირე ოთახს განკუთვნილს მშრალი ან ორთქლიანი სიცხის პროცედურების მისაღებად.

    საუნა

    40) ამ ფინელმა ავტომრბოლელმა მოიგო 2007 წელს ფორმულა 1-ის ჩემპიონატი სკუდერია ფერარისთან ერთად.

    კიმი რაიკონენი

    50) ფინელი  პროდიუსერი და დიჯეი, რომლის  დებიუტი შედგა 1999 წელს, სინგლ “Sandstorm”-ის გამოშვებით.

    დარუდე

    სადღესასწაულო თემა

    10) ამ დღეს თითქმის მთელი მსოფლიო აღინიშნავს, შეყვარებულები ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს.

    ვალენტინობა

    20)  გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაული, რომელიც თურქ და ირანელ ხალხებში  აღინიშნება გაზაფხულის ბუნიაობის დროს.

    ნავრუზი, ნოვრუზი

    30) ლათინურად ეს სიტყვა „სადღესასწაულოს“ ნიშნავს და დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის თანახმად, აღნიშნავს მასობრივ თავყრილობებს, როდესაც ხდება მუსიკალური, თეატრალური თუ საცირკო მიღწევების ჩვენება ხდება.

    ფესტივალი

    40) საერთო სახელწოდება სამოქალაქო დღესასწაულებისა, რომელიც ტუნისში აღინიშნება 1 ივნისს, ეთიოპიაში 6 აპრილს, საფრანგეთსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში – 8 მაისს, რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში კი 9 მაისს.

    გამარჯვების დღე

    50) ღამე, როდესაც ძველი გერმანული ხალხური ცრურწმენით ჰარცის მთის უმაღლეს მწვერვალ ბროკენზე იმართება კუდიანებისა და ჯადოქრების დღესასწაული, ღრეობა.

    ვალპურგის ღამე

    საჭმელ-სასმელი თემა

    10)  ასეთი კერძის მომზადებასა და გაყიდვას შორის დროის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 10 წუთს.

    ფასტფუდი

    20)  მისი სახელი  ეთიოპიის სამხრეთ–დასავლეთი ოლქის სახელწოდებიდან მოდის, სადაც ლეგენდის თანახმად პირველად აღმოაჩინეს მისი მატონიზირებელი თვისებები.

    ყავა

    30) მისი ისტორია VIII საუკუნეში იღებს სათავეს, როცა ერთ-ერთმა ინდიელმა ტომმა აგავისგან, პულკეს რძისფერი, ქაფიანი, 4-დან 6 გრადუსამდე სიძლიერის წვენის გაკეთება ისწავლა.

    ტეკილა

    40) მის სახელს ატარებს ნაყინი, რომელიც მზადდება შოკოლადის, ვანილისა და მარწყვისაგან ისე, რომ იმიტაციას უკეთებს საფრანგეთის სამფეროვან დროშას.

    ნაპოლეონი

    50) ე.წ. “დატენილი პიცა”, იტალიური ხაჭაპურის მსგავსი ორცხობილაა, რომელსაც პიცის ცომისა და მოცარელას ან რიკოტას ყველით ამზადებენ.

    კალცონე

    II რაუნდი

    თემები: ჯოჯოხეთური თემა, სამეცნიერო თემა, გაერთიანებული თემა, …ტან…; არაკანონიერი თემა, მასწავლებლები.

    ჯოჯოხეთური თემა

    20) ლოკისა და ანგბორდას შვილი, მკვდრების საუფლოს მბრძანებელი სკანდინავიურ მითოლოგიაში. შესაძლოა მისი სახელიდან მოდის ჯოჯოხეთის აღმნიშვნელი სიტყვა ინგლისურში.

    ჰელი                                                                                            

    40) ასე ეწოდება მდინარეს ძველბერძნულ მითოლოგიაში, რომელიც ჯოჯოხეთს ცხრა წრეს აკრავს.

    სტიქსი

    60) სწორედ მის სახელს ატარებს  დანტეს მიხედვით სარტყელი ჯოჯოხეთის მეცხრე წრეში, სადაც ახლობლების და ნათესავების გამყიდვლები იტაჯებიან.

    კაენი

    80) ასე ეწოდება ხეობას იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით და აგრეთვე ეს არის განკითხვის დღის სინონიმი იუდაიზმში.

    გეენა

    100) ამ პოეტის პოემაში ვკითხულობთ, რომ ზეცაში მსახურებას, ჯოჯოხეთში მეფობა სჯობს.

    ჯონ მილტონი (კომ. პოემა „დაკურგული სამოთხე“)

     

    სამეცნიერო თემა

    20) ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, რომელმაც  ხომალდ ბიგლზე განხორციელებული მოგზაურობების შედეგად  ევოლუციის თეორია ჩამოაყალიბა.

    ჩარლზ დარვინი

    40) დღევანდელი მონაცემებით ეს ობიექტი  ითვლება კოიპერის სარტყელის უდიდეს წევრად, პლანეტის სტატუსის დაკარგვის შემდეგ.

    პლუტონი

    60)  ნივთიერება, რომელიც შეჰყავთ ხსნარში მასში მიმდინარე ქიმიური პროცესის გამოსამჟღავნებლად მაგ., ლაკმუსი, რომელიც ფერს იცვლის მჟავასთან ან ტუტესთან შეერთებით.

    ინდიკატორი

    80) მეცნიერება დედამიწის ზედაპირზე ყინულის იმ ბუნებრივ დანაგროვთა შესახებ, რომლებიც მყარი ატმოსფერული ნალექების აკუმულაციისა და გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნენ.

    გლაციოლოგია

    100) ასე ეწოდება საიმონ პრებლის მიერ გამოგონებულ მოწყობილობას, რომელიც იმპულსისა და ენერგიის შენახვის თვალსაჩინო დემონსტრაციას ახდენს.

    ნიუტონის აკვანი (კომ. ნიუტონის მესამე კანონის ილისტრაცია)

     

    გაერთიანებული თემა

    20) ასე ეწოდება ოფიციალურად და სრულად დიდი ბრიტანეთის სამეფოს.

    დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

    40) სხვადასხვა დროს ამ საფეხბურთო კლუბის სახელები იყო  „ლანკაშირისა და იორკშირის რკინიგზის საფეხბურთო კლუბი“ და „ნიუტონ ჰითი“.

    მანჩესტერ იუნაიტედი

    60) ამ სახელით შევიდა ისტორიაში 1938 წლის 12-13 მაისს გერმანიის მიერ ავსტრიის ოკუპაცია.

    ანშლუსი (კომ. გერმანულად – გაერთიანებია, კავშირი)

    80)  ხალხურმა კულტმა თავის თავში გააერთიანა სხვადასხვა ძველი წარმოდგენა, რომელთა თანახმადაც იგი არის გარეულ ცხოველებზე მონადირე, მიწათმოქმედების მფარველი, ზეციური ცეცხლის და ჭექა- ქუხილის მბრძანებელი.

    წმინდა გიორგი

    100) იაპონელი მხედართმთავარი, რომელმაც ასიკაგას დინასტიის უკანასკნელი სიოგუნის ჩამოგდების შემდეგ პირველმა გააერთიანა ქვეყანა.

    ოდა ნობუნაგა

    …ტან…

    20) მეცნიერება, რომელიც მცენარეთა გარეგანი და შინაგანი აგებულების კანონზომირებების, სისტემატიკისა და მათი  გეოლოგიურ დროში განვითარებას შეისწავლის.

    ბოტანიკა

    40) ბოლნისის რაიონის ამ სოფელში დაიბადა 1658 წელს სულხან-საბა ორბელიანი.

    ტანძია

    60) არსებობდა წესი, რომლის მიხედვითაც ამ ახალდამზადებულ ნივთს ზოგიერთი სამურაი ცდიდა მათხოვრაზე ან ყანიდან დაბრუნებულ გლეხზე.

    კატანა

    80) ეს მომღერალი იტალიაში დაიბადა 1921 წლის 13 ოქტომბერს ივი ლივის სახელით.

    ივ მონტანი

    100) მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს განსაკუთრებული მიკრობი და იწვევს საერთო და სასუნთქი კუნთების კრუნჩხვა, გაშეშება.

    ტეტანუსი

    არაკანონიერი თემა

    20) 1866 წელს დაწერილი რომანი, რომელიც რადიონ რასკოლნიკოვის ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს.

    დანაშაული და სასჯელი

    40)  მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში სხვისი შემოქმედების, სხვისი იდეებისა და გამოგონებების გააზრებული მითვისება.

    პლაგიატი

    60)  ყველაზე გავრცელებული ფსევდონიმი მკვლელისა, რომელიც 1888 წელს, ლონდონის ღარიბულ უბან  უაითჩეპელში მეძავებს კლავდა.

    ჯეკ მფატრავი

    80) ეს ეკბერგის ბორცვიდან დანახული ოსლო-ფიორდის ხედი 1994 და 2004  წლებში მოიპარეს ნორვეგიის ეროვნული მუზეუმიდან.

    კივილი

    100) ამ გერმანული წარმოშვების სიტყვით მოიხსენიებდნენ კერძო პირებს, რომელიც თავისი მთავრობის ნებართვით ნადირობდა კონტრაბანდით დატვირთული მტრისა და ნეიტრალური ქვეყნების გემებზე.

    კაპერი

    მასწავლებლები

    20) ეს სიტყვა  „ადრე დაბადებულს“ ნიშნავს და იაპონიაში მასწავლებლების მიმართ პატივისცემის გამოხატვის ნიშნად გამოიყენება.

    სენსეი

    40) ასე ეწოდებოდა მონას ძველ საბერძნეთში, რომელსაც 6 წლიდან ბავშვებს აბარებდნენ აღსაზრდელად.

    პედაგოგი

     

    60) ეს განთქმული პედაგოგი სხვადასხვა დროს იასონის, დიოსკურების, აქილევისა, ორფეოსისა და ასკლეპიოსის ზედამხეველი და მასწავლებელი იყო.

    ქირონი

    80) ამ ანატომიისა და ფიზკულტურის მასწავლებელს ხშირად გამოსახავენ კალათისა და ბურთის თანხლებით.

    ჯეიმს ნეისმიტი

    100) მან დააარსა მეთხუთმეტე საუკუნეში ინდუიზმისა და მუსლიმანური ტრადიციების შეზავების შედეგად ახალი მონოთეისტური რელიგია სიკჰიზმი.

    გურუ ნანაკი

     

    III რაუნდი

    თემები: ბელგიური თემა, ბიბლიოთეკები, ნოემბერი, რეალური თემა, ლონდონური თემა, …კურ…

    ბელგიური თემა

    30) ამ სახელით ვიცნობთ კამილ ფრანსუა ვან ვარენბერგს – ბელგიელ მსახიობსა და საბრძოლო ხელოვნებების ოსტატს.

    ჟან-კლოდ ვან დამი

    60) მე-17 საუკუნის ფლამანდელი მხატვარი, ბაროკოს სტილის წარმომადგენელი, რომლის ფუნჯსაც ეკუთვნის ფერწერული ტილოები: „პერსევსი და ანდრომედე’’, “რევკიპეს ასულთა მოტაცება” და “მთვრალი სილენე“.

    პეტერ პაულ რუბენსი

    90)  ბელგიელი ჩოგბურთელი, ყოფილი პირველი ჩოგანი ერთეულ და წყვილთა შეჯიბრში.  2003 წლის როლან გაროსისა და უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებული წყვილთა შეჯიბრში იაპონელ აი სუგიამასთან.

    კიმ კლაისტერსი

    120) ფლამანდიელების ეს ლეგანდარული მეფე ლუდის ხარშვის გამომგონებლად ითვლება.

    გამბრინუსი

    150) ჟორჟ რემის მიერ შექმნილი საბავშვო კომიქსების სერია, რომლის სტივენ სპილბერგისეული ეკრანიზაცია 2011 წელს გამოვა.

    ტენტენის თავგადასავლები

     

    ბიბლიოთეკები

    30) ამ ბიბლიოთეკის განადგურება და დაწვა არის ნაჩვენები ალეხანდრო ამენაბარის 2009 წლის ფილმში „აგორა“.

    ალექსანდრიის ბიბლიოთეკა

    60)  1973 წელს, ხუან პერონის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ მან დატოვა არგენტინის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობა.

    ხორხე ლუის ბორხესი

    90) ,,ლ’ილ სინდიკატისა” და ,,ექპერტ დიზაინ ჯგუფის” მიერ 2006 წელს დაარსებული პირველი ქართული ინტერნეტ-ბიბლიოთეკა.

    Lib.ge

    120) სწორედ მის სახელს ატარებს დღემდე ნიჟნი ნოვგოროდის საოლქო უნივერსალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

    ვლადიმერ ლენინი

    150) ეს სახელი ჰქვია ფედერიკო ბორომეოს მიერ დაარსებულ ბიბლიოთეკასაც მილანში და საფეხბურთო კლუბ „ინტერნაციონალეს“ 1929-1931 წლებში.

    ამბროზიანა (კომ. მილანის მფარველი წმინდანისა და ეპისკოპოსის, ამბროსის მიხედვით) 

    ნოემბერი

    30) ეს ამერიკული დღესასწაული ყოველი ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინშნება 1621 წლიდან.

    მადლიერების დღე

    60) ამ ბუნებრივი პროცესის აღმნიშვნელია რამდენიმე სლავურ ენაში ნოემრბის თვის სახელწოდება.

    ფოთოლცვენა (კომ. ბელორ. Лістапад; უკრ. Листопад; ჩეხ. Listopad; სილეზ. Listopad)

    90) აქსელ როუზის მიერ 1992 წელს დაწერილი მუსიკალური ბალადა, რომელიც  MTV Video Music Award-ის მფლობელი გახდა საუკეთესო კლიპისთვის.

    November Rain

    120) 1968 წლის ამერიკული ფილმის რიმეიქი, პეტ ო’კონორის 2001 წლის ფილმი, სადაც მთავარი როლები კიანუ რივზმა და შარლიზ სტერონმა შეასრულეს.

    ტკბილი ნოემბერი, Sweet November

    150) ამ შენობაში მყოფი ადამიანები ჩაიგდეს ტყვედ 1979 წლის 4 ნოემბერს ისლამური რევოლუციით წაქეზებულმა ირანელებმა თეირანში.

    აშშ-ს საელჩო

     

    რეალური თემა

    30) ასე ეწოდება ბრაზილიაში დღევანდელ მოქმედ ეროვნულ ვალუტას.

    რეალი

    60) ეკონომიკის ეს სექტორი ინგლისურ ენაში იწოდება როგორც real estate.

    უძრავი ქონება

    90) 1909 წლის 7 სექტემბერს დაარსებული ეს საფეხბურთო გუნდი სან-სებასტიანიდან 1928 წელს ესპანური პრიმერა დივიზნიონის დამაარსებელი გახდა.

    რეალ სოსიედადი

    120) ოფიციალურად ამ ლიტერატრული და მხატვრული მიმდინარეობის ჩამოყალიბება უკავშირდება საფრანგეთში, ანდრე ბრეტონის მიერ 1924 წელს  მანიფესტის გამოქვეყნებას.

    სიურეალიზმი

    150) რუსული ვიკიპედიის მიხედვით, მის დამაარსებლებს შორის არიან პედრო სიმონი, ფრანსისკო დე ავილა და ბართოლომეო არსანს დე ორსუა-ი-ველა იყვნენ.

    მაგიური რეალიზმი

    ლონდონური თემა

    30) სტრიპტიზით გატაცებული მუსიკის მასწავლებლის ეს შვილი სამყაროს სან-ფრანცისკოში მოევლინა, როგორც ჯონ გრიფიტ ჩეინი.

    ჯეკ ლონდონი

    60) უნიკალური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნი ლონდონში, რომელიც სავარაოუდოთ ძველრომაული ქალაქის, ლონდინიუმის ადგილზე ჩამოყალიბდა.

    სიტი

    90) იგი 1897 წელს დაარსდა როგორც “ბრიტანული ხელოვნების ეროვნული გალერეა”, თუმცა ოთხი წლის შემდეგ ინგლისელი კომერსანტის და ფილანტროპის საპატივცემულოდ შეუცვალეს.

    ტეიტის გალერეა (კომ. ჰენრი ტეიტი)

    120) ეს ინგლისელი მათემატიკოსი და არქიტექტორი ლონდონის წმინდა პავლეს ტაძრის შემომქმედია.

    სერ კრისტოფერ რენი

    150) ამ ლონდონურმა საფეხბურთო კლუბმა სახელი ფეთქებადი და თავქარიანი სერ ჰენრი პერსის საპატივცემულოდ მიიღო.

    ტოტენჰემ ჰოტსპური (კომ. სერ ჰენრი პერისის მეტსახელი იყო „ჰოტსპური)

     

    …კურ…

    30) ეს არის გამოსახული 100 იენის ღირებულების მონეტის რევერსზე.

    საკურა

    60) IV-V საუკუნეების ბიზანტიის კარის მოხელე, რომლის აღმნიშვნელი ტიტული მეცხრე საუკუნიდან თავდაპირველად ტაო-კლარჯეთის, შემდეგ გაერთიანებული საქართველოს მეფე-მთავრებს ენიჭებოდათ.

    კურაპალატი

    90) უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით,  ეს არის ოპერატორული ხერხი – ობიექტის გამოსახვა მხედველობის სხვადასხვა წერტილიდან როგორც მოძრავი, ისე უძრავი კამერით.

    რაკურსი

    120) იურგენ ჰაბერმასმა ის განსაზღვრა, როგორც სამეტყველო კომუნიკაციის სახეობა, რომელიც გულისხმობს სოციალური ცხოვრების ღირებულებათა, ნორმათა და წესთა რაციონალურ კრიტიკულ განხილვას.

    დისკურსი

    150) მის მიერ დაარსებული სკოლოს წინ შემდეგი სიტყვები ეწერა: „მგზავრო, აქ თავს კარგად იგრძნობ. აქ სიამოვნებაა უმაღლესი სათნოება.“

    ეპიკურე 

     

    ერუდიტი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზაფხულის ჩემპიონატი.

    რედაქტორი: რატი შუბლაძე.

    მეორე წრე.

    მეორე შესარჩევი თამაში

    I რაუნდი

    თემები:  ღორები, ფული, სათამაშო თემა, კუნძულოვანი თემა, ისლამური თემა, …გერ…

    ღორები

    10) „ბიძია რიმუსის ზღაპრების“ ამ ნაწარმოების ციტირება უყვარდა საკუთარ გამოსვლებში ფრანკლინ რუზველტს.

    სამი გოჭი

    20) მიუნხენის «ბაიერნის» ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად ასპარეზობს 31 ნომრიანი მაისურით.

    ბასტიან შვაინშტაიგერი

    30) სწორედ მისი თანამგზავრები გადააქცია ღორებად ჰელიოსის ქალიშვილმა ცირცეამ.

    ოდისევსი

    40) ამ სლავური ეროვნების წარმომადგენლები არიან ღორები არტ შპიგელმანის კომიქსში „მაუსი“.

    პოლონელები

    50) ჯორჯ ორუელის „ცხოველთან ფერმაში“,  მას განასახიერებს ღორი „ძველი მაიორი“, რომლის თავის ქალასაც  სიკვდილის შემდეგ პატივს მიაგებენ ცხოველები.

    ვლადიმერ ლენინი

     

    ფული

    10)  იგივე ბანკის ბილეთი, ფულის საკრედიტო ნიშანი, რომელსაც უშვებს საემისიო ბანკი და რომელიც ცვლის ლითონის ფულს მიმოქცევაში.

    ბანკნოტი

    20) შაჰ აბას პირველის მიერ შემოღებული ფულის ერთეული, რომელიც რევოლუციამდელ და საბჭოთა საქართველოში ზოგჯერ ოცი კაპიკის აღმნიშვნელ სიტყვად იხმარებოდა.

    აბაზი

    30)  ფულის რეფორმა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ გაუფასურებულ ფულის ნიშნებს იღებენ მიმოქცევიდან და ცვლიან სრულფასიანი საკრედიტო ბილეთებით.

    დევალვაცია

    40) მონეტების, ორდენების, მედლებისა და სხვა სახელმწიფო ნიშნების დასამზადებელი სახელმწიფო საწარმო, რომელიც 2005 წლიდან ქართული კომპანიის სახელი გახდა.

    ზარაფხანა

    50) მითხარით ივანე ჯავახიშვილის მიერ შემოღებული ტერმინით: ნიშნები საწერ და საბეჭდ ქაღალდზე, უფრო გამჭვირვალე ვიდრე თვით ქაღალდი, რომლებიც ვიჩვენებენ მისი დამზადების ადგილსა, დროსა და ქარხანას.

    ჭვირნიშანი

    სათამაშო თემა

    10) ორგანიზებული აზარტული თამაში, რომლის გამართვა და ჩატარება საფრანგეთში ჯაკომო კაზანოვას სახელს უკავშირდება.

    ლატარეა

    20) ფრანსის ვებერის 1976 წლის კომედიური ფილმი, სადაც მთავარ როლებს ფაბრის გრეკო, მიშელ ბუკე და პიერ რიშარი თამაშბენ.

    სათამაშო

    30) კეგლისგან წარმომდგარი თამაში, რომლის არსი მდგომარეობს სწორ ზედაპირზე ბურთის ისე გაგორებით, რომ რაც შეიძლება მეტი კეგლი წაიქცეს.

    ბოულინგი

     

    40) მაიკროსოფტის ვიდეო თამაშის კონსოლი, რომელიც სათამაშო მოწყობილობების მეექვსე თაობას განეკუთვნება და ბაზარზე 2001 წლიდან გამოჩნდა.

    Xbox

    50) ეს ნივთი იყო აუცილებელი ატრიბუტი ძველ რომში პოპულარული თამაშის, „თავი ან ხომალდის“ თამაშისას.

    მონეტა

    კუნძულოვანი თემა

    10) ასეთ კუნძულებს შორის ფართობით უდიდესია კანადის არქტიკული არქიპელაგის შემადგენლობაში მოყფი კუნძული დევონი.

    დაუსახლებელი, უკაცრიელი

    20) ჟიულ ვერნის 1875 წლის სათავგადასავლო რომანი, რომალიც რიჩმონდიდან გამოქცეული ამერიკელებს ისტორიას მოგვითხრობს.

    საიდუმლო კუნძული

    30) რგოლისებური მარჯნის კუნძული,რომლის შუაშიც მოქცეულია ლაგუნა.

    ატოლი

    40) ეს ერთადერთი კუნძულია მსოფლიოში, რომელიც სამ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს გაყოფილი.

    ბორნეო, კალიმანტანი

    50) ამ კუნძულოვან სახელმწიფოს სახელი ორანელი პრინცის, მორიც ორანელის საპატივცემულოდ ეწოდა.

    მავრიკი

    ისლამური თემა

    10) მას XVIII საუკუნის შუა პერიოდში დღევანდელი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე მოღვაწე თეოლოგმა მუჰამედ იბნ აბდ-ალ-ვაჰაბმა დაუდო სათავე.

    ვაჰაბიზმი

    20)  ისლამურ არქიტექტურაში კოშკი მეჩეთთან, რომლიდანაც მუეძინი მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს.

