Updates from January, 2011 Toggle Comment Threads | Keyboard Shortcuts

  • რატი შუბლაძე 6:03 am on January 3, 2011 Permalink | Reply  

    2010 in review 

    The stats helper monkeys at WordPress.com mulled over how this blog did in 2010, and here’s a high level summary of its overall blog health:

    Healthy blog!

    The Blog-Health-o-Meter™ reads Wow.

    Crunchy numbers

    Featured image

    A Boeing 747-400 passenger jet can hold 416 passengers. This blog was viewed about 11,000 times in 2010. That’s about 26 full 747s.

     

    In 2010, there were 77 new posts, growing the total archive of this blog to 89 posts. There were 122 pictures uploaded, taking up a total of 11mb. That’s about 2 pictures per week.

    The busiest day of the year was June 3rd with 152 views. The most popular post that day was მათემატიკური გაგრძელება.

    Where did they come from?

    The top referring sites in 2010 were gametv.ge, networkedblogs.com, facebook.com, holmes.ge, and blogroll.ge.

    Some visitors came searching, mostly for carvaggio, buxari, ბუხარი, loser, and klasika.

    Attractions in 2010

    These are the posts and pages that got the most views in 2010.

    1

    მათემატიკური გაგრძელება June 2010
    7 comments

    2

    კულტურის ტრანსფორმაცია – კულტურის სოციალური ფსიქოლოგია March 2010

    3

    ალი ბუხარი June 2010
    10 comments

    4

    ცვლილებები July 2009
    2 comments

    5

    ემილ დიურკემი: რა არის სოციალური ფაქტი? April 2010

     
  • რატი შუბლაძე 9:43 pm on October 24, 2010 Permalink | Reply
    Tags: თურქეთი, მოკბასტერი, ცუდი კინო,   

    თურქული Star Wars 

    კინომოკბასტერების კლასიკიდან: თურქული ფილმი Dünyayı Kurtaran Adam (ქართ. ადამიანი, რომელიც მსოფლიო იხსნის). ჩეთინ ინანჩის (სცენარის ავტორი) და ჯუნეით არინის (რეჟისორი) 1982 წლის “ნამუშევარი”.  ჯორჯ ლუკასის გარდა, ყოჩაღმა თურქებმა ინდიანა ჯონსის, ჯეიმს ბონდის და ფლეშ გორდონის მუსიკის ავტორებიც გააბითურეს. 2006 წელს გამოვიდა ფილმის სიქველი – Dünyayı Kurtaran Adam’ın Oğlu (ქართ. ადამიანის შვილი, რომელიც მსოფლიოს იხსნის). ამჯერად შემქმნელებმა შემეცნების ჰორიზონტი გააფართოვეს და “ვარსკვლავური ომების” გარდა,  “სტარ ტრეკის” სიუჟეტური ხაზიც აითვისეს.

    2010 წლის მაისში ფილმი Dünyayı Kurtaran Adam’ın Oğlu IMDb-ის ყველა დროის ყველაზე ცუდი ფილმების ჩამონათვალში 41-ე ადგილზე გავიდა.

     
    • Lord Vader 7:48 pm on October 27, 2010 Permalink | Reply

      კლასიკაზე პარაზიტობა :)

  • რატი შუბლაძე 4:19 pm on May 12, 2010 Permalink | Reply
    Tags: ენტონი გიდენსი, მოდერნი, , პოსტმოდერნი, , რისკის საზოგადოება, ,   

    რისკის საზოგადოება 

    პროლოგი: ხვალ ამ თემით გამოვდივარ საუნივერსიტეტო კონფერენციაზე :) ვინც შემთხვევით შემოეხეტება ჩემს ბლოგზე და არ შეეზარება ამ “მახინის” წაკთხვა, ვთხოვ დააკომენტაროს და შენშვნები გამიზიაროს :D

    შესავალი
    ატომური საუკუნის საშიშროებებისგან თავის დაღწევა შეუძლებელია. ისინი არც დაცულ ტერიტორიებს, არც თანამედროვე სამყაროს დიფერენციაციას აღიარებენ. ატომური საფრთხის აღიარება სხვადასხვა რეგიონების, ქვეყნებისა თუ კონტინენტების გამოუვალი ვითარების აღიარებას ნიშნავს. იქმნება დილემური სიტუაცია, როდესაც „სიცოცხლის გაგრძელება და საფრთხის გაცნობიერება ერთმანეთს გამორიცხავს“ – წერს ულრიხ ბეკი.
    ადრეულ ეპოქებში ადამიანის საწინაამდეგო უამრავი ძალა არსებობდა. ის ჩასაფრებული იყო ყოველ ფეხის ნაბიჯზე: გარეული ცხოველების თავდასხმები, მაშინ ჯერ კიდევ გამოუცნობი ბუნებრივი მოვლენები და ა.შ. ადამიანებმა ამის საპასუხოდ ბუნებას ომი გამოუცხადეს და გაიმარჯვეს მასზე: ისწავლეს საცხოვრებელის აშენება, მის წინაამდეგ განწყობილი ფაუნის წინაამდეგ ეფექტური ბრძოლა ან მათ მოშინაურება. ადამიანებმა ბუნების შესახებ უზარმაზარი ცოდნა დააგროვეს. მეცხრამეტე საუკუნეში საზოგადოება საბოლოოდ დაუპირისპირდა ბუნებას – ადამიანმა მისი დაპყრობა გადაწყვიტა. საუკუნის ბოლოს დამორჩილებული და უკანასკნელ ზღვრამდე გამოყენებული ბუნება ინდუსტრიული სისტემის ნაწილი გახდა. გარესამყაროს და მისი რესურსების ფართო ჩართვამ საბაზრო ურთიერთიერთობებში მასზე მჭიდრო დამიკიდებულება წარმოშვა. მაგრამ ბუნების დამორჩილებით და მისი ცივილიზაციის სამსახურში ჩააყენების შემდეგ ადამიანი დაუცველი დარჩა. თანამედროვე ადამიანმა, ბუნების ათვისებით და ზღვარგადასული ექსპანსიით წაშალა საზღვრები ადამიანურ სამყაროსა და ბუნებას შორის. ამ პროცესებს არ შეეძლო უკვალოდ ჩაევლო – ჩვეული საზოგადოებრივი წესრიგი აუცილებლად შეიცვლებოდა.
    „ისევე როგორც, მეცხრამეტე საუკუნეში მოდერნიზაციამ დაანგრია ფეოდალური საზოგადოების სტრუქტურა და ახალი, ინდუსტრიული საზოგადოება წარმოშვა, აგრეთვე – დღესაც მოდერნიზაცია ანგრევს ინდუსტრიულ საზოგადოებას და იბადება ახალი თანამედროვეობა“ (Beck, 1992, р. 10). როგორც ჯორჯ რიტცერი აღნიშნავს, ამ თეზისის თანახმად, ჩვენ ვართ არა აღსასრულის, არამედ ახალი თანამედროვეობის დაწყების თვითმხილველები. (Ритцер. 2002, 393). დასავლეთში ინდივიდუალიზაციიის პროცესმა ჰპოვა განვითარება: ადამიანი თავისუფლდება ცხოვრების ტრადიციული დამოკიდებულებებისგან. კლასობრივი და სტრატიფიკაციული მდგომარეობა, სტატუსი აღარ არის განმსზაღვრელი, ინდივიდი მათგან თავისუფლდება. შეიცვალა ქალთა მდგომარეობაც – შესაბამისად იცვლება ოჯახური ურთიერთობების სტრუქტურაც. ამ ცვლილებას, უფრო ზუსტად კი „ინტიმურობის ტრანსფორმაციას“ განიხლავს ენტონი გიდენსი თავის 1992 წლის ნაშრომში The Transformation of Intimacy: Sexuality, Love and Eroticism: როდესაც ინტიმური ურთიერთობების დემოკრატიზაციის შედეგად ქალებმა – „ემოციურობის თანამედროვე რევოლუციონერებმა“ – საკუთარ ხელში აიღეს ინიციატივა. (Giddens, 1992, р. 130). საზოგადოების განმსაზღვრელი ქვაკუთხედი, მისი ყველაზე მცირე უჯრედი ამიერიდან არა ოჯახი, არამედ ცალკე აღებული, კონკრეტული ინდივიდია. დრო, როდესაც ადამიანის სოციალური წარმოშვება განსაზღვრავდა მის ბედს, წარსულს ჩაბარდა, იზრდება სოციალური მობილობა. (Caplan, 2000, p.7.) პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს სოციუმში ძირფესვიანად ეწინაამდეგება ინდუსტრიული საზოგადოების ფუნდამენტალურ საფუძვლებს: ტრადიციულ კავშირებს და სოციალური ფორმებს, მაგალითად როგორიც არის კლასი და ოჯახი. მათ ნაცვლად ინდივიდები სამუშაო ბაზარსა და მოხმარებაზე ხდებიან დამოკიდებულნი. ახლად წარმოქმნილი საზოგადოება უკიდურესად რეფლქსურია: საკუთარ თავს მინდობილნი ადამიანები, იძულებულნი ხდებიან უფრო და უფრო რეფლექსურნი გახდნენ. „კვლავ აღმოცენებული სოციალური ურთიერთობების და სოციალური ქსელის არჩევა ამიერიდან ინდივიდუალურად ხდება; სოციალური კავშირები აგრეთვე რეფლექსურებად გარდაიქმნებიან ისე რომ, ინდივიდებმა ისინი განუწყეტლივ უნდა დაამყარონ, შეინარჩუნონ და განაახლონ. (Beck, 1992, р. 97). კლასიკური ინდუსტრიალური საზოგადოება გადავიდა განვითარების ახალ საფეხურზე – რისკის საზოგადოებაზე. როგორც ჯორჯ რიტცერი აღნიშნავს, რისკის საზოგადოება შეინარჩუნებს ინდუსტრიული საზოგადოების ბევრ მახასიათებლებს, მაგრამ თუ კლასიკური თანამედროვეობის ცენტრალური საკითხი სიმდიდრე და მისი სამართლიანი განაწილება იყო, განვითრებულ თანამედროვეობაში (რისკის საზოგადოება) ფუნდამენტური და უმნიშვნელოვანესი საკითხია რისკი, მისი უგულებელყოფა და მინიმიზაცია, მართვა. (Ритцер. 2002, 395)
    რისკი
    ტერმინის განსაზღვრება
    რისკი ბერძნული სიტყვაა (ბერძ.risikon) და პირდაპირი მნიშვნელობით კლდის პირა ნაპრალს, ხრამს ნიშნავს. რისკს, განმარტავენ როგორც რაიმე მიზნის არასახარბიელო შედეგით შესაძლო დასრულებას. სოციოლოგ ნიკლას ლუმანისთვის „რისკი“ წარმოადგენს ნეოლოგიზმს, რომელიც წარმოიქმნა ტრადიციული საზოგადოებიდან თანამედროვეზე გადასვლისას (Luhmann, 1996). შუა საუკუნეებში გამოიყენებოდა ტერმინი risicum უკიდურესად სპეციფიკური მნიშვნელობით: საზღვაო ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ფინანსური პრობლემების აღსანიშნავად (Franklin, 2001, p. 274). მეთექვსმეტე საუკუნის ხმელთაშუაზღვისპირულ ენებში სიტყვები rischio და riezgo წარმოსდგებოდნენ არაბული სიტყვისგან “رزق” – „რიზკ“ რაც „განცხრომის ძებნას“ ნიშნავდა (Luhmann, 1996). მეჩვიდმეტე საუკუნეში კი ინგლისურ ენაში სიტყვა რისკი ნიშნავდა „კონტინენტური ევროპიდან შემოტანილ საქონელს“. როგორც ვხედავთ, დროთა განმავლობაში, უპირველესად კი ახალი დროის დაწყების შემდეგ, რისკის ცნებამ სულ უფრო და უფრო ფინანსური და სამეწარმეო ხასიათი შეიძინა. ნიკლას ლუმანი, ამ გადასვლის ახსნისას სწორედ სამეწარმეო და კომერსანტული კულტურის განვითარებას უკავშირებს (Luhmann, 1996). რისკი, ულრიხ ბეკის აზრით, შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც საზოგადოების სისტემატიური ურთიერთქმედება საფრთხეებსა და საშიშროებებზე, რომლებიც გამოწვეულია და წარმოებულია მოდერნიზაციის მიერ. გასული ეპოქებისგან განსხვავებით, რისკები მოდერნიზაციის დამანგრეველი ძალის შედეგებია. (Beck 1992, р. 45) მეტათეორიული აზრით, აშშ-ს ერთ-ერთი წამყვანი რისკოლოგის, როსას აზრით, რისკი შეიძლება განისაზღვროს როგორც „მოვლენა ან სიტუაცია, რომლებიც შეიცავენ ადამიანისთვის გარკვეულ ღირებულებას (მათ შორის მის სიცოცხლესაც), და ამ მოვლენის (სიტუაციის) შედეგების განუსაზღვრელობა“ (Rosa 1998, р. 11)