    მინარეთი

    30) ეს სიტყვა არაბული წარმოშობისაა და სწრაფვასა და ძალისხმევას ნიშნავს, კლასიკურ ტექსტებში  კი მეტწილად ბრძოლისა და ომის მნიშვნელობით გამოიყენება.

    ჯიჰადი

    40) ამ ბიბლიურ წინასწარმეტყველს და ბიბლიურ პატრიარქს ისლამურ ტრადიციაში მოიხსენიებენ როგორც იშაყს.

    ისააკი

    50) ამ ფრანგი ფეხბურთელის სახელი, ისლამის მიღების შემდგ აბდულ სალამ-ბილალი გახდა 2004 წელს. იმავე წელს, იგი მანჩესტერს სიტიდან ფენერბახეში გადავიდა.

    ნიკოლა ანელკა

    …გერ…

    10) მემკვიდრეობითი განმასხვავებელი ნიშანი, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებათ და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავენ.

    გერბი

    20)  1822 მან შექმნა პირველი დიორამა და შეიმუშავა პირველი ფოტოგრაფირების ხერხი – დაგეროტიპია.

    ლუი დაგერი

    30) ამ აფრიკული ქვეყნის პრეზიდენტი 2011 წლის 7 აპრილიდან მაჰამადუ ისუფუ არის.

    ნიგერი

    40) პროფესიონალი მონადირე, რომელიც ქირით მუშაობს სამონადირეო მეურნეობაში, ემსახურება მოყვარულ მონადირეებს და თვალყურს ადევნებს ნადირობის კანონების დაცვას.

    ეგერი

    50) 1908 წელს გამოგონებული აირით სავსე კონდესატორი, რომელიც რადიაციის დონეს განსაზღვრავს.

    გეიგერის მრიცხველი

    II რაუნდი

    თემები:  სადავო თემა, საგზაო თემა, ევროპული ქალაქები, …ბელ…, შეფიცული თემა, წინამორბედი თემა.

    სადავო თემა

    20)  მოხელის სამაგიდო ლექსიკონის მიხედვით, ეს არის შეკრებაზე, საუბარში, კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით რაიმე საკითხის შესახებ განხილვა, კამათი.

    დისკუსია

    40)ეს ტერმინი მომდინარეობს „შეჯახების“ აღმნიშვნელი ლათინური სიტყვიდან და აღნიშნავს როგორც პროცესს, ასევე მდგომარეობას.

    კონფლიქტი

    60) შუასაუკუნეების სქოლასტიკოსების შორის პოპულარული იყო სადავო საკითხი, თუ რამდენი ანგელოზი დაეტეოდა ამის ზედაპირზე.

    ნემსის წვერი

    80) რამონ გომეს დე ლა სერნას აზრით, მასთან კამათი უაზრობაა, რადგან უკანასკნელი სიტყვა მუდამ მას რჩება.

    ექო

    100) ამ ორ სახელმწიფოს შორისა არსებულ სადავო ტერიტორიას წარმოადგენს შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი.

    უკრაინა და რუმინეთი

    საგზაო თემა

    20) ამ პროდუქტის ტრანსპორტირება ხდებოდა ძველ რომში Via Salaria-ის გზით.

    მარილი

    40) იაპონური ეროვნული საბრძოლო ხელოვნებისა და ბრძოლის სახეობების ერთობლიობა , რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც მეომრის გზა.

    ბუსიდო

    60) მითხარით ფრანგული წარმოშვების სიტყვით: ქვის ფილების ზოლი, რომელიც გაკეთებულია ქუჩის ან გზის ნაპირების გასწვრივ ტროტუარების გამოსაყოფად.

    ბარდიური

    80) პირველად რეგულარული ასეთი საგზაო კავშირი დამყარდა ქალაქებს სუანსსა და მამბლეზს შორის უელსში, 1806 წელს.

    სარკინიგზო კავშირი

    100) 1966 წელს გამოსული ამერიკული ფილმების სერია, სადაც მოთხრობილია კაპიტან ჯეიმზ კირკისა და ფედერადიის კოსმოსური ხომალდის Enterprise შესახებ.

    ვარსკვლავური გზა, Star Trek

    ევროპული ქალაქები

    20) ამ გერმანული ქალაქის ლათინური სახელწოდებაა Colonia Agrippina.

    კიოლნი

    40) ეს ქალაქი ფიგურირებს იტალიური საავტომობილო ფირმის, ფიატის აბრევიატურაში.

    ტურინი (კომ.Fabbrica Italiana Automobili Torino)

    60) ამ ქალაქის საფეხბურთო დერბის ისტორია 1888 წლის 28 მაისიდან იწყება და ერთი ვერსიით, სახელი დიდი კომერციული მოგების მოტანის გამო მიიღო.

    გლაზგო (კომ.Old Firm)

    80) ამ ქალაქის სახელი  სიტყვასიტყვით „თორის ნავმისადგომს“ ნიშნავს და 825 წლიდან ფარერის კუნძულების დედაქალაქია.

    ტორსჰავნი

    100) 1713 წელს დადებული საზავო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დამთავრდა ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის.

    უტრეხტის ზავი

    …ბელ…

    20) შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, ნოვატორი, იარაღის დამამზადებელი და დინამიტის შემქმნელი, რომელიც მათემატიკოსებს მაინც და მაინც არ სწყალობდა.

    ალფრედ ნობელი

    40)  ამ „ნისლის შვილების“ ზღაპრული სიმდიდრე მრავალი მითის, ლეგენდისა თუ ეპოსის საფუძველი გახდა.

    ნიბელუნგები

    60) გამოგონილი გალელი მეომარი, რომელიც ბავშვობაში ჯადოსნური ელექსირით სავსე ქვაბში ჩავარდა და შედეგად გასაოცარი ძალის მფლობელი გახდა.

    ობელიქსი

    80) ის ხელმძღვანელობდა პირველ ევროპულ ექსპედიციას, რომელმაც ვან-დიმენის მიწას და ახალ ზელანდიას მიაღწია, ასევე შენიშნა ფიჯის კუნძულები 1643 წელს.

    აბელ ტასმანი

    100) ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, მინას-ჟერაისის შტატის დედაქალაქი, რომლის სახელი პორტუგალიურიდან ითარგმნება,  როგორც „ლამაზი ჰორიზონტი“.

    ბელუ-ორიზონტი

    შეფიცული თემა

    20) „ვფიცავ აპოლონ-ექიმს, ასკლეპიოსს, ჰიგიეიას და პანაკეიიას და ყველა ღმერთსა და ქალღმერთს…“ თქვენ მოისმინით ამ ტექსტის დასაწყისი.

    ჰიპოკრატეს ფიცი

    40) ამ სახელმწიფოს დაარსებასთან არის დაკავშირებული 1291 წელს რიუტლიში დადებული საზეიმო ფიცი.

    შვეიცარია

    60) ჟაკ-ლუი დავიდის ეს ფერწერული ტილო განსმჭვალულია რესპუბლიკური იდეალებითა და სამშობლოს დასაცავად სიცოცხლის გაწირვის მოწოდებით.

    ჰორაციუსთა ფიცი

    80) გიგა ლორთქიფანიძის 1983 წლის ფილმი, რომელიც გეოერგიევსკის ტრაქტატის გაფორმების პერიპეტიებს ასახავს.

    წიგნი ფიცისა

    100) ამ პროფესიის ადამიანები დებენ საზეომოდ არქიმედეს ფიცს.

    ინჟინრები

    წინამორბედი თემა

    20) საფრანგეთის ისტორიის ამ პერიოდის წინამორბედი  საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა იყო.

    საფრანგეთის მეორე იმპერია

    40) სახარებების თანახმად, იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა.

    იოანე ნათლისმცემელი

    60)  ალექსანდრე დიუმას რომანი სამი მუშკეტერის გაგრძელება და რომანის “ვიკონტი დე ბრაჟელონი: ათი წლის შემდეგ” წინამორბედი.

    ოცი წლის შემდეგ

    80) ეს ძველებური სლავური დამწერლობა კირილე და მეთოდე თესალონიკელების მიერ შექმნილი „კირილიცას“ წინამორბედი იყო.

    გლაგოლიცა

    100) ჯონ ტაილერი  ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ასეთი პრეზიდენტი გახდა 1841 წელს.

    პირველი პრეზიდენტი, რომელმაც თანამდებობა წინამორბედის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა.

     

     

     

    III რაუნდი

    თემები: ბანაკები, …ფერ…; საზღვაო თემა, თავების თემა, სატურნი, წმინდანების თემა.

    ბანაკები

    30) უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ეს არის ავტოტურისტებისათვის მოწყობილი ბანაკი, სადგომი, სასტუმრო.

    კემპინგი

    60) საერთაშორისო ბავშვთა ბანაკი ყირიმში,  საბჭოთა კავშირის ყველაზე ცნობილი პიონერბანაკი და პიონერთა მოძრაობის სავიზიტო ბარათი.

    არტეკი

    90) მოლდაველი რეჟისორის, ემილ ლოტიანუს  ფილმი, რომელიც შექმნილია მაქსიმ გორკის რომანის ”მაკარ-ჩუდრა”-ს მოტივებზე.

    ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება

    120) ლორენც დიფენბახის მიერ დაწერილი წიგნის ეს სათაური ამშვენებდა ნაცისტური საკოცენტრაციო ბანაკების შესასვლელებს.

    Arbeit macht frei; შრომა ათავისუფლებს

    150) ეს ქვეყანა გამოეყო ოფიციალურად სოციალისტურ ბანაკს 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების მიერ ჯარების შეყვანის გამო.

    ალბანეთი

    …ფერ…

    30) მუქი წითელი, შავი ვაზის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ჯიში, რომლის დაძველების მიხედვით  დაყენებული ღვინის მარკებია “ქინძმარაული” და “მუკუზანი”.

    საფერავი

    60)  ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-3 პრეზიდენტი 1801-1809 წლებში, რომლის პორტრეტი 2 დოლარის ღირებულების ბანკნოტზეა გამოსახული.

    თომას ჯეფერსონი

    90) ზამბარიანი მოწყობილობა ლოკომოტივებზე, ვაგონებზე დაჯახების, დარტყმის შესასუსტებლად.

    ბუფერი

    120)  ცილოვანი მოლეკულები ან მათი კომპლექსები, რომლებიც ცოცხალ სისტემებში ქიმიურ რეაქციებს აჩქარებს.

    ფერმენტები

    150) „ამ გამოცემით  იწყებს თვითდამკვიდრებას ქართველ სიმბოლისტთა გაერთიანება.“ – 1916 წელს დაარსებული ლიტერატურული ჟურნალი ქუთაისში.

    ცისფერი ყანწები

     

    საზღვაო თემა

    30) მათი რიცხვი სამხრეთ ამერიკაში სულ ორია: პარაგვაი და ბოლოვია.

    სახელმწიფოები, რომლებსაც არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი.

    60) ჩრდილო ყინულოვან ოკეანესთან სიახლოვის გამო, ამ ზღვაზე ფაქტობრივად შეუძლებელია ბოფორტის სკალის გამოყენება.

    ბოფორტის ზღვა

    90) ნაოსნობა ნაპირის სიახლოვეს ერთი და იმავე ზღვის ან ერთი სახელმწიფოს ნავსადგურებს შორის. სახელი ეწოდა იტალიური წარმოშვების ინგლისელი მოგზაურებისა და კომერსანტების გვარის მიხედვით.

    კაბოტაჟი

    120) 1571 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი ამ საზღვაო ბრძოლის დროს დაჭრილი მიგელ დე სერვანტესი მთელი დარჩენილი ცხოვრება მარცხენა ხელს ვეღარ ხმარობდა.

    ლეპანტოს ბრძოლა

    150) ჩვენი თემისთვის შესაფერისი ამ სახელით არის მოხსენიებული ბიბლიაში ისრაელში მდებარე ტბა კინერეტი.

    გალილეას ზღვა (ჩათვლა: ტივერიადის ზღვა)

    თავების თემა

    30) სახელმწიფო ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთულის გამგებელი ძველ საქართველოში, რომელიც თავდაპირველად ჯარის უფროსს, სარდალს აღნიშნავდა.

    ერისთავი

    60) მოლუსკების ტიპის უხერხემლოთა კლასი, რომლის წარმომადგენელთა აბსოლუტურ უმრავლესობას თავზე, პირის ირგვლივ 8 ან 10 კუნთოვანი საცეცი აქვს განლაგებული.

    თავფეხიანები

    90) რუსი  ფანტასტი–მწერლის ალექსანდრე ბელიაევის ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოები, სადაც ადამიანების თავებს აცოცხლებენ.

    პროფესორ დოუელის თავი

    120) მან თავი და სამეფო ტახტი 1289 წლის 12 მარტს დაკარგა არღუნ ყაენის ბრძანებით.

    დემეტრე მეორე თავდადებული

    150) Wizard Magazine-ის 100 ყველაზე ბოროტ პერსონაჟს შორის, მარველის კომიქსების ეს პერსონაჟი 21-ე ადგილზე გავიდა.

    წითელი თავის ქალა, Red Skull

    სატურნი

    30) ამ გერმანელის მეთაურობით შეიქმნა ამერიკული  რაკეტა-მატარებელის კლასი „სატურნი“.

    ვერნერ ფონ ბრაუნი

    60) ამ ბერძნული ღმერთის შესაბამისია ძველრომაული ღვთაება სატურნი.

    კრონოსი

    90) ამ ფილმმა მიიღო 2010 წელს პრემია „სატურნი“ საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკური ნამუშევრისთვის.

    ავატარი

    120) სატურნის ეს თანამგზავრი სიდიდის მიხედვით მეორეა მზის სისტემაში და მეტიც, საკუთარი ზომებით აღემატება პლანეტა მერკური. ერთი სიტყვით, საკუთარ სახელს ამართლებს.

    ტიტანი

    150) ავტომატური საპლანეტთაშორისო სადგური, რომელიც იტალიური წარმოშვების ფრანგი ასტრონომის სახელს ატარებს და 1997 წლიდან სატურნის და მისის თანამგზავრების შესწავლას ახორციელებს.

    კასინი

    წმინდანების თემა

    30) ამ სახელით უფრო ვიცნობთ 1830 წელს დაწყებული უკანასკნელი დღეების წმინდანების მოძრაობის წევრებს.

    მორმონები

    60) ეს დღესასწაული იმართება ყველა წმინდანის დღის წინა ღამეს ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მრავალ ქვეყანაში.

    ჰელოუინი

    90) ამ  ყოფილი იუგოსლავიური ქვეყნის მფარველი წმინდანია კლემენტ ორჰიდელი.

    მაკედონია

    120) ეს ქართული ეკლესიის წმინდანი VI საუკუნის II ნახევარში სირიიდან საქართველოში მოვიდა სიცოცხლის ბოლოს განაგებდა ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას.

    აბიბოს ნეკრესელი

    150) ამ პროფესიის ადამიანების მფარველი წმინდანია ფრანცისკანელი მისიონერი, მქადაგებელი და განმანათლებელი, ბერნარდინო სიენელი.

    პიარის თამამშრომლები, სარეკლამო აგენტები.

    ერუდიტი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზაფხულის ჩემპიონატი.

    რედაქტორი: რატი შუბლაძე.

    მეორე წრე.

    მესამე შესარჩევი თამაში

    I რაუნდი

    თემები:  უკანონო თემა, კატალონიური თემა, …გეი…; აღმოსავლური თემა, სულელური თემა, ძროხების თემა.

    უკანონო თემა

    10) ნადირობის წესების დამრღვევი; პირი, რომელიც ნადირობს აკრძალულ ადგილებში, აკრძალულ ვადებში ან აკრძალული საშუალებებით.

    ბრაკონიერი

    20) ეს ტერმინი მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც 1920-იან წლებში ამერიკულმა მაფია ავტომატური სამრეცხაოების მასობრივი შესყიდვა და გახსნა დაიწყო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის.

    ფულის გათეთრება

    30) ამ გვარს ატარებდა ვირჯინიელი მოსამართლე ჩარლზი, რომელიც აშშ-ს დამოუკიდებლობის ომის დროს ლოიალისტებს ებრძოდა და ასამართლებდა.

    ლინჩი (კომ. ლინჩის წესი)

    40) მათ შორის იყვნენ ვილჰელმ დამპყრობელი, ალოის ჰიტლერი, ლეონარდო და ვინჩი და სტივენ ჯობსი.

    უკანონო შვილები

    50) ამ უდიდესი იტალიური კრიმინალური დაჯგუფების შემოსავლება 2007 წლისთვის იტალიის მშპ-ს 3,5%-ს შეადგენდა.

    ნდრანგეტა

    კატალონიური თემა

    10) გავრცელებული ვერსიის თანახმად, ამ გერმანული ტომის მიწას ნიშნავს კატალონიის სახელწოდება.

    გოთების მიწა (კომ. Gothland > Gothlandia > Gothalania > Catalonia)

    20) მან შეასრულა 1999 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ სიმღერა „ბარსელონა“ კამპ ნოუზე ფრედი მერკურის ჩანაწერთან ერთად.

    მონსერატ კაბალიე

    30) ეს ესპანელი მხატვარი 1904 წლის 11 მაისს დაიბადა კატალონიურ ქალაქ ფიგერასში.

    სალვადორ დალი

    40) ეს არის ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომლის სახელმწიფო ენა არის კატალონიური.

    ანდორა

    50) ვარდების დარად, ამ ნივთის ჩუქების ხანგრძლივი ტრადიცია აქვთ კატალონიელებს ყოველი წლის 23 აპრილს, წმინდა გიორგის დღეს.

    წიგნი

    …გეი…

    10) 1996-2007 წლებში ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი იყო.

    ბილ გეიტსი

    20) მსახიობი ქალი, რომლის მოვალეობაა მაყურებლების გართობა მახვილსიტყვაობით, სიმღერით, ცეკვით და ა.შ. იაპონიაში.

    გეიშა

    30) 2009 წლის ფილმში „Watchmen“ ნაჩვენებია, რომ ნიქსონი ამ სკანდალს გადაურჩა და პრეზიდენტის პოსტზე რამდენჯერმე იყარა კენჭი.

    უოტერგეიტი

    40) ამ სახელით არის ცნობლი სტრატეგიული ბომბდამშენი Boeing B-29 Superfortress, რომლითაც განხორციელდა პირველი ატომური დაბომბვა მსოფლიოს ისტორიაში

    ენოლა გეი

    50) მისი ინიციატივით ეწოდა ბერნარ კურტუას მიერ ზღვის წყალმცენარეების ფერფლში აღმოჩენილ ნივთიერებას იოდი.

    ჟოზეფ ლუის გეი-ლუსაკი

    აღმოსავლური თემა

    10) იმ მეცნიერებათა ერთობლიობა, რომლებიც სწავლობენ აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიას, ეკონომიკას, ენებს, ლიტერატურას, ხელოვნებას და ა.შ.

    ორიენტალისტიკა

    20) ამ საკალათბურთო გუნდს აქვს მოგებული ყველაზე მეტჯერ ნბა-ის აღმოსავლეთი კონფერენცია.

    ბოსტონ სელტიკსი

    30)მასში ეჭვმიტანილები იყვნენ ექტორ მაკქუინი, გრეტა ოლსონი, რუდოლფ ანდრენი, ანტონიო ფოსკარელი, პოლკოვნიკი არბეტნოტი და სხვები.

    მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში

    40) ნახევრად ჩაკეტილი ზღვა წყნარი ოკეანის აუზში, რომელშიც ევრაზიის უდიდესი მდინარე იანძი ჩაედინება.

    აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა

    50) ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან 1995 წელს ნობელის პრემიის ლაურეატები კალუშ ბელუ და ჟოზე რამუშ-ორტა.

    აღმოსავლეთ ტიმორი

    სულელური თემა

    10) ძმები ფარელების საკულტო ამერიკული კომედია ჯეფ დენიელსისა და ჯიმ კერის მონაწილეობით.

    სულელი და უფრო სულელი

    20) ლელა წურწუმიას ამ ყველაზე პოპულარულ ალბომში შესულია ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორიცაა: ”ღამეა”, ”ვიხსენებ ყველაფერს თავიდან”, ”ვერხვები”, ”თეთრი ქარავანი”, ”ჯადოსნური გამოცანა” და.ა.შ

    სულელი წვიმა

    30) 1509 წელს, იტალიიდან ინგლისში მოგზაურობის ჟამს დაწერილი ერაზმ როტერდამელის სატირა, რომელმაც ავტორს უკვდავება მოუტანა.

    სილულელის ქება

    40) ეს სიტყვა სამედიცინო ტერმინი მე-18 საუკუნეში გახდა ალპებში გავრცელებული ფრანგული დიალექტიდან, მეოცე საუკუნეში კი სულელი, უჭკუო ადამიანის სინონიმი გახდა.

    კრეტინი

    50) ამ ვირტუარული პრემიის მიზანია „მავნე გენების გამორიცხვა ადამიანის გენოფონდიდან“.

    დარვინის პრემია

     

    ძროხების თემა

    10) 1883-1886 წლებში თეოდორ რუზველტი ამ პროფესიით მუშაობდა.

    კოვბოი

    20) 1854 წელს ჟურნალ სოვრემენიკში გამოქვეყნებული ეს ნაწარმეობი საერთოდ არ არის კავშირში ძროხების თემასთან.

    მუმუ

    30) ამ პრეპარატების საერთო სახელწოდების სახელი მოდის ლათინური სიტყივდან vacca, რაც ძროხას ნიშნავს. მეთოდი

    ვაქცინა

    40) ვიკიპედიის მიხედვით, ეს ქვეყანა არის ლიდერი მსოფლიოში ძროხების რაოდენობის მიხედვით.

    ინდოეთი

    50) ჰერაკლეს მეათე გმირობის მიზანი მისთვის ძროხების მოპარვა იყო.

    გერიონი

    II რაუნდი

    თემები: კინემატოგრაფიული თემა, დროშები, სასმელების თემა, საიმედო თემა, …ირა…; ჯვრის თემა.

    კინემატოგრაფიული თემა

    20) ამ აბრევიატურით არის ცნობლი  ბრიტანეთის ფილმისა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის ყოველწიური კინოდაჯილდოვება.

    BAFTA

    40) მისი უკანასკნელი ფილმი იყო „სალო, ანუ სოდომის 120 დღე“.

    პიერ პაოლო პაზოლინი

    60) პლინიუს უფროსის ამ ლათინური ფრაზით თარგმნეს რუსულ კინოგაქირავებაში ოთარ იოსელიანის 1999 წლის ფილმი „მშვიდობით, მშობლიური მიწავ!“.

    In vino veritas

    80) მისი სახელი მიანიჭა ფრენსის ფორდ კოპოლამ ხელახალი მონტაჟისა  და გახმოვანების შემდეგ ნოვგოროდული ფოლკლორის გმირ, მოგზაურ სადკოს შესახებ გადღებულ 1952 წლის საბჭოთა ფილმს.

    სინდბადი

    100) ვენეციის 66-ე კინოფესტივალზე ნაჩვენებ ერთ-ერთ ფილმში ამ მუსიკოსის მიერ შესრულებული გმირი წერს ფანტასტიკურ მოთხრობას მარსზე მოგზაურობის შესახებ.

    ჯარედ ლეტო (კომ. 30 Seconds to Mars-ის სოლისტი)

    დროშები

    20)სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული ფეოდალურ საქართველოში, საიდანაც გამოყვანილი ჯარი ბრძოლის დროს ერთ სამხედრო-ტაქტიკურ შენაერთს ქმნიდა.

    სადროშო

    40) ამ ფილმში ნაჩვენებია სტუდენტი ზაზა ნაკაშიძის ამბავი, რომელსაც ჩხუბში მონაწილეობისთვის აპატიმრებენ, რომელსაც სხვადასხვა მრწამსისა და ეროვნების ადამიანებით სავსე საკანში მოათავსებენ.

    თეთრი ბაირაღები

    60) ამ ქვეყნის დროშაზე 1975 წლიდან გამოსახულია დანა მაჩეტე.

    ანგოლა

    80) ეს დროშა 1978 წელს შემუშავა გილბერბ ბეიკერმა სპეციალურად სან-ფრანციცკოს გეი-პრაიდისთვის.

    ცისარტყელას დროშა

    100) ამ ქართული ქალაქის ქალაქის დროშა წარმოადგენს ორად გაყოფილ ნაჭერს, მარცხნივ ყვითელ ფონზე არის ლურჯი ჯვარი, მარჯვნივ ლურჯ ფონზე გამოსახულია ოქროს საწმისი.

    ფოთი

    სასმელების თემა

    20) ღმერთების სასმელი ბერძნულ მითოლოგიაში, რომელიც უკვდავებას, მარადიულ სიახალგაზრდავესა და სილამაზეს ანიჭებს მათ.

    ნექტარი

    40)  იაპონური სიტყვა, რომელიც  „ალკოჰოლურ სასმელს“ ნიშნავს. იაპონიის ფარგლებს გარეთ ბრინჯისგან გამოხდილი სპეციფიური ალკოჰოლური სასმელის მნიშვნელობა მიიღო.

    საკე

    60) ერთ-ერთი ურბან ლეგენდის მიხედვით, ამ მოვლენამ შეუწყო ხელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყავის პოპულარიზაციას 1773 წლიდან.

    ბოსტონის ჩაის სმა

    80) დიტრიხ მატეშიცის და ჩალეო იუვიდიას მიერ დაარსებული ეს კომპანია ენერგეტიკული სასმელების ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

    რედ ბული

    100) ამ ცეცხლოვანი ღვინის სომხური ბრენდია „არბუნი“.

    ბრენდი

     

    საიმედო თემა

    20) ასე ეწოდება 1994 წელს ორენბურგში დაასებულ ქალთა საკალათბურთო გუნდს.

    ნადეჟდა

    40) გადაცემა თავდაპირველად იმედის, ხოლო შემდეგ მზის ეთერში, რომლის მიზანი ზუსტი   პროგნოზების  გაკეთება  და მოგებული თანხით მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარებაა.

    იმედის ფსონი

    60) 2002 წლამდე ამ ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო კეთილი იმედის ორდენი იყო.

    სამხრეთ აფრიკა

    80) მან ურჩია ყველას დაეტოვებინათ იმედი ჯოჯოხეთში შესვლისას 35 წლის ასაკში დაწყებული ნაწარმოების წერისას.

    დანტე ალეგიერი

    100) ეს კონცეპცია პირველად 1980 წელს შეიმუშავეს, ხოლო პირველი ვინც ამის გამო დაისაჯა, ჩრდილოირლანდიელი ლორი სანჩესი იყო.

    უკანასკნელი იმედის ჯარიმა

     

    …ირა…

    20) ეს პოპულარული ქართული სიტყვა შეიძლება აღნიშნავდეს, როგორც ქართულ ხალხურ ცეკვას, ძუძუმწოვარ ცხოველსა და პოპულარულ თამაშს.

    ჯეირანი

    40) მისი სახელობის პრემია დააარსეს 2004 წელს ტოკიოს კინოფესტივალზე, რომელიც გადაეცემა „ჰუმანურობით აღსავსე“ ფილმების კინორეჟისორებს.

    აკირა კუროსავა

    60) ევროპის ამ ქალაქშია განლაგებული სკანდერბეგის მოედანი.

    ტირანა

    80) ეს „კლერმონელი ბურჯი“ დასახელდა 2010 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად.

    დავით ზირაქიშვილი (კომ. საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი)

    100) საშინელი საიდუმლოს გამჟღავნების შემდეგ, პანთეონში პატივით  დაკრძალული ამ რევოლუციონერი გრაფის  ნეშტი სენ-მარსოს გარეუბანში, დამნაშავეთა სასაფლაოზე, გადაიტანეს.

    ონორე გაბრიელ დე მირაბო

     

    ჯვრის თემა

    20) საისტორიო წყაროებში იგი აგრეთვე ცნობილია, როგორც ჯვართაყელისა და გუდაურის უღელტეხილის სახელით.

    ჯვრის უღელტეხილი

    40) რევაზ ჯაფარიძის ამ ნაწარმოების სახელი ჰქვია 1988 წელს დაარსებულ ქართულ როკ-მეტალ ჯგუფს.

    მძიმე ჯვარი

    60)  ეს თამაში გამოხატავს ალეგორიულად  ბირთვულ ომს 1983 წლის ფილმში „საომარი თამაშები“.

    იქსი-ნოლი, იქსიკი-ნოლიკი.

    80)  მე-16  სარეზერვო ბავარიული პოლკის ამ ჯარისკაცმა მიიღო მეორე ხარისხის რკინის ჯვარი 1914 წლის  2 დეკემბერს  ფლანდრიაში გამართული პოზიციურ ბრძოლებში მონაწილეობისთვის.

    ადოლფ ჰიტლერი

    100) ნიგერიის ანგლიკანური ეკლესია კრძალავს ჯვრისწერილის ცერემონიალს ასეთი დაავადების მქონე ადამიანებთან.

    შიდსი, აივ-ინფიცირებულები

     

     

     

    III რაუნდი

    თემები: აისიდან დაისამდე, მარილიანი თემა, სასტუმროები, …მუნ…; საპოლიციო თემა, ანას თემა.

    აისიდან დაისამდე

    30) თემის სახელწოდებისა და კითხვის რიგითობის გათვალისწინებით, დამისახელეთ ეს რომაული ქალღმერთი.

    ავრორა

    60) ნაწარმოების მთავარი გმირები არიან ვამპირი ედვარდი და ჩვეულებრივი გოგონა ბელა, რომელთაც ერთმანეთი შეუყვარდათ.

    ბინდი

    90) 1987 წლის ამ ფილმში ჟღერს ბიჩ ბოიზის, პერი კომოს, ჯეიმს ბრაუნის, ლუის არმსტრონგის, ჯეკ ჯოუნსისა, უილსონ პიკეტისა და სხვათა მუსიკალური ნაწარმოებები.

    დილამშვიდობის, ვიეტნამო!

    120) საინტერესოა, რომ  ეს სიმღერა მას შემდეგ ჩაწერეს, როდესაც ბიტლზის წევრებმა იმავე სახელწოდების 1964 წლის ფილმში ითამაშეს.

    მძიმე დღის საღამო, A Hard Day’s Night

    150) „კვირის შუადღე კუნძულ გრანდ-ჟატეზე“ პუანტილიზმის ამ შემომქმედის ცნობილი ნამუშევარია.

    ჟორჟ სერა

    მარილიანი თემა

    30) ის არის ყველაზე მარილიანი და ამავდროულად ყველაზე თბილი ზღვა დედამიწაზე.

    წითელი ზღვა

    60) ამ ქალაქმა გაიმარჯვა 1995 წლის 16 ივნისს ბუდაპეშტში გამართულ კენჭისყრაში, დაამარცხა რა კვებეკი, სიონი და ორესუნდი.

    სოლტ-ლეიკ სიტი (კომ. მეცხრამეტე ზამთრის ოლიმპიური თამაშები)

    90) სავარაუდოდ ეს ტრადიცია ძველი ადათიდან მომდინარეობს რომელსაც სტუმართმოყვარეობის ღმერთის რადიგოსტის პატივსაცემად მართავდნენ.

    პურით და მარილით შეგებება

    120)  მისი ინიციატივით განხორციელდა 1930 წელს ახმადაბადიდან არაბეთის ზღვამდე მოწყობილი საფეხმავლო მარში, რომელიც ბრიტანელების მიერ მარილის მოპოვების მონოპოლიზაციას აპროტესტებდა.

    მაჰათმა განდი

    150) ტუტე ლითონის კალიუმის მარილი, თეთრი უსუნო კრისტალური ნივთიერებაა. ბუნებაში გვხვდება მინერალების სილვინისა და კალვანიტის სახით.

    კალიუმის ქლორიდი

    სასტუმროები

    30) 1977 წელს, რენდი მეისნერის ხმით ის აღწერეს როგორც  ადგილი, რომლის „დატოვება არასდროს არის შესაძლებელი“.

    Hotel California

    60)  დიდი სახალხო დაწესებულება აზიის ქალაქებში, გზებზე და დასახლებელ პუნქტებში, რომელიც მოგზაურთა, როგორც წესი, სავაჭრო ქარავნების ღამის სათევი და გასაჩერებელი ადგილის ფუნქციას ატარებდა.

    ქარვასლა

    90) The Boston Globe-მა ამ 2004 წლის ფილმს აფრიკულ შინდლერის სიას უწოდა.

    ოტელი რუანდა

    120) ასე ეწოდება პატარა სასტუმროების ტიპს, სადაც ნომერში შესვლა უშუალოდ ავტოსადგომიდან ხდება.

    მოტელი (კომ.motor hotel)

    150) სასტუმროების ოპერატორი ეს ბრენდი 1957 წელს დაარსეს ბიზნესმენებმა ფონ დენმა და კრაუჩმა.

    Hyatt

    …მუნ…

    30) ფიზიოლოგიის, მედიცინისა და ბიოლოგიის ერთ-ერთი ფუნდამენტური განსაზღვრება, რომელიც აღნიშნავს ორგანიზმის უნარს შეებრძოლოს ინფექციებსა და უცხო ორგანიზმების შემოჭრას,

    იმუნიტეტი

    60) მის პატივსაცემად სახელი დაერქვა ზღვას, მთასა და აშშ-ს სამეცნიერო სადგურს ანტარქტიდაში, აგრეთვე ყურესა და ქვაბულს ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში.

    რუალ ამუნდსენი

    90) ვიოლსუნგას საგის ამ მთავარ გმირს ხშირად ადარებენ არტურს, რადგან არტურის მსგავსად ისიც იღებს ღმერთების მიერ ხეში ჩარჭობილ ხმალს.

    ზიგმუნდი

    120) ამ გერმანული ქალაქის პირველი ხსენების ფაქტი 880-885 წლით თარიღდება, სადაც მოხსენიებულია როგორც ტროტმანი.

    დორტმუნდი

    150) კანბერაში დაბადებული ამ ფეხბურთელმა 2006 წლის  მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ  გამართულ  თამაშში სამი ყვითელი ბარათი მიიღო.

    იოსიპ შიმუნიჩი

    საპოლიციო თემა

    30) ბოლესლავ პრუსისი ამ ნაწარმოების სახელით მოიხსენიებდნენ რევოლუციამდელ რუსეთში სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლებს.

    ფარაონი

    60) სატრანსპორტო ინჟინერიის ინსტიტუტის მიხედვით, პირველად ისინი ევროპაში 1970 წელს ჰოლანდიურ ქალაქ დელფტში გამოჩნდნენ.

    დაწოლილი პოლიციელი, მძინარე პოლიციელი

    90) ასე ეწოდებათ გასამხედროებულ საპოლიციო დანაყოფებს ჩილეში, მოლდავეთსა და იტალიაში.

    კარაბინერი

    120) 1848-1849 წლებში მთელს ევროპაში  ჩახშობილი აჟანებების შემდეგ, ამ ადამიანს ევროპის ჟანდარმს უწოდებდნენ.

    ნიკოლაი პირველი

    150) ეს სიტყვა ლათინური ფრაზის – comes stabuli -დან მოდის, რაც თავლის უფროსს ნიშნავს.

    კონსტებლი

    ანას თემა

    30) ამ სერბმა ჩოგბურთელმა მოიგი 2008 წელს როლან-გაროსის საჩოგბურთო პირველობა.

    ანა ივანოვიჩი

    60) მარგარეტ ლენდონის წიგნზე გადაღებული ამ 1999 წლის ფილმში ჯოდი ფოსტერი და ჩოუ იუნფატი თამაშობენ.

    მეფე და ანა

    90) ამ რუსი ბალერინას მიერ შექმნილი ყველაზე გამორჩეული როლი იყო “მომაკვდავი გედის” სოლო საბალეტო პარტია.

    ანა პავლოვა

    120) ეს ზედმეტსახელი აქვს მოსკოვის ტრამვაის ხაზს „А“. ვერაფერს ვიტყვით, სიმბოლურია.

    ანუშკა, Аннушка

    150) ამ სახელმწიფოს პირველი მონარქი იყო 1707-1714 წლებში დედოფალი ანა.

    დიდი ბრიტანეთი

    ,ერუდიტი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზაფხულის ჩემპიონატი.

    რედაქტორი: რატი შუბლაძე.

    მესამე წრე.

    ფინალური თამაში

    I რაუნდი

    თემები:  ლიტერატურული ნათესავები, მამების თემა, საცეკვაო თემა, იარაღების თემა, გარდაცვლილი თემა, …ალკ…

    ლიტერატურული ნათესავები

    10) ეს 1977 წლის წიგნი გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული ნამუშევარია, სადაც მწერალსაც და მთავარ გმირსაც საკუთარი დეიდა უყვარდება.

    დეიდა ხულია

    20) ორჰან ფამუქის პირველი რომანი, რომელიც 1982 წელს გამოქვეყნდა და ორჰან ქემალისა  და ,,მილეთის” პრემიები დაიმსახურა საუკეთესო რომანისათვის.

    ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები

    30) ეს ლიტერატურული ძმები ლუბეკელი სენატორის და ბრაზილიური წარმოშვების გერმანელის ოჯახში დაიბადნენ.

    თომას და ჰაინრიჰ მანები

    40) მათი სახელობის პრემიას ყოველწლიურად გადასცემენ პარიზულ რესტორან „დრუანში“.

    ძმები გონკურები: ჟოელ და ედმონდ დე გონკურები

    50) მის როლს რეპეტირებს პოლ ჯიმატი ჩეხოვის ნაწარმოებში სათამაშოდ 2009 წლის ფილმში „გაყინული სულები“.

    ბიძია ვანია

    მამების თემა

    10) ამაჟამად ეს ფილმი .imdb.com-ის ტოპ 250 ფილმს შორის მეორე ადგილს იკავებს.

    ნათლიმამა

    20) სიმბოლურია, რომ  ჰოლანიურად ამ ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ანტიგმირის სახელი „მამას“ ნიშნავს.

    Darth Vader (კომ.Darth ტიტულია, და არა სახელი :P)

    30) ამ საპატიო ტიტულის მფლობელები სხვადასხვა დროს იყვნენ ანდრე დორია, იბრაჰიმ რუგოვა, ანტე სტარტევიჩი, სუნ იატსენი და კოზიმო მედიჩი.

    ერის მამა, Pater Patriae

    40) სწორედ ის არის სამი ქალიშვილის მამა გორიოს პროტოტიპი ონორე დე ბალზაკის იმავე სახელწოდების რომანში.

    მეფე ლირი

    50) ეს ესპანური მეტსხელი ლათინური ფრაზის, padre putativo (სავარუდო მამა) აბრევიატურას წარმოადგენს.

    პეპე (კომ.იოსებ დამწინდველის მიხედვით)

    საცეკვაო თემა

    10) ასე ეწოდებოდა ფასიან საცეკვავო პარტნიორს ღამის კლუბებში და რესტორნებში, რომელიც შემდგომ მამაკაცური პროსტიტუციის სინონიმი გახდა.

    ჟიგოლო

    20) პოლონური ნელი ტემპის ცეკვა, მუსიკალური ზომით 3/4. თავდაპირველად ეწოდებოდა „ხოდზონი“.

    პოლონეზი

    30) სუსან მერი ელსოპმა 1814 წელს გამართულ ამ შეხვედრებს ცეკვების კონგრესი უწოდა.

    ვენის კონგრესი

    40) 1976 წლის ეს  სიმღერა, რომელიც მეფე კარლ XVI გუსტავისა და მომავალი დედოფლის, სილვია სომერლატის წინაშე შესრულდა.

    Dancing  Queen

    50) მიტხუნ ჩაკრაბორტის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობური ნამუშევარი, 1982 წლის ინდური ფილმი, რომელიც მერვე ადგილზე გავიდა საბჭოთა კავშირში უცხოური ფილმების დასწრების რეიტინგში.

    დისკოს მოცეკვავე

    იარაღების შესახებ

    10) კალაშნიკოვის ეს ავტომატი 47 2007 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა კალათბურთში.

    ანდრეი კირილენკო (კომ. კირილენკოს მეტსახელი АК-47)

    20) ამ ღმერთს ეკუთვნის მეხის გამომწვევის საბრძოლო ჩაქუჩი მიოლნირი.

    თორი

    30) კომპიუტერული თამაშების სერიაში Devil May Cry, ასე ეწოდება ჩემოდანს, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ტიპის იარაღად გადაიქცეს.

    პანდორა

    40) ამ ქვეყნის სამხედრო ინდისტრიის წარმოებულია ნახევრადავტომატური პისტოლეტი Jericho 941.

    ისრაელი

    50) მზის სისტემის ამ პლანეტისთვის შერქმეულ სახელს ატარებდა შუასაუკუნეების იარაღი: ბრინჯაოს ბურთულა მასში დამაგრებული ფოლადის წვეტებით.

    ვენერა (კომ. იარაღის სახელი – „დილის ვარსკვლავი“, პლანეტა ვენერას მეტსახელი)

    .

    გარდაცვლილი თემა

    10) კითხვაზე, თუ რატომ კვდება იმედი ბოლოს, ერთ-ერთმა ინტერნეტ მომხმარებელმა უპასუხა, რომ იგი ვლადიმერ ლენინზე გვიან გარდაიცვალა.

    ნადეჟდა კრუპსკაია

    20) პიტერ უერის 1989 წლის ფილმი მასწავლებლის შესახებ, რომელიც საკუთარ მოსწავლეებს პოეზიისა და ლიტერატურის ინტერესებს უღვივებს.

    მკვდარი პოეტების საზოგადოება

    30)2003 წელს, მისი გარაცვალების შემდეგ მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელობამ საბოლოოდ ამოიღო ხმარებიდან 23 ნომრიანი მაისური.

    მარკ ვივიენ ფოე

    40) ეს ფრანგი საკუთარი პიესის, „წარმოსახვითი ავადმყოფის“ მეოთხედ დადგმის დროს გახდა ცუდად და რამდენიმე საათში გარდაიცვალა 1673 წლის 17 თებერვალს.

    ჟან-ბატისტ პოკლენი, მოლიერი

    50) მკვლელობის შემდეგ, 1968 წელს, ევგენი ევტუშენკომ მას მიუძღვნა ლექსი „მე ეპოქამ მესროლა“.

    რობერტ კენედი

     

    …ალკ…

    10) ეს ნაწარმოები 1907 წელს ცეზარ კუიმ იმავე სახელწოდების ოპერად გარდაქმნა.

    მატეო ფალკონე

    20) ამ 1979 წლის ფილმში მოყვანილია ციტატები მათი ნაწარმოებებიდან: დაო დე ცძინი, ლუკა მახარებელი, იოანე ღვთისმეტყველი, ფიოდორ ტუტჩევი და არსენი ტარკოვსკი.

    სტალკერი

    30) ჰიტლერის მოკვლის 42 მცდელობიდან, კლაუს ფონ შტაუფენბერგის მიერ ინიცირებული ეს ოპერაცია  მიზანთან ყველაზე ახლოს მივიდა, თუმცა მაინც წარუმატებლად.

    ვალკირია

    40) ამ ქალაქში გაიმართა 451 წელს მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც საბოლოოდ დაამტკიცა მრწამსი დღევანდელი ფორმით და დაგმო მონოფიზიტობა.

    ქალკედონი

    50) არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ამ ათენელმა პოლიტიკოსმა და სახელმწიფო მოღვაწემ საკუთარ ძაღლს კუდი მოაჭრა, რათა კვლავ მოქცეულიყო ყურადღების ცენტრში.

    ალკიბიადე

    II რაუნდი

    თემები: სამოგზაურო თემა, რა მოხდებოდა, რომ..; მეხუთე თემა,  გადარჩენილი თემა, …ლის…; ვერცხლი.

    სამოგზაურო თემა

    20) უცხო სიტყვათა ლექსიკონი ამ სიტყვას განმარტავს, როგორც ადამიანთა ჯგუფის, რაზმის გამგზავრებას რაიმე სპეციალური მიზნით ან საგანგებო დავალებით.

    ექსპედიცია

    40) საშუალება, რომლითაც განხორციელდა ეს ალექსანდრე ველტმანის რომანში „კალიმეროსის წინაპრები“, არის ჰიპოგრიფი.

    დროში მოგზაურობა

    60) ისტორიული მითი მათ შესახებ საქსონელ დიპლომატ გეორგ ფონ ჰელბიგს ეკუთვნის, რომელიც შესაძლოა ეკატერინე მეორეს ყირიმში მოგზაურობისას ახლდა.

    პოტიომკინის სოფლები

    80) დიდი ძალისხმევა არ უნდა დაგჭირდეთ, რომ გაიხსენოთ, თუ როგორ  ერქვა ჯეიმს კუკის პირველი დედამიწის გარშემო მოგზაურობის ხომალდს.

    ინდევორი (კომ.Endeavour ინგ. ძალისხმევა)

    100) მაქს ფრიშის რომანში „ჰომო ფაბერი“, ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ მოგზაურობა ატავიზმია და მომავალში სამოგზაუროდ მხოლოდ ისინი გაემგზავრებიან.

    ახალდაქორწინებულები

     

    რა მოხდებოდა, რომ…

    20) იო უოლტონის წიგნში „ფარტინგი“ აღწერილია ის მოვლენები, რომლებიც შეიძლება მომხდარიყო, ეს 1941 წლის 10 მაისის გაფრება წარმატებით რომ დაგვირგვინებულიყო.

    რუდულფ ჰესის გადაფრენა დიდ ბრიტანეთში

    40) რა მოხდება, თუ ლაკმუსის ქაღალდზე რომელიმე ტუტე ნივთიერებაას მოვათავსებთ.

    ლაკმუსის ქაღალდი გალურჯდება

    60) სწორედ ის წარადგენს იტალიას გაეროში მულტსერიალ ფუტურამას ერთ-ერთ სერიაში „რა მოხდებოდა, ცხოვრება რომ კომპიუტერული თამაში იყოს“.

    სუპერ მარიო, მარიო.