    რისკი სხვადასხვა მიმდინარეობებსა და თეორიებში
    რისკის საზოგადოებისა და რისკის შესახებ არსებული ძირითადი სოციოლოგიური თეორიების გაცნობამდე, მოკლედ გადავავლოთ თვალი სოციოლოგიის მომიჯნავე სფეროებში არსებულ წარმოდგენებს რისკის და მასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ.
    ეკონომიკური მიდგომა: The Penguin dictionary of Sociology-ის თანახმად რისკის გაგებას ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ თეორიებში, რადგანაც ეკონომიკურ მიზნებს შორის არჩევანის გაკეთება, როგორებიც არის მოგება და ინვესტიცია, მუდამ გამოირჩევა განუსაზღვრელობით სიტუაციის არასრულყოფილი ცოდნით. (The Penguin dictionary of Sociology, Fourth edition, 396). ასე მაგალითად, იოზეფ შუმპეტერმა მეწარმეობა განსაზღვრა, როგორც სარისკო ქცევა – risk-taking behaviour. (Schumpeter, 1934), ხოლო ადამ სმიტი, შრომის ბაზრის თეორიაში ამტკიცებდა, რომ რისკი ეკონომიკური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და მიუხედავად ამისა, ის სათანადოდ არ არის ასახული ისეთი ადამიანების გასამრჯელოებში, როგორებიც არიან სარისკო საქმიანობის მიმდევრები: მეზღვაურები, ვაჭრები და ა.შ. (Smith, 1776).
    რისკის კულტურული თეორია (Cultural Theory of risk) რისკის შემსწავლელი სხვა თეორიებისგან განსხვავებით, არ განიცდის ეკონომიკურ და კოგნიტურ გავლენას. კულტურული თეორია ეფუძნება მერი დუგლასის მოძღვრებას, რომელის თანახმადაც კულტურული თეორიის ტაბუსა და დაბინძურების ანთროპოლოგიური იდეები, საკუთარი არსით წარმოადგენენ სარისკო და განუსაზღვრელ სოციალურ ურთიერთობებს. სიწმინდის ან სისუფთავის და ხიფათის რელიგიური იდეები შეიძლება გავიგოთ როგორც კულტურის პასუხი სარისკო სიტუაციებს. (Douglas. M. 1966) რისკის კულტური თეორიის მეორე მნიშვნელოვანი ფიგრუაა აარონ ვილდავსკი. მერი დუგლასთან ერთად 1982 წელს დაწერილ წიგნში Risk and Culture : An Essay on the Selection of Technical and Environmental Dangers ისინი აქცენტს ჰაერის დაბინძურებასა ატომური იარაღის შესახებ არსებულ პოლიტიკური დაპირისპირებების შესახებ აკეთებენ. მათი ძირითადი ყურადღებას სხვადასხვა კულტურული ჯგუფების და სოციალური ფენების დაპირისპერება წარმოადგენს ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. სწორედ პრობლემის შესახებ დისკურის წარმოადგენ ამ მიდგომის სწავლის ობიექტს.
    კატასტროფების სოციოლოგია სტიქიური უბედურებების სოციალური მასშტაბის განსაზღვრას ისახავს მიზნად. კატასტროფების სოციოლოგია გერმანიაში ჩაისახა და განვითარდა. მისი შესწავლის სფეროებია სამოქალაქო თავდაცვის, სტიქიური უბედურებების, ბირთვული საშიშროებების და მსგავსი პრობლემების შესწავლა და მათი თავიდან აცილება. კატასტროფების სოციოლოგია გარკვეუწილად უკავშირდება ულრიხ ბეკის „რისკის საზოგადოების“ მოძღვრებასაც. ბეკისთვის კატასტროფების სოციოლოგია წარმოადგენს მდიდარი საზოგადოების არა „გვერდით გამოვლინებებს“ ან მისი წარმოების დაუგეგმავ შედეგებს. ბეკის აზრით, პოტენციური კატასტროფებისა და რისკების შემთხვევაში საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისთვის შესაძლოა „ტოტალური უსაფრთოების“ მექანიზმი დამკვიდრდეს და შედეგად, დემოკრატიული ინსტიტუტების მოქმედება შეიზღუდოს. (Beck, 1986, S. 105)

    რისკის, როგორც სოციალური ფენომენის ინტერპრეტაცია
    რისკის, როგორც სოციალური ფენომენის ინტერპრეტაციის ორი მნიშვნელოვანი მიმართულება არსებობს. რელატივისტური მიდგომის თანახმად, რისკი განიმარტება სამეცნიერო და ტექნიკური ტერმინების საშუალებით. ეს მიმართულება ამოდის კოგნიტური მეცნიერებებიდან, რომლებიც ფსიქოლოგიაზეა დაფუძნებული და გამოიყენება ინჟინერული დისციპლინების, ეკონომიკის, სტატისტიკისა და ეპიდემიოლოგიის მიერ. ამ მიდგომის ამოსავალი წერტილია საფრთხის გაგება და აგრეთვე იმის მტკიცება, რომ მისი წინასწარმეტყველება და კალკულაცია შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, რისკი განიმარტება, როგორც „საფრთხის წარმოქმნის ალბათობის და მისი შედეგების მასშტაბების პროდუქტი“ (Bradbury 1989,р.382). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რისკი განიმარტება როგორც ობიექტური და შემეცნებადი ფაქტი, რომელიც შეიძლება გაიზომოს სოციალური და კულტურული გარემო ფაქტორებისგან დამოუკიდებლად. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მიდგომის მომხრეები აღიარებენ, რომ რისკი შესაძლოა შეცდომით შეფასდეს სოციალური ინტერპრეტაციის ამა თუ იმ საშუალების მიხედვით, რადგანაც მერი დუგლასის მოსწრებული შენიშვნით, „საფრთხე განისაზღვრება როგორც დამოუკიდებელი ცვლილება, ხოლო მასზე ადამიანების რეაქცია – როგორც დამოკიდებული“ (Douglas 1985, р. 25) თუმცა მთავარი პრობლემა დაკავშირებულია რისკების, როგორც სოციალური ფაქტების კონსტრუირებასთან, რადგანაც როგორც ჩვეულებრივი ადამიანების, აგრეთვე „ექსპერტების“ მიერ გამოთვლილი „ობიექტური რისკი“ დამოკიდებულია პოლიტიკური და კულტურული კონტექსტებზე. სწორედ ამ დასკვნებზე დაყრდნობით ამოდის რისკის ანალიზის მეორე მიმართულება – რისკის სოციოკულტურული ახსნა. ამ შემთხვევაში აქცენზე გადადის იმ სოციალურ და კულტურულ თავისებურებებზე, რომელთა ფარგლებშიც ხდება რისკის აღქმა და შემეცნება. ო. იანიცკის მიხედვით, რისკის სოციოლოგიის ისტორიკოსები გამოჰყოფენ სამ ძირითად მიდგომას – უკვე განხილული მერი დუგლასის და მისი კოლეგების „კულტურის თეორია“, ულრიხ ბეკისა და ენტონი გიდენსის „რისკის საზოგადოება“ და მიშელ ფუკოს მოძღვრებაზე დაყრდნობილი „კალკულაციური რაციონალობა“. (Яницкий, 2006. с. 3) როგორც უკვე ავღნიშნეთ, პირველი მიდგომის ფოკუსირდება „პირადი“-ს და „სხვისი“-ის მიმართებებზე, თუ როგორ ხდება დისკურსის წარმოება რისკის პრობლემების შესახებ. მეორე მიდგომა, რომელსაც ქვემოთ დაწვრილებით განვიხილავთ, ყურადღებას ამახვილებს მაკროსოციალურ ცვლილებებზე, რომლებიც იბადება თანამედროვე მოდერნიდან, მაღალ მოდერნზე გადასვლისას. ამ დროს ხდება კლასიკური მოდერნისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ღირებულებების და ნორმების რღვევა. მესამე მიდგომის ადეპტებს კი ნაკლებად აინტერესებთ „თუ რა არის რისკი სინამდვილეში“, რადგანაც მიიცნევენ, რომ „სიმართლე რისკის შესახებ“ იქმნება უშუალოდ ადამიანური დისკურსის, სტრატეგიებისა და ინსტიტუციების მეშვეობით. ისინი აგრეთვე იკვლევენ, თუ როგორ წარმოშვებს რისკის სხვადასხვა კონცეპციები ქცევის სპეციფიკურ ნორმებს. (Lupton 1999, р. 25)

    რისკის სოციოლოგიური თეორიები (ლუმანი, გიდენსი, ბეკი)
    ლუმანის სოციოლოგიური თეორია პირდაპირ არის დაკავშირებული თანამედროვე საზოგადოების რაციონალობის კრიტიკასთან. სოციოლოგიამ, წერს ლუმანი, უნდა დასვას საკითხი იმის შესახებ, თუ „როგორ ხსნის და ასწორებს ნორმიდან გადახრას, წარუმატებლბას ან გაუთვალისწინებელ მოვლენას საზოგდოება“ (Luhmann 1993). ლუმანის აზრით, ჩვენ შეგვიძლია შევიმეცნოთ ჩვენი საზოგადოების ნორმალური პროცესები იმის მიხედვით, თუ როგორ ცდილობს საზოგადოება საკუთარი წარუმატებლობების რისკის ფორმით გააზრებას. რისკი წარმოადგენს ნორმალური ფორმის მეორე მხარეს, და „მხოლოდ საპირისპირო ფორმის შესწავლით არის შესაძლებელი ამ ფორმის ჭეშმარიტი ბნების დადგენა“ (Luhmann 1993, р. VIII)
    ლუმანი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თანამედროვე საზოგადოებაში არ არსებობს ქცევა, თავისუფალი რისკისგან. დიხოტომიური წყვილისთვის რისკი/უსაფრთხოება ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს აბსოლუტური საიმედოება ან უსაფრთხოება, მაშინ როდესაც, რისკ/საფრთხე წყვილიდან გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა: შეუძლებელია რისკისგან თავის არიდება, მიუხედავად ნებისმიერი შედეგის მიღებისა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა დავიტოვოთ იმის იმედი, რომ ახალი ცოდნა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გაიზარდოს რისკისდან უსაფრთხოებაზე გადასვლის ალბათობა. რაც უფრო ვაცნობიერებთ იმას, რაც ვიცით, მით უფრო ღრმა ხდება რისკის გაცნობიერება. თანამედროვე საზოგადოება, ლუმანის აზრით „არ ჯდება ტრადიციულ რაციონალობა/ირაციონალობის სქემაში“ (Luhmann 1993, р. 18) რაც უფრო რაციონალური და დეტალური ხდება ჩვენი გამოთვლები, მით უფრო იქცევს ჩვენს ყურადღებას რისკის და გაურკვევლობის შეგრძნება. „თანამედროვე, რისკზე ორიენტირებული საზოგადოება – არ არის დამოკიდებული მხოლოდ ტექნოლოგიურ და სამეცნიერო მიღწევებზე. ასეთი თანამედროვეობის მიზნები შეიცავენ აგრეთვე ცოდნისა და მისი მომავალი კვლევის განხორციელებასაც. “ (Luhmann 1993, р. 28).
    და ბოლოს, სხვების სგავსად, ლუმანიც აცნობიერებს რისკის პოლიტიკურ ასპექტს. რადგანაც შესაძლო რისკის ან უსაფრთხოების ტექნოლოგიის პოლიტიკური შეფასება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ლუმანის აზრით, პოლიტიკა გაჟღენთილია მაღალი თვითშეფასებისა და რისკების უგულებელყოფის ტენდენციებით, რადგან ითვლება რომ პირველადი რისკები კონტროლირებადია. რისკის ნებისმიერი შეფასება პოლიტიკის სფეროში დაუსაბუთებელია. (Luhmann 1993, р. 30) ლუმანი რისკის ფუნდამენტალური თეორიის შექმნის შემთხვევაში, მოითხოვს ამ გარემოებებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას.
    თანამედროვე კომუნიკაციები, ლუმანის მიხედვით, საშუალებას გვაძლევს ალტერნატივებს შორის არჩევანის გაკეთებას, რაც თავის თავად წარმოადგენს რისკს. მიუხედავად ტრადიციული რაციონალურობის რღვევისა, კომუნიკაცია კვლავაც რჩება იმ ინსტრუმენტად, რომლის საშუალებითაც საზოგადოება, როგორც სისტემა წარმოქმნის და კვლავწარმოქმნის საკუთარ თავს. სწორედ კომუნიკაცია უზრუნველყოფს სოციალურ სიმყარეს. საზოგადოების ნორმალიზაციის პრობლემის გადაჭრას ლუმანი კომუნიკაციის აუტოპოეტური ტიპის საშუალებით ცდილობს. ტერმინი „აუტოპოეტური“ ნიშნავს იმას, რომ სისტემის სტრუქტურირება და ფორმირება არ წარმოადგენენ გარეგანი ფაქტორების გავლენის შედეგს. პროტესტი სისტემაში არ შემოდის გარედან; იგი თვით სოციალური სისტემის კონსტრუქტია. სისტემა შეიმეცნებს საკუთარ თავს პროცესში, რომლის დროსაც მისთვის ხელმისაწვდომი ყველა ფაქტი გარდაიქმნება პროტესტად და კვლავწარმოიქმნება მისი მეშვეობით. სისტემა „გახსნილია თემასთან და შემთხვევითობასთან მიმართებაში, მაგრამ დახშულია პროტესტის ფორმირების ლოგიკისთვის.“ საზოგადოება, წერს ლუმანი, ამგვარად იაზრებს საკუთარ თავს საკუთარი თავის წინაამდეგ პროტესტის მეშვეობით. (Luhmann 1993, р. 127, 140)
    ამგვარად, ლუმანი გვთავაზობს არა სრულყოფილ რისკის სოციოლოგიურ თეორიას, არამედ სხვადასხვა რეფლექსიის ვარიანტებს, ამგვარი თეორიის შექმნის შემთხვევაში. იანიცკის აზრით, ლუმანი ცდილობს სოციოლოგია აქციოს არა თანამედროვე საზოგადოების, რომელმაც უკვე გლობალური რისკის ეპოქაში შეაბიჯა, კრიტიკოსად, არამედ კომპეტენტუ ექსპერტად, რომელიცდაეხმარება საზოგადოებას დაიბრუნოს საკუთარი „ნორმალურობა“