    80) ალექსანდ ისაჩენკო, განიხილავს რა მეთხუთმეტე საუკუნის რუსეთში მიმდინარე დრამატულ მოვლენებს, ინტერესდება თუ  რა მოხდებოდა  ამ ქალაქ-რესპუბლიკას მოსკოვის სამთვროზე რომ გაემარჯვა.

    ნოვგოროდი

    100) ამ შეიარაღებული კონფლიქტის ალტერნატიული შედეგის ცამეტი სხვადასხვა სცენარი აქვს განხილული ტომას ფლემინგს საკუთარ ესსეში „ძნელადდასაჯერებელი გამარჯვება“.

    ამერიკის დამოუკიდებლობის ომი (კომ. ცამეტი კოლონიის ბრძოლა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ)

     

    მეხუთე თემა

    20) შახადა, ზაკიატი, რამადანი, ჰაჯი. დამისახელეთ ისლამის გამოტოვებული მეხუთე ბურჯიც.

    ნამაზი (კომ. ყველა მართლმორწმუნე მუსულმანი დღეში ხუთჯერ ლოცულობს, ხუთჯერ აკეთებს ნამაზს)

    40) ამ ქვეყნის ვალუტის 5 ნომინალიან ბანკნოტზე არის გამოსახული გოსპოდარი სტეფან მესამე დიდი და წმინდანი.

    მოლდოვეთი

    60) ამ მექსიკელს შეარქვეს ოთხმოციან წლებში Pentapichichi.

    უგო სანჩესი (ხუთჯერ მოიგო პიჩიჩის სახელობის პრიზი, საუკეთესო ბომბარდირი)

    80) საფრაგეთის რესპუბლიკის 1795 წლის კონსტიტუციის 132-ე მუხლის თანახმად, ის ხუთი წევრისგან შედგებოდა.

    დირექტორია (უფრო ზუსტად: სფრანგეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი დირექტორია)

    100) ეს კრებითი სახელი შეარქვეს 1989 წლის კორუპციულ სკანდალში გარეულ ამერიკელ სენატორებს: ალან კრენსტონს, დენის დე კონჩინის, ჯონ გლენს, ჯონ მაკკეინსა და დონალდ რიგლის.

    კიტინგის ხუთეული

     

    გადარჩენილი თემა

    20) ფრედი პერენისა და დინო ფეკარისის ეს 1978 წელს დაწერილი სიმღერა ფემინისტური ორგანიზაციების, აივ-ინფექციით დაავადებულებებითა და გეი-საზოგადოებების ჰიმნად გამოიყენება.

    I Will Survive

    40) 1842 წელს დაწერილი ამ ნაწარმოების გაგრძელებისგან  მხოლოდ რამდენიმე თავი გადარჩა : ავტორმა ხელნაწერი მსახურ სემიონის თვალწინ გაანადგურა.

    მკვდარი სულები

    60) მას გადაურჩნენ ზრდასრული ქალების 75%, მათ შორის ვიოლეტ ჯესოპი, დოროთი გიბსონი, მოლი ბრაუნი, ლუსი დაფ გორდონი და გრაფინია როტესი.

    ტიტანიკის ჩაძირვა

    80) ცნობილი ბრიტანელი მოგზაური,  გადაცემათა ციკლ “Ultimate Survival”-ის წამყვანი და ავტორი ტელეარხ Discovery Channel-ზე

    ბეარ გრილზი

    100) ცნება ინდუიზმსა და ბუდიზმში, ატმანის (სულის) გათავისუფლება ამქვეყნიური ბუნებისაგან და მასზე მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება, განსხივოსნება.

    მოკშა

    …ლის…

    20) 1975 წლიდან აქ იმართება ტურ დე ფრანსის უკანასკნელი ეტაპი.

    ელისეს მინდვრები

    40) ლოგიკურია, რომ ასე ეწოდება იუპიტერის ასტეროიდთა ტროას ჯგუფის წევრს  5254 ნომერ ასტეროიდს.

    ულისე (კომ. ოდისევსის და ტროას ცხენის მითი)

    60) დაასრულეთ ტიციან ტაბიძის ლექსი: „თქვენ იცით მხოლოდ, რისთვის მტანჯავს ასე ტფილისი, / მისი სიბერე, მრუდი სახე და ….. „

    სიფილისი

    80) ამ სახელით ვიცნობთ დეიმონ ფურნიეს, ადამიანს, რომელსაც ჟურნალ Rolling Stone-ის Album Guide-მა  მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ჰევი-მეტალ არტისტი უწოდა.

    ელის კუპერი

    100) დურის სამოსელის მიხედვით, ეს სპარტელი მხედართმთავარი იყო პირველი ბერძენი, რომლის საპატივცემულოდ სამლოცველოებს აგებდნენ და ღმერთების დარად მსხვერპლს სწირავდნენ.

    ლისანდროსი

     

    ვერცხლი

    20) ეს „ვერცხლის მდინარე“  ურუგვაის და პარანას ესტუარს წარმოადგენს.

    ლა პლატა

    40) რობერტ ლუის სტივენსონის მიერ აღწერილ ამ მეკობრეს ცალი ფეხი არ აქვს, ხოლო ადგილი მარჯვენა მხარზე  თუთიყუში „კაპიტან ფლინტს“ აქვს დაკავებული.

    ჯონ სილვერი (კომ. „განძთა კუნძული)

    60) ეს სიტყვა სანსკრიტული წარმოშვებისაა და „ნაჭედ ვერცხლის მონეტას“ ნიშნავს.

    რუპია

    80) ნიკოლაი ოცუპის მიერ შემოღებული ტერმინი, რომელიც აღწერ პერიოდს 1890-დან 1930 წლამდე.

    რუსული პოეზიის ვერცხლის საუკუნე

    100) ასე ეწოდება მოლოის წიგნს საგადასახადო თაღლითობის დროს სამართლებრივი ეთიკის შესახებ.

    30 ვერცხლი

    III რაუნდი

    თემები: აფრიკა, ისტორიული თემა, ყოფილი თემა, ახალი თემა, ვარდისფერი თემა, ისრები.

    აფრიკა

    30) კიდევ ამ სახელითაც ვიცნობთ სამხრეთ აფრიკელ მომღერალს, მირიამ მაკებას.

    Mama Africa

    60) ინგლისურენოვანი ვიკიპედიის მიხედვით,  ამ ერის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ იაპონური ჩაის ცერემონიალის მსგავსად, მათაც აქვთ ყავის დალევის სპეციალური პროცედურები.

    ეთიოპელები (კომ. არსებობს მოსაზრება, რომ ეთიოპიაში დაიწყეს პირველად ყავის კულტივირება)

    90) ჰანს მაიერმა 1889 წელს მას კაიზერ ვილჰელმის პიკი დააარქვა.

    კილიმანჯარო

    120) ამ პიროვნების სახელის მიხედვით ეწოდათ ზიმბაბვეს და ზამბიას თავიანთი დეკოლონიზაციამდელი სახელები.

    სესილ როდსი

    150) ამ 1952-1960 წლებში მიმდინარე აჯანყების სახელი აკრონიმია და ნიშნავს: „დაე ევროპელები უკან დაბრუნდნენ,  დაე აფრიკამ აღიდგინოს დამოუკიდებლობა“.

    მაუ-მაუ (კომ. სუაჰილიზე  Mzungu Aende Ulaya, Mwafrika Apate Uhuru)

     

    ისტორიული თემა

    30) არსებობს მოსაზრება, რომ ამ ქალაქის სახელწოდება  წარმოდგება მესხური ტომების სახელიდან.

    მცხეთა

    60) დაქირავებული მებრძოლები კოლონიურ ინდოეთში, რომლებმაც 1857—1859 აჯანყება მოაწყვეს ინგლისელთა ბატონობის წინააღმდეგ.

    სიპაები

    90) ოქროს ურდოს ყაენის სიგელთა სახელწოდება, რომელიც შეიცავდა ყაენთა განკარგულებებს დაპყრობილი ქვეყნების მართვა-გამგეობის შესახებ.

    იარლიყი

    120) ამ რუსი ისტორიკოსის წინაპრები იყვნენ წარჩინებული თათრები და ატარებდნენ გვარს „კარა მურზა“

    ნიკოლაი კარამზინი

    150)  ძვ. წ. 338 წელს ამ ბრძოლაში მაკედონელებმა ფილიპე II-ს მეთაურობით ათენელებისა და თებელების კოალიცია დაამარცხეს.

    ქერონეიის ბრძოლა

     

    ყოფილი თემა

    30) ეს ყოფილი ფეხბურთელი საქვეყნოდ ცნობილი უხეშობითა და 1998 წლიდან გაი რიჩის ფილმებში მონაწილეობით გახდა.

    ვინი ჯონსი

    60) ის ოცნებობდა დროზე, როდესაც „ყოფილი მონებისა და ყოფილი მონათმფლობელების შვილები ერთ ძმურ სუფრას მიუსხდებოდნენ“

    მარტინ ლუთერ კინგი უმცრ.

    90) ამ ყოფილი სახელმწიფოს ანალოგია ავიასიმულატორ Ace Combat-ში იუკტობანური რესპუბლიკების კავშირი.

    სსრკ

    120) ფილიპინების ამ ყოფილმა პრეზიდენტმა კარიერა, როგორც მსახიობმა დაიწყო 1956 წელს.

    ჯოზეფ ესტრადა

    150) ღმერთების ეს ყოფილი ფავორიტი, ზევსისა და ნიმფა პლუტოს შვილი, ოლიმპიელებმა მათი საიდუმლოების უბრალო მოკვდავებისათვის გამჟღავნებისათვის ჰადესის სამფლობელოში ჩააგდეს.

    ტანტალოსი

     

    ახალი თემა

    30) ტიროსელმა კოლონისტებმა მას ახალი ქალაქი ანუ ქართ ადაშტი უწოდეს.

    კართაგენი

    60) ეს ფრაზა პოპულარული გახდა ჰანს-ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის, „იმპერატორის ახალი ტანსაცმელის“ გამოსვლის შემდეგ.

    მეფე  შიშველია

    90)  სწორედ აქ არის ამოკვეთილი 1886 წლიდან ემა ლაზარუსის ლექსის „ახალი კოლოსი“.

    თავისუფლების ქანდაკება

    120) ეს სახელი უწოდეს ახალი საუკუნის პირველ დღეს ნაპოვნ ჩვილს ხომალდზე „Virginian”.

    ნოვეჩენტო (კომ. ფილმი „ლეგენდა პიანისტზე“)

    150)  1494 წლის 7 ივნისს დადებული ამ ხელშეკრულებით ესპანეთმა და პორტუგალიამ ახალი სამყარო გაიყვეს.

    ტორდესილასის ხელშეკრულება

     

    ვარდისფერი თემა

    30) ამ სახელით ვიცნობთ ალესია ბეთ მურს, ორი გრემის მფლობელ ამერიკელ მომღერალს.

    P!nk

    60) ამ ხილის სახელი ასოცირდება იაპონურში ვარდისფერ ფერთან.

    ატამი

    90) ვინსენტ ვან გოგის ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი, რომელიც მან  ოვერ სიურ უაზში ყოფნისას შექმნა.

    ვარდისფერი ვარდები

    120) ეს სახელი უწოდა ინტერპოლმა საიუველირო ნაწარმის ძარცვაში დახელოვნებულ კრიმინალურ დაჯგუფებას აღმოსავლეთ ევროპიდან.

    ვარდისფერი პანტერები (კომ. ალუზია ბრილიანტ „ვარდისფერ პანტერაზე“ გადაღებულ ფილმებზე)

    150) ამ ქვეყნოს პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა La Casa Rosada – ვარდისფერი სახლი.

    არგენტინა

    ისრები

    30) ამ ორ ქალაქს შორის მოძრაობს ჩქაროსნული მატარებელი „Красная стрела“.

    მოსკოვი – სანქტ-პეტერბურგი

    60) რობერტ ლუის სტივენსონის ამ ნაწარმოების მოქმედება ვარდების ომის დროისეულ ინგლისში მიმდინარეობს.

    შავი ისარი

    90) ამ პარადოქსის თანახმად, მოძრაობა ლოგიკურად შეუძლებელია.

    ზენონის ისარი

    120) ის შალიუ-შაბროლის ციხე-სიმაგრის აღებისას დაიღუპა პიერ ბაზილის მიერ ნასროლი ისრით.

    რიჩარდ პირველი ლომგული

    150) ამ სახელით მოიხსენიებდნენ 1930-იან წლებში მერსედეს-ბენცისა და აუტო უნიონის დომინანტობას ფორმულა 1-ის შეჯიბრებებში.

    ვერცხლისფერი ისრები

     

     

     

     

     

     

     
  • რატი შუბლაძე 10:56 pm on May 7, 2011 Permalink | Reply
    Tags: დედუქცია, ვარდის სახელი, სქოლასტიკა, უილიამ ოკამი, , შერლოკ ჰოლმის, შუა საუკუნეები,   

    ვარდის სახელით, ანუ ხელნაწერები არ იწვიან 

    ბურუსით მოცული რომანის მოქმედების ადგილიც გასაიდუმლოებულია.  ბუნდოვანი მინიშნებები ლიგურიის, პიემონტისა და საფრანგეთის გზაგასაყარზე. ნებისმიერი  რომანის აღსაქმელად სიუჟეტში განვითარებული დროის შეგრძნებაა აუცილებელი. ეს განსაკუთრებით ეხება ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორის, სემიოტიკის თანამედროვე გურუს – უმბერტო ეკოს ნამუშევრებს. საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი, თუ როგორ დამტანჯა და გამასავათა მისი ერთ-ერთი ნაწარმოებთან , “გუშინწინდელი კუნძული” (ორგ. L’isola del giorno prima), შეჭიდებამ. ეკოს უყვარს ალუზიებით თამაში. უმბერტო ალუზიებით ცხოვრობს.

    ეკოსთან შუასაუკუნეებში უნდა ცხოვრობდე, სქოლასტიკურად უნდა აზროვნებდე, რომის პაპსა და გერმანიის საღვთო რომის იმპერატორს შორის გამართულ ინტრიგებში უნდა ერკვეოდე.უნდა გჯეროდეს, რომ დედამიწა ვეშაპზე მდგარ ოთხ სპილოზე დგას, შიშით უნდა ელოდო მეორედ მოსვლას.  მხოლოდ დეტალებში გარკვევა მოგცემს საშუალებას გააცნობიერო უილიამ ბასკერვილის სამყარო. სამყარო, რომელიც შეუხედავ, უბრალო ქოთანს ჰგავს, მაგრამ რომელსაც უკვე შეპარვია ეჭვის ბზარები და ის სადაცაა მსხვრევას დაიწყებს.

    1327 წლის მიწურლს ნახევრად შერლოკ ჰოლმის და ნახევრად უილიამ ოკამი საკუთარ თანაშემწესთან ერთად ბენედიქტელთა მონასტერს უახლოვდება. როგორც უკვე აღვნიშნე, ეკო ალუზიების ოსტატია. ბასკერვილის ნებისმიერ ნაბიჯში იგრძნობა, რომ ის ოკამის მეთოდის ერთგულია. რომანის მიმდინარეობისას უამრავ პასაჟს ძალაუნებურად ბეიკერსტრიტელ ვირტუოზთან მივყავართ.  თუნდაც, ის რად ღირს, რომ ბასკერვილის თანაშემწის,  ადსონის სახელი (ორგ. Adso) ძალაუნებურად გვახსენებს უატსონს. მართლაც, ელემეტარულია.

    წიგნის სიუჟეტი განუწყვეტელი ბრძოლაა ტრადიციულსა და ნოვატორულს შორის, სქოლასტიკური დისკურსი მჭრელ და მტკივნეულ დარტყმებს იღებს დედუქციური მეთოდისგან. ერთი შეხედვით ბანალურად ჩახლართული დეტექტივი სცდება მხოლოდ ბენედიქტელთა მონასტერში მომხდარ ამბებს და ის მთლიანად ეპოქის ამსახველი დოკუმენტი ხდება. “ვარდის სახელი” მეტია ვიდრე უბრალოდ ისტორიული რომანი, მეტია ვიდრე უბრალო დეტექტივი; მეტი, ვიდრე ალუზიებით გატენილი სნობური წიგნი.

    877 წელს რომაელმა დიაკონმა, იოანემ ლათინურად, რითმიზებული პროზის სტილში თარგმნა შუასაუკუნეების ერთ-ერთი იდუმალი და გამორჩეული ხელნაწერი, “კიპრიანეს ნადიმი” (Cena Cypriani). ხელნაწერში ძველი და ახალი აღთქმის პერსონაჟები ერთად ნადიმობენ, ერთობიან და ოხუნჯობენ. გამოუცნობია, თუ როგორ დაიწერა, შენარჩუნდა და გაუძლო დროის ქარტეხილებს, ერესის წინააღმდეგ ბრძოლასა და ხორხე ბურგოსელის მსგავს “მორალისტებს” ამ ნაწარმოებმა. ჩემთვის “კიპრიანეს ნადიმი” ის დაკარგული და შემდეგ ნაპოვნია არტეფაქტია, რომელსაც სიუჟეტის კვანძის გახსნისკენ მივყავართ. ჩემი აზრით, სწორედ “კიპრიანეს დანიმით” ხელმძღვანელობდა უმბერტო ეკო არისტოტელის პოეტიკის მეორე წიგნის “შექმნისას”.

    წიგნის შესახებ  დაწელი რეცენზია არ ნიშნავს წიგნის სიუჟეტის მოყოლას. მისი მიზანია მკითხველი განაწყოს წიგნის მიმართ, ზოგად კონტურებში დაუსახოს ტექსტის აზრი, დააინტრიგოს იგი. ამიტომ, მე არ მოვყვები სიუჟეტს, მთელ სიამოვნებას მომავლისთვის შემოგინახავთ.

    “წიგნები იმისთვის კი არ იწერება, რომ მათი სჯეროდეთ, არამედ იმისთვის, რომ მათზე დაფიქრდნენ. წიგნის კითხვისას, ყველამ უნდა შეეცადოს გაიგოს არა ის, თუ რას გამოხატავს იგი, არამედ ის, რისი გამოხატვაც  სურს მას”. 

    “ვარდის სახელი” კიდევ ერთხელ ჩაგვაფიქრებს, ალუზიობანას გვათამაშებს და დაფარულის დანახვას მოგვანდომებს. ეს არ არის მიკროტალღურ ღუმელში გასაცხელებელი კერძი –  მისი მირთმევისას სპეციალური რიტუალის ჩატარებაა საჭირო.

    ბურუსით მოცული რომანის მოქმედების ადგილიც გასაიდუმლოებულია.  ბუნდოვანი მინიშნებები ლიგურიის, პიემონტისა და საფრანგეთის გზაგასაყარზე…

    რატი შუბლაძე

     
    • andria 11:06 pm on May 7, 2011 Permalink | Reply

      მუშუენიერია!

      მარა ეს ფრაზა – “ვარდის სახელი” კიდევ ერთხელ ჩაგვაფიქრებს, ალუზიობანას გვათამაშებს და დაფარულის დანახვას მოგვანდომებს. – ნამეტანი ტიპიურ ქართულის თემებს რო გვაწერინებდნენ იმგვარია. დანარჩენი კაია ყველაფერი – უნდა წავიკითხო წიგნი, ამდენი ხანია ეკოს წაკითხვა მინდა და უნდა დავადგა საშველი

    • blumgardt 11:10 pm on May 7, 2011 Permalink | Reply

      მეიბი :D მაგრამ, თუ ჩაგითრია ალუზიების აღმოჩენის სურვილმა, მერე ყველგან მას დაუწყებ ძებნას, საკუთარი გამოცდილებით გეუბნები :D

      • andria 11:13 pm on May 7, 2011 Permalink | Reply

        არა, ეგ კი, ფორმაზე გითხარი ამ ფრაზისა, შინაარსზე კი არა

        • blumgardt 11:13 pm on May 7, 2011 Permalink

          ხო, ცოტა ხელოვნურად პეთეტიკური გამოვიდა :)

    • iashka 4:05 pm on May 9, 2011 Permalink | Reply

      რატი, ალუზიას ძებნა არ უნდა, ის თვითონ მოგძებნის და თავს მოგეხვევა : ) )

      ყოველ შემთხვევაში მე ასე დამემართა და…

      ეხლა მეტადონზე ვარ გადასული და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დამეხმარა და ამ პროგრამაში ჩამრთო…

    • chankotadze 12:40 pm on July 27, 2011 Permalink | Reply

      მთლად მაგდენი იდუმალებაც არ დამინახავს მე, სავსებით ნათლად და მკაფიოდ ამოვიკითხე ერესის ისტორიის ახალი გაგება, როგორც სოციალური უსამართლობის საფუძველზე ჩაგრულთა ატეხილი ბრძოლა <3 დოლჩინო და მარგარიტა, რომელიც ყველას თავზარს სცემს ,,მეინჰოფის ბანდის'' არ იყოს და ა.შ <3 ეს ყველაფერი კი ერთი მოკვდავი ყმაწვილისა და მისი სუპერჰუმანური მასწავლებლის პრიზმიდან….

  • რატი შუბლაძე 7:47 am on March 27, 2011 Permalink | Reply  

    ჯეპარდი, 2011, გაზაფხული. II ტური 

    II ტური

    შესარჩევი თამაში

    რედაქტორი: რატი შუბლაძე. 855 46 46 33

    შენიშვნა: სადაც მითითებული იქნება ნიშანი (!), ჩაითვლება მარტო საავტორო, პასუხში მითითებული პასუხი. ასეთი კითხვების დაწყებისას წინასწარ გააფრთხილეთ მოთამაშეები.

    I რაუნდი

    თემები:  თემა ერთის შესახებ, …ტარ…; წითელი, საიმედო თემა, მეფეები, მაისის თემა.

    თემა ერთის შესახებ

    10) ამ სიტყვებით იყო მორთული ალექსანდრე დიუმა მამის კუბო 2002 წელს  საზეიმო პროცესიის დროს, როდესაც დიუმა პარიზის პანთეონში გადაასვენეს.

    ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის

    20) კორექციული ლინზის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელიც გამოიყენებოდა ერთ თვალში მხედველობის კორექციისთვის.

    მონოკლი

    30) მისი მოქმედი გამარჯვებული გერმანელი სებასტიან ფეტელია.

    ფორმულა 1

    40) ეს ნობელიანტი მწერალია გამოსახული 1 ბოსნია-ჰერცოგოვინულ კონვერტირებად მარკაზე.

    ივო ანდრიჩი

    50) ეს არის წყალბადის ყველაზე მსუბუქი იზოტოპი მასური რიცხვით   1.

    პროთიუმი

    …ტარ…

    10) თანამდებობის პირი, რომლის მოვალეობაა სხვადასხვაგვარი იურიდიული აქტების: ხელშეკრულებათა, მინდობილობათა, ანდერძთა და მსგავსი დოკუმენტების დამოწმება და  გაფორმება.

    ნოტარიუსი

    20) ეს არის როგორც გამაგრებული ადგილი,  აგრეთვე საარტილერიო ქვეგანაყოფი და რამდენიმე ერთმანეთთან შეერთებული გალვანური ელემენტი ან აკუმულატორი.

    ბატარეა

    30) რაც არ უნდა გასაოცარი უნდა იყოს, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონთან საუბარში განაცხადა, რომ ცუდად ერკვევა ფეხბურთის წესებში.

    კატარი

    40) ქერონეაში დაბადებული ბერძენი ისტორიკოსი, ბიოგრაფი და ესეისტი, რომლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია  „პარალელური ბიოგრაფიები“

    პლუტარქე

    50) „სიტყვის კონის“ მიხედვით, ეს არის „ამინდის მსგავსი მოგზაურთათჳს, კეთილი დარი თუ ბოროტი ზღვასა, თუ ჴმელზე შეხუდეს.“

    ტაროსი

    წითელი

    10) ქალაქის ის რაიონი, სადაც განვითარებულია პროსტიტუცია ან სხვადასხვა სახეობების სექს–ინდსუსტრია.

    წითელი ფარნების კვარტალი (ქუჩა)

    20) ქართული ხალხური ლექსის თანახმად, სწორედ აქ მიეშურებიან ბავშვები წითელი ვაშლის გაგორების დროს.

    სკოლა

    30) კარლოს კასელი იყო პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც მიიღო ეს 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

    წითელი ბარათი

    40) ამ იტალიელის სახელს უკავშირდება პირველად წითელი ფერის, როგორც  რევოლუციური მოძრაობის სიმბოლოს გამოყენება.

    ჯუზეპე გარიბალდი

    50) ამ „წითელმა“ კაცმა ბოსტონ სელტიკსი NBA-ის ჩემპიონი 9-ჯერ გახადა.

    რედ აუერბახი

    საიმედო თემა

    10) იმედი იყო ერთადერთი რამ, რაც თავდაპირველად მის ყუთში დარჩა.

    პანდორა

    20) ის საბუდარელი ჭაბუკი და ნინი ბადურაშვილის ბაბუაც არის.

    იმედო კახიანი

    30)  ფაინა რანევსკაიას აზრით, ეს არის ინფორმაციის ნაკლებობა.

    ომპიმიზმი

    40) ამ ენის მატარებელთა ტრადიციული ჰიმნია La Espero (ქართ. იმედი), რომელიც 1890 წელს ლუდვიკ ლაზარ ზამენჰოფმა დაწერა.

    ესპერანტო

    50) (!) ამ ფილმში პირველად ისმის სიტყვები: „გამოიყენე ძალა ლუკ“

    ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი მეოთხე: ახალი იმედი

     

     

    მეფეები

    10) აკლდამებისა და საფლავების კომპლექსი თანამედროვე ლუქსორთან ახლოს, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე.

    მეფეთა ველი

    20) მის პროტოტიპებს შორის რამდენიმე რომაელი მხედართმთვარია, მათ შორის ამბროსი ავრელიანე და ლუციუს არტორიუს კასრუსიც.

    მეფე არტური

    30) გამოგონილი მონსტრი, რომლის საავტორო უფლებები  ეკუთვნის კომპანიას Universal Studios, ხოლო შეზღუდული უფლებებით სარგებლობს მერიან კუპერი.

    კინგ კონგი

    40) სწორედ ეს მონარქია  კაპიტან დავიდ შეპარდის პროტოტიპი სერიალში „მეფეები“.

    ისრაელის მეფე დავითი წინასწარმეტყველი (კომ. საკვანძო სიტყვები: ისრაელი, წინასწარმეტყველი)

    50) მეფის აღმნიშვნელ ამ არაბულ ტიტულს დღეს ბაჰრეინის, იორდანიის, მაროკოსა და საუდის არაბეთის მონარქები ატარებენ.

    მალიქი

    მაისის თემა

    10) მაისში დაბადებული ადამიანები შეიძლება ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს მიეკუთვნებოდნენ.

    კური, მარჩბივი

    20) ამ  ქვეყნის ოფიციალური ჰიმნი, რომელიც იწყება სიტყვებით „ო, ნათელო მაისის დაისო!“,  ყველაზე ბოლოს დამტკიცდა სახელმწიფო ჰიმნად ევროპაში.

    ჩერნოგორია

    30) ამ დროს, ერთ-ერთი პოპულარული ლოზუნგის თანახმად, ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ რეალისტები და მოეთხოვათ შეუძლებელი.

    1968 წლის მოვლენები საფრანგეთში

    40) გასული საუკუნის 80-იანი წლების დასასრულის და 90-იანების დასაწყისში არსებული მუსიკალური ჯგუფი საბჭოთა კავშირში, რომელიც ევროდისკოს სტილში უკრავდა.

    Ласковый май

    50) დაახლოებით 1609 წელს აგებული ქრისტოფერ ჯონსის ამ ხომალდის  სახელი ქართულად „კუნელს“ ნიშნავს.

    Mayflower (კომ.სიტყვასიტყვით მაისის ყვავილი“)

    II რაუნდი

    თემები: ძუნწი თემა, ვინც ეძებს, საბურთაო თემა, …მარ…; ნორვეგიული თემა, უცნობი თემა.

    ძუნწი თემა

    20) ეს ქართული სიტყვა, ერთი ვერსიით, ძალისძალადობის, ძალდატანების, ძლივძლივობის აღმნიშვნელი სპარსული „ზურზურაქიდან“ მოდის

    წუწურაქი

    40) მეფე გორდიას ოქროს დახარბებული ეს შვილობილი პრობლემებს ხელის ერთი შეხებით ჭრიდა.

    მიდასი

    60) ერთი ვერსიით, ამ უზომოდ მდიდარი და ამავდროულად წარმოუდგენლად ძუნწი დისნეის პერსონაჟის შექმნისას სარგებლობდნენ გლაზგოდან ემიგრირებული ენდრიუ კარნეგის ბიოგრაფიით.

    სკრუჯ მაკდაკი

    80) ლოპე დე ვეგას ეს ნაწარმოები დაფუძნებულია ძველბერძნულ ფაბულაზე, რომლის მიხედვით ხარბი არსება მისთვის გამოუყენებელ რამესას არ გასცემს.

    ძაღლი თივაზე

    100) ოპტიმალური შედეგის პოვნის ალგორითმი, რომელიც ძიების პროცესში ნაპოვნ ლოკალურ ოპტიმალურ ამონახსნს გლობალურად ოპტიმალურად თვლის.

    ხარბი ალგორითმი

    ვინც ეძებს

    20) ეს „შეშლილი სოკრატე“  ქალაქში ფარნით  დადიოდა და „ადამიანს ეძებდა“.

    დიოგენე

    40) ამ პერსონაჟის შემქნელს ეძღვნება მარკ ფორსტერის 2004 წლის ფილმი „ნევერლენდის ძიებაში“.

    პიტერ პენი (კომ. ჯეიმს მეთიუ ბარი)

    60) მის შესახებ 1981 წელს  გადაღებულ პირველ ფილმში დაკარგულ კიდობანს ეძებენ.

    ინდიანა ჯონსი

    80) ერთ-ერთი ჟურნალისტური გამოძიების რეკლამაში, სწორედ ამას ეძებს გადაცემის ავტორი ნიჩბით ხელში

    ძაღლის თავი

    100) სწორედ ამ პოლარულ მკვლევარის მემორიალზეა ამოტვიფრული ალფრედ ტენისონი  სიტყვები: „ბრძოლა და ძებნა, პოვნა და არ დანებება“.

    რობერტ სკოტი

     

    საბურთაო თემა

    20) არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ ადამიანს აქ  უკვე ძვ. წ. V-IV ათასწლეულში უცხოვრია, ხოლო  XVII-XVIII საუკუნეებში ვერეს ფარგლებში შედიოდა და ქალაქის დაწინაურებული სასოფლო-სამეურნეო რაიონი იყო.

    საბურთალო

    40) ფეხბურთის ამ მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთის სახელწოდება იყო Etrusco Unico.

    იტალია, 1990 წელი

    60) მისი დაჭერის შემდეგ თამაშიც მთავრდება და მოთამაშე 150 ქულას მატებს საკუთრ გუნდს ქვიდიჩის თამაშისას.

    სნიჩი

    80) 1867 წელს დაარსებული ამ სპორტული ინვენტარის და ბურთების მწარმოებელი კომპანიის დასახელებაში მისი სათავო ოფისის მდებარეობა დაგეხმარებათ – სპრინგფილდი, მასაჩუსეტსის შტატი.

    Spalding (კომ. 1891 წელს სპრინგფილდში გამოიგონეს კალათბურთი, Spalding კი კალათბურთის ბურთების ყველაზე ცნობილი მწარმოებელია)

    100) მისი ერთ-ერთი პირველი ვარიანტის ხილვა 1927 წლის გერმანულ ფილმში „ბერლინი: დიდი ქალაქის სიმფონია“ შეგვიძლია

    დისკოს ბურთი

     

    …მარ…

    20) „სიტყვის კონის“ მიხედვით, ეს არის „ნალო ეტლის მსგავსი, უთვალო, კაცთ ჩასაჯდომი თოვლზე“

    მარხილი

    40) ფოთოლმცვივანი მცენარეების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა, რომლის ნაყოფი  გადამწიფებული ტკბილია და იჭმევა.

    ზღმარტლი

    60) ვიკიპედიის მიხედვით, ეს 1999 წლის ფილმი „7 სამურაისა“ და „ბეოვულფის“ სიუჟეტების ნაზავია.

    მეცამეტე მეომარი

    80) ფრანგების მიერ 1640 წელს დაარსებულ ამ  ქალაქში  1976 წლის პირველ აპრილს კლარენს ზეედორფი დაიბადა.

    პარამარიბო

    100) მისი აზრით შექსპირი არაბი ემიგრანტი იყო და ინგლისში გამგზავრებამდე შეიხ ზუბეირი ერქვა.

    მუამარ კადაფი

     

    ნორვეგიული თემა

    20) ხშირად ასე მოიხსენიებენ ოსლოდან აუშვიცში გადაყვანილ რუთ მაიერს, რომელიც 1933-1942 წლებში საკუთარ დღიურს აწარმოებდა.

    ნორვეგიის ანა ფრანკი

    40) ნორვეგიელი მწერლის, ერლენდ ლუს ეს 1996 წლის წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ქართულადაც თარგმნა.

    ნაივური. სუპერი.

    60) ნორვეგიის ამ ქალაქში ჩატარდა პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომლებიც ზაფხულის თამაშების ჩატარების წელს არ გაიმართა.

    ლილეჰამერი

    80) ბითლზის ამ სიმღერის სახელით მოიხსენიებდნენ წარმოშვებით ნორვეგიულ უოლტერ მონდეილს, რომელიც 1984 წელს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

    Norwegian Wood

    100) ლეგენდარული იალქნიანი გემი, რომლითაც 1893-დან 1912 წლამდე სამი ნორვეგიული ექსპედიცია განხორციელდა სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებზე.

    ფრამი

     

    უცნობი თემა

    20) 1952 წლიდან დაიწყო გამოყენება ტერმინისა, რომელიც გამოიყენება ყველა სახის ამოუცნობი საჰაერო მოვლენის აღსანიშნავად, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდება.

    ამო, ამოუცნობი მფრინავი ობიექტი

    40)  პირველად იგი დამოუკიდებელი ან უცნობი მნიშვნელობის აღსანიშნად შუა საუკუნეების არაბულ ნაშრომში, ალ-ჯაბრში გამოიყენეს.

    X

    60) “რატომ უმახინჯებ სახეებს საბჭოთა ხალხს?” შეეკითხა მას ნიკიტა ხრუშოვი 1962 წელს.

    ერნსტ ნეიზვესტნი

    80) პირველად ისინი ერთმანეთს 2004 წელს შეებრძოლნენ პოლ ანდერსონის ფილმში.

    უცხო და მტაცებელი (კომ. ფილმი „უცხო მტაცებლის წინააღმდეგ“)

    100) სტატიას ვიკიპედიაში საბერძნეთში არსებულის ამის შესახებ დართული აქვს ციტატა თუკიდიდეს „პერიკლეს დაკრძალვის სიტყვიდან“.

    უცნობი ჯარისკაცის საფლავი

     

     

     

     

     

     

     

    III რაუნდი

    თემები: რაინდული თემა, თითქმის რელიგიური თემა, ტბები, საომარი თემა, მარტოსული თემა, ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთ.

    რაინდული თემა

    30) ამ ფილმში თამაშის სანაცვლოდ ჰიტ ლეჯერმა უარი განაცხადა 2008 წლის ფილმ „ავსტრალიაში“ თამაშზე.

    ბნელი რაინდი

    60) La kavaliro en la panterfelo  – ასე ჟღერს ამ შუასაუკუნეების ეპოსის სახელი ესპერანტოზე.

    ვეფხისტყაოსანი

    90) გერმანელი ლირიკული პოეტ-მომღერლები, რომლებიც ხოტბას ასხამდნენ რაინდულ სიყვარულს, ღმერთის და სიუზერენის ერთგულებას და ჯვაროსნულ ლაშქრობებს.

    მინიზინგერი

    120) ეს ამერიკელი დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენისთვის ბრიტანეთის ორდენის საპატიო რაინდ-კომანდორი გახდა.

    ჯეიმს დ. უოტსონი

    150) რიხარდ ვაგნერის ეს ოპერა, რომელიც რაინდი გედის ისტორიას გადმოსცემს, ბავარიელი მეფის, ლუდვიგ მეორის ყველაზე საყვარელი საოპერო ნაწარმოები იყო.

    ლოენგრინი

    თითქმის რელიგიური თემა

    30) კომედი შოუს მიხედვით, ასე ერქვა ლექსების კრებულს, სადაც წინ წამოწეული იყო რელიგიური თემები.

    სამარხვო კერძები

    60) სამყაროს შექმნის ამ კოსმოლოგიური მოდელის ერთ-ერთი შემქნელი ბელგიელმა კათოლიკე მღვდელი ჟორჟ ლემეტრი არის.

    დიდი აფეთქების თეორია

    90) ქულიოს მიერ შესრულებული ფილმ „სახიფათო ფიქრების“ ეს საუნდტრეკი დღემდე პოპულარუბით სარგებლობს.

    Gangsta’s Paradise

    120) ჰეროდოტეს მიხედვით, ეგვიპტეში ლაშქრობისას სწორედ მან მოკლა ეგვიპტელთა წმინდა ძროხა აპისი 524 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

    კამბიზ მეორე

    150) არტურ კლარკის ამ ნაწარმოებში ტიბეტური მონასტერი ღმერთის სახელის დასათვლელად ავტომატურ გამომთვლელ მანქანას ითხოვს.

    ღმერთის ცხრა მილიარდი სახელი

     

    ტბები

    30) თუ მის სანახავად მოისურვებთ წასვლას, ტყუილად გაეშურებით დასავლეთ საქართველოში, მდინარე სულორის პირას განლაგებულ ქალაქში.

    ვანის ტბა

    60) ეს „ტბა ვრცელი, ხმოვანებით ზღვისა მბაძავი“ ალექსანდრე ჭავჭავაძის შთაგონების წყარო გახდა.

    სევანი (ჩათვლა: გოგჩის ტბა)

    90) საკუთარი სახელი ამ გუნდმა  ლოკაციის პირვანდელი ადგილის, მინესოტას ზედმეტსახელის, „10 00 ტბის მხარის“ მიხედვით მიიღო.

    Los Angeles Lakers

    120) ამ „შავი ტბის“ საქალაქო დროშაზე გამოსახულია სამი ციხესიმაგრე და არფა მწვანე ფონზე.

    დუბლინი (კომ. ირლ. Baile Átha Cliath- შავი ტბა)

    150) XIII საუკუნის პირველ ნახევარის ქართული წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენელი, მწერალი, ჰიმნოგრაფი, მათემატიკოსი, ასტროლოგი-ასტრონომი.

    აბუსერიძე ტბელი

     

     

    საომარი თემა

    30) ამ ორ სახელმწიფოს შორის გაჩაღდა 2009 წლის ზაფხულში ე.წ. რძის ომი.

    ბელორუსი და რუსეთი

    60) ამ ნაკრების გულშემატკივრები  გერმანიის საფეხბურთო ნაკრებთან თამაშის წინ ხშირად მღერიან სიმღერას „2 World Wars and 1 World Cup“ (2 მსოფლიო ომი და მსოფლიო თასი)

    ინგლისი

    90) სიამის არმიამ  ისინი უკანასკნელად  1893 წლის ფრანკო-სიამის ომის დროს გამოიყენა.

    საომარი სპილიოები

    120) სწორედ მას ეკუთვნის 66-71 წლებში მომხდარი აჯანყების შესახებ  დაწერილი წიგნი „იუდეური ომები“

    იოსებ ფლავიუსი

    150) წიგნში „ესპანურენოვანი მოთხრობა, ესსე, ინტერვიუ“ ეს შეიარაღებული კონფლიქტი შეცდომით მოხსენიებულია როგორც „გოლფის კრიზისი“.

    სპარსეთის ყურის ომი (კომ. ინგ. Gulf War)

     

    მარტოსული თემა

    30) მითხარით ქართულად ამ წიგნის დასახელება, თუ კი ესპერანტორზე ის ჟღერს როგორც Cent jaroj da soleco (იკითხება როგორც: ცენტ იაროი და სოლეცო)

    მარტოობის ასი წელიწადი

    60) ეს არის განცალკევებული საკანი, სადაც დროებით ათავსებენ პატიმარს მკაცრად დასჯის მიზნით.

    კარცერი

    90) 2005 წლის ალბომ Hypnotize-ში შემავალი ამ სიმღერის ავტორი დარონ მალაქიანია.

    Lonely Day

    120) მილა კუნისთან დაშორების შემდეგ მის შესახებ დაწერილი სტატია ტიმ სმიტმა დაასათაურა, როგორც „ახალ წელს „მარტო სახლში“.

    მაკოლეი კალკინი

    150) დღეს ეს სახელი ჰქვია კუნძულ მას-ა-ტიერას, სადაც 1704-1709 წლებში ალექსანდრ სელკირკი სრულ მარტოობაში ცხოვრობდა.

    რობინზონ კრუზო (კომ.ალექსანდრ სელკირკი რობინზონ კრუზოს პროტოტიპია)

     

    ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთ

    30) 2008 წლის სიჩუანის მიწისძვრის შემდეგ ეს ლოზუნგი ზოგიერთი დაზარალებული ოჯახისთვის შემსუბუქდა.

    ერთ ოჯახი – ერთი შვილი (კომ. იმ ოჯახებს, რომლებსაც დაეღუპათ შვილები, შთამომავლობის გაგრძელების ნება დართეს)

    60) 1954 წელს დაბადებული ეს ბრაზილიელი რამდენიმე წლის  წინ ფილოსოფიის დოქტორი გახდა.

    სოკრატესი (კომ. ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი)

    90) ჰენრი ლაიონ ოლდის რომანში „გმირი უნდა იყოს ერთი“, ტყუპები იფიკლე და ალკიდე გადაწყვეტენ რომ ეს ფსევდონიმი აიღონ, რათა ყველა გმირობა ერთ-ერთ მათგანს მიეწეროს.

    ჰერაკლე (კომ. ბერძნული მითების თანახმად, ჰერაკლეს თავდაპირველად ალკიდე ერქვა)

    120) ამ ქართულ ფსევდონიმს ატარებს რუსი პოეტი,  მუსიკოსი, ჯგუფ „Многоточие“-ს ლიდერი და ვოკალისტი რუსტამ ალიაუტდინოვი.

    რუსთაველი

    150) სერიალში Breaking Bad თანამოსაუბრის დასაბნევად, გაურკვევლობაში შესაყვანად და საკუთარი ვინაობის დასამალად მთავარი გმირი ამ გერმანელი ნობელიანტის სახელით წარადგენს  თავს.

    ვერნერ ჰაიზენბერგი (კომ. ფიზიკოსმა ვერნერ ჰაიზენბერგმა 1927 ჩამოაყალიბა განუზღვრელობის პრინციპი)

    JEOPARDY!

    რადიაციული დაბინძურების საფრთხის გამო რუსეთის ფედერაციის ჩინოვნიკებმა აკრძალეს ზღვის პროდუქტების და ბრინჯის შემოტანა დაზიანებული რეაქტორის სიახლოვეს მდებარე იაპონური პრეფექტურებიდან. ამ აკრძალვას ჟურნალისტებმა უწოდეს იქს–ბარიერი. დაწერეთ იქსი.

     

     

     

    რადიაციული დაბინძურების საფრთხის გამო რუსეთის ფედერაციის ჩინოვნიკებმა აკრძალეს ზღვის პროდუქტების და ბრინჯის შემოტანა დაზიანებული რეაქტორის სიახლოვეს მდებარე იაპონური პრეფექტურებიდან. ამ აკრძალვას ჟურნალისტებმა უწოდეს იქს–ბარიერი. დაწერეთ იქსი.

     

     

     

    რადიაციული დაბინძურების საფრთხის გამო რუსეთის ფედერაციის ჩინოვნიკებმა აკრძალეს ზღვის პროდუქტების და ბრინჯის შემოტანა დაზიანებული რეაქტორის სიახლოვეს მდებარე იაპონური პრეფექტურებიდან. ამ აკრძალვას ჟურნალისტებმა უწოდეს იქს–ბარიერი. დაწერეთ იქსი.

     

     

     

     

     

     

    პასუხი: სუში.

    კომენტარი: ბრინჯი და ზღვის პროდუქტები სუშის ინგრედიენტებია. ტერმინი „სუში–ბარიერი“ წარმოებულია სუში–ბარიდან. ამ აკრძალვის გამო ბევრმა სუში–ბარმა შეწყვიტა მუშაობა.

    წყარო:

    http://www.gazeta.ru/business/2011/03/24/3563749.shtml

     

     

    II ტური

    ფინალური თამაში

    რედაქტორი: რატი შუბლაძე. 855 46 46 33; ავტორი დაჩი ქინქლაძე.

    შენიშვნა: სადაც მითითებული იქნება ნიშანი (!), ჩაითვლება მარტო საავტორო, პასუხში მითითებული პასუხი. ასეთი კითხვების დაწყებისას წინასწარ გააფრთხილეთ მოთამაშეები.

    I რაუნდი

    თემები:  დროული თემა, …ინგ…; სიყვარული გზად და ხიდად, საგანმანათლებლო თემა,  უწმინდური თემა, ქალების შესახებ.

     

    დროული თემა (ავტორი დაჩი ქინქლაძე)

    10) მითხარით რამდენი საათია 7620 წუთში, თუ გეტყვით რომ ამის დადგენაში 2010 წელს გამოსული ფილმი დაგეხმარებათ.

    127 საათი

    20) სწორედ მან  დაამყარა  მოქმედი მსოფლიო რეკორდი – 9.58 წამი –  100 მეტრზე სირბილში.

    უსეინ ბოლტი

    30) ერთ-ერთი პორტუგალურენოვანი  ნაწარმოების მთვარი გმირი თვლის რომ სწორედ ამდენ ხანს გრძელდება საშუალო სტატისტიკური სქესობრივი აქტი.

    11 წუთი (კომ.  პაოლო კოელიოს ნაწარმოების სათაურის მიხედვით)

    40) იაპონიაში მომხადრმა ცუნამიმ იაპონიაში მასობრივი ნგრევა და მსხვერპლი. ხოლო დანარჩენი მსოფლიოს სტადიონებზე კი სწორედ ეს გამოიწვია.