    გიდენსმა, ისევე როგორც ულრიხ ბეკმა აღნიშნა რეფლექსურ მოდერნიზაციაზე გადასვლის ორბუნებრიობა, შემოიტანა რა „განცალკავები, დაშორებისს“ ცნება ანუ სოციალური ურთიერთობების ლოკალური კონტექსტიდან ამოღება და მათი გლობალურ კონტექსტში გადასვლა. „ყოველდღიური გადაწყვეტილებების და მათი გლობალური შედეგების გაუზრებელი და მზარდი ურთიერთდამიკიდებულება არის სწორედ დღევანდელობის უმთავრესი საკითხი“ (Giddens 1994, р. 58). გიდენსმა შემოიტანა აბსტრაქტული, უინდივიდო სისტმების გაგება და ამავდროულად აღნიშნა, რომ მოდერნის სოციალური ინსტიტუტების მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ სისტემებში ნდობის მექანიზმების მუშაობასთან. გიდენსის თეორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გაგებაა „ონტოლოგიური უსაფრთხოება“: „გონების სუბიექტური მდგომარეობა, რომელიც ამარაგებს (ინახავს) რუტინათა წინასწარმეტყველებას“ (Giddens, 1979, p. 219; კაჭკაჭიშვილი, 2001, 202). ონტოლოგიური უსაფრთხოება უზრუნველყოფს სოციალური სამყაროს მიმართ სიახლოვის არაცნობიერ განცდას, რომლის სრულყოფილ რეალიზაციას აქტორები ახორციელებენ ზრდასრულ ასაკში, რუტინათა რეპროდუქციაში მათი მონაწილეობის მეშვეობით (კაჭკაჭიშვილი, 2001, 202). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანთა და საგანთა მიერ უსაფრთხოების და წინასწარმეტყველების განცდა ყოველდღიურ ცხოვრებაში (Яницкий, 2006. с. 10). გიდენსმა დიდი ყურადღება დაუთმო მოდერნის და ტრადიციის დამოკიდებულებას. მოდერნიზაცია ანგრევს ტრადიციულ წყობას მზრდადი ინსტიტუციური რეფლექსურობით. (Яницкий, 2006. с. 10). თუმცა გიდენსის აზრით, მოდერნის და ტრადიციის „თანამშრომლობა“ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოდერნის არსებობის ადრეულ ეტაპზე, როდესაც მიიჩნეოდა რომ შესაძლებელი იყო რისკის კალკულირება (Giddens 1994, р. 91).
    თანამედროვე საზოგადოება სარისკოა, გვინდა თუ არა ეს ჩვენ. თვით უმოქმედობაც კი რისკთან არის დაკავშირებული. “თანამედროვეობა არის რისკის კულტურა. სოციალური ცხოვრება არსებითად უფრო საშიში გახდა, ვიდრე ადრე იყო. თანამდეროვეობა ამცირებს რისკის ფაქტორს ცხოვრების ზოგიერთ სფეროსა და ფორმებში, მაგრამ ამავე დროს შემოაქვს რისკის ისეთი პარამეტრები, რომლებიც წინა ეპოქებისთვის ძირითადად ან სრულიად უცნობი იყო“(Giddens 1991, р. 3-4) რისკების წარმოქმნის მექანიზმების გაანალიზებით, გიდენსმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტორს, რომ თანამედროვე სამყარო სტრუქტურირდება ადამიანის მიერ შექმნილი რისკებით.(Яницкий, 2006. с. 13) უპირველესად, თანამედროვე რისკები განპირობებულია გლობალიზაციის მიერ მათი მოქმედების ფართო რადიუსით (ატომური ომი), მეორე მხრივ, რისკების გლობალიზაცია, თავის მხრივ, წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებული ფუნქციების რაოდენობის ზრდას ( შრომის საერთაშორისო დანაწილება, მაგალითად, როდესაც საბოლოო პროდუქტის შექმნისთვის საჭირო დეტალები სხვადასხვა ქვეყნებში მზადდება). და ბოლოს, თანამედროვე სამყარო – ეს „რისკების ინსტიტუციონალიზებული სამყაროა“, მაგალითად, საინვესტიციო ბაზარი – რომლის მდგომარეობაზეც დამოკიდებულია მილიონობით ადამიანის ბედი. რისკებით.(Яницкий, 2006. с. 15) რისკების წარმოება დინამიურია: თვით რისკის შესახებ გათვითცნობიერებაც რისკია, რადგანაც შემეცნებითი პროცესები ვეღარ გარდაიქმნება „საიმედო“ რელიგიურ ან მაგიურ ცოდნათ. და მეოთხე კომპონენტი, გიდენსის აზრით, არის თანამედროვე საზოგადოების გადაჭარბებული ცოდნა რისკების შესახებ, რაც უკვე თავისთვად წარმოადგენს პრობლემას. მეხუთე შემადგენელი ნაწილი კი გიდენსის აზრით, არის ექსპერტული ცოდნის, როგორც რისკების ელიმინირების ინსტრუმენტის შეზღუდულობა. (Giddens 1990).
    და ბოლოს, გიდენსმა შემოიტანა თანამედროვე საზოგადეობაში „რისკის გარემოს“ განსაზღვრება, გამოჰყო რა მისი სამი კომპონენტი: ა) რეფლექსური მოდერნის მიერ წარმოქმნილი საფრთხეები და საშიშროებანი, ბ) ინდუსტრიული ომებიდან მომდინარე ადამიანზე ძალადობის საფრთხე და გ) დაუცველობის, ადამიანური ყოფის აუზრობის გრძნობის აღმოცენება, რომელიც ვითარდება ადამიანის ცდით, შეუხამოს საკუთარი არსებობა რეფლექსურ მოდერნიზმს. (Giddens 1990, р. 102)

    ულრიხ ბეკმა რისკის საზოგადოების ყველაზე უფრო სრულყოფილი და დამთვრებული მოდელი შექმნა. ბეკის მიხედვით, რისკი – ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა, გარემოება ან თანამედროვე საზოგადოების წარმოების „გვერდითი გამოვლინება“. (Яницкий, 2006. с. 11) საზოგადოება მუდმივად წარმოშვებს რისკებს, და ამასთან ერთად საზოგადოების ცხვოლემოქმედების ყველა სფეროში – ეკონომიკა, პოლიტიკა, სოციალური სფერო – განხორციელებული ეს წარმოება ლეგიტიმურია. (Beck 1992; 1994; 1995) რისკები – გადაწყვეტილებების მიღების ის შედეგებია, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით.
    ბეკი თვლის, რომ რისკი შეიძლება განისაზღვროს როგორც მოდერნის მიერ გამოწვეული და შექმნილი საშიშროებების და საფრთხეების მიმართ საზოგადოების სისტემური ურთიერთქმედება. წარსული ეპოქების საშიშროებებისგან განსხვავებით, რისკები მოდერნიზაციის დამანრეველი ძალის და მის მიერ წარმოქმნილი შიშის და თვითდაუჯერებლობის შედეგია (Beck 1992, р. 45). რისკის საზოგადოება – ფაქტობრივად ეს არის საზოგადოების განვითარების ახალი პარადიგმა. მისი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ინდუსტრიულ საზოგადოებაში გაბატონებული საზოგადოებრივი წარმოების „პოზიტიური ლოგიკა“, რომელიც სიმდიდრის დაგროვებასა და მის განაწილებას გულისხმობდა, უფრო და უფრო ნაცვლდება, განიდევნება რისკების შექმნის და განაწილების „ნეგატიური ლოგიკით“ (Яницкий, 2006. с. 11). როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, ჯორჯ რიტცერის მიხედვით კლასიკური თანამედროვეობის ცენტრალური საკითხი იყო სიმდიდრე და მისი სამართლიანი განაწილების წესები. განვითარებულ საზოგადოებაში კი ცენტრალური საკითხია რისკი, მისი უგულებელყოფა და მინიმიზაცია, მართვა და შემცირება. კლასიკური თანამედროვეობის იდეალი იყო – თანასწორობა; განვითარებული თანამედროვეობის იდეალია – უსაფრთხოება. კლასიკურ თანამედროვეობაში ადამიანები სოლიდარულები იყვნენ თანასწორობის პოზიტიური მიზნის ძიებაში, განვითარებულ თანამედროვეობაში ამ სოლიდარობის მიღწევის მცდელობა შეიმჩნევა საშიშროებებისგან თავდაცვის ძიებაში (Ритцер. 2002, 395-396). ამ მოვლენების მიზეზი საბაზრო ეკონომიკის და კერძო საკუთრების პრინციპების დარღვევა ხდება, რადგანაც დროთა განმავლობაში ეს პრინციპები უფსურდება და ექსპროპორცირდება (გარდაიქმნება ნარჩენებად, გარემოს დაბინძურებად და ა.შ.). რისკების წარმოქმნის მზარდი ტენდენცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებისა და ინდივიდების რაციონალური ქცევის ფუნდამენტალურ საფუძვლებს – მეცნიერებას და დემოკრატიას (Яницкий, 2006. с. 11).
    რისკი, თანამედროვე საზოგადოებაში გამოწვეულია სიმდიდრის წყალობით. განსაკუთრებით სამრეწველო განვითარება და მისი გვერდითი ეფექტები ბადებენ მრავალრიცხოვან დამღუპველ საშიშროებებს საზოგადეობისთვის (Robertson, R. (1992), ხოლო გლობალიზაციის დახმარებით, ჯორჯ რიტცერის აზრით, კი მთელი მსოფლიოსთვის.(Ритцер. 2002, 395). როგორც ბეკი წერს, „რისკის გავრცელების ისტორია გვიჩვენებს, რისკი, როგორც სიმდიდრე დაკავშირებულია კლასობრივ სისტემასთან, მხოლოდ შემობრუნებული სახით: სიმდიდრე გროვდება ზემოთ, რისკი კი ქვემოთ. ამ კუთხით რისკი აძლიერებს კლასობრივ საზოგადოებას და არა პირიქით. სიღარიბე იზიდავს რისკის უარყოფით მხარეებს, სიმდიდრეს კი შეუძლია რისკების უსაფრთხოების ყიდვა“(Beck, 1992, p. 35) შედეგად, როგორც ჯორჯ რიტცერი აღნიშნავს, „რაც სამათლიანია სოციალური კლასის მიმართ, სამართლიანია სახელმწიფოს მიმართაც.“ გარდა მდიდარი ქვეყნების საშუალებისა, დაიცვას საკუთარი თავი რისკებიდან – იყიდოს მისგან თვდაცვა, მეტიც – „მდიდარი ქვეყნები, რომლებიც თავადვე ქმნიანდ მათ, მოგებასაც კი ნახულობენ – ქმნიან და ყიდიან რისკებისგან თავდასაცავ ტექნოლოგიას, რისკის არასასურველი შედეგებისგან თავდაცვის საშუალებებს“ (Ритцер. 2002, 395). არანაკლებად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ქვეყნების, საზოგადოების თუ სოციალური ჯგუფების ერთი ნაწილი, ამ თეორიის თანახმად, მხოლოდ სარგებლობს რისკების წარმოქმნით და სარგებლობს წარმოების სიკეთეებით, ამ დროს კი სხვები ექცევიან ამ რისკების ზემოქმედების ქვეშ. თუმცა, როგორც ბეკი აღნიშნავს, რისკების წარმოება სავსებით „დემოკრატიულია“: ინდივიდები და სახელმწიფოები, რომლებიც სარგებლობენ (და ამავდროულად ქმნიან) რისკებით, არ არიან მისგან დაზღვეულნი. ამ კონტექსტში ბეკი განიხილავს „ბუმერანგის ეფექტს“ სადაც რისკის გვერდითი ეფექტები, რისკისგან „ასხლეტილი აღწევენ რისკის შექმნის ცენტრებამდეც კი. თავადვე მოდერნიზაციის აგენტებს ჩაითრევს საშიშროების მორევში, რომლებსაც თავიდანვე ანიჭებენ თავისუფლებას და საიდანაც იღებენ სარგებელს“ (Beck, 1992, p. 37). თავის მხრივ კი ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ვითარდება პოლიტიკური ძალების ახალი განლაგება, რომლის საფუძველში დევს რისკოგენული სიტუაციის განსაზღვრის ბრძოლა: რა შემთხვევაშია სიტუაცია სარისკო და რა შემთხვევაში არა(Яницкий, 2006. с. 12). ამგვარად, „რისკის საზოგადოების პოლიტიკური პოტენციალი უნდა გაანალიზდეს სოციოლოგიური თეორიის მიერ რისკების წარმოქმნისა და განაწილების ტერმინებით … სოციალურად გათვიცნობიერებული რისკი პოლიტიკურად საშიშია: რაც აქამდე განიხილებოდა როგორც აპოლიტიკური, პოლიტიკურ დატვირთვას იძენს“ (Beck 1992, р. 24). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რისკები „პოლიტიკურად რეფლექსურია“, რადგან დასაბამს აძლევენ ახალ პოლიტიკურ ძალებს (მაგალითად სოციალურ მოძრაობებს) და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საზოგადოების სოციალური ინსტიტუტებზე.
    ბადებს რა რისკს, მაღალი მოდერნი წარმოშვებს რეფლექსურობასაც, რაც საშუალებას აძლევს ინდივიდს საკუთარი თავის რეფლექსიასთან ერთად ეჭვქვეშ დააყენონ რისკიც. ადამიანები თვადვე ხდებიან ექსპერტები და შეაქვთ ეჭვი თანამედროვეობის განვითარებულობასა და მის საშიშროებებში. ბეკი აკრიტიკებს მეცნიერებას რისკის საზოგადოების პირობებში: თავის დროზე მეცნიერება საკუთრ თავზე აიღო პასუხიმგებლობა ადამიანისა და ბუნების მფარველობაზე. მაგრამ დროთა განმავლობაში მან დახარჯა თავიანთი ცოდნა და პოტენციალი და ახლა უფუნქციოდ დარჩა (Beck 1992, р. 70) რისკის საზოგადოებაში მეცნიერებამ იმდენად დიდი ძალა შეიძინა, რომ მას აღარ შეუძლია რისკების და მისგან გამოწვეული ეფექტების მართვა და ვეღარც აღუდგება წინ. მეცნიერება უკვე ისე წარმოშვებს რისკებს, რომ მათი შეფასებაც კი აღარ შეუძლია. ატომურ ერაში, სადაც გენური ინჟინერია და კლიმატის ცვლილება უმნიშვნელოვანესი საკითხებია, საზოგადოება დიდ დამეცნიერო ლაბორატორიად გადაიქცა. (ულრიხ ბეკის ინტერვიუდან რადიო CBC-ის გადაცემათა ციკლიდან How to think about science).
    მეცნიერებასთან ერთად, ტრადიციულ გავლენას კარგავს პოლიტიკის ტრადიციული სფეროც – მთვრობა. ამ რისკის მთავარი საშიშროება მოდის გლობალიზაციის იმ პირმშოებიდან, როგორებიც არიან ტრანსნაციონალური კომპანიები, მსხვილი მეცნიერული ლაბოლატორიები, მსხვილი სამრეწველო და საფინანსო ჯგუფები, ლობები. როგორც ბეკი აღნიშნავს, „პროგრესისა და ცოდნის საბოლოო სახელით, მიზმნისთვის მოქმედი ეს ახალი საზოგადოებრივი სტრუქტურები“ მოქმედებენ ტრადიციული პოლიტიკური სისტემების გვერდის ავლით (Beck 1992, р. 223). ეს მოვლენები, როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ (კატასტროფების სოციოლოგია), ბეკს აფიქრებინებს, რომ შესაძლებელია ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული პრინციპების რღვევის შედეგი გახდეს.
    შედეგად, იანიცკის იხედვით, ბეკის „რისკის საზოგადოების“ თეორია გამოჰყოფს სამ ძირითად მიმართულებას: ა) საზოგადოების განმსაზღვრელი ნორმატიული მოდელის გადახედვა – წარსული ეპოქების ნორმა – თანასწორობაა რისკის ეპოქის – უსაფრთხოება. საზოგადოების სოციალური პროექტი იძენს ნეგატიურ და თავდაცვით ხასიათს – არა „კარგის“ მიღწევა, არამედ „უარესისი“ თავიდან აცილება. (Beck 1992, р. 49) ბ) „რისკის საზგოდოებაში“ წარმოიქმნება ახალი სოციალური ძალები, რომლებიც ძველ წყობას ანგრევენ და გ) „რისკის საზოგადოება“ პოლიტიკურად არა სტაბილურია. არსებული პოლიტიკური სისტემის მიმართ უნდობლობამ შესაძლებელია საზოგადოებას უბიძგოს „მტკიცე ხელის“ ძიებისკენ ანუ წარსულში დაბრუნება, მათ შორის ტოტალიტარიზში, გამორიცხული არ არის.