    წუთიერი დუმილი

    50) სწორედ ამ კითხვას სვამს გალაქტიონ ტაბიძე 1914 წელს გამოქვეყნებული ლექსის სათაურში

    რომელი საათია?

    …ინგ… (ავტორი დაჩი ქინქლაძე)

    10) ის ხშირად განიმარტება, როგორც მომსახურება, რომელიც საზღვარგარეთ ყოფნისას აბონენტს საშუალებას აძლევს, სხვა ოპერატორების ქსელების გამოყენებით, ისარგებლოს მობილური სატელეფონო ან/და დამატებითი მომსახურებით.

    როუმინგი (როუმინგული მომსახურება)

    20) ეს ვარსკვლავი 1940 წლის 7 აპრილს დაიბადა ქალაქ ლივერპულში.

    რინგო სტარი

    30) ნიუ-იორკის შტატში მდებარე ეს დაწესებულება ჩვენს თემას ორმაგად შეესაბამება.

    ციხე სინგ-სინგი (კომ. ჩაითვლება მხოლოდ სინგ-სინგიც)

    40) ამ არსების სამეცნიერო სახელი რამდენჯერმე შეიცვალა 1792 წლის შემდეგ, საბოლოოდ მეცნიერებმა მას უწოდეს Canis antarcticus.

    ძაღლი დინგო

    50) 1996 წელს გამოსული ფილმის როგორც სახელწოდება ისე რეჟისორიც ჩვენც თემას სრულად შეესაბამება, დაასახელეთ ფილმის სახელწოდებაც და რეჟისორიც.

    ინგლისელი პაციენტი, ენტონი მინგელა

     

    სიყვარული გზად და ხიდად (ავტორი დაჩი ქინქლაძე)

    10) სწორედ მას ეკუთვნის თემის სათაურად გამოტანილი ფრაზა

    შოთა რუსთაველი

    20) ცოტა ხნის წინ ამ კალათბურთელმა შეწყვიტა უნიკალური სერია, ორმაგი დუბლი ზედიზედ 52 თამაშში.

    კევინ ლავი

    30) ასე ეწოდება სემ მენდესის 2008 წელს გადაღებულ ფილმს ლეონარდო დი კაპრიოს მონაწილეობით.

    რევოლუციური გზა

    40) ეს ორი და სხვადასხვა დროს FIDE-ს ქალთა რეიტინგის ლიდერობდა.

    იუდიტ და სუსან პოლგარები (კომ. საუბარია საჭადრაკო ოსკარზე)

    50) ევროპის ყველაზე გრძელი ხიდი სწორედ მისი სახელობისაა.

    ვასკო და გამა

    საგანმანათლებლო თემა

    10) სწორედ მის სახელს ატარებს ყველაზე დიდი უნივერსიტეტი როტერდამში.

    ერაზმ როტერდამელი

    20) სწორედ ის ურღვევს ბეჯით გიგლას მეცადინეობის პროცესს და სთავაზობს „გარეთ გავლას“  ცნობილ ქართულ ლექსში.

    მზე (კომ. სწავლობს გიგლა ტიტინა, მზემ შემოუჭყიტინა: – გიგლა, გეყოფა სწავლა, ახლა კარგია გავლა)

    30) დისნიეს მულტფილმში ჰერკულესის შესახებ, სწორედ ის ასწავლის მთავარ გმირს კოლეჯში გეომეტრიას.

    ევკლიდე

    40) ლათინურად ეს ტერმინი სიტყვა-სიტყვით დაფნის ნაყოფს ნიშნავს და „ახალგაზრდა ადამიანის“ აღსანიშნავად გამოიყენებოდა.

    ბაკალავრი (კომ. baccalarius bacca lauri)

    50) ეს ფრანგი განმანათლებელი ანდრე ლე ბრეტონის მიერ ინიცირებული ფრანგული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი იყო.

    დენო დიდრო

    უწმინდური თემა

    10) ამ 25 მითოლოგიური არსებისგან შემდგარი წინადადების თარგმნას მოითხოვს ერთი ქართული ხუმრობა.

    დევი (კომ. Двадцать пять черных дэвов)

    20) 2004 წელს უწმინდურ ძალებთან ამ მებრძლის როლი ჰიუ ჯეკმანმა შეასრულა.

    ვან  ჰელსინგი

    30) სერიალ The Big Bang Theory-ის ერთ-ერთ გმირს უკვირს, თუ როგორ იპარსავენ ისინი წვერს, თუ გადმოცემის მიხედვით ისინი სარკეში არ ირეკლებიან.

    ვამპირები

    40) სწორედ იქ განდევნა ბოროტი სული შეპყრობილის სხეულიდან ბიბლიის მიხედვით იესო ქრისტემ.

    ღორების კოლტი

    50) ასე ეწოდება ქსელში ჩართულ კომპიუტერს, რომელსაც მესამე პირი მფლობელის დაუკითხავად იყენებს სხვადასხვა ოპერაციების ჩასატარებლად.

    ზომბი-კომპიუტერი

    ქალების შესახებ

    10) ამ დარგში მოიპოვეს ნობელის პრემია დედა-შვილმა მარია კიურიმ და ირენ ჟოლიო-კიურიმ.

    ქიმია

    20) მან ქალებს ემოციების შეკავება და უკეთესი მომავალი უსურვა 1974 წლის ალბომ Natty Dread-ის ერთ-ერთი სიმღერის მიხედვით

    ბობ მარლი

    30) ეს „ჩაპლინი კაბაში“ იტალიელი რეჟისორის, ფედერიკო ფელინის ცოლი იყო.

    ჯულიეტა მაზინა

    40) ედუარდ სევრუსის მიხედვით, ეს არის ქალის ოცნება.

    ოცნების ქალობა

    50) ის იყო პირველი ქალი-პოლიტიკოსი, რომელიც მუსულმანური ქვეყნის ხელმძღვანელად აირჩიეს.

    ბენაზირ ბჰუტო

     

     

    II რაუნდი

    თემები: თხების შესახებ, რუსული თემა, სწრაფი თემა, დამხმარე თემა, ვაშლები, ახალი თემა.

    თხების შესახებ

    20) ერთი ვერსიით ის იყო ფერია,  რომელიც კუნძულ კრეტაზე ძუძუს აწოვებდა პატარა ზევსს.

    ამალთეა (კომ. თხა ზევსის შესახებ მითიდან)

    40) საიტმა eurosport.ru-მ ამ ბიბლიური წარმოშვების ფრაზით დაასათურა საფეხბურთო მატჩში ჰამბურგის მიერ კიოლნის განადგურება ანგარიშით 6-2.

    განტევების ვაცები (კომ. კიოლნის ზედმეტსახელია თხები)

    60) ამ ნაწარმოების შესწავლისას ქართულ სკოლებში მოსწავლეებმა უნდა გაანალიზონ რა შედეგი მოჰყვება სიზარმაცეს, იმსჯელონ ადამიანთა თვისებებზე, გაიაზრონ რა შედეგი მოჰყვება სიცრუესა და ჯიუტობას.

    თხა და გიგო

    80) 2009 წლის ფილმი ჯორჯ კლუნის, ევან მაკგრეგორის, ჯეფ ბრიჯისისა და კევინ სპეისის მონაწილეობით, რომელიც ომის თემატიკაზე გადაღებული სხვადასხვა ფილმების პაროდიას წარმოადგენს.

    თხებზე მიშტერებული სპეცნაზი

    100) ამ ლათინოამერიკელ დიქტატორს ზღვარგადასული სექსუალური კავშირების გამო დამამცირებელი ზედმეტსახელი, El Chivo შეარქვეს.

    რაფაელ ტრუხილიო (კომ. ესპანურად El Chivo მამალ თხას ნიშნავს)

    რუსული თემა

    20) რუსულ ჯარში შესატყვისი დებულების მიხედვით, ეს შეძახილი მხოლოდ და მხოლოდ სამჯერ უნდა წარმოითქვას.

    Ура!

    40) ბრიტანული სკეჩ-სერიალის, Little Britain-ის ეს რუსული ანალოგი 2006 წლიდან ტელეარხ ТНТ-ზე გადის.

    ნაშა რაშა

    60) სწორედ მის მიერ 1896 წელს გაგზავნილი ორი რადიოტალღა დაიჭირა ღია კოსმომში თავისი ერთ-ერთი მოგზაურობის დროს იიონ ტიხიმ სტანისლავ ლემის ნაწარმოებში.

    ალექსანდრე პოპოვი

    80) 1917 წელს ნორვეგიის ნობელის კომიმეტი გამოვიდა ინიციატვით მისთვის მშვიდობის პრემიის მისანიჭებლად „მშვიდობის იდეის ტრიუმფისთვის“

    ვლადიმირ ლენინი

    100) დიმიტრი მენდელეევის ამ მოსწავლეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ადრეული ფერადი ფოტოგრაფიის და კინემატოგრაფიის განვითარებაში.

    სერგეი პროკუდინ-გორსკი

    სწრაფი თემა

    20) 1985 წელს გაირკვა, რომ ისინი ყველაზე სწრაფები აღმოჩნდნენ მსოფლიოში.

    რაჭველები

    40) ხორვატმა იოსიპ ბელუშიჩმა 1888 წელს შექმნა ეს მოძრაობის სიჩქარისა და გავლილი მანძილის გამზომი ხელსაწყო.

    სპიდომეტრი

    60) ყველზე სწრაფად ასეთი გოლი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გატანა ებე სანდმა 1998 წელს, ნიგერიასთან თამაშის მესამოცე წუთზე.

    ყველაზე სწრაფი გოლი შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ

    80) ამ ყოფილმა პილოტმა 1970 წელს დაწერა, რომ სისწრაფე იყო ძალაუფლება, სიხარული და წმინდა სილამაზე.

    რიჩარდ ბახი (კომ. თოლია ჯონათან ლივინგსტონი)

    100) მინესოტაში დაბადებული ეს ფეხმარდი ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიო კლასიფიკაციაში 15 ადგლზეა.

    მარდი ფიში

     

    დამხმარე თემა

    20) ამ კლავიშს უნდა დააჭიროთ ხელი თუ კომპიუტერის ხმარების დროს თქვენ დახმარება გჭირდებათ.

    F1

    40) ამ შევარდნისნაირთა რიგის ფრინველის სახელწოდება თავზე არსებული პარიკის მსგავსი შავი ფრთებისგან მოდის.

    ფრინველმდივანი

    60) ეს ევროპული არისტოკრატიული ტიტული ლათინური წარმოშვებისაა და თავისი მნიშვნელობით გრაფის მოადგილეს, დამხმარეს ნიშნავს.

    ვიკონტი (კომ. ლათინური vice-comes)

    80) მისი შექმნის იდეა 1881 წლის 8 დეკემბერს მომხდარი ვენის ოპერის ხანძარი იყო, რომლის დროსაც 479 ადამიანი დაიღუპა.

    სასწარფო სამედიცინო დახმარება

    100) 1985 წლის 13 ივლისს გამართული საკონცერტო მარათონი, რომელიც მიზნად ისახავდა ეთიოპიის მოსახლეთა ფინანსურ დახმარებას.

    Live Aid

    ვაშლები

    20) მის ლოგოტიპზე გამოსახულია „გრენი-სმიტის“ ჯიშის ვაშლი.

    Apple Records

    40)   ნიუ-ორლეანელი ჟოკეების თქმით,  ცხენებს ვაშლი უყვართ, ხოლო ამ ქალაქში გამართული დოღები –  “დიდი ვაშლი” არის.

    ნიუ-იორკი

    60) ამ სახელით ვიცნობთ prominentia laryngea, რომელიც მამაკაცების ხორხისთვის არის დამახასიათებელი.

    ადამის ვაშლი

    80) ამ ქალაქში ყოფნისას დაიწერა  ჯგუფ აკვარიუმის სიმღერა “Отец Яблок” 1993 წელს.

    ალმა-ატა, ალმატი

    100) ჰერაკლეს მეთერთმეტე გმირობა, რომლის დროსაც მას ღამის ასულნი და ფორკისის ნაშიერი, ასთავიანი ურჩხული ლადონი დარაჯობდა,

    ჰესპერიდების ვაშლები

    ახალი თემა

    20) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიხედვით, იგი მერყეობს 15-დან 24 წლამდე.

    ასაკი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ახალგაზრდობა

    40) აქ ლუდვიგ მეორე ბავარიელმა მხოლოდ 172 დღე იცხოვრა.

    ნოიშვანშტაინის სასახლე

    60) 2005 წლის შემოდგომაზე ახალი სამყაროს ამ ახალ ქალაქს ჟანა დ’არკიც კი ვერ უშველიდა.

    ახალი ორლეანი

    80) ჯავახეთის ამ მონაპირემ შამქორის ბრძოლაში  ხელთ იგდო ხალიფის დროშა, რომელიც თამარ მეფემ გელათში ხახულის ღვთისმშობელს შესწირა.

    შალვა ახალციხელი

    100) სწორედ ასეც მოიხსენიებენ ხანდახან კიდევ ბრაზილიის ისტორიის პერიოდის,  Estado Novo-ს, რომელიც 1930-1945 წლებს მოიცავს.

    ვარგასის ერა

    III რაუნდი

    თემები:  ჯოჯოხეთური თემა, ძვირფასი თემა, სპილოების თემა, გაჭრილი თემა, სარკე, კალიფორნიული თემა.

    ჯოჯოხეთური თემა

    30) სტანისლავ ეჟი ლეცის თქმით, ამ ქიმიური ელემენტის ათვისებას ადამიანები ჯოჯოხეთში მოხვედრისთანავე შეუდგებიან.

    გოგირდი

    60) Hack and slash-ის სტილის საკულტო კომპიუტერული თამაში, რომელიც Blizzard Entertainment-მა 1996 წლის 31 დეკემბერს გამოუშვა.

    Diablo

    90) ამ სიმღერის სათაურით უპასუხა ანგუს იანგმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ჯგუფის საგასტროლი ცხოვრების აღწერას ითხოვდა.

    Highway to Hell (კომ. ჯგუფი AC/DC)

    120) ამ პოეტის სახელს და გვარს ატარებს ჯოჯოხეთიდან გამოქცეული ნიკოლას ქეიჯის გმირი 2011 წლის ფილმში „გიჟური სვლა“.

    ჯონ მილტონი (კომ. პოემა „დაკარგული სამთხის“ ავტორი)

    150) ამ ცოდვის განსახიერებაა ფური-ვებ-კომოქს „ჯეკის“ ერთ-ერთი გმირი, ჯოჯოხეთის ბინადარი, ვინმე კაენი.

    შური (კომ. ალუზია ბიბლიურ კაენზე)

    ძვირფასი თემა

    30) 2011 წლიდან ის არის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი ფეხბურთელი.

    ენდი კეროლი (კომ. 40 მილიონი ევრო)

    60) ბუნებრივი ალმასების მომპოვებელი ამ ფირმის დევიზია A Diamond Is Forever – ალმასი მუდმივია.

    De Beers

    90) ამ ფილმისთვის მიიღო ოსკარი მეორეხარისხოვანო ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ამერიკელმა მსახიობმა მო’ნიკმა.

    ძვირფასო, Precious

    120) რონალდ ლაუდერის მიერ 135 მილიონ დოლარად შეძენილი მისი ნახატი „ადელი ბლოხ-ბაუერის პორტრეტი I” ყველაზე ძვირადღრებული ფერწერული ნამუშევარია.

    გუსტავ კლიმტი

    150) ეს სრულიად უსაფრთხო ნივთია და „სიტყვის კონის“ მიხედვით ნიშნავს „საყელოს მოთვალულ მომარგალიტულს“

    მანიაკი

     

    სპილოების თემა

    30) აშშ-ს ამ პოლიტიკური პარტიის მთავარი ოპონენტის სიმბოლოა სპილო.

    დემოკრატიული პარტია

    60)  სწორედ აქ შევხვდებით ოფიცერს, რომელსაც ხანდახან სპილოა, ხან  კუ, ხანაც ეპისკოპოსი.

    ჭადრაკი

    90) 1980 წლის ამერიკული დრამა, რომელიც დაფუძვნებულია ჯოზეფ მერიკის ნამდვილ ამბავზე, რომელიც სხეულის დეფორმაციის გამომწვევი ავადმყოფობით იყო დაავადებული.

    ადამიანი-სპილო

    120) საომარ სპილოებზე ამხედრებულ სარაცინებზე გამარჯვების აღსანიშნავად ამ ევროპულ ქვეყანაში დღესაც გადაეცემა სპილოს ორდენი – უმაღლესი ეროვნული ჯილდო.

    დანია

    150) მილიონი სპილოსა და თეთრი ქოლგის სამეფო  პირველი ფეოდალური სახელმწიფოა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე.

    ლაოსი

     

    გაჭრილი თემა

    30) ეს ბურუსით მოცული, დახლართული საქმე ალექსანდრე მაკედონელმა ხელის ერთი მოძრაობით გადაჭრა.

    გორდიას კვანძი

    60) თქვით „ნაჭერი“ ფრანგულად და მიიღებთ ფულის, ბანკნოტის ან ობლიგაციას აღმნიშვნელ სიტყვას.

    კუპიურა

    90) ჯანო ანანიძის სწორედ ასეთმა საფეხბურთო დარტყმამ არ გაჭრა „მსოფლიო სპორტის“ ერთ-ერთი სტატიის ავტორის აზრით.

    „მაკრატელა“

    120) ის შეიქმნა იმ მოსაზრების მიზეზით, რომ ექიმს შეეძლო ადამიანი „გაეჭრა“ როგორც სიცოცხლის შესანარჩუნებლად, აგრეთვე  სწრაფად და უმტკივნეულო სიკვდილისთვისაც.

    გილიოტინა

    150) ბარუხ ბენ იაკობი თვლიდა, რომ ამის შესწავლა ღმერთის შემეცნების გზას უჩვენებს ადამიანს.

    ანატომია

     

    სარკე

    30) სწორედ მისი ფსიქოპატი სული არის დამალული ლუის კეროლის სარკეში, რომელიც სერიალ Warehouse 13-ის აგენტებმა გადამალეს.

    ალისა

    60) ამ მონარქების ერთ-ერთი რეგალიაა ბრინჯაოს სარკე „იატო-ნა-გამი“

    იაპონიის იმპერატორები

    90) რუსული ვიკიპედიის თანახმად, ანეკდოტებისა და შვანკების წყალობით შუასაუკუნეების ფოლკორის ეს წარმომადგენელი ხოჯა ნასრედინს დაემსგავსა.

    ტილ ულენშპიგელი (კომ. გერმანულად ულენშიპგელი – ბუს სარკე)

    120) 1903 წლიდან მასში დილ-დილაობით ქალბატონების გარდა ბრიტანელი ჯენლტმენებიც იხედებიან.

    Daily Mirror

    150) ველასკესის, ტიციანის და ვერონეზეს შემოქმედების გავლენით, სწორედ მისი სახელი ეწოდა ეფექტს, რომელიც ასახავს ქალის ნახატს, რომელიც იხედება სარკეში.

    ვენერა

    კალიფორნიური თემა

    30) სხვაგვარად მას კორტესის ზღვას უწოდებენ.

    კალიფორნიის ყურე

    60) ამ „დაავადებას“ კალიფორნიაში საფუძველი 1848 წლის 24 იანვარს  ჯეიმს მარშალმა ჩაუყარა.

    ოქროს ციებ-ცხელება

    90) 1956 წელს დაარსებული ეს საკალათბურთო გუნდი მშობლიური შტატის ზედმეტსახელს ატარებს.

    Golden State Warriors

    120) კალიფორნიის ამ უნივერსიტეტში აღმოაჩინეს ქიმიური ელემენტები სიბორგიუმი, პლუტონიუმი, ლოურენსიუმი და კალოფორნიუმი.

    კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი (კომ. აგრეთვე აღმოაჩინეს ბერკლიუმიც)

    150) სწორედ ამ მწერლის პროტოტიპია სერიალ Californication-ის მთავარი გმირი, ბოჰემური საზოგადოების მოყვარული მწერალი ჰენკ მუდი.

    ჩარლზ ბუკოვსკი

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

     

    JEOPARDY!

    დაახლოებით 30 წლის წინ რამდენიმე ტურისტული ლაინერი სამხედრო უწყების განკარგულებაში გადავიდა. ორი თვის განმავლობაში ეს ხომალდები ასრულებდნენ სპეციალური დანიშნულების რეისებს. დაწერეთ ამ რეისების საბოლოო პუნქტი.

     

     

    დაახლოებით 30 წლის წინ რამდენიმე ტურისტული ლაინერი სამხედრო უწყების განკარგულებაში გადავიდა. ორი თვის განმავლობაში ეს ხომალდები ასრულებდნენ სპეციალური დანიშნულების რეისებს. დაწერეთ ამ რეისების საბოლოო პუნქტი.

     

     

    დაახლოებით 30 წლის წინ რამდენიმე ტურისტული ლაინერი სამხედრო უწყების განკარგულებაში გადავიდა. ორი თვის განმავლობაში ეს ხომალდები ასრულებდნენ სპეციალური დანიშნულების რეისებს. დაწერეთ ამ რეისების საბოლოო პუნქტი.

     

     

     

     

     

     

    პასუხი: ფოლკლენდის კუნძულები.

    კომენტარი: 1982 წელს დაიწყო ომი ინგლისსა და არგენტინას შორის. ტურისტული ლაინერები ინგლისელებმა გამოიყენეს სამხედროების გადასაყვანად.

    წყარო:

    «Энциклопедия кораблей», «Полигон», Санкт-Петербург, 1997, ISBN 5-89173-008-1, стр. 76

     

     

     
    • დიოგენე 5:42 am on April 29, 2011 Permalink | Reply

      გამარჯობა,
      მე ვარ გურამ მეგრელიშვილი, წიგნის მაღაზია “დიოგენეს” მენეჯერი.
      ჩვენი მაღაზია დღე-დღეზე გაიხსნება და გახსნასთან ერთად მრავალ საინტერესო აქციას გეგმავს, მათ შორის ერთ-ერთია თანამშრომლობა ბლოგერებთან.

      ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე “მეგობარი ბლოგერი” “მკითხველი”, “მოლი ბლუმი”, “ზურიუსი”, “ზურ.გე”, “დოინ.გე”, “ბექა ადამაშვილი” “ვასასი” და კიდევ რამდენიმე ბლოგერი.
      სიამოვნებით ვითანამშრომლებდით თქვენთანაც, თუკი საამისო ინტერესი გექნებათ.

      პირველ ეტაპზე დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე და თვალი ადევნეთ კონკურსს, რომელიც დღეს უშუალოდ ბლოგერებისთვის გამოცხადდება.

      http://www.facebook.com/diogenebookstore?ref=ts

      პატივისცემით

      • blumgardt 11:48 am on April 29, 2011 Permalink | Reply

        ძალიან სასიამოვნოა :) დიდი მადლობა შეტყობინებისთვის.
        ფეისბუქზეც დაგიმეგობრდებით.