    დასკვნა
    თანამედროვე სოციოლოგებმა განავითერეს რისკის ეკონომიკური იდეა, როგორც განუსაზღვრელობა. ისინი ამტკიცებენ, რომ მოდერნიზაციამ წარმოქმნა საზოგადოებრივი წყობის ახალი ტიპი, რომელსაც ულრიხ ბეკმა „კრიზისის საზოგადოება უწოდა“ (The Penguin dictionary of Sociology, 2000). ინდუსტრიული საზოგადოებების განვითარების ადრეულ ეტაპებზე რისკები, მაგალითად აშკარად ხილული წარმოების ნარჩენები და მათ მიერ დაბინძურებული გარემო. აშკარა და იოლად დასაკვირებელი, აღსაქმელი იყო. განვითარებული ინდუსტრიული საზოგადოებების რისკები გაცილებით უფრო ძნელი შესამჩნევია, რადგან წარმოადგენენ სამრეწველო, ტექნიკური და სამეცნიერო პროგრესის წინასწარ არა განძრახულ და გაუთვალისწინებელ შედეგებს. საზოგადოებებამმ ხშირად არც კი იცის იმ რისკების შესახებ, რომლებიხ გარემოს დაბინძურების ან მაგალითად სამედიცინო გამოკვლევების შედეგად წარმოიქმნება და ცხადი მხოლოდ ამა თუ იმ კრიზისის დროს ხდება. მაგალითად, როდესაც პრეპარატ ტალიდომიდის გვერდით მოვლენები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ათასობით გენეტიკურად დაავადებული ბავშვი დაიბადა( Channel 4, 2009-05-01) ან კროიტცფელდტ-იაკობ დაავადებას ფარული ხასიათი აქვს და მხოლოდ ფართო გავრცელების შემდეგ ხდება ხილული (Chakraborty C, Nandi S, Jana S; 2005). ან მაგალთად ოზონის ხვრელის პრობლემა, რომელიც არ არის მიჩნეული საზოგადეობისთვის პრიორიტეტულ საკითხად, მაგრამ სერიოზული საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას (Dobson, R. 2005). ასეთი ტიპს ახლებური რისკები სერიოზული გამოწვევაა სოციალური მეცნიერებებისთვის. ისინი სვამენ ისეთ პრობლემებს, რომლეზედაც პასუხის გაცემა ძველ თეორიებს არ შეუძლიათ: ასე მაგალითად, ეკონომიკური მეცნიერება ეკონიმიკას ტრადიციულად განიხილავდა როგორც საზოგადოებრივი სიკეთეების (goods) განაწილების მექანიზმს, მაშინ როდესაც „რისკის საზოგადოებაში“ მისი წარმოება დაფუძნებულია პრობლემების (bads) შექმნაზე (The Penguin dictionary of Sociology, 2000).
    ბეკის თეორია შეიძლება გაკრიტიკდეს იმ საფუძველზე, რომ ის არ გვაძლევს რისკის სისტემატურ განსაზღვრებას. მაგალითად, როდესაც ბეკს სურს გაანალიზოს რისკის თვისებების დამოკიდებულებები სოციალურ ურთიერთობებთან, მის მიერ მოყვანილი მაგალითების უმეტესობა მიეკუთვნება არა სოციალურ და პოლიტიკურ რისკებს, არამედ ეკოლოგიურ ხიფათებს (The Penguin dictionary of Sociology, 2000). „რისკის საზოგადოების“ შესახებ არსებული პოლემიკა ძირითადად დაკავშირებულია გარესამყაროს დაბინძურების პრობლემებზე, ამიტომაც თავის მხრივ ს. ლეშმა რისკის თეორიას „ახალი ეკოლოგია უწოდა (Lash et. al., 1996).
    ამავე დროს, „რისკის საზოგადოების“ თეორია, შეიძლება პოსტმოდერნიზმის კრიტიკად ჩაითვალოს მისთვის დამახასიატებელი „რეფლექსური მოდერნიზმის“ იდეის გამო (Beck et al., 1994). ის ხაზს უსვამს ექსპეტული ცოდნის და რაციონალური კრიტიკის მნიშვნელობას გარემოს დაბინძურების საწინაამდეგო რეაქციაში. რისკის თეორია წარმოადგენს მოდერნის ანუ თანამედროვეობის ახალ ხედვას, რომელიც მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს გარესამყარს და ეკოლოგიურ პრობლემებს მზარდი ინდუსტრიული კატაკლიზმების ეპოქაში.

    ბიბლიოგრაფია
    Beck, Ulrich; (1986) Risikogesellschaft, Frankfurt am Main
    Beck. U. (1992), Risk Society: Towards a new modernity, London, Sage.
    Beck U. (1994) The Reinvention of Politics: Towards a Theory of Reflexive Modernization // Reflexive modernization. Politics, Tradition and Aesthetics in the Modern Social Order. Stanford,CA: Stanford University Press, P. 1—55.
    Beck U. (1995) Ecological Enlightenment. Essays on the Politics of the Risk Society. New Jersey: Humanities Press.
    Beck U. (1996.) Risk Society and the Provident State // Risk, Environment and Modernity: Towards a New Ecology / Ed. by Lash S., Szerszynski В., Wynne B. L.: Sage,
    Beck U., Giddens A., Lash S. (1994) Reflexive modernization. Politics, Tradition and Aesthetics in the Modern Social Order. Stanford, CA: Stanford University Press, 1994.
    Bradbury J (1984). The Policy Implications of Different Concepts of Risk // Science, Technology & Human Values. Vol. 14. No 4
    Caplan, Pat ‘Introduction: Risk Revisited’ in Caplan, Pat (ed) ‘Risk Revisited’, Pluto Press: London (2000)
    Chakraborty C, Nandi S, Jana S (2005). “Prion disease: a deadly disease for protein misfolding”. Current Pharmaceutical Biotechnology 6 (2): 167–77. doi:10.2174/1389201053642321. PMID 15853695
    Dobson, R. (2005). “Ozone depletion will bring big rise in number of cataracts”. BMJ 331 (7528): 1292. doi:10.1136/bmj.331.7528.1292-d. PMID 16322012. edit
    Douglas M (1985). Risk Acceptability According to the Social Sciences. N.Y.: Russel Sage Foundation.
    Douglas. M. (1966) Purity and danger: An Analysis of Concepts of Pollution and Taboo, London, Routledge & Kegan Paul.
    Douglas, M., & Wildavsky, A. B. (1982). Risk and Culture: An essay on the selection of technical and environmental dangers. Berkeley: University of California Press.
    Giddens. A. (1979) Central Problems in Social Theory, London, Macmillan.
    Giddens A. (1990) The Consequences of Modernity. Cambridge: Polity.
    Giddens A. (1991) Modernity and Self-Identity: Self and Sociaty in th Late Modern Age, Cambridge, Polity Press.
    Giddens. A. (1992)The Transformation of Intimacy: Sexuality, Love and Eroticism, Cambridge, Polity Press
    Giddens A (1994). Living in a Post-Traditional Society // Beck U., Giddens A., Lash S. Reflexive Modernization. Politics, Tradition and Aesthetics in the Modern Social Order. Stanford,CA: Stanford University Press, P. 56-109.
    Franklin, James; (2001) The Science of Conjecture: Evidence and Probability Before Pascal, Baltimore: Johns Hopkins University Press, 274
    Lash, S. Szerszynski, B. Wynne, B. (1996) Risk, Environment and Modernity: Towards a new ecology, London, Hutchinson
    Luhmann, Niklas; (1996) Modern Society Shocked by its Risks , University of Hongkong, Department of Sociology Occasional Papers 17), Hongkong, available via HKU Scholars HUB
    Luhmann N(1993). Risk: A Sociological Theory. N.Y.: Walter de Gruyter, Inc.
    Robertson, R. (1992) Globalization: Social Theory and Global Culture, London, Sage
    Rosa. Eu (1998). Metatheoretical Foundations for Post-Normal Risk // Journal of Risk Research. 1998.
    No 1 (1). P. 15-44.
    Schumpeter, J.A. (1934) The Theory of Economic Development, Cambridge, Mass. Harvard University Press.
    Smith. A. (1776) An Inquiry Modern Society Shocked by its Risks , University of Hongkong, Department of Sociology Occasional Papers 17 / http://hub.hku.hk/handle/123456789/38822into the Nature and Causes of the Wealth of Nations, ed. Cananan, E., London, Methuen, 1950.
    Wieland Jäger,(1977) Katastrophe und Gesellschaft, Neuwied;
    Lars Clausen, (1978) Tausch. Entwürfe zu einer soziologischen Theorie, München
    Бек, Ульрих. (2000), Общество риска На пути к другому модерну. М.: Прогресс-Традиция.
    Ритцер, Джордж (2002) Современные социологические теории. СПБ.: Питер. 5-е изд..
    ФИЛИППОВ. А.Ф. ОБЩЕСТВО РИСКА” КАК ПОЛИТИЧЕСКИЙ ТРАКТАТ ПО ФУНДАМЕНТАЛЬНОЙ СОЦИОЛОГИИ” ; http://rc.msses.ru/rc/Or.htm / http://www.univer.omsk.su/omsk/socstuds/ubek/intro.html
    Яницкий О.Н. Социология риска: ключевые идеи. http://www.socio.ru/wr/1-03/Yanizky.htm 12.12.2006
    Lupton D.(1999) Risk. L.; N.Y.: Routledge.
    კაჭკაჭიშვილი, იაგო (2001) სოციალურ მოქმედების თეორიები, თბილისი, მეცნიერება
    Anon. “Born Freak”. Happy Birthday Thalidomide. Channel 4. Retrieved 2009-0

     
    • khatia 2:53 pm on May 15, 2010 Permalink | Reply

      რატი, ინფორმაცია კარგად არის ამოკრებილი სხვადასხვა წყაროებიდან, მაგრამ უფრო მეტ ანალიზს ველოდი.

      • blumgardt 7:54 pm on May 15, 2010 Permalink | Reply

        ანალიზი მკითხველმა გააკეთოს :P

        ანალაიზი რისკის საზოგადოებაში წაიკითხე :)

        p.s. და რა ანალიზი უნდა გაკეთებულიყო შენი აზრით :P

        • blumgardt 7:56 pm on May 15, 2010 Permalink

          ის ზედა ხუმრობით, მაგრამ სმწუხაროდ ვერ გავაკეთე ანალიზი, დროში გავიჭედა და არც მასალები მქონდა :( თან, საქართველოზე მინდდოა გამეკთებინა, მაგრამ ისევ და ისეც მასალებ…

          პ.ს. მომდევნო თემას უფორ ღრმად მივუდგები :)

    • blumgardt 8:00 pm on May 15, 2010 Permalink | Reply

      ხო, თან თამამი დასკვნების გამოტანას მოვერიდე, კვლევისა და ღრმა შესავლის გარეშე :)

    • khatia 9:05 pm on May 25, 2010 Permalink | Reply

      კარგი, დიურკემ, პასუხი არგუმენტირებულია :D

    • chankotadze 9:16 am on May 26, 2010 Permalink | Reply

      რამდენი ლიტერატურაა, თვალები ამიჭრელდა და ციტირებანიც ჭეშმარიტად მრავალფეროვანია ნიკლას ლუმანიდან ვიდრე იაგო კაჭკაჭიშვილამდე. ერთი, აბზაცების გამოყოფასაც რომ დაიწყებდე მთლად ოქრობიჭი ხარ რა…

      პს. ხატია პროვოკატორო რა გინდა? ანალიზში მაინცდამაინც პირადი დასკვნა-მოსაზრებების ფრქვევა იგულისხმება? :შ რამდენი მოსაზრება აქვს ბავშვს ნაჩვენები…. მარა მე იმ ბეკის რისკები გადანაწილებას ჩავუღრმავდებოდი მეტად, გასაგები მიზეზების გამო (:D)… და ხატიასაც ეგ მოხვდა ალბათ გულზე, ერთი-ორ მწარე სიტყვაზე ოცნებობდა უთუოდ :D

      რა ვიცი რატიოგენე, სერიოზულია და მეტად დაფასებას ველოდი მოხსენებიდან გამომდინარეც.