        რატი შუბლაძე

  • რატი შუბლაძე 4:30 pm on March 9, 2011 Permalink | Reply  

    ტროლებს უკვე აეკრათ გუდა ნაბადი თვალუწვდენელი ველებიდან და… 

    ტროლებს უკვე აეკრათ გუდა-ნაბადი თვალუწვდენელი ველებიდან და ცარცის მთებისკენ გაემართნენ გამოსაზამთრებლად.  ველის მკვიდრთ ისღა დარჩენოდათ საკუთარ მიწურებში შეხიზნულიყვნენ და მაგრად დაეგმანათ სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული. ველელებს  უყვართ ძველებური სიბრძნის გამეორება: ცხოვრება იცვლება, მაგრამ არა უბჯობესდება.

    ამბობენ, ის პირველ თოვლთან ერთად მოვიდა მეი’ჰოს ველებზე.

    ზაფხულის განმავლობაში ველს თავსხმა წვიმები რწყავენ; თოვლსა და წვიმას შორის მოქცეულ პერიოდს, რომელიც მნათობის ირგვლივ ერთი ბრუნვის დროს ორჯერ ხდება, მწველი და მშრალი ქარის ქროლვა ავსებს. ასე რომ, ველის მცხოვრებთათვის სეზონის ცვლილება მორგი გამოწვევაა, მეტი არაფერი.

    როგორც ამბობენ, პირველ თოვლს ტროლებისგან დაცარიელებულ მეი’ჰოს ველს მენესტრელი მოჰყვა.

    მეი’ჰო მოკლებულია წყლის ბუნებრივ რესურსებს. წვიმების დროს შეგროვებული ან თოვლის დნობის შედეგად მიღებული წყალი ძალიან მნიშვნელოვანია ველელებისთვის.  მართალც, გასაოცარია, როდესაც მწვანე, მობიბინე ბალახით  განფენილი, მთებს შორის მოქცეული ზეგანი მოკლებულია მდინარეებსა თუ წყალსატევებს.

    ჯერ კიდევ მწვანე ველი თოვლის ფანტელში იყო გახვეული, როდესაც ქარის წისქვილს წვეროსანი მიუახლოვდა.

    მეი’ჰო ცნობილია საკუთარი სათბურებით. ადრე ველის მკვიდრნი მესაქონლეობით ირჩენდნენ თავს, სანდლებიანი და შუბიანი მხედრების შემოსევის დროს გადაბუგული ველებისა და გადამწვარე მიწურების გარდა, ველს სათბურის აშენების ტრადიციაც დარჩა. არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო, სათბურში მოწეული ბოსტნეული ერთადერთი ნორმალური საკვებია.

    თოვლის ფანტელში გახვეულ წისქვილს წვეროსანი შავი ტყით შემოსილი მთების მხირდან მიუახლოვდა.

    მარცვეული მეი’ჰოში სანდლებიანი მხედრების ქვეყნიდან შემოაქვთ. ყოველ სოფელში მდებარე წისქვილი  უდიდესი მნიშვნელობის ობიექტია. როგორც წესი მშვიდობისმოყვარული ველის მკვიდრნი ამ შენობას თვალისჩინივით უფრთხილდებიან და სოფელში არსებული იშვიათი საბრძოლო აღჭურვილობით მოსავენ წისქვილი მცველს.

    წვეროსანი შავი ტყიდან წისქვილს მოუახლოვდა თუ არა, იქვე წაბარბაცდა, ჩაიმუხლა და წაიქცა.

    მეი’ჰოში გაურბიან სიკვდილზე საუბარს.  მეტიც, ტროლებს ველის მცხოვრებნი უკვდავებად მიიჩნევენ. ტროლები ველის მცხოვრებლებთან შედარებით იმდენად დიდხანს ცხოვრეობენ, რომ ველელები ვერც კი ამჩნევენ მათი განსხეულების (ტროლის სულის გადანაცვლება სეი’ჰლოში) შედეგად როგორ იქცევიან ტროლები ქვის სვეტებად. რაც შეეხება ველის მცხოვრებთ, ისინი იმდენად მიჯაჭვული არიან საკუთარ სხეულს, იმდენად არ სურთ მუნ’ჰლოში გადანაცვლება, რომ ვერც კი ამჩნევენ როგორ იფიტებიან და ჭკნებიან. მეი’ჰოს ველის მცხოვრებნი მიჯაჭვული არიან საკუთარ წისქვილებს, სამიკიტნოებსა და სათბურებს. მათ მეტი არც აინტერესებთ.

    წაქცეული წვერონს ხელში არფა ჰქონდა, თავზე კი გამხარი ტოტებისა და დამჭკნარი ყვავილებისგან შექმნილი გირგვინი ედგა.

    ლეგენდები ჰყვებიან ამბავს, რომ მარცვეულით მოვაჭრე ველელის შუა შვილი, მოუხერხებელი და ცნობისმოყვარე რვულფი ერთხელ მშობლისგან დაუკითხავად გაჰყვა ტროლებს გამოსაზამთრებლად.  რამდენიმე ბრუნის შემდეგ დაბრუნებული , უკვე ცალთვალა რვულფი მთების გადაღმა არსებულ სასწაულებზე, მდინარეებსა და  ჩანჩქერებზე გაუჩერებლად ღიღინებდა, მღეროდა და ჰყვებოდა. მუდამ ახსენებდა ტროლების ლეგენდარულ 13 ფერისგან შემდგარ ცისარტყელას და იკვეხნიდა, რომ ოდესმე აუცილებლად ნახავდა მას.

    წაქცეულის მისაშველებლად მოსულმა წისქვილის მცველმა მხოლოდ შემდეგ შეამჩნია წვეროსნის სახეზე სიცარიელი მარცხენა თვალის ბუდეში.

    თოვლის პირველ მოსვლასთნ ერთად რვულფი თავს ცუდად გრძნობდა. მუდამ მხიარული ველელი უცებ მოიწყენდა და საკუთარ თავს ვერ პოულობდა.  ბოლოს, ვეღარ გაუძლო ცდუნებას და საკუთარ მეგობარს, ტროლ ჰუსტაროგს გაჰყვა ცარცის მთებისკენ. მის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

    მძიმედ მსუნთქავმა წვეროსანმა მცველს თავისი ეული თვალი მიაპყრო და სულის განტევებამდე მხოლოდ სამი სიტყვა თქვა: მე ის ვნახე.

    ამბობენ ის პირველი ველის მკივდრი იყო, რომელიც საკუთარი ნებით მოკვდა. თუმცა, ველელებს არ უყვართ ამ ისტორიის გახსენება. მართლაც, ვის აინტერესებს მსგავსი სისულელეები.

     
  • რატი შუბლაძე 6:58 am on March 2, 2011 Permalink | Reply
    Tags: ეინდჰოვენი, ვიოლინო, იფეგენია ტავრში, მობი დიკი, ნობელი, პალპატინი, რენო, სიმთვრალე, ფეისბუქის სტატუსები, ფილიპსი, ფრიდა კალო, შარლ პერო, djvu ფორმატი, Stfu n00b. I pwn3d j0r @ss   

    დალევის შესახებ 

    მეორე ეპიგრაფი

    ‎-Выберите пол
    -Пол Маккартни

    მესამე ეპიგრაფი

    Beer is proof that God loves us and wants us to be happy.
    — Benjamin Franklin

    პირველი ეპიგრაფი

    17 year old Marty McFly got home early last night. 30 years early.

    როგორც მინიმუმ, არსებობს ვიოლინოს ხემის დაჭერის სამი ტიპი: ძველებური (“გერმანულ”), ახალი (“ფრანკო-ბელგიური”) და უახლესი (“რუსული”).  თუმცა urbandictionary.com-ის მიხედვით არსებობს “ხემის” დაჭერის კიდევ ერთი ხერხი – რუსული ვიოლინო. ლექსიკონის მიხედვით, “რუსული ვიოლინო” არის სიტუაცია, როდესაც მამაკაცი სვამს ძალიან ბევრ არაყს და შემდეგ გადაწყვეტს სექსით დაკავდეს, თუმცა ვერ აგნებს პარტიორის ვაგინას, სასქესოორგანმომარჯვებული ისე  დაეძებს მას,  თითქოს ვიოლინოზე უკრავსო.

    ვიოლინოს ხემის დაჭერის ზემოთ აღწერილი  მეთოდი ფრიად მომხიბლავია იმ ადამიანებისთვის, ვისაც კარგად განვითარებული ფანტაზია აქვს.   რამდენიმე ჭიქის შემდეგ, შედევრის შექმნაც კი შეიძლება.

    ხუთი ჭიქის შემდეგ, ერთმა ნაადრევად დაყრუვებულმა ბონიდან კლასიკური მუსიკის შედევრიც კი შექმნა. თუმცა, სიმთვრალეში რას არ გააკეთებს ადამიანი. მთვრალს შეიძლება ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის, PSV Eindhoven-ის დამაარსებლად ჰოლანდიელი ნობელიანტი მედიცინასა და ფიზიოლოგიაში, დოქტორი ვილემ ეინთხოვენი გეგონოთ, მას შემდეგ რაც მასზე დაწერილ სტატიას წააწყდებით ვიკიპედიაში ხეტიალის დროს.  არადა, ფხიზელ მდგომარეობაში თქვენ ყველას შეგიძლიათ დაუმტკიცოთ, რომ ეს საფეხბურთო გუნდი ჰოლანდიურ ქალაქ ეიდნჰოვენში არსებული ფილიპსის ქარხნის მიერ არის დაარსებული.

    სიმთვრალეში ბევრი რამ შეიძლება გააკეთოთ: მოიგოთ საგზური მოლდოვის კუნძულებზე, წაიკითხოთ “მობი დიკი ანუ თესლი ვეშაპი”, წიგნის djvu ფორმატში კითხვისას დეჟავუ განიცადოთ, მოუსმინოთ კურტ კავეინს, მსოფლიოში საუკეთესო დიქტატორის, პოლ პოტ(ინ)ი -ს, მემუარები იყიდოთ სადღეღამისო აფთიაქში, მიირთავთ ულტრაიისფერი ზღმარტლი, გახდეთ კარტოფილი (კარტოფილია ანუ კარტის თამაშის სიყვარული), ფრანგულად წაიკითხოთ Charles Renault-ის ზღაპრები, ლიტერატურით გატაცებულმა კვლავ გადაიკითხოთ გოეთეს (ნ)იფეგ(ა სებ)ენია ტავრში.  იამაყოთ იმით, რომ უმუშევარი ბრძანდებით. მხოლოდ მთვრალმე გაიგოთ, თუ რა დავწერე ამ აბზაცში (თუ რამე ვერ გაიგეთ, მოთმინებით აგიხსნით :D).

    ცოდვის (ფრიდა) კალო დაატრიალოთ ტუალეტში, და არა მარტო, შესვლისას (და ძალიან კარგადაც იცით, რა ვიგულისხმე ამაში :D)

    რაც მთავარია, სიმთვრალეში თავი უნდა იგრძნოთ ბედნიერად, როგროც მე.  მე ხომ ჩემი გელფრენდი და მისი შეყვარებული მგულშემატკივრობენ და მამხნევებენ.

     
    • lomski 7:13 am on March 2, 2011 Permalink | Reply

      :D :D :D

    • likanto 8:39 am on March 2, 2011 Permalink | Reply

      :D :D

    • Freddie Krueger 9:37 am on March 2, 2011 Permalink | Reply

      :D

      cudad var! :lol:

    • endeblogi 10:41 am on March 2, 2011 Permalink | Reply

      :D

    • anushka 10:24 pm on March 2, 2011 Permalink | Reply

      )) ესეიგი არაფერი ჯობია სიმთვრალეს : )) მითუმეტეს როცა სხვას შენი შუბლი უჭირავს და ადიელით დაგდევს :))

      • blumgardt 12:01 am on March 3, 2011 Permalink | Reply

        ეს აღმზრდელობითი პოსტი იყო. არ უნდა დათვრე!!! :D

  • რატი შუბლაძე 3:55 pm on February 27, 2011 Permalink | Reply
    Tags: ბეჭდების მბრძანებელი, ერაზმუს როტერდამელი, თომას მორი, მორია, ტოლკიენი   

    სულელური პოსტი 

    პოსტი ეძღვნება მორიის აღმოსავლეთით მცხოვრებ უძველსს ნოლდორს.

    მოგზაურობა, ერთი ჩემი მეგობრის (ცხონებული) თქმის არ იყოს, კარგი საქმეა. ზოგიერთი მუზეუმებს სტუმრობს, ზოგიც წითელი ფარნების ქუჩას. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც იტალიიდან ინგლისში გასავლელ რთულ, ტალახიან და სახიფათო, თითქმის შუასაუკუნეებრივ გზას ეტლში წიგნის წერით ამსუბუქებენ. 1509 წელს დაწერილი და 1511 წელს დაბეჭდილი წიგნი, “სისულელის ქება” ერაზმუს დეზიტერიუს როტერდემელმა თომას მორს მიუძღვნა. თომასი  და ერაზმუსი კარგი მეგობრები იყვნენ, თუმცა წიგნის მიძღვნის საბაბი მის სახელწოდებაში იმალება.

    Morias Enkomion – წიგნის ბერძნული სახელწოდებაა. მორია ბერძნულად სისულელეს ნიშნავს.  ერზამუსს უყვარდა კალამბურები.

    Morias Enkomion – ეძღვნება თომას მორს.

     

    გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მორია ბეჭდების მბრძანებლის ერთ-ერთი გეოგრაფიული ადგილია. მორია წიგნში განვითარებულ მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე, განვითარებლი,  წარმატებული და ძლიერი ჯუჯათა სახელმწიფო იყო.  შემდეგ, ძვირფას ლითონებზე დახარბებულმა ჯუჯებმა, მითრილის მოპოვების დროს უძველეს დროს გაყუჩებული და უკვე თითქმის დავიწყებული ბარლოგი გააღვიძეს.

    ამის შემდეგ მორია გაუკაცურდა და ორკების და გობლინების სამყოფელი გახდა. სწორედ ასეთი, ნეგატიური რეპუტაციის მქონე ადგილის წინ დაბანაკებულ ბეჭდების საძმოს არჩევანის გაკათება უწევს. უკან დახევა თუ მორიის გავლით გზის გაგრძელება.  ერთ-ერთ მომენტში, გიმლი – შუახმელეთელი ჯუჯა – გენდალფს მოუწოდებს მორიისგან თავის შორს დაჭერას. მისი აზრით,  მორიაში შესვლა უდიდესი სისულელეა.

    არ ვიცი, რა პრინციპით შუერჩია ნისლა მთების ქვეშ არსებულ სამეფოს სახელი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინმა, თუმცა თვით მისი სახელიც კი აფრთხობს წიგნის მკითხველს. მორია – ეს სისულელეა.

    თუმცა, ხანდახან სისულელესაც მივყავართ ჭეშმარიტებამდე.

     
  • რატი შუბლაძე 8:51 am on February 24, 2011 Permalink | Reply  

    იკებოდისა და მისტერ ტოდის თავგადასავალი 

    ჩემი ყოველი 14 თებერვალი უინტერესო იყო. 2011 წელს კი რაღაცნაირად სხვაგვარი და გამორჩეული გამოვიდა. 14-ში დილით, 11 საათზე გამეღვიძა სხვის სახლში, სხვის საწოლში. თავიდან დავიბენი. თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი აღვიდგინე. წინა დღეს, მე ხომ ჩემს კლასელთან გავედი, მერე ბევრი დავლიეთ და კიდევ ერთხელ დავლიეთ (ამასობაში კი მე, როგორც ყოველთვის, დიდი და მიუტევებელი შეცდომა დავუშვი).

    14-ში მე და ჩემს მეორე მეგობარს შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი. არ აქვს მნიშვნელობა, რა მქვია მე ან ჩემს მეგობარს. პირობითად: მე – როზენკრანცი, ის  – გილდეშტერნი.  თავს ძალა დავატანე (არადა, თავი მისკდებოდა), სადღაც პირველისთვის ავდექი, ყავა დავლიე და გავეშურე ქარიანი დიღმიდან მტვრიან კოლმეორნეობაზე ჩემს გილდეშტერნთან შესახვედრად. რა თქმა უნდა, ის იგვიანებდა.  ამასობაში გუშინ ჩადენილ სისულელეზე პასუხიც მომივიდა. ცუდი (ჩემთვის) პასუხი.  რა უნდა ვქნა-თქო, გავიფიქრე და მობილური ჯიბეში ჩავაცურე.

    როგორც იქნა, ის მოვიდა. გავქუსლეთ პირველივე სახინკლეში.  რამდენიმე პოტენციური სახინკლიდან გილდეშტერნმა სწორედ ისეთი შეარჩია, სადაც ლუდი არ ჰქონდათ. იმ დღეს აშკარად გვიმართლებდა.  მე ბახუსი მტანჯავდა, მას ცხოვრების ამაოება და გადავწყვიტეთ ველიამინოვზე, აი, ასეთ ადგილას წასვლა:

    ჩახუთული გარემო, სიგარეტის აუტანელი სუნი (მე ისე ცუდად ვარ, ყველაფერზე გული მიმდის). მეჩვენება, რომ ლუდს მარილის გემო აქვს და ხინკალი კიდევ ტკბილია. ცოტაც და, გული ამერევა. გილდეშტერნი ხვდება ყველაფერს და წასვლას მთავაზობს. საჩვენებელი, რამდენიმე უარის შემდეგ, მე წამოვდექი და გარეთ გამოვედი.

    როდესაც თითქმის გადაწყვეტილი გვქონდა სახლში წასვლა, რატომღაც გასეირნება გადავწყვიტეთ. ვიწრო და დანაგვიანებული ქუჩები. ავარიული სახლები და მათხოვრები. თავი სამოთხეში გვგონია. ავარიული სახლის გასამაგრებლად კონსტრუირებული მახინჯი და უსისტემო კრინის ნაგებობა თანამედროვე არქიტექტურის შედევრი გვგონია. მის ქაოტურ კონსტრუქციაში პოსტმოდერნული ადამიანის ყოფაა ასახული. დაჟანგულ და გაღუნულ კრინის ძელებში თანამედროვეობის სულიერი კრიზისის, დაჩაჩანაკებას და დაღმასვლას ვხედავთ.  მთლიანად, მთელი ეს ჯართის ხროვა უსარგებლოა, გამოუსედეგარი, რადგან შენობა მაინც დაინგრება. მგონია, საკუთარი თავი დავინახე ამ საცოდავ ქმნილებაში.

    ქართული და იტალიური არქიტექტური მშვენება, მშვიდობის ხიდი მშვიდად გამდინარე მტკავრზე. ცდუნებას ვერ ვუძლებთ და მისკენ მივემართებით. ხიდისკენ მიმავალ გზაზე, გილდეშტერნმა მდინარის მეორე მხარეს მშენებარე (თუ უკვე აშენებულ) პარკს და კულტურული დასვენების ადგილს მოჰკრა თვალი. როგორც იცით, მის ქვეშ საავტომობილო გვირაბია, რომელიც შინდისფერი ფარდები დაკიდებული. ჩემი თანამგზავრი უცებ რომში აღმოჩნდება, შორს გაიხედავს და ხელოვნურად აშენებული კლდე სემირამიდას ბაღები ჰგონია. ცოტაც, და ოქროს შუალედს იპოვის მათ შორის, ის ალექსადრე მაკედონელია.

    აღარ მახსოვს, რა მოხდა შემდეგ, ალბათ, როგორც ყოველთვის, რაიმე უსახური ხუმრობით განვმუხტე სიტუაცია. ხიდზე გადასხვლისას ქუჩის  საავტომობილო ნაწილზე დაგდებული ხის ჩარჩო შევნიშნეთ. ეს ჩარჩო ჩვენი შეზღუდული ყოფის ილუსტრაციად გვენიშნა. მანქანა, რომელიც ამ ჩარჩოს  გადაუვლიდა და გატეხდა, არღვევდა საზღვრებს, ტაბუს, აკრძალვებს, მორალურ იმპერატივებს. მისი პატრონი თავისუფლებას მოიპოვებს. ფეხქვეშ გათელავს ცრურწმენებს და სიძულვილს. ამაოდ დამაშვრალნი, ვუცქრედით ამ ჩარჩოს, რომელიც მალევიჩის კვადრატისგან განსხვავებით, ე.წ. “სველი ასფალტის ფერი იყო”.  არა, ჩვენთან თავისუფლება არავის უნდა, ამბობს გილდეშტერნი. არ უნდათ, ვეთანხმები მე, საბურავებს უფრთხილდებიან.

    ლუდ და ნაბეღლავ ჩახუტებულნი ნარიყალას მივაშურებთ. ის მეათასჯერ, მე პირველად. გზაში ვხუმრობთ, 14 თებერვალს ორი ბიჭი მარტოდ მარტო გადის შეყვარებულთა და ზასაობას მოწყურებული წყვილების გოლგოთას. თან, გულში ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია, როზენკრანცის/გილდეშტერნის ადგილას, ხომ ის შეიძლებოდა ყოფილიყო. ხომ შემეძლო ეს დღე მასთან გამეტარებინა, სადმე, მყუდრო ადგილას,  ცხელ შოკოლადთან ან გემრიელ პიცასთან ერთად კომპანიაში. მაგრამ არა, ახლა ქარი ძველბში ატანს, თითები გვეყინება და კაცმა არ იცის, სად მივდივართ.

    სიმართლე ითქვას, ხედს არაუშავს ნარიყალადან. განსაკუთრებით კარგი სანახავია ყვავების (თუ ყორანი? დღემდე ვერ გავარკვიეთ) გუნდის ხილვა, რომელიც მეტეხედან ჩვენსკენ მოისწრაფვის.  გზა გავაგრძელეთ, მოსიყვარულე წყვილები დავაფრთხეთ, ზოგს, კინააღამ ენა გადაეყლაპა შიშისგან. (თუმცა, საკითხავია, ვისი ენა ვის მუცელში აღმოჩნდა).  გილდეშტერნი ლუდს სვამს, მე ნაბეღლავს. ვაკვდებით გარემოს, ვსაუბრობთ ერთმანეთის გასაჭირზე. ნელ-ნელა ბეთლების უბანში ვეშვებით. ისევ ვიწრო ქუჩები, ისევ დანაგვიანებული ჩიხები.  საიდანღაც მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ეკლესიათან აღვმოვჩნდით.  უკანასკნელი სტუმრები ვართ. გასაოცარი სიმშვიდეა, ცოტათი ჩახუთული. დავწყნარდით, თითქოს რული გვეკიდება.  პადრე, საკუთარი ქცევით (კარების დაკეტვა, შუქის ჩაქრობა და გასაღების ამოღება) გვაგრძნობინებს, რომ წასვლის დროა, მისი წასვლის დრო და თითქოს გვეუბნება, შემდეგ ჯერზე ბიჭებო, შემდეგ ჯერზეო.

    ძალაუნებურად ვტოვებთ ამ პარმის სავანეს. ჩვენი გზა სრულდება, უკვე ბნელა.