      • blumgardt 9:22 am on May 26, 2010 Permalink | Reply

        უჰ, დიდი მადლობა ჭანკ :D

        აბზაცები არ მიყვარს, თან აქ ცუდად გამოჰყოფს ჩემი ვორდპრესის სკინი.
        ამიტომ გითხარი, შეჩნეული გყავართ ამ “სოციალ-დარვინიმში” და … :D (ბეკიც სწორია და ნორბერტ ელიასიც :P )

        რაც შეეხება კონფერენციას, ეტყობა ცუდი პრეზენტაოტირი ვარ და, ამიტომ ჩავაფლავე :)

    • chankotadze 7:28 am on May 27, 2010 Permalink | Reply

      თვითონ კონფერენცია გახლდათ მარაზმი, ვაღიაროთ. პროექტორი მაინც მოეტანათ… მერე ეს ჟიური (ვინც ესწრებოდა, ამირანს თუ არ ჩავთვლით) სრულიად არაადეკვატური შენიშვნებით… მოკლედ, ყველაზე სერიოზული მუხტი მაგ დღეს შენმა პრეზენტაციამ შეიტანა გულწრფელად რომ ვთქავათ.

  • რატი შუბლაძე 7:09 am on April 11, 2010 Permalink | Reply
    Tags: ვოიცეხ იარუზელსკი, თვითმფრინავი, იაროსლავ კაჩინსკი, კატინის ტრაგედია, კაჩინკსი, ლეხ კაჩინკსი, პოლიტიკა, , ტრაგედია, ტყუპები, Solidarność, Spieprzaj dziadu, Spieprzaj pan   

    სიმართლე ლეხ კაჩინსკის შესახებ 

    თქვენს წინაშეა ლეხ კაჩინსკი სურათი, პოლონეთის პრეზიდენტი, რომელსაც სამშობლომ ერთი ხეირიანი თვითმფრიანვი ვერ უყიდა.

    2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკთან ახლოს პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკი თვთმფრინავმა, რომელზეც პოლონეთის მთავრობის და სეიმის დელეგაცია მყოფებოდა, კატასტროფა განიცადა. დაიღუპა 132-ვე მგზავრი. პოლონური დელეგაცია კატინის ტრაგედიის 70წლისთავის აღსანიშნავად მიფირნავდა.  რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექნის განკარგულება გასცა, რომელსაც თვითონვე უხელმძღვანელებს, საქართველოსპრეზიდენტმა კი მას სიკვდილის შემდგომ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

    ამ მშრალი ფაქტების ამოკითხვა ყველა საინფორმაციო გამოცემასა თუ გაზეთში შეგეძლოთ.  ამ ბლოგზე კი მინდა დაგანახოთ ლეხ კაჩინსკი, ისე, როგორც მე ვიცოდი და მყავდა წარმოდგენილი. ჩვენი ურთიერთობა კი ამ სასაცილო და ზოგიერთი პოლონელისთვის სახამუშო ვიდეოთი დაწყო, სადაც ლეხ კაჩინსკი ერთ აბეზარ პოლონელს უშვერი სიტყვებით ამკობს, რომლებიც შეგვიძლია ვთარგმნოთ როგორც ჩვენებური “გაა**ვი”

    ტყუპი ძმები კაჩინსკები, იაროსლავი და ლეხი ვარშავაში, 1949 წლის 18 ივნისს დაიბადნენ. მათ ერთი სკოლა, ლიცეუმი და უნივერსიტეტი დაამთვრეს, ერთღი სპეციალობით – იურისტები გახდნენ. მეოცე საუკინის 80-იანი წლების დასაწყისიდან ანტიკომუნისტურ საქმიანობაში ჩაებნენ. იყვნენ Solidarność-ის იურიდიული მრჩევლები.  როდესაც პოლონეთის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ვოიცეხ იარუზელსკიმ გასცა ბრძანება,  დაეპატიმრებინათ Solidarność-ის ლიდერები, მხოლოდ ლეხ კაჩინსკი დაიჭირეს – როდესაც სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლებმა ორი ერთნაირი გვარისა და აბსოლუტურად იდენტური გარეგნობის ადამიანის სურათი დაინახეს, შეცდომა ეგონათ და მხოლოდ ერთი კაჩინსკი აიყვანეს.  შესაძლოა სწორედ ამ ფაქტის გამო გახდა ლეხ, და არა იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის პრეზიდენტი მომავალში, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები და თანაპარტიელები, ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ლიდერი ოჯახურ დეუტში სწორედ იაროსლავი იყო.

    კაჩინკები პოპულარული ბავშვები იყვნენ პოლონეთში. 1962 წელს მათ მთავარი როლი შეასრულეს საბვშვო ფილმ-ზღაპარში, “ორის შესახებ, მთვარე რომ მოიპარეს” (O dwóch takich, co ukradli księżyc). ფილმში კაჩინსკებმა, ტყუპების – პლაცეკის და იაცეკის როლები ითამაშეს.

    ბოლო პერიოდში, ლეხ კაჩინსკის პოლიტიკური კარიერა ცუდად ვითარდებოდა.  ახალმა პრემიერმა, დონალდ ტუსკმა, რომელმაც სხვათაშორის, ლეხის ტყუპისცალი, იაროსლავ კაჩინსკი შეცვალა თანამდებოაზე, რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური კურსი აირჩია.  ხშირი იყო ბოლო პერიოდში დაპირისპირება მათ პოლიტიკურ ბანაკებს შორის. სიმართლე რომ ითქვას, საქართველოს ეს ერთ-ერთი უდიდესი ქომაგი აღარც კი სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით და პოლიტიკური გავლენით, თუმცა ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთის, ის მუდამ დარჩება მაგიური სიტყვები, Spieprzaj pan  და Spieprzaj dziadu-ს ავტორად.

    პ.ს. იმედის მოდელირებულ ქრონიკაში, ლეხ კაჩინკსის თვითმფრინავი ჩამოვარდა და პოლონეთის პრეზიდენტი დაიღუპა.

     
    • kevana 12:51 pm on April 12, 2010 Permalink | Reply

      იმედის მოდელირებულ ქრონიკაში კაჩნსკის დაღუპვაზე არაფერია :) ეს არის სიცრუე.

      http://forum.ge/?f=29&showtopic=34100769&st=1785

      • blumgardt 3:58 pm on April 12, 2010 Permalink | Reply

        მე იმედის მოდელირებული ქრონიკა არ მინახავს :)

        ჩემი სიტყვების წყარო ალექსეი ვენედიქტოვია :)

  • რატი შუბლაძე 3:14 pm on March 28, 2010 Permalink | Reply
    Tags: , , ,   

    ქართული ჯეპარდის კითხვები: მესამე მცდელობა. 27.03.2010 

    I ტური

    შესარჩევი თამაში

    რედაქტორი: რატი შუბლაძე. 855 46 46 33

    შენიშვნა: სადაც მითითებული იქნება ნიშანი (!), ჩაითვლება მარტო საავტორო, პასუხში მითითებული პასუხი. ასეთი კითხვების დაწყებისას წინასწარ გააფრთცილეთ მოთამაშეები.

    I რაუნდი

    თემები: პირველი თემა, მეორე თემა, მესამე თემა, მეოთხე თემა, სამეცნიერო მითები და ლეგენდები, Cherchez la femme

    პირველი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) მის შემადგენლობაში შედიოდნენ კრასუსი, პომპეუსი და კეისარი

    პირველი ტრიუმვირატი

    20) (!) ის იყო ქართლის და კახეთის პირველი მეფე 1625-32 წლებში

    თეიმურაზ პირველი

    30) ეს არის პირველი პლანეტა მზისგან დაშორების მიხედვით

    ნეპტუნი

    40) ) ამ დინასტიამ სახელწოდება საფრანგეთის  პირველი მეფის სპეციფიკური თავსაბურავის მიხედვით მიიღო

    კაპეტინგები

    50) მმართველობის ფორმა ადრეულ რომის იმპერიაში, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით პირველთა შორის პირველის მმართველობას ნიშნავს

    პრინციპატი

    მეორე თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) მისი მიხედვით, სხეულზე მოქმედი ძალა ტოლია სხეულის მასისა და ამ ძალის მიერ მინიჭებული აჩქარების ნამრავლისა

    ნიუტონის მეორე კანონი

    20) ეს ომი დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქის, სეგუნტის ოკუპაციით დაიწყო

    მეორე პუნიკური ომი

    30) ოცდამეერთე საუკუნის ამ სიმბოლურ თარიღს დაამთხვია ნიდერლანდების სამეფოს ტახტის მემკვიდრემ, ვილემ ალექსანდერმა საკუთარი ქორწილის თარიღი

    2002 წლის 2 თებერვალი; 02.02.02

    40) სომხურ ენაში, ამ სასვენ ნიშანს წინადადების დამთვრების აღსანიშნავად გამოიყენებენ

    ორწერტილი

    50) ხშირად ამ მეცნიერებას   მეორე კურსელ სტუდენტებისა და თეთრი თაგვების შესახებ მოძღვრებას უწოდებენ

    ფსიქოლოგია

    მესამე თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) (!) შუასაუკუნეების ამ ყველაზე ვარსკვალვურ ვოიაჟში მონაწილეობდნენ საფრანგეთის მეფე, გერმანიის იმერატორი, ავსტრიის ჰერცოგი და ინგლისის მეფე

    მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა

    20) ეს ქვეყანა სამჯერ გაიყო მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების მიერ: პირველად 1772 წელს. უკანასკნელად კი 1795ში

    პოლონეთი

    30) ასე ეწოდება მონაკვეთს, რომელიც სამკუთხედის ნებისმიერ წვეროს აერთებს მისი მოპირდაპირე გვერდის შუაწერტილთან

    მედიანა

    40) ეს იაფი პიესა ბერთოლდ ბრეჰტმა 1928 წელს დაწერა

    სამგროშიანი ოპერა

    50) მან მოგვითხრო მონმორანსისა და სამი ჯენტლმენის  კინგსტონსა და ოქსფორდს შორის მოგზაურობის შესახებ

    ჯერომ . ჯერომი

    მეოთხე თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ტროცკიმ და მასმა მომხრეებმა დააარსეს 1938 წელს საფრანგეთში

    მეოთხე ინტერნაციონალი

    20) მისი შეფასების კრიტერიუმია 4 °C: cut , clarity, color და carat

    ბრილიანტი

    30) წარსული 4 გადმონაშთთან ბრძოლა ამ ქვეყანაში 1964 წლის 20 აგვისტოს ფაიწყო

    ჩინეთი

    40) მას ეკუთვნის ფერწერული ტილო „ოთხი მოციქული“, რომელიც მხატვარმა მშობლიურ ნიურნბერგს უსახსოვრა

    ალბრეჰტ დიურერი

    50) მმართველობის ეს ფორმა რომის იმპერიაში მესამე საუკუნის კრიზისის დროს იმპერატორმა დიოკლეტიანემ შემოიღო

    ტეტრარქია

    სამეცნიერო მითები და ლეგენდები (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) კატერინ კონდუიტის გარდა, მისი ანეკდოტი ვაშლის შესახებ ყველამ უბრალო ხუმრობად მიიღო

    ისააკ ნიუტონი

    20) ვიჩენცო ვივიანის წყალობით, დღესაც ბევრს სჯერა, რომ თავისუფალ აჩქარებას გალილეო გალილეი ამ შენობიდან აკივრდებოდა

    პიზის კოშკი

    30) ამ სირაკუზელის უცნაური ბანაობის შესახებ მითი ვიტრუვიუსმა შექმნა

    არქიმედე

    40) მისი სისტემა სულას არ ყოფილა მოსახერხებელი: პტოლემეოსის სისტემის მიხედვით უკეთესად ხდება ცის კაბადონზე მნათობთა განლაგების დადგენა

    ნიკოლაი კოპერნიკი

    50) გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ის სულაც არ ყოფილა დაოჯახებული, საკუთრ გადაწყვეტილებას კი იმით ხსნიდა, რომ პრემია მხოლოდ კაცობრიობის საკეთილდღეო აღმოჩენებისთვის იყო შექმნილი

    ალფრედ ნობელი (კომ. ამიტომცა არ არის ნობელის პრემია მათემატიკის დარგში)

    Cherchez la femme (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) ეს ქართველი დიპლომატი საფრანგეთის რესპუბლიკის საპატიო ლეგიონის და ღირსების ეროვნული ორდენების კავალერია

    სალომე ზურაბიშვილი

    20) ევჰემერისტები ამტკიცებენ, რომ ისინი წვერ-ულვაშგაპარსული და თმამოშვებული მამაკაცები იყვნენ

    ამორძალები; ამაძონები

    30) ის არის ფრანგების ფრაქციის ლიდერი გლობალურ სტრატეგიულ თამაშში Civilization 3

    ჟანა არკი

    40) ჟურანლ ფორბსის მიხედვით, იგი 2007 წლის ყველაზე გავლენიანი ქალი იყო მსოფლიოში

    ოპრა უინფრი

    50) იგი ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით “საუკეთესო ქალის როლისთვის” საერთაშორისო კონკურსებზე

    სოფიკო ჭიაურელი

    II რაუნდი

    თემები: ლათინური თემა, თამბაქო, დამნაშავე თემა, პარადოქსული თემა, კეთილშობილი თემა, მათემატიკა.

    ლათინური თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) ძველებრაულისა და არემეულის გარდა, ამ 2004 წლის ფილმის ერთ-ერთი მთვარი მოქმედი ენა ლათინურიც იყო

    ქრისტეს ვნებანი

    40) ამ კანადური კუნძულის სახელი ლათინურად ჟღერს როგორც Nova Terra

    ნიუფაუნდლენდი

    60) ორი სიტყვით დაასრულეთ კორნელიუს ნეპოს ფრაზა: Si vis pacem,

    Para bellum

    80) ამ ლათინური ანბანის ასოთი აღინიშნება რაციონალურ რიცხვთა სიმრავლე

    Q

    100) (!) იულიუს კეისარის ამ ნაწარმოებით იწყება ტრადიციულად კლასიკური ლათინურის გაკვეთილები

    ჩანაწერები გალიის ომზე

    თამბაქო (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) ამ ბრენდს ახსენებს პაულა კოული სიმღერაში Where Have All the Cowboys Gone?

    Marlboro

    40) სამეულ ლენგჰორნ კლემენსი ამბობდა, რომ ამის გაკეთება იოლია, რადგან  თავადაც არაერთხელ გაუკეთებია

    თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებება

    60) მისი ეტიმოლოგია მომდინარეობს  სიტყვა stitar-დან, რაც მაიას ინდიელთა ენაზე მოწევას ნიშნავს

    სიგარა

    80) ჟორჟ ბიზეს ამ ოპერის თავდაპირველ ვერსიაში მთავარი მოქმედი პირი სიგარეტების ფაბრიკაში მუშაობდა

    კარმენი

    100) ეს ფრანგი კაპერი საკუთარ ჩიბუხს ლუდოვიკო XIV-თან აუდიენციის დროსაც ვერ შეელია

    ჟან ბარი

    დამნაშავე თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) ეს ალფონსი გადასახადების გადაუხდელობის გამო 11 წლით ჩასვეს ციხეში

    ალ კაპონე (კომ. სრული სახელი ალფონსო კაპონე; მისი შემოსავლის ერთ-ერთი წყარო სუტენიორობა იყო)

    40) ამ  დამნაშავეთა სამყაროს ნაპოლენის როლი უახლეს მომავალში შესაძლოა ბრედ პიტმა ითამაშოს

    პროფესორი მორიარტი (კომ. „შერლოკ ჰოლმსის“ გაი რიჩის ეკრანიზაცია)

    60) ინგლისური სიტყვა Guy ამ ერთ-ერთი პირველი ტერორისტის სახელიდან მოდის

    გაი ფოქსი

    80) 1994 წლის ამ ფილმში სიტყვა Fuck 271-ჯერ ჟღერს

    მაკულატურა; კრიმინალური საკითხავი; Pulp Fiction

    100) მოძღვრება დანაშაულის მსხვრეპლის შესახებ, რომელიც იკვლევს მსხვერპლის მე-ს ჩამოყალიბებას კრიმინოგენულ სიტუაციაში

    ვიკტიმოლოგია

    პარადოქსული თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) მსოფლიოს ეს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული პოლიციის დაწესებულება ლონდონში, გაუხსნელი მკვლელობის ადგილზე აიგო

    სკოტლანდ იარდი

    40) ეს ოდიოზური პიროვნება დღემდე რჩება პატარა ჩეხური ქალაქის, ლანშკროუნის საპატიო მოქალაქედ

    ადოლფ ჰიტლერი

    60) ამ კანადელმა მომღერალმა წარადგინა შვეიცარია 1988 წელს ევროვიზიაზე და პირველი ადგილიც დაიკავა

    სელინ დიონმა

    80) ამ ქალაქს პირველი ადგილი უჭირავს ევროპის ქალაქებს შორის ხიდების რაოდენობით, უსწრებს რა ვენეციას, ამსტერდამს და ლონდონს ერთად აღებულს

    ჰამბურგი

    100) ერთ სულ მოსახლესთან შედარებით, ამ ჩრდილოურ ენაზე ყველაზე მეტი გამოცემა იბეჭდება მსოფლიოში

    ფარერული ენა

    კეთილშობილი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) სწორედ ამას ავალდებულებს ესპანელ არისტოკრატებეს ვესტგოთური წარმოშვება

    ცისფერ სისხლს

    40) ამ ბალკანურმა ისტორიულმა ოლქმა სახელწოება სტეფან ვუკჩიჩ კოსაჩის ტიტულის წყალობით მიიღო

    ჰერცოგოვინა (კომ.სტეფან ვუკჩიჩ კოსაჩის ტიტული იყო ჰერცოგი)

    60) პირველი ამ არისტოკრატიული ჯგუფიდან 1868 წელს აღმოაჩინეს, ჯერ-ჯერობით უკანასკნელი კი მხოლოდ 2006-ში

    კეთილშობილი ანუ ინერტული აირები

    80) მას ეკუთვნის ედუარდ მესამის მიერ შეწყალებული კალეს დიდებულების ქანდაკება, რომელის 1880 წელს კალეს მერმა შეუკვეთა

    ოგიუსტ როდენი

    100) საკუთარი დაბადების ასი წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, ამ ჰერცოგს პულიტცერის პრემია სიკვდილის შემდეგ, 1999 წელს მიანიჭეს

    დიუკ ელინგტონი (კომ. დიუკ ინგლისურად ნიშნავს ჰერცოგს)

    მათემატიკა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) მათემატიკის ამ  განშტოების სახელი წარმოიშვა ალ–ხორეზმის ტრაქტატის — “კიტაბ ალ–ჯაბრ ვალ მუკაბალას” გამოჩენის შემდეგ

    ალგებრა

    40) ეს ალექსანდრიელი ამბობდა, რომ გეომეტრიაში სამეფო გზას არ არსებობდა

    ევკლიდე

    60) ამ თვესა და რიცხვში აღნიშნავენ ამერიკაში რიცხვ π-ს დღეს

    14 მარტი

    80) პრემია, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ენიჭება ოთხ ან ნაკლებ ორმოც წლამდე ასაკის მათემატიკოსს საერთაშორისო მათემატიკური კავშირის ყოველ კონგრესზე

    ფილდსის მედალი; ფილდსის პრემია

    100) სწორედ ამ თეორიის დამტკიცებისთვის მიჰყიდა სული ეშმაკს სასოწარკვეთილმა მათემატიკოსმა არტურ პორჯესის მოთხრობაში „საიმონ ფლეგი და ეშმაკი“

    ფერმას დიდ თეორემა, ფერმას უკანასკნელი თეორემა

    III რაუნდი

    თემები: ლუდი, ხიდები, თამაშები, იოსების თემა, თავსაბურავი, მკვდარი თემა

    ლუდი (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) ამ მოვლენების დასასწყისი  „ბიურგერბრაუკელერში“ გუსტავ ფონ კარის გამოსვლა იყო

    ლუდის პუტჩი

    60) ლუდსახარში Carlsberg-ის ფინანსური მხარდაჭერით ამ დანიელმა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი დაარსა

    ნილს ბორი

    90) ამ თინეიჯერის სახელს ატარებს ტელ-ამარნაში აღმოჩენილი ძველეგვიპტური რეცეპტით დამზადებული ლუდი

    ტუტანჰამონი

    120) ამ ლეგენდარული ფალმანდიელი მეფის მიაწერენ ლუდის ხარშვის გამოგონებას

    გამბრინუსი

    150) მას ეკუთვნის შემეგი სიტყვები: „და შევექცევი მშვენიერ ვიტენბერგულ ლუდს და საუფლო ღვთისა უნებურად მოდის“

    მარტინ ლუთერი

    ხიდები (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) სწორედ ამ თამაშის დროს მომხდარ მკვლელბას იძიებს ერკულ პუარო რომანში „კარტები მაგიდაზე“

    ბრიჯი

    60) სი-ო-სე პოლის თაღები ლეგენდის მიხედვით ამ ანბანის ასოებს გამოხატავენ

    ქართული ანბანის (კომ. სი-ო-სე პოლი სპარსულას 33 თაღიან ხიდს ნიშნავს)

    90) ამ იუგოსლავმა დაწერა ცნობილი რომანა მდინარე დრინაზე აგებულ ხიდზე

    ივო ანდრიჩი

    120) (!) Ponte dei Sospiri-მ, ანუ ოხვრის ხიდმა ვენეციაში სახელი არა რომანტიკული წარსულის, არამედ ამ ფაქტორის გამო მიიღო

    ხიდი წარმოადგენდა სიკვდილმისჯილთა უკასკნელ გზას (კომ. ჩაითვლება მხოლოდ ის პასუხები, რომლებიც შეიცავენ შემდეგ საკვანძო სიტყვებს: სიკვდილმისჯილი, უკანასკნელი გზა)

    150) ეს იტალიელია ყველასთვის ცნობილი მშრალი ხიდის არქიტექტორი

    ჯოვანი სკუდიერი

    თამაშები (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) სწორედ ასე დაასათაურა eurosport.ru-მ  უეინ რუნის მიერ პრემიერ-ლიგის ერთ-ერთ თამაშში გატანილი 4 გოლის შესახებ სტატია

    პოკერი

    60) სწორედ ამ მათემატიკური თეორიის შესწავლისთვის მიიღეს სხვადასხვა დროს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში რობერტ აუმანმა, რაინჰარდტ ზელტენმა, ჯონ ნეშმა, ჯონ ჰარსანიმ და ტომას შელინგმა

    თამაშების თეორია

    90) ქაღალდის თვითაალების ტემპერატურის იდენტური სახელწოდების ეს რომანი 1954 წელს, ჟურნალ Playboy-შიც კი დაიბეჭდა

    451 გრადუსი ფარენჰაიტით

    120) სწორედ ამ ნიდერლანდელმა ისტორიკოსმა და კულტუროლოგმა მოგვითხრო მოთამაშე ადამიანის – Homo Ludens-ის შესახებ

    იოჰან ჰეიზინგა

    150) (!) 2005 წლის მონაცემებით  ამერიკულ სათამაშოთა დიდების დარბაზში შესული ამ სათამაშოს 120 მილიონზე ეგზემპალია გაყიდული

    Game Boy; Nintendo Game Boy

    იოსების თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) ამ ქალაქში მომხდარი მკვლელობის შესახებ ამცნეს „ყოჩაღ ჯარისკაც“ იოჟეფ შვეიკს ერთ ჩვეულებრივ დილას

    სარაევო

    60) მის კალამს ეკუთვნის ტეტრალოგია „იოსები და ძმანი მისნი“

    თომას მანი

    90) ამ დღესასწაულს აღნიშნავენ ესპანურენოვან სამყაროში, ბელგიასა და იტალიაში 19 მარტს, წმინდა იოსების ხსენების დღეს

    მამის დღე

    120) ის ერთ დროს ტუნისის ბეის ემსახურებოდა, კაპერობდა სამხრეთ ამერიკაში და რიუ-გრანდესა და მონტევიდეოს რესპუბლიკების დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა

    ჯუზეპე გარიბალდი

    150) ეს დელავერელი 1974 წელს ჟურნალმა Time-მა მომავლის იმ ორას ადამიანს შორის შეიყვანა, რომლებიც ისტორიას შექმნიდნენ

    ჯოზეფ ბაიდენი

    თავსაბურავი (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) ამ ეროვნულ სიმბოლოს გამოსახავენ როგორც ახალგაზრდა გოგონას, ფრიგიული ქუდით

    მარიანა (კომ. საფრანგეთის სიმბოლო)

    60) ამ ამერიკული ელიტური  სპეცდანიშნულების რაზმის  დევიზია „დამონებულთ გავათავისუფლებთ!!!“

    მწვანე ბერეტები

    90) ამ სიტყვის ეტიმოლოგია, მაკს ფასმერის აზრით, აზერბაიჯანულია, თანამადროვე სახით კი საბჭოთა ჯარში 1940 წლიდან არსებობს

    ფაფახი

    120) ამ ქუდით  გამოსახეს პერუს სკოლის ფერმწერებმა იაკობ ზებედესი მეჩვიდმეტე საუკუნის ხატზე კუსკოში

    პანამა

    150) (!) მისი ძირითადი მწარმოებლები არიან BAUER, CCM, JOFA, RBK, ITECH, MISSION, პირველად კი მისი რეგულარულად გამოყენება ჯორჯ უოენმა დაიწყო 1928 წელს

    ჰოკეის ჩაჩქანი

    მკვდარი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) ქართულად თარგმნეთ იაპონური სიტყვა „კაროსი“, თუ პირველად იგი 1969 წელს მოულოდნელად გარდაცვლილი 29 წლის იაპონელი გაზეთის თანამშრომლის სივდილისას გამოიყენეს

    სიკვდილი გადაჭარბებული მუშაობის შედეგად (ჩაითვლება აზრობრივად)

    60) ამ ჯგუფის ვოკალისტმა, პერ ინგვე ოლინმა,  ფსევდონიმის გასამართლებლად ჯერ ვენები გადაიჭრა, შემდეგ კი თავში ტყვია დაიხალა

    Mayhem

    90) (!) სწორედ მას, ვინც ჰკლავს, ეძღვნება 1989 წლის ფილმი „სისხლი და ქვიშა“

    მატადორი (კომ. მატადორი, ესპანურიდან ითარგმნება, როგორც „ის, ვინც კლავს“)

    120) ბერნარდ ვერბერის 1994 წლის ამ წიგნში მთხრობილია მიშელ პენსონისა და რაულ რაზორბაკის მოგზაურობა მკვდრების კონტინენტზე

    ტანატონავტები

    150) ფაიტინგის ჟანრის ვიდეო-თამაშების სერია, რომლის პირველი გამოშვება 1996 წელს გამოუშვეს ტომონობუ იტაგაკის ხელმძღვანელობით

    Dead or Alive

    ფინალური შეკითხვა

    თემა: თვალები

    პასუხი: ქამელეონი.