     
    • lomski 12:32 pm on February 24, 2011 Permalink | Reply

      kargia :)

    • chankotadze 2:42 pm on February 24, 2011 Permalink | Reply

      ააჰ, ეს შენ და ბარქაიას გქონდათ ასეთი ვალენტინობა? :დ

    • The Beauty of (Not) Biking in Winter 1:04 pm on March 2, 2011 Permalink | Reply

      ააჰ, ეს შენ და ბარქაიას გქონდათ ასეთი ვალენტინობა? :დ
      +1

      • blumgardt 3:31 pm on March 2, 2011 Permalink | Reply

        კი, ჩვენ გვქონდა :D

  • რატი შუბლაძე 7:55 am on February 24, 2011 Permalink | Reply  

    Nouvelle collection feat my bro… 

    მე და ჩემი ძმის ერთობლივი ნამუშევარი, გასართობი.

    პირველი რაუნდი

    რობოტები

    10) ამ მსახიობის გმირი მხოლოდ 18 სცენაში საუბრობს ჯეიმს კემერონის 1984 წლის ფილმში

    არნოლდ შვაცნეგერი

    20) 2004 წლის  ფილმში ამ ამერიკელმა, შეიძლება ითქვას რომ, გვაუწყა – მე ვარ რობოტი

    უილ სმიტი

    30) სწორედ ამ მწერლის საპატივცემულოდ მისცეს სახელი კორპორაცია „ჰონდა“-ს მიერ შექმნილ რობოტ ASIMO-ს

    აიზეკ აზიმოვი

    40) ამ სახელით ვიცნობთ რობოტს „ნაგვის შემგროვებელი და დამფასოებელი – დედამიწის კლასი“ 2008 წლის მულტფილმიდან.

    WALL-E

    50) მულტსერიალ ფუტურამას ეს გმირი ამტკიცებს, რომ იგი სრულებითაც არ არის ძუნწი, მას სისხლის ჩაბარებაც კი შეუძლია.

    ბენდერი

     

    ეგვიპტე

    10) შევარდნის გარეგნობის ეგვიპტური ღვთაება, დასაბამიდან ცისა და მზის ღმერთი, რომელმაც მამის სისხლი აიღო და მძიმე ბრძოლების შემდეგ მოკლა საკუთარი ბიძა, სეთი.

    ჰოროსი, ჰორი

    20) სწორდ ასეთი ფერის წყალსატევი მდებარეობს ეგვიპტესა და საუდიs არაბეთს შორის.

    წითელი ზღვა

    30) რევოლუციამდელ რუსეთში ეს ჟარგონული სიტყვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგნელების აღმნიშვნელი იყო.

    ფარაონი

    40) სუეცის არხის გახსნასთან დაკავშირებით  ეგვიპტის მთავრობამ კაიროში საოპერო თეატრი ააგო და მას საზეიმო ოდის შექმნა სთხოვა.

    ჯუზეპე ვერდი

    50) ამ ეგვიპტელი ფეხბურთელის სახელი ნუ შეგიყვანთ შეცდომაში – ამჟამად ის დორტმუნდის ბორუსიას ღირსებას იცავს.

    მოჰამედ ზიდანი

     

    მოღალატე თემა

    10) სწორედ მას ეძღვნება  რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ინგლისურ ქალაქში გამოჩენილი წარწერა “JUDAS SCUN”.

    ფერნანდო ტორესი

    20) მას ეკევა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა სხვადასხვა რეჟიმის დროს, დაწყებული დირექტორიიდან დამთავრებული ლუი-ფილიპის მთავრობით. შემდგმში მისი გვარი მედროვეობისა და უპრინციპობის სინონიმი გახდა.

    ტალეირანი

    30) თუ კომპანია Unilever-ის მიერ წარმოებულ დეზოდორანტს დავუჯერებთ, ის არასდროს გვიღალატებს.

    Rexona

    40) სწორედ ეს აზნაური მიეგება მტერს და მეგზურობა გაუწია ფარცხისის ბრძოლის დროს.

    კახაბერ ყორღანაშვილი

    50) როგორც რელიგიისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლის სიმბოლოს, მას ძეგლიც კი დაუდგეს 1921 წელს ქალაქ ტამბოვში.

    იუდა

     

     

    მატრიცა …სე…

    10) HBO-ს არხზე 1998—2004 წლებში ტრანსლირებული სერიალი, რომლის მთავარ როლებში თამაშობდნენ კრისტინ დევისი, სინტია ჯექსონი, კიმ კერტელი და სარა ჯესიკა პარკერი

    სექსი დიდ ქალაქში

    20) 1906 წელს ქალაქ როჩესტერში დაარსებული ამერიკული კორპორაცია, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ასლგადამღები აპარატურის მწარმოებელი.

    ქსეროქსი

    30) ამ ესპანური გუნდის ერთ-ერთი მეტსახელი ჯოაკინო როსინის, პიერ ბომარშეს და ფიგაროს უკავშირდება.

    სევილია

    40) დათო ტურაშვილის ნაწარმოები, რომელიც 1983 წელს თვითმფრინავის გატაცების ამბავს ეძღვნება.

    ჯინსების თაობა

    50) ეს სიტყვა „შეცდომით წოდებულს“ ნიშნავს და არის ადამიანის გამოგონილი, ალტერნატიული სახელი.

    ფსევდონიმი

    შავი თემა

    10) არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვდრისას.

    შავი ხვრელი

    20) 1968 წელს ბირმინგემში დაარსებული ჰევი-მეტალის შემსრულებელი ჯგუფი, რომლესაც საბჭოთა კავშირში სატანისტობას, შავი მაგიის მიმდევრობას და უგემოვნებას აბრალებდნენ.

    Black Sabbath

    30) 2010 წლის ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერი, რომლის მოქმედება ვითარდება გედების ტბის გარშემო ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საბალეტო სტუდიაში.

    შავი გედი

    40) ბერძნული კოლონიების გავრცელების შემდეგ იგი არასტუმართმოყვარედან სტუმართმოყვარე გახდა.

    შავი ზღვა

    50) პოპულარული urban legend, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა შეთქმულების თეორიებთან, მაგალითად უცხოპლანეტელებთან და ადამიანების გატაცებებთან.

    ადამიანები შავებში

    მეორე რაუნდი

    სამეფო თემა

    20) 2010 წლის ბრიტანული ისტორიული დრამა, რომელმაც ოსკარის 83-ე დაჯილდოებაზე ფილმმა ყველაზე მეტი, 12 ნომინაცია დაიმსახურა.

    მეფის სიტყვა

    40) პოპულარული ბანქოს თამაში, რომელსაც რუსეთში ხშირად „პრეფერანს ქალებისთვის“ უწოდებენ.

    კინგი

    60) მან საკუთარი ოცნების შესახებ 300 ათას ამერიკელს უამბო 1963 წელს ლინკოლნის მემორიალთან.

    მარტინ ლუთერ კინგი

    80) მისი სახელი მოდის ბერძნულიდან, რაც ნიშნავს პატარა მეფეს. აქვს მამლის თავი, გომბეშოს თვალები და გველის კუდი.

    ბასილოსკო

    100) პირველად იგი ფერნანდო მედიჩის სამეფო კარის კლავესინისტმა, ბართოლომეო კრისტოფორიმ შექმნა.

    როიალი

    მწვანე თემა

    20) სწორედ ამ ქვეყანაში მოხდა მწვანე რევოლუცია 1969 წელს.

    ლიბია

    40) ირლანდიური ფოლკლორის პერსონაჟი, რომელიც ტრადიციულად გამოისახება პატარა კაცუნას იერით, რომელსაც მწვანე კოსტუმი და ქუდი ახურავს.

    ლეპრეკონი

    60) სტივენ კინგის რომანის მიხედვით 1999 წელს გადაღებული ფილმი, ლუიზიანაში მდებარე სიკვდილმისჯილთა კამერების ბინადრების ცხოვრებას ასახავს.

    მწვანე მილი

    80) ეს სამარკო ღვინო იწარმოება 1938 წლიდან და განეკუთვნება ღვინის თეთრ და მშრალ კატეგორიას.

    მანავის მწვანე

    100) ერთი ვერსიით, ეს სიტყვა მას შემდეგ წარმოიშვა, როდესაც მექსიკელებმა მწვანე უნიფორმებში ჩაცმულ ამერიკელ ჯარისკაცებს სახლში წასვლისკენ მოუწოდეს.

    გრინგო

     

    ლურჯი თემა

    20) ბლუზის ჟანრის შემსრულებელი ჯგუფი, რომელიც კომიკოსი დენ ეიკროიდმა და ჯონ ბელუშიმ დაარსეს.

    ძმები ბლუზები

    40) მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგიას წარმოადგენს. იგი საშუალებას იძლევა გადაიცეს მონაცემები 720 კბ/წმ სიჩქარით, ყოველგვარი დამაკავშირებელი სადენების გარეშე სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს შორის.

    Bluetooth

    60) ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა, რომელიც საბრალო შინაური ცხოველის და უგულო მეპატრონის შესახებ მოგვითხრობს.

    მაგდანას ლურჯა

    80) შარლ პეროს ამ ზღაპრის ერთ-ერთი პროტოტიპი ფრანგი მარშალი და ბარონი ჟილ დე რე იყო.

    ლურჯწვერა

    100) ამ აზიური ქვეყნის პოეტური სახელწოდებაა „ლურჯი ცის ქვეყანა“.

    მონღოლეთი

     

    ცხოველები

    20) ეს მფრინავი ვირები სერია ა-ში „მარკ ანტონიო ბენტეგოდის“ სტადიონზე ასპარეზობს.

    კიევო

    40) ნიუკასლში დაარსებული მუსიკალური კოლექტივი, რომელმაც სახელი სიმღერით The House of the Rising Sun გაითქვა.

    The Animals

    60) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძაღლი, რომელმაც 1925 წელს დიფტერიის ეპიდემიის დროს უამრავი ბავშვი გადაარჩინა.

    ბალტო

    80) პირველად ხილვის შემდეგ, ჩინელმა მოგზაურებმა ამ ცხოველს ჯიბიანი დიდი ვირთხა უწოდეს.

    კენგურუ

    100) 1963 წლიდან არსებული მოკლემეტრაჟიანი მულტიპლიკაციური სერიების გმირი, რომელიც გამოირჩევა დაკვირვებულობით, ცოტაოდენი გულუბრყვილობით და უცნაური ფერით.

    ვარდისფერი პანტერა

     

     

    მატრიცა …და…

    20) მას ძირითადად ახასიათებს ქვიშიანი ან ქვა-ღორღიანი რელიეფის ზედაპირი, ზაფხულის მაღალი ტემპერატურა, ნალექების უმნიშვნელო რაოდენობა, ღარიბი ნიადაგი და მცენარეულობა.

    უდაბნო

    40) ყველაზე ბრძენი, ყველაზე მამაცი და ძლიერი ჯედაი, რომელიც ლუკ სკაიუოკერის მასწავლებელი გახდება ვარსკვლავურ ომებში.

    იოდა, მასტერ იოდა

    60) უკრაინის ერთპალატიანი პარლამენტი, რომლის  დაკომპლექტება ხდება პროპორციული სისტემით, 5 წლის ვადით.

    რადა

    80) რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის 1979 წლის სპექტაკლი, რომელშიც მთავარ როლს რეზო ჩხიკვიშვილი თამაშობს.

    დარაბებს მიღმა გაზაფხულია

    100)“ არცოდნა არ არის არგუმენტი.“ თქვენ მოისმიმეთ სწორედ ლათინური ეს.

    ანდაზა

     

     

    მესამე რაუნდი

    მესამე თემა

    30) ქრისტიანული ღვთისმეტყველების უმთავრესი დოგმატი, რომლის მიხედვით, ღმერთი ერთი თავისი არსებით, მაგრამ „სამგვამოვანია“

    სამება

    60) მათი მთავარი დევიზია – „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“.

    სამი მუშკეტერი

    90) ეს სამთავიანი ძაღლი ჰადესის საუფლოს დარაჯობდა.

    ცერბერი

    120) ბერთოლდ ბრეხტის ეს „იაფი“ ნაწარმოები 1928 წელს დაიწერა ედუარდ ჰაუპტმანთან თანამშრომლობით.

    სამგროშიანი ოპერა

    150) ის ძვ. წ. აღ. 41 წელს შეიქმნა და მასში მარკუს ანტონიუსი, ოქტავიანი და მარკუს ემილიუს ლეპიდი შედიოდნენ.

    მეორე ტრიუმვირატი

     

     

     

     

    კვირის დღეები

    30) იგი რობინზონ კრუზოს ერთგული თანამგზავრი გახდა უკაცრიელ კუნძულზე.

    პარასკევა

    60) დორტმუნდის ბორუსიის ეს სერბი მოთამაშე შაბათობით გამორჩეულად თამაშობს.

    ნევინ სუბოტიჩი

    90) ამ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბრის პირველ სამშაბათს იმართება.

    აშშ

    120) ძველ რომში ეს დღე მერკურის ეძღვნებოდა, გერმანულ სამყაროში კი ოდინს.

    ოთხშაბათი

    150) ამ შუააზიური ქვეყნის დედაქალაქის სახელი სპარსულიდან ნიშნავს „ორშაბათს“.

    ტაჯიკეთი

     

     

    მატრიცა …არ…

    30) ბერძნულ მითოლოგიაში გმირთა ჯგუფი, რომელთაც ტროას ომამდე იასონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად.

    არგონავტები

    60) ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, რომელიც 1872-1878 ჰოენჰაიმისა და ჰალეს უნივერსიტეტებში სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას.

    დავით სარაჯიშვილი

    90) გეომეტრიული ფორმების შერწყმა, რომლებიც ასახავს მცენარეებისა და ცხოველების ფორმებს  ისლამურ კულტურაში.

    არაბესკი

    120) ეს იაპონური სიტყვი ორი ნაწილისგან შედეგება: პირველი მათგანი ნიშნავს ცარიელს, მეორე ორკესტრს.

    კარაოკე

    150) ასე ჰქვია წინადადების არამთავარ წევრს, რომელიც ჩვეულებრივ ზმნას ახლავს და გვიჩვენებს, თუ სად, როდის, როგორ, რატომ ან რისთვის ხდება მოქმედება.

    გარემოება

    საფეხბურთო თემა

    30) პირდაპირი მნიშვნელობით ეს ნიშნავს „ურდულს“, მსოფლიოში კი ცნობილია როგორც გაძლიერებული დაცვითი თამაში იტალიურ ფეხბურთში.

    კატენაჩო

    60) ფრანგული სპორტული ჟურნალი, რომელიც ოქროს ბურთის პრიზს გადასცემდა ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელს.

    France Football

    90) ლექსი ალექსანდერის ეს ფილმი ვესტ ჰემისა და მილუოლის ფანებს შორის დაპირისპირებებს აღწერს.

    მწვანე ქუჩის ჰულიგნები, Green Street

    120) ეს ფრანგი მწერალი ალჟირის უნივერსიტეტის ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში ოთხი სეზონის განმავლობაში, 1928-1932 წლებში თამაშობდა.

    ალბერ კამიუ

    150) ამ ევროპული საფეხბურთო გუნდის მეტსახელია რაინდები, რაც ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს ასახავს.

    მალტა

     

    კინემატოგრაფი

    30) ძველბერძნული მითისგან განსხვავებით, ასე ჰქვია არქიტექტორს ფილმში Inception, რომლის მთავარი მოვალეობა სიზმირს ისე დაგეგმვა, რომ მსხვერპლი ძნელად გაერკვეს რეალობაში და ვერ გამოაღწიოს სიზმრიდან.

    არიადნა

    60) 2010 წლის ამ ფილმში 94 წუთის განმავლობაში 7620 წუთს ვუყურებთ.

    127 საათი

    90) გთხოვთ გაიხსენოთ 2000 წლის ერთ-ერთი ფილმი, თუ მასში მონაწილეობდნენ ჯო ნაპოლიტანო, კერი-ენ მოსი და გაი პირსი.

    Memento, გახსოვდეს

    120) (წამკითხველს, ზუსტად წაიკითხოს შეკითხვა) კვანტუმში, შეწყალების კვანტუმში, ჯეიმს ბონდი პირველად ისტორიაში არ აკეთებს ამას.

    არ ამბობს სიტყვებს: მე მქვია ბონდი, ჯეიმს ბონდი.

    150) მას შემდეგ რაც ვენეციის კინოფესტიველზე ლენი რიფენშტალის პრონაცისტურმა ფილმა გაიმარჯვა, ჟან ზეის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ამ მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კინოფესტივალს.

    კანის  კინოფესტივალი

     

     
  • რატი შუბლაძე 9:09 am on January 28, 2011 Permalink | Reply
    Tags: American Beauty, ზევსი, ლედა, მშვენიერე ელენე, სემ მედესი, ჰანს ქრისტინა ანდერსენი   

    ლამაზი ალუზიური კავშირები 

    სილამაზის გაგონებისას რა ასოციაციები მოგდით თავში?

    ბავშვობის მოგონებები ჩემში სილამაზეს ერთი მშვენიერი სპარტელი ლამაზმანის სახელს უკავშირებენ.  მრავალი ლეგენდიდან ერთ-ერთის თანახმად ის  ზევსის და სპარტელი დედოფლის, ლედას ქალიშვილი იყო. სხვა ვერსიით, იგი ჩაისახა ატიკაში, როდესაც გედად გარდასახულმა ზევსი ნემესიდას დაეუფლა. შედეგად გარჩენილი კვერცხი ჰერმესმა ლედას მიართვა და მის მუხლებში დაასვენა. შედეგად  ქვეყანას მშვენიერი ელენე მოევლინა.

    დაკვირვებული თვალი წინა აბზაცში მოყვანილი ორი ფაქტიდან ორ სხვადასხვა ალუზიურ კავშირს გამოავლენს. მართლაც, თუ კი მშვენიერი ელენეს მშობელი მართლაც ნემესიდა – შურისძიების, მორალური პრინციპების დარღვევების აღმკვეთი ქალღმერთი –  იყო, აღარ უნდა გაგვიკივრდეს, თუ რატომაც დაეცა ტროა. მორალური თვალსაზრისით, ელენემ ქმრის, სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე დანაშაული ჩაიდინა. ცოდვები, როგორც ამას ემპირიული მონაცემები ამტკიცებენ, ადრე თუ გვიან, დამღუპველად მოქმედებენ ადამიანებზე.  ბოლოს და ბოლოს, ერთი გამჭრიახი ელადელი მეზღვაურის ძალისხმევით ნემესიდამ შური იძია საკუთარ ქალიშვილზე, რომელმაც ამორალური საქციალი ჩაიდინა.

    გედი ყოველთვის სილამაზესთან ასოცირებული ფრინველი იყო. როდესაც მშვენიერი ელენეს შესახებ ვკითხულობდი, ყურადღება მივაქციე მისი ერთ-ერთი მშობლის, ზევის ტრანსფორმაციას. ზევსი საჭიროებისამებრ ხშირად იღებდა სხვადასხვა ცხოველის იერს, მაგალითისთვის ევროპის მოტაცებაც კმარა, როდესაც ის ხარად გადაიქცა.

    შესაძლოა, ზევსის ეს გარეგნული ტრანსფორმაცია – გედად გარდასახვა – იყო კიდეც მიზეზი ელენეს არა ამქვეყნიური სილამაზისა. ძალაუნებურად თავში მოგდის ჰანს-ქრისტიან ანდერსენის შესანიშნავი, შენიღბული ავტობიოგრაფია-ზღაპარი საძაგელ იხვის ჭუკზე, რომელიც ბავშვობაში გარიყული, თანამოძმეებისგან უარყოფილი, დაცინვის ობიექტი იყო.  გავიდა დრო, და გამოირკვა, რომ საძაგელი იხვი სინამდვილეში მშვენიერი გედი ყოფილა.  საბრალო გმირის ცხოვრებაში ყველაფერი კარდინალურად, happy endურად შეიცვალა.

    ზღაპარი “მახინჯ იხვის ჭუკზე” ანდერსენის შინაგანი სამყაროს გამოძახილია. გარეგნულად არც ისე მომხიბლავი პიროვნება განიცდიდა საკუთარ “სიმახინჯეს” (ყოველ შემთხვევაში, ასეთად აღიქვავდა ის საკუთარ თავს). დაბალი თვითშეფასება  მწერლის გამუდმებული სულიერი აშლილობისა და წარუმატებელი პირადი ცხოვრების  მიზეზი გახდა. საკუთარი ზღაპრის ბედნიერი დასასრული მან ცხოვრებაში ვერ განახორციელა. გარეგნული სილამაზის გაიდეალებამ ანდერსენი ისევე დაღუპა, როგორც სემ მენდესის ფილმში კევინ სპეისის გმირი: 1999 წლის ფილმში American Beauty ლესტერ ბერნამი თავს და, ამასთან ერთად, სიცოცხლესაც კარგავს.

    ასე რომ, მე მირჩევნია ამ ციფრების გროვას დავუგდო ყური – 1,6180339887…

    პ.ს. ასე უფრო უსაფრთხოა :D

     
    • ირმის ნახტომი 9:53 am on January 29, 2011 Permalink | Reply

      მგონი დროდადრო ყველა ვგრძნობთ თავს საძაგელ იხვის ჭუკად.

    • chankotadze 9:38 pm on February 5, 2011 Permalink | Reply

      არც ჰეფესტო ყოფილა ადონისივით მშვენიერი, მაგრამ აფროდიტე ესვა ცოლად…

    • lomski 7:59 am on February 18, 2011 Permalink | Reply

      დაწერე ბიჯო რამე ახალი, დაგეხრჩო მკითხველი :D

  • რატი შუბლაძე 6:03 am on January 3, 2011 Permalink | Reply  

    2010 in review 

    The stats helper monkeys at WordPress.com mulled over how this blog did in 2010, and here’s a high level summary of its overall blog health:

    Healthy blog!

    The Blog-Health-o-Meter™ reads Wow.

    Crunchy numbers

    Featured image

    A Boeing 747-400 passenger jet can hold 416 passengers. This blog was viewed about 11,000 times in 2010. That’s about 26 full 747s.

     

    In 2010, there were 77 new posts, growing the total archive of this blog to 89 posts. There were 122 pictures uploaded, taking up a total of 11mb. That’s about 2 pictures per week.

    The busiest day of the year was June 3rd with 152 views. The most popular post that day was მათემატიკური გაგრძელება.

    Where did they come from?

    The top referring sites in 2010 were gametv.ge, networkedblogs.com, facebook.com, holmes.ge, and blogroll.ge.

    Some visitors came searching, mostly for carvaggio, buxari, ბუხარი, loser, and klasika.

    Attractions in 2010

    These are the posts and pages that got the most views in 2010.

    1

    მათემატიკური გაგრძელება June 2010
    7 comments

    2

    კულტურის ტრანსფორმაცია – კულტურის სოციალური ფსიქოლოგია March 2010

    3

    ალი ბუხარი June 2010
    10 comments

    4

    ცვლილებები July 2009
    2 comments

    5

    ემილ დიურკემი: რა არის სოციალური ფაქტი? April 2010

     
c
Compose new post
j
Next post/Next comment
k
Previous post/Previous comment
r
Reply
e
Edit
o
Show/Hide comments
t
Go to top
l
Go to login
h
Show/Hide help
shift + esc
Cancel
Follow

Get every new post delivered to your Inbox.