    კომენტარი: ლინზები იცვლიან ფერს.

    ბიოქიმიკოსმა ონტარიოს უნივერსიტეტიდან მოიგონა კონტაქტური ლინზები დიაბეტით დაავადებულთათვის, რომლებიც რეაგირებენ სისხლში გლუკოზის შემცველობის შეცვლაზე. დაასახელეთ ერთი სიტყვით, რას შეადარეს ეს ლინზები ერთ საიტზე.

    ბიოქიმიკოსმა ონტარიოს უნივერსიტეტიდან მოიგონა კონტაქტური ლინზები დიაბეტით დაავადებულთათვის, რომლებიც რეაგირებენ სისხლში გლუკოზის შემცველობის შეცვლაზე. დაასახელეთ ერთი სიტყვით, რას შეადარეს ეს ლინზები ერთ საიტზე.

    ბიოქიმიკოსმა ონტარიოს უნივერსიტეტიდან მოიგონა კონტაქტური ლინზები დიაბეტით დაავადებულთათვის, რომლებიც რეაგირებენ სისხლში გლუკოზის შემცველობის შეცვლაზე. დაასახელეთ ერთი სიტყვით, რას შეადარეს ეს ლინზები ერთ საიტზე.

    I ტური

    ფინალური თამაში

    რედაქტორი: რატი შუბლაძე. 855 46 46 33

    შენიშვნა: სადაც მითითებული იქნება ნიშანი (!), ჩაითვლება მარტო საავტორო, პასუხში მითითებული პასუხი. ასეთი კითხვების დაწყებისას წინასწარ გააფრთცილეთ მოთამაშეები.

    I რაუნდი

    თემები: თითქმის წითელი თემა, მატრიცა „ვილ“, ინგლისური თემა, მარტი, მდედრი Bos taurus taurus, კუბური თემა

    თითქმის წითელი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) ამ პლანეტაზე აღმოაჩინა უცნაური არხები იტალიელმა ჯოვანი სკიპიარელიმ

    მარსი

    20) ირანში ამ ორგანიზაციას ეწოდება როგორც „წითელი ლომის და მზის ორგანიცია“

    წითელი ჯვარი

    30) ეს წითელი გოლიათი მონღოლეთის დედაქალაქია

    ულან-ბატორი (კომ. ულან-ბატორი, მონღოლურად სწორედ ამას ნიშნავს)

    40) ფილმ „ბეისბოლის ციებ-ცხელების“ მიხედვით, ახალი ინგლისის ეს საამაყო შვილი Boston Red Sox-ის გულშემატკივარია

    სტივენ კინგი

    50) ეს წითელკანიანის და შავკანიანის შთამომავალია, და არა საბრძოლო ხელოვნება

    სამბო

    მატრიცა „ვილ“(ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) ეს ცნება მსოფლიო-ისტორიული პროცესის განსაზღვრული საფეხურის აღსანიშნავად პირველად ადამ ფერგიუსონმა გამოიყენა

    ცივილიზაცია

    20) მისი აუდიენცია „სიმართლის დროში“ 2009 წლის 29 დეკემბერს შედგა

    კოკა ყანდიაშვილი

    30) ლარს ფონ ტრიერის 2003 წლის ფილმი, რომელიც ღარიბია დეკორაციებით

    დოგვილი

    40) ეს აფრიკული ქალაქი 1880 წელს პიერ ბრაზამ დააარსა

    ბრაზავილი

    50) 2007 წელს ის ფორბსის ყველაზე მდიდარ არარსებულ ადამიანთა თხუტმეტეულში 13 ადგილზე გავიდა

    ვილი ვონკა

    ინგლისური თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) ტიპური ინგლისელის ეს სახელწოდება პირველად ჯონ არბეტნოტის სატირულ პამფლეტში გამოიყენეს 1727 წელს

    ჯონ ბული

    20) ეს ლათინური ანბანის ასო ბოლო ინგლისურ ენაში გამოყენების რაოდენობითაც არის

    Z

    30) სწორედ ეს ინგლისელი პოეტი და პროზაიკოსი გახდება უილიამ ტეტჩერის ჰეროლდი ფილმში „რაინდის ისტორია“

    ჯეფრი ჩოსერი

    40) ეს ვიქტორიანული ერის ყველაზე პოპულარული მწერალი ამბობდა: წლები იგივეა, რაც ადამიანები. ზოგიერთი იოლად კვდება, სხვები – ძნელად

    ჩარლზ დიკენსი

    50) (!) ინგლისური ჩედერის ყველის ამ პროცესის საყურებლად მწარმოებელი კომპანიის ვებგვერდზე 1,5 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა

    დაძველების პროცესის

    მარტი (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) ჩვენს წელთაღრიცხვამდე 44 წელს, მარტის იდებზე ის შეთქმულებმა სიცოცხლეს გამოასლმეს

    იულიუს კეისარი

    20) ეს ქართველი მღერის მარტში გარეთ ავდარსა და გულში დარდის შესახებ

    ზურა დოიჯაშვილი

    30) ამ სახელით გახდა ცნობილი 1512 წლის 5 მარტს დაბადებული გერჰარდ კრემერი

    მერკარტორი

    40) ფინეთის ამ მეათე პრეზიდენტმა  ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 2008 წელს მიღო

    მარტი აჰტისაარი

    50) სწორედ ასე ჟღეს ძველქართულ, წარმართული კალენდარში მარტის შესაბამისი თვე

    მირკანი

    მდედრი Bos taurus taurus (ავტორი: რატი შუბლაძე)

    (ძროხები)

    10) ეს ძროხის ბიჭები პირველად ველურ დასავლეთში 1865 წლიდან გაჩნდნენ

    კოვბოები, Cowboys

    20) )  მეფე ევრისფეოსმა მას გერიონის ძროხების მიკენში წამოყვანა უბრძანა

    ჰერაკლე

    30) 1901 წლიდან  წარმოებული ამ რძის შოკოლადის სიმბოლო იასამნისფერი ძროხაა

    Milka

    40) ამ ქალაქში 1871 წლის დიდი  ხანძრის გაჩენაში ბრალი კეტრინ და პატრიკ ო’ნილების ძროხას მიუძღვის

    ჩიკაგო

    50) (!) სწორედ  ამ მანძილს მოიცავს ინდოეთში არსებული საზომი ერთეული მუ

    სადამდეც ძროხის ბღავილი აღწევს

    კუბური თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    10) მისი წარმოქმნის თარიღად  ჟორჟ ბრაკისა და პაბლო პიკასოს 1906-1907 წლების შემოქმედებას მიიჩნევენ

    კუბიზმი

    20) ამ ქალაქში აგებული წყლის კუბის მშენებლობა 2003 წელს დაიწყო, ექსპლუატაციაციაში კი 2008 წელს შევიდა

    პეკინი

    30) პირველად ის 1990 წელს გააკეთეს კუბური რომისა და კოლას შერევის შედეგად

    კუბა ლიბრე

    40) ამ საქმიანობაში ყველაზე სწარფი ნიდერლანდელი ერიკ აკერსდეიკია

    რუბიკის კუბის აწყობა

    50) ამ სახელით გახდა ცნობილი განგსტერული რეპის ერთ-ერთი დამაარსებელი  ო’ში ჯექსონი

    Ice Cube

    II რაუნდი

    თემები: უცნაური ფაუნა, მოჩხუბარი თემა, პეპლები, ესპანური თემა, საოცნებო თემა, სამხედრო თემა

    უცნაური ფაუნა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) ევროპელთაგან პირველმა ისინი ფერნანდო მაგელანმა იხილა და მათ „უცნაური ბატები“ უწოდა

    პინგვინები

    40) ისინი ადამიანისებრი, ზიზღის მომგვრელი არსებები არიან, რომლებიც პირველად ლემუელ გულივერმა იხილა ჰუიჰნჰნმების ქვეყანაში

    იაჰუ, იეჰუ

    60) ისლანდიელი მეზღვაურების ეს ღამის კოშმარი კარ ლინეიმ თავფეხიანთა კლასს მიაკუთვნა და Microcosmus უწოდა

    კრაკენი

    80) ეს ბრძენი ვირთხა არის მიქელანჯელოს, დონატელოს, ლეონარდოს და რაფაელის მასწავლებელი და მამობილი

    სპლინტერი (კომ. მულტსერიალი კუ-ნინძები)

    100) თავდაპირველად ამ წიგნს „სახელმძღვანელო ფანტასტიკურ ზოოლოგიაში“ ეწოდებოდა

    გამოგონილ არსებათა წიგნი (კომ. ხორხე ლუის ბორხესი, El libro de los seres imaginarios)

    მოჩხუბარი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) ათენის აკადემიის ეს დამფუძნებელი ფილოსოფოსთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონიც იყო – მან ორჯერ გაიმარჯვა პანკრატიონში შეჯიბრში

    პლატონი

    40) ეს უწესო საქციელის აღმნიშვნელი სიტყვა მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ჩხუბისთავი ირლანდიელის გვარის მიხედვით წარმოიშვა

    ჰულიგანი

    60) ამ ექიმმა საკუთრი ლიტერატურული პერსონაჟით სახელი გაუთქვა თავდაცვით საბრძოლო ხელოვნება ბარიცუს

    არტურ კონან დოილი

    80) ბავშვობაში ამ ქართველ მწერალს თანატოლებთან  ხშირი უსიამოვნებების გამო დედამისს მოჩხუბარიძე დაურქმევია

    ალექსანდრე ყაზბეგი

    100) ცნობილმა რესტლერმა კრისტოფერ ირვაინმა სარინგო სახელი ამ ცნობილი ბიბლიური ქალაქის მიხედვით აიღო

    იერიქონი (კომ. რესტლერის ფსევდონიმია Chris Jericho)

    პეპელები (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) ცურვის ამ სახეობას სხვაგვარად „დელფინს“ უწოდებენ

    ბატერფლაი

    40) სწორედ ეს ლოს-ანჯელესური რეპ-როკ ჯგუფი გახდა ცნობილი 2001 წლის სიმღერით Butterfly

    Crazy Town

    60) ამ ფანტასტიკური საფრენი საშუალებით გადაადგილდებიან ფილმ „ქინ-ძა-ძა“-ს მთავარი გმირები

    პეპელაცი

    80) მასზე ამბობდნენ: ფარფატებს როგორც პეპელა, იგესლება როგორც  ფუტკარი

    მუჰამედ ალი, კასიუს კლეი

    100) (!) სულის ეს განსახიერება ძველ ბერძნებს წარმოდგენილ ჰყავდათ პეპლის ან პეპლის ფრთიანი ახალგაზრდა ქალიშვილის სახით

    ფსიქეა, ფსიქე

    ესპანური თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის ეს მომავალი ნატოს გენერალური მდივანი, თავის დროზე ესპანეთის ნატოში გაწევრიანებას ეწინაამდეგებოდა

    ხავიერ სოლანა

    40) ამ ესპანური სამკვირიანი საგზაო ველორბოლის პირველი გამარჯვებული გუსტავ დელოორი იყო

    ვუელტა

    60) ამ სანადირო ძაღლის ჯიშის სახელწოდება წარმოსდგება ფრანგული ფრაზისგან “Chiens de l’Espagnol” – „ესპანელის ძაღლები“

    სპანიელი

    80) ის საკუთარ თავს ესპანეთის საუკეთესო მწერლად მიიჩნევდა ოთხმოცდათვრამეტი წლის თობის შემდეგ

    კამილო ხოსე სელლა

    100) არავინ იცის თუ რას აკეთბდა 1808 წლის 3 მაისს ის, თუმცა მისი ერთ-ერთი ცნობილი სურათიდან შეგვიძლია დავასკვნათ თუ რა ხდებოდა იმ ღამეს მადრიდის ქუჩებში

    ფრანსისკო გოია (კომ. ცნობილი ტილო „1808 წლის 3 მაისი მადრიდში“ ან „აჯანყებულების დახვრეტა1808  წლის  3 მაისს)

    საოცნებო თემა (ავტორები: არჩილ კობახიძე და რატი შუბლაძე)

    20) ამ საფეხბურთო გუნდის სტადიონის მეტსახელი ოცნების თეატრია

    მანჩესტერ იუნაიტედი

    40) სწორედ ამის მოხდენის შესაძლებლობაზე გვაფრთხილებს ძველი ჩინური ანდაზა, როდესაც რამეს ინატრებ

    მართლა არ აგისრულდეს

    60) მას ჰქონდა ოცნება, რომ ერთ დღეს მთელი ერი გაიღვიძებდა და მიხვდებოდა, რომ ადამიანები თანასწორებად არიან შექმნილნი

    მარტინ ლუთერ კინგი

    80) ჯეფრი კაცენბერგის ამ პირმშოს ყველაზე წარმატებული პროექტია „შრეკი 2“ აღმოჩნდა

    DreamWorks, DreamWorks Pictures

    100) ამ შავკანიან მსახიობმა დაგვანახა 1998 წლის ფილმში, თუ „სად მივყავართ ოცნებებს“

    კუბა გუდინგ უმცროსი (კომ. ვინსენტ უორდის 1998 წლის ფილმი „სად მივყავართ ოცნებებს“)

    სამხედრო თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    20) ჰასტინგს ისმეი ამბობდა, რომ ეს ორგანიზაცია მოწოდებულია იმისთვის, რომ განდევნოს რუსები, შემოიყვანოს ამერიკელები და დაახცხროს გერმანელები

    ნატო (კომ.to keep the Russians out, the Americans in, and the Germans down)

    40) მათი რაოდენომა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პიარდ შემადგენლობაში 60-80% იყო

    გერმანელები

    60) ეს არაექსპორტირებადი „ეტლი“ ებრაელმა კონსტრუქტორებმა 1979 წელს შექმნეს

    მერკავა (კომ. ივრთზე „მერკავა“ ითარგმნება, როგორც „ეტლი“)

    80) ეს ტერმინი 30 წლიანი ომის დროს მებრძოლი სამხედრო მეთაურების, გრაფ იოჰან მეროდესა და ვერნერ ფონ მეროდეს გვარის მხიედვით წარმოიშვა

    მარადიორი, მარადიორობა

    100) ეს უნგრული საფეხბურთო კლუბი 1949 წლის შემდეგ უნგრეთის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში გადავიდა

    ჰონვედი (კომ.Budapest Honvéd FC; სახელი ეწოდა უნგრეთის შეიარეღებული ძალების სახელწოდების მიხედვით)

    III რაუნდი

    თემები: ფრანგული თემა, უმრწმესი თემა, ლეგენდარული თემა, ღვთაებრივი თემა, იოანეს თემა,  უკანასკნელი თემა

    ფრანგული თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) ეს არტილერისტი ხშირად ამბობდა, რომ ტრიგონომეტრია მისთვის იყო შექმნილი

    ნაპოლეონ ბონაპარტი

    60) მხოლოდ ეს პედაგოგი შეუშვეს აჯანყებულმა ფრანგმა სტუდენტებმა სორბონის უნივერსიტეტის შენობაში 1968 წლის მაისის მოვლენების დროს

    ჟან-პოლ სარტრი

    90) მას გახსნისას პარიზელებმა “ქალაქის ცენტრში ჩადგმული ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა” უწოდეს

    ჟორჟ პომპიდუს ხელოვნების ცენტრი

    120) ეს ფრანგი ფილოსოფოსი სამხედრო სამსახურში იდგა მაშინდელ რევოლუციურ ჰოლანდიასა და მონაწილებდა 30 წლიან ომში

    რენე დეკარტი

    150) პოლ ემილ ლეკოკმა ამ ქიმიური ელემენტისთვის სახელის მინიჭებით უკვდავყო როგორც საკუთარი, ისე სამშობლოს სახელიც

    გალიუმი (კომ. გალიასაფრანგეთის ძველი სახელწოდება, აგრეთვე მამალი ფრანგულ ენაში, რაც შეესებამება ლეკოკის გვარს, რომელიც აგრეთვე მამალს ნიშნავს)

    უმრწმესი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) სწორედ ეს მიიღო შარლ პეროს მიხედვით მამის გარდაცვალების შემდეგ მეწისქვილის უმცროსმა ვაჟმა

    ჩექმებიანი კატა

    60) იაკობის ეს უმცროსი, „მწუხარების შვილი“ დედამისის, რახილის, გარდაცვალების მიზეზი გახდა

    ბენიამინი

    90) ოლივერ სტოუნის ამ ფილმში ირკვევა, რომ ალკოჰოლიკი კოვბოის ოცნება ბეისბოლის გუნდის მენეჯერობა იყო

    W ; ბუშ-უმცროსი

    120) ამ ბრძოლამ მოუსწრაფა სიცოცხლე ერთ დროს დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრს, უილიამ პიტტ უმცროსს

    აუსტერლიცის ბრძოლა

    150) მათ მეორენაირად ალშინს უწოდებდნენ, ხოლო მათი ბოლო მმართველი არინგაზი-ხანი იყო

    უმცროსი ჟუზი (კომ. ყაზახების ერთ-ერთი ეთნოგრაფიული სუბეთნოსი)

    ლეგენდარული თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) სათავე ამ საქალაქო ლეგენდას (Urban legend), მეოცე საუკუნის 50-იან წლებში რობერტ დეილის წიგნმა, „სამყარო ქალაქის ქვეშ“, დაუდო

    ნიანგები კანალიზაციაში

    60) რა გამოიგონა მითიურმა ინპერატორმა ფუ სიმ, როდესაც წყლიდან ამოსულ დრაკონს ზურგზე უცნაური ნიშნები შენიშნა

    ჩინური იეროგრიფული დამწერლობა

    90) ითვლება, რომ მან ქმარს მზითვებში შავი მუხისგან დამზადებული დიდი მაგიდა მოუტანა, რომლის გარშემო 150-მდე რაინდს შეეძლო დაჯდომა

    დედოფალი გვინევრა (კომ. მეფე არტურის მეუღლე, აქედან მითი „მრგავლი მაგიდის“ შესახებ)

    120) ლეგენდის მიხედვით, ეს კოქტეილი ლედი ჯენი ჩერჩილმა გამოიგონა ნიუ-იორკში გამართული ერთ-ერთი წვეულების დროს

    მანჰეტენი (კომ. წვეულება გაიმართა კლუბ „მანჰეტენში“)

    150) ჯერ კიდევ დაუზუსტებელია ლეგენდა, რომ ამ სიმღერის ტექსტი ირლანდიელემა პოეტმა, თომას მურმა, ქართველი წმინდანის ტექსტზე დაყრდნობით დაწერა

    მწუხრის ზარი; Вечерний звон (კომ. ქართველი წმინდანი – გიორგი მთაწმინდელი)

    ღვთაებრივი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) ამ ფილმში მომხდარი ერთ-ერთი კატასტროფა რიო-დე-ჟანეიროს ეპარქიამ გააპროტესტა და Columbia Pictures-გან  მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვა

    2012 (კომ. იგულისხმება ქრისტეს ქანდაკების დანგრევა ფილმში 2012)

    60) ქების ღირსი ერთი წარუმატებელი ვაჭრის გამოჩენამდე, ის ერთ-ერთ უმაღლეს ღვთაებად მიიჩნეოდა ადგილობრივ პოლითეისტურ რელიგიაში

    ალაჰი (კომ. მუჰამედი – ერთი ვერსიით არაბულად ნიშნავ „ქების ღირსს“. წინასწარმეტყველად გახდომამდე, მუჰამედი წარუმატებელი ვაჭარი იყო)

    90) ეს დღე ინგლისურ ენაში ღმერთ ოდინს ეძღვნება

    ოთხშაბათი (კომ. ინგლისურად ოთხშაბათი – Wednesday — Odin’s (Woden’s) day)

    120) ხშირად ამ გმირს ამსგავსებენ სომხური მთოლოგიის დრაკონების წინაამდეგ მებრძოლ ღმერთს ვაჰანგს, რომელიც წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ახალგაზრდა ყმაწვილი, წითური თმებით და ცეცხლოვანი თვალებით

    ჰერაკლე

    150) ეს დედაქალაქი ესპანელებმა ღვთისმშობლის მიძინების დღეს დაარსეს 1537 წელს

    ასუნსიონი ( სრული სახელწოდება: Nuestra Señora Santa María de la Asunción – ჩვენი ქალბატონი ღვთისმშობლის მიძინების ქალაქი)

    იოანეს თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) ეს უმეტესად პოლონური სახელი ჩინელებისთვის მამაკაცურ, ზეციურ საწყისთან ასოცირდება

    იანი

    60) ერთი ვერსიით მისი პროტოტიპი კასტილიის მეფის, პედრო პირველის, უახლოესი თავზეხელაღებული მეგობარი იყო

    დონ ჟუანი

    90) ფილიპ ფარმერის გამოგონილ სამყაროში „Riverworld“, სწორედ ამ მონარქმა გააცურა საკუთარი პარტნიორი, სემუელ კლემენსი და მას მდინარის ბორბლიანი ორთქლმავალი მოჰპარა

    ჯონ უმიწაწყლო

    120) გურამ ფანჯიკიძე იხსენებს, რომ მას არ სურდა საკუთარი თანამემალუეების საფეხბურთო მატჩებზე დასწრებდა, რადგან თვლიდა, რომ ეს მათ მსოფლიო ჩემპიონობას აკარგვინებდა. ნავსი მხოლოდ 1994 წელს გატყდა

    ჟოაო აველანჟი

    150) ამ სახილით გახდა ცნობილი ჯოვანი მედიჩი – უკანასკნელი რომის პაპი, რომელსაც არჩევის დროს არ ჰქონდა მღვდელთმსახურის სტატუსი

    ლეო მეათე

    უკანასკნელი თემა (ავტორი: რატი შუბლაძე)

    30) ეს ფილმი 1869 წლის ჰაკოკადეს ბრძოლისა და სამურეების მხარდამხარ მებრძოლს ფრანგი ოფიცრების ისტორიაზეა დაფუძნებული

    უკანასკნელი სამურაი

    60) (!) ამ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უკანასკნელი სხდომა 1793 წელს, გროდნოში გაიმართა

    რეჩ-პოსპოლიტა

    90) კრასნობრუდის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი სამხედრო შეტაკებაა სადაც ეს სახმელეთო ჯარების ეს სახეობა გამოიყენეს

    კავალერია

    120) ამ ბრალდებით გასამართლებული უკანასკნელი ადამიანი აშშ-ში ევანგელსიტი და ღვთისმეტყველი ებნერ ნილანდი (Abner Kneeland) იყო

    ღვთისმგმობელობა, ღვთისგმობა

    150) არტურ მილტონი უკანასკნელი ინგლისელი იყო, რომელმაც ითამაშა როგორც ინგლისის საფეხბურთო, ასევე ამ სპორტის ნაკრებში

    კრიკეტი

    ფინალური შეკითხვა

    თემა: გლობალური დათბობა

    პასუხი: ატლანტიდა

    კომენტარი: გლობალური დათბობის ერთ-ერთი კატასტროფული შედეგია მსოფლიო ოკეანის დონის მატება, რამაც, შესაძლოა, კუნძულ-სახელმწიფო ტუვალუს ჩაძირვა გამოიწვიოს. ატლანტიდა მითიური ჩაძირული კუნძულია.

    ჟურნალ «Discovery» – ის ერთ-ერთი სტატია გლობალურ დათბობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს ეძღვნება. ამ სტატიაში სახელმწიფო ტუვალუს „ახალი იქსი“ უწოდეს. დაასახელეთ იქსი.

    ჟურნალ «Discovery» – ის ერთ-ერთი სტატია გლობალურ დათბობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს ეძღვნება. ამ სტატიაში სახელმწიფო ტუვალუს „ახალი იქსი“ უწოდეს. დაასახელეთ იქსი.

    ჟურნალ «Discovery» – ის ერთ-ერთი სტატია გლობალურ დათბობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს ეძღვნება. ამ სტატიაში სახელმწიფო ტუვალუს „ახალი იქსი“ უწოდეს. დაასახელეთ იქსი.

     
  • რატი შუბლაძე 8:00 am on March 15, 2010 Permalink | Reply
    Tags: გეოლოგები, თურქმენეთი, ოდისევსი, საბჭოთა, ქარონი, ცეცხლი, ჯოჯოხეთი, ჰადესი   

    The Door to Hell 

    შესაძლოა ამ ცეცხოლვანი კარიბჭიდან შეაღწია ოდისევსმა ჰადესის სამეფოში, ან სიზიფემ სწორედ აქედან გამოსასვლელად მოატყუა ყოველთვის ფხიზელი ცერბერის პატრონი. მაგრამ არა, აქა რც ქარონს ჩანს და ვერც ვალუტის გადამცვლელ პუნქტს მიაკვლევთ, რომელიც თანამედროვე ბანკნოტებს ძველბერძნულ ოქროს დრაჰმებზე ცვლის. თქვენს წინაშეა დარვაზი (თურქმ. Derweze) – გაზის კრატერი თურქმენეთში, რომელიც შემთხვევითობის და (ან) საბჭოთა გეოლოგების დაუდევრობის შედეგად წარმოიშვა. დარვაზი აშხაბადიდან 260 კილომეტრში, ყარაყორუმის შავ ქვიშებშია განლაგებული. 1971 წელს, გეოლოგებმა მის მიდამოებში გაზის საბადო აღმოაჩინეს.წინასწარი გათხრების და ბურღვის დროს, მეცნიერები მიწისქვეშა კავერნას (სიცარიელეს) გადააწყდნენ. ბურღვის შედეგად დარჩნენილმა ნიადაგის თხელმა ფენამ ვეღარ გაუძლო სიმძიმეს და ქვემოთ ჩავარდა. შედეგად, საბურღი საშუალება სხვა დამხმარე ინვენტარებთან ერთად ამ ახლად წარმოქმნილ უზარმაზარ ორმოში აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ინციდენტისას არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა. ადგილობრივი მოსახლეობისა და მათი მსვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის სახიფათო აირები ორმოდან არ აორთქლებულიყო ან გამოსულიყო, მეცნიერებმა გადაწვიტეს, უზარმაზარი კრატერი ამოეწვათ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ რამდენიმე დღეში ცეცხლი ჩაქრებოდა, და შემთხვევაც ამოიწურებოდა. თუმცა ეს “დროებითი ცეცხლი” დღემდე არ მინელებულა. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, თუ რაოდენ შთამბეჭდავი და შიშის მომგვრელიც კი შეიძლება იყოს დერვაზის მუდამ მოგიზგიზე კრატერი, განსაკუთრებით ღამით, როდესაც უდაბურ და ერთფერევანი ყარაყორუმის პეიზაჟი უეცრად ცისკენ ატყორცნილი სინათლის შუქით და მარადიული ცეცხლის წვისგან გამოცემული შემზარავი ხმაურით ირღვევა.

     
    • andria 6:43 am on April 2, 2010 Permalink | Reply

      ძაან მაგარი ადგილია

c
Compose new post
j
Next post/Next comment
k
Previous post/Previous comment
r
Reply
e
Edit
o
Show/Hide comments
t
Go to top
l
Go to login
h
Show/Hide help
shift + esc
Cancel
Follow

Get every new post delivered to your Inbox